მაკა ბოჭორიშვილი: ბაქოში გაფორმებული შეთანხმებები ქვეყნის სატრანზიტო როლის გაძლიერებას ემსახურება
მაკა ბოჭორიშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ბაქოში გამართულ მსოფლიო ურბანულ ფორუმში საქართველოს დელეგაციამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიიღო მონაწილეობა, რაც ქვეყნის ურბანული განვითარების ხედვებისა და რეგიონული მნიშვნელობის კიდევ ერთხელ წარმოჩენას ემსახურებოდა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
„მსოფლიო ურბანული ფორუმი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩატარდა ბაქოში და მაღალი დონის სტუმრები იღებდნენ მონაწილეობას. რა თქმა უნდა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრის დონეზე ყოფილიყო ჩვენი ქვეყანა წარმოდგენილი და გვესუბრა სწორედ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება ურბანულ განვითარებას, თუ როგორია ჩვენი ხედვები, მიღწევები ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებულ შეთანხმებებზე გაამახვილა. მისი თქმით, ბაქოში გაფორმებული შეთანხმებები ხელს შეუწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებას, მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს და კიდევ უფრო გააძლიერებს მისი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთ საკვანძო ქვეყნის როლს რეგიონში.
„აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობით და ამ ახალი შეთანხმებებით ახალი მნიშვნელობა მიენიჭება ორივე ქვეყანას, ამ შემთხვევაში საქართველოზე გავაკეთებ აქცენტს. ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია სრულად გამოვიყენოთ სატრანზიტო პოტენციალი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ენერგორესურსების ტრანზიტზე, გამოვიყენოთ ასევე სატრანსპორტო და ტვირთის გადაზიდვის მიმართულებით ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი. ამ ორივე მიმართულებით მნიშვნელოვანი შეთანხმებები გაფორმდა დღეს ბაქოში, რაც საქართველოს სრულიად სხვა მნიშვნელობას შესძენს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მინისტრის განცხადებით, მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აზერბაიჯანის გადაწყვეტილებას ორ ქვეყანას შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეწყობს არა მხოლოდ მოქალაქეთა გადაადგილებას, არამედ ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებასაც.
„გარდა იმ მნიშვნელოვანი თემებისა, რომლებიც უკვე აღინიშნა სატრანზიტო პოტენციალთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი იყო ასევე აზერბაიჯანის მხრიდან გადაწყვეტილება, რომ სამგზავრო მატარებლის მოძრაობა განახლდეს ორ ქვეყანას შორის, ეს მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე აზერბაიჯანის მოაქალაქეებისთვის და ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ასევე ხელს ხალხთა შორის ურთიერთობებს, გარდა ბიზნეს კავშირებისა“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ყველა სიახლე
18 მაისი 2026, 19:47
მსოფლიო
Reuters: აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი რუსულ საზღვაო ნავთობზე სანქციების გამონაკლისის რეჟიმს გაახანგრძლივებს
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, გაახანგრძლივოს სანქციებისგან გამონაკლისის მოქმედების ვადა რუსულ საზღვაო ნავთობზე, რომელსაც ვადა გასულ შაბათს ამოეწურა, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
18 მაისი 2026, 19:44
საზოგადოება
გივი მიქანაძემ სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საუბარი შეეხო ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან საჯარო სკოლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმების შემოღებას ითვალისწინებს. მხარეებმა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებული ლოგისტიკის საკითხები განიხილეს და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
18 მაისი 2026, 19:41
მსოფლიო
The Wall Street Journal: ამერიკულ ენერგორესურსებზე მსოფლიოში მოთხოვნა არ იკლებს, რაც თავად ამერიკელებისთვის ფასების ზრდას განაპირობებს
ამერიკულ ენერგომატარებლებზე გლობალური მოთხოვნის მკვეთრი ზრდა ამერიკელ მძღოლებსა და უცხოელ იმპორტიორებს ერთმანეთთან პირისპირ აჯახებს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი სტატიაში სათაურით „ამერიკულ ენერგორესურსებზე მსოფლიოში მოთხოვნა არ იკლებს, რაც თავად ამერიკელებისთვის ფასების ზრდას განაპირობებს“.
18 მაისი 2026, 19:29
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მისი უწმინდესობის აღსაყდრებასთან დაკავშირებით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა
პრეზიდენტის ადმინსიტრაციის ინფორმაციით, შეხვედრას ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი, უნეტარესი როსტისლავი, ალექსანდრიის, რუსეთის, სერბეთის, ბულგარეთის, ელადის, ალბანეთის, პოლონეთისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგნელები დაესწრნენ.
18 მაისი 2026, 19:16
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: აზერბაიჯანთან წარმატებით დავასრულეთ რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები და გავაფორმეთ ისტორიული შეთანხმება ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე, რომელიც, მათ შორის, გაზის სექტორში 20-წლიან ხელშეკრულებას გულისხმობს
აზერბაიჯანთან გავაფორმეთ უმნიშვნელოვანესი შეთანხმებების პაკეტი, რომელიც გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და ახალ ეტაპზე გადაიყვანს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას, - განაცხადა ბაქოში ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.
18 მაისი 2026, 19:08
მსოფლიო
კუბის პრეზიდენტი: აშშ-ის სამხედრო თავდასხმა კუბაზე სისხლისღვრას გამოიწვევს
კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიას-კანელ ბერმუდესმა განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულ ნებისმიერ სამხედრო მოქმედებას საპასუხოდ „სისხლისღვრა“ მოჰყვება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
18 მაისი 2026, 18:59
მსოფლიო
POLITICO: მერკელი ევროკავშირს რუსეთთან დიალოგის არქონის გამო აკრიტიკებს
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა გააკრიტიკა ევროკავშირი იმის გამო, რომ მან თავისი დიპლომატიური გავლენა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის დასასრულებლად არ გამოიყენა, - წერს გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით „მერკელი ევროკავშირს რუსეთთან დიალოგის არქონის გამო აკრიტიკებს“.
18 მაისი 2026, 18:49
პოლიტიკა
ალექსანდრე დარახველიძე: სტანდარტი საქართველოს კონსტიტუციაშია გაწერილი და პირდაპირ არის განსაზღვრული, რომ სხვათა უფლებებს არ უნდა ლახავდეს ამა თუ იმ პირის სიტყვით გამოხატვის უფლება
აღნიშნული სტანდარტი საქართველოს კონსტიტუციაშია გაწერილი და პირდაპირ არის განსაზღვრული, რომ სხვათა უფლებებს არ უნდა ლახავდეს ამა თუ იმ პირის სიტყვით გამოხატვის უფლება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ საჯარო სივრცეში სიძულვილის ენისა და შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენებაზე საუბრისა.
18 მაისი 2026, 18:47
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: უახლოეს მომავალში მოხდება ბაქო-სუფსის მილსადენის ექსპლუატაციაში დაბრუნება, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს როგორც ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის, ისე ევროპისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის
ვიწყებთ თანამშრომლობას აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-თან, რომელიც ჩვენთან ერთად უზრუნველყოფს ბაქო-სუფსის მილსადენის ოპერირების აღდგენას, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც დელეგაციასთან ერთად ბაქოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა.
18 მაისი 2026, 18:35
მსოფლიო
The New York Times: ტაივანთან დაკავშირებით ტრამპის გამბიტი უკვე საჩუქარია ჩინეთისთვის
ტაივანისთვის ამერიკული იარაღის მიყიდვის საკითხის ჩინეთთან სავაჭრო ინსტრუმენტად გამოყენებით, პრეზიდენტმა ტრამპმა საჩუქარი მიართვა ჩინეთის ლიდერს ტაივანის მთავრობისთვის ძირის გამოთხრის ძალისხმევაში, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი სტატიაში სათაურით „ტაივანთან დაკავშირებით ტრამპის გამბიტი უკვე საჩუქარია ჩინეთისთვის“.
18 მაისი 2026, 18:33
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევა, რაც ისტორიული პროექტია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ აზერბაიჯანისთვის, თურქეთისთვის და ზოგადად, შუა დერეფნის ქვეყნებისთვის
საქართველოს სამთავრობო დელეგაციის აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა, მათ შორის ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლი ბაქო-თბილისი-ყარსის ახალ სარკინიგზო მონაკვეთთან დაკავშირებით. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა.
18 მაისი 2026, 18:25
სამართალი
ალექსანდრე დარახველიძე: ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი, თუმცა როდესაც ეს ზღუდავს და ლახავს სხვა ადამიანის უფლებებს, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებულია ჩაერიოს ამ პროცესში
რატომ გახდა აუცილებელი ახალი უწყების შექმნა, რომელიც სიძულვილის ენის მონიტორინგს გულისხმობს, - ამ საკითხზე ისაუბრა შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“. როგორც დარახველიძემ განმარტა, ერთმანეთისგან გაიმიჯნება ისეთი ქმედებები, რაც დაკავშირებულია აზრის გამოხატვასა და კრიტიკასთან, რომელიც ჯდება ჯანსაღი კრიტიკის ფარგლებში.
18 მაისი 2026, 18:24
სამართალი
პროკურატურამ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
18 მაისი 2026, 18:23
სამართალი
ირაკლი ჩილინგარაშვილი EUROJUST-ში მეკავშირე პროკურორად დაინიშნა
ირაკლი ჩილინგარაშვილი EUROJUST-ში მეკავშირე პროკურორად დაინიშნა. მას საქართველოს პროკურატურაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, იკავებდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას.
18 მაისი 2026, 18:18
ეკონომიკა
ლევან მოსეშვილი: ვიმედოვნებთ, რომ Routes Europe 2026-ზე დღევანდელი შეხვედრები უახლოეს მომავალში პოზიტიურ შედეგს გამოიღებს
იტალიის ქალაქ რიმინიში მიმდინარე Routes Europe 2026-ის ფარგლებში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ და კომპანია TAV Georgia-მ არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართეს როგორც მოქმედ, ასევე ახალ ავიაკომპანიებთან.
18 მაისი 2026, 18:15
პოლიტიკა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
18 მაისი 2026, 18:14
პოლიტიკა
პრემიერი: მოხარული ვარ ილჰამ ალიევთან შეხვედრით. განვიხილეთ სტრატეგიული პარტნიორობა და განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ერთობლივ პროექტებს, რომლებიც ჩვენი რეგიონის როლს აძლიერებს გლობალური დაკავშირებადობის კონტექსტში
მოხარული ვარ მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, მის აღმატებულება ილჰამ ალიევთან შეხვედრით, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.
18 მაისი 2026, 18:14
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილია, საზოგადოებაში ხელი შევუწყოთ ჯანსაღი დიალოგის კულტურას. როდესაც ერთი ადამიანი მეორეს საჯაროდ შეურაცხყოფას აყენებს, ეს მთლიანად საზოგადოებრივ კულტურას არღვევს
დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ბრჭყალებში კრიტიკული განცხადებები, ეს ორმაგის სტანდარტის ცალსახა გამოვლინებაა რა თქმა უნდა, თუმცა „მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
18 მაისი 2026, 18:13
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში არის ერთ-ერთი უიშვიათესი შემთხვევა ჩვენს საპარლამენტო ისტორიაშიც და ზოგადად, მსოფლიო ისტორიაშიც. უნდა ველოდოთ კარგ ამბებს ურთიერთობების გაღრმავების კვალდაკვალ
საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში არის ერთ-ერთი უიშვიათესი შემთხვევა ჩვენს საპარლამენტო ისტორიაშიც და ზოგადად, მსოფლიო ისტორიაშიც. უნდა ველოდოთ კარგ ამბებს ურთიერთობების გაღრმავების კვალდაკვალ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.


