იან პრაუდი: რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტმა „იმედის“ ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, ვშიშობ, რომ ეს კიდევ ერთი ნიშანია ევროპაში სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლის
იან პრაუდი
ფოტო: IMEDIვიდეო/კადრი
რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტმა „იმედის“ ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, ვშიშობ, რომ ეს კიდევ ერთი ნიშანია ევროპაში სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლის, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ გადაცემის წამყვანმა, ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა, იან პრაუდმა.
მან ბრიტანეთში ჩატარებული არჩევნები შეაფასა და ევროპარლამენტის მიერ „იმედის“ ჟურნალისტის სანქცირების საკითხსაც შეეხო.
„ამჟამად ძალიან დაკავებული ვარ ბრიტანეთში მიმდინარე მოვლენებით. კირ სტარმერის ხელისუფლებას საფრთხე ემუქრება, ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებში მისმა გუნდმა ძალიან ცუდი შედეგები აჩვენა, შედეგად უპირატესობას ახლა რეფორმისტთა პარტია ფლობს.
ზოგიერთი ადამიანი ამ პარტიას ნაციონალისტურად ახასიათებს, ნიშანდობლივია, რომ ეს პარტია ძირითადად საუბრობს ბრიტანეთთან დაკავშირებულ მოვლენებზე, მაშინ როდესაც ბრიტანეთში უდიდესი პარტიები სწორედ გლობალური მასშტაბის პოლიტიკით არიან დაკავებულნი, უკრაინის ომით მაგალითად, რომლის დასასრულსაც პირი არ უჩანს, ომით ირანთან და ბევრი სხვა მოვლენით მსოფლიოში. ეს საინტერესოა.. რეფორმისტთა პარტიასა და „ქართულ ოცნებას“ შორის რამდენიმე პარალელის გავლებაცაა შესაძლებელი.
ევროპა ახლა ქაოსშია, უკრაინის ომის მოლაპარაკებების გზით დასრულებაც ამ ეტაპზე შეუძლებელია. ამ თვალსაზრისით ახალ იდეები არ ისმის; რამდენიმე დღის წინ კი ევროპარლამენტმა „იმედის“ ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, ვშიშობ, რომ ეს კიდევ ერთი ნიშანია ევროპაში სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლისა, ასე რომ ბევრი რამ ხდება“, - აღნიშნა პრაუდმა.
ყველა სიახლე
18 მაისი 2026, 22:08
პოლიტიკა
ჯორჯ ბიბი: სავაჭრო და ენერგო რესურსების ხაზები ჩინეთთან გეოპოლიტიკური დაპირისპირების მნიშვნელოვანი შემადგენელია. ამ თვალსაზრისით ვაშინგტონის გადმოსახედიდან სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ
სავაჭრო და ენერგო რესურსების ხაზები ჩინეთთან გეოპოლიტიკური დაპირისპირების მნიშვნელოვანი შემადგენელია. ამ თვალსაზრისით ვაშინგტონის გადმოსახედიდან სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ ქუინსის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტმა და დიდი სტრატეგიების დირექტორმა, ჯორჯ ბიბიმ.
18 მაისი 2026, 22:03
რეგიონი
ბათუმის მერია ბაგრატიონის ქუჩის №131-ში კორპუსის სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„რაც შეეხება მშენებლობის მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ კორპუსში წარმოშობილ ბზარებსა და შესაძლო საფრთხეების შეფასებას, ასევე, იმის დადგენას, უკავშირდება თუ არა აღნიშნული დაზიანებები სამშენებლო პროცესს, შესაბამის დასკვნას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მოამზადებს“.
18 მაისი 2026, 21:54
პოლიტიკა
ჯორჯ ბიბი: მგონია, რომ ევროპელები უფრო დაინტერესებულნი არიან საქართველოზე პოლიტიკური მიზნებით ზეწოლით, ვიდრე მისი გაწევრიანების პროცესის აჩქარებით - ეს არასწორი პოლიტიკაა ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ ეს გახლავთ რეალობა
„არამგონია, რომ ბრიუსელსა და წევრ სახელმწიფოებში დიდი სურვილი იყოს სწრაფი გაფართოების, ისინი მიზანმიმართულად, ძალიან ნელა მოქმედებენ როდესაც საქმე ეხება კანდიდატი სახელმწიფოების მიღების პროცესს. ეს ნაწილობრივ პოლიტიკურია. მგონია, რომ ევროპელები უფრო დაინტერესებულნი არიან საქართველოზე პოლიტიკური მიზნებით ზეწოლით, ვიდრე მისი გაწევრიანების პროცესის აჩქარებით. მიმაჩნია რომ ეს არასწორი პოლიტიკაა ევროკავშირის მხრიდან მაგრამ ეს გახლავთ რეალობა“, - აღნიშნა ჯორჯ ბიბიმ.
18 მაისი 2026, 21:40
პოლიტიკა
ჯორჯ ბიბი: უკრაინის ხელისუფლებას უნდა შეეძლოს, საკუთარ მოსახლეობას რაიმე წარუდგინოს გაწეული მსხვერპლის საპირწონედ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი იკითხავს, თუ რისთვის გაიღეს ამდენი სისხლი და იწვნიეს ნგრევა
უკრაინის ხელისუფლებას უნდა შეეძლოს საკუთარ მოსახლეობას რაიმე წარუდგინოს გაწეული მსხვერპლის საპირწონედ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი იკითხავს, თუ რისთვის გაიღეს ამდენი სისხლი და იწვნიეს ნგრევა, რას მიაღწიეს გარდა იმისა, რომ რუსები შეაკავეს, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ ქუინსის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტმა და დიდი სტრატეგიების დირექტორმა, ჯორჯ ბიბიმ.
18 მაისი 2026, 21:26
მსოფლიო
ჯორჯ ბიბი: ამჟამად, ძალიან მცირე საკითხებზე თუ ახერხებენ ევროკავშირში საერთო ენის გამონახვას და ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო საგარეო პოლიტიკის წარმოებისას არის
„ბევრი წლის წინ ევროკავშირი ფუნდამენტური არჩევანის წინაშე იდგა, სურდა კი მას წევრი სახელმწიფოების რაოდენობის ზრდა და გაფართოება თუ უკვე წევრ სახელმწიფოებს შორის ინტეგრაციის გაუმჯობესება? ეს ორი არჩევანი ერთმანეთის წინააღმდეგობრივია. ევროპელებმა კი გადაწყვიტეს ორივეს შესრულება, როგორც გაფართოება, ასევე ინტეგრაციის ზრდა. შედეგად ევროკავშირი ბევრი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ეს გამოდგა როგორც ეკონომიკური ასევე საგარეო პოლიტიკური და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემაც“.
18 მაისი 2026, 21:17
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის მდივანი: აშშ გასცემს დროებით, 30-დღიან გენერალურ ლიცენზიას, რათა ყველაზე მოწყვლად ქვეყნებს მისცეს შესაძლებლობა, დროებით მიიღონ წვდომა რუსულ ნავთობზე, რომელიც ამჟამად ზღვაშია ბლოკირებული
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი გასცემს დროებით, 30-დღიან გენერალურ ლიცენზიას, რათა ყველაზე მოწყვლად ქვეყნებს მისცეს შესაძლებლობა, დროებით მიიღონ წვდომა რუსულ ნავთობზე, რომელიც ამჟამად ზღვაშია ბლოკირებული, - განაცხადა აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა.
18 მაისი 2026, 21:13
მსოფლიო
ჯორჯ ბიბი: მიმაჩნია, რომ ევროპა ამჟამად მხოლოდ მოპასუხეს რეჟიმშია, ისინი ცდილობენ პასუხი გასცენ იმ მოვლენებს, რომლებსაც სხვა ქვეყნები იწვევენ - სტრატეგიულად ევროპა დაკარგულია
„ევროპა ვერ ახერხებს საკუთარი კურსის ჩამოყალიბებას, ვერც მკაფიო მიზნების შექმნას, ევროპელებზე ამჟამად შეიძლება დაზუსტებით მხოლოდ ითქვას, რომ მათ იციან თუ რა არ სურთ, ხოლო ის თუ რა სურთ, არცთუ ისე კარგად არის ჩამოყალიბებული. ევროპას არ სურს რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნატოში არსებული მოცემულობა შეცვალოს, ევროპელებს მოსწონთ როგორც ყველაფერი აქამდე იყო, როდესაც ისინი დამოკიდებულნი იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, ევროპა კი ამ დროს საშინაო კეთილდღეობაზე იქნებოდა კონცენტრირებული. ეს მოცემულობა წარსულს ჩაბარდა“
18 მაისი 2026, 20:58
პოლიტიკა
„იმედის“ აკრძალვის ლობისტი ევროპელი დეპუტატი სააკაშვილს უდანაშაულოდ მიიჩნევს - პოლონელი ევროპარლამენტარის კიდევ ერთი აღიარება და მედიათავისუფლების შეზღუდვის ფიქტიური საბაბი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ თვეებია მუშაობს, ამჯერად პატიმარი სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. ევროპარლამენტარი ამბობს, რომ ბრალდებები გამოგონილია, საქმეები კი პოლიტიკურად მოტივირებული.
18 მაისი 2026, 20:55
პოლიტიკა
რატომ დარჩა შეუმჩნეველი დანიაში აქციის დარბევა - ორმაგი სტანდარტი და უსამართლო დამოკიდებულება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
რა აჩვენა კოპენჰაგენში პროტესტის მონაწილეთა დარბევამ საქართველოს ხელისუფლებას, ორმაგი სტანდარტი - ასეთია თბილისის შეფასება. თუ საქართველოს შიდა საქმეებში აქტიურად ერევიან, დანიაში განვითარებული მოვლენების ფონზე, დუმს ევროკავშირიც და დანიის ხელისუფლებაც.
18 მაისი 2026, 20:39
სამართალი
სად გადის ზღვარი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის - შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური სამმართველო ემატება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სიძულვილის ენა, შეურაცხმყოფელი კამპანია, აგრესიული კომუნიკაცია - ამ პრობლემების მონიტორინგი და რეაგირება, სპეციალური სამმართველოს ფუნქცია იქნება, რომელიც შსს-ში იქმნება. სიახლის შესახებ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მან ინიციატივის მიზეზი და მიზანიც განმარტა.
18 მაისი 2026, 20:32
პოლიტიკა
ალექსანდრე რაქვიაშვილი ოპოზიციის მიერ გამართულ აქციებზე: არცერთ აქციაზე 100 000 კაცი არ გამოსულა
პარტია „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში 26 მაისს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციასა და 9 პარტიისგან შემდგარი პოლიტიკური ალიანსის სტრატეგიაზე ისაუბრა.
18 მაისი 2026, 20:30
მსოფლიო
დონალდ ტუსკი: ტრანსატლანტიკურმა ერთიანობამ უნდა გაუძლოს ამჟამინდელ რთულ პერიოდს
ტრანსატლანტიკურმა ერთიანობამ უნდა გაუძლოს ამჟამინდელ რთულ პერიოდს, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა და ხაზი გაუსვა ვარშავისა და ვაშინგტონის კავშირების მნიშვნელობას მას შემდეგ, რაც პენტაგონმა პოლონეთში 4 000 სამხედროს განლაგების გეგმა გააუქმა.
18 მაისი 2026, 20:29
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში და შეხვედრა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარესთან. „ქრონიკა“ პეკინიდან
შეხვედრა შედგა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარესთან, პირველმა კანონმდებელმა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობა აღნიშნა, მხარეებმა ურთიერთპატივისცემა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურეს.
18 მაისი 2026, 20:15
პოლიტიკა
მსოფლიო ურბანული ფორუმი ბაქოში - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დელეგაციის წევრებთან ერთად აზერბაიჯანში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა და შეთანხმებები გააფორმა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა და რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა, მათ შორის სარკინიგზო მიმოსვლის და ბაქო-სუფსის მილსადენის შესახებ.
18 მაისი 2026, 20:13
პოლიტიკა
ალექსანდრე რაქვიაშვილი „ოპოზიციური ალიანსის“ დაანონსებულ აქციაზე: ვერ გავიგე რაზეა აქცია. მე არ მგონია 10 ათასი გამოვიდეს, მაგრამ 100 ათასი რომ გამოვიდეს, რას აკეთებენ? -იტყვიან, ყოჩაღ, დავანახეთ, ბევრი ვართ და დავიშალეთო?
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი „ოპოზიციური ალიანსის“ მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციას ეხმიანება და ამბობს, რომ ვერ მოისმინა, რა არის ამ აქციის მიზანი. რაქვიაშვილმა ამის შესახებ ტვ „პირველის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ამბები“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ვინმეს უნდა, სხვა პარტიის მხარდამჭერი მიიყვანოს მიტინგზე, მას გასაგები მიზანი უნდა მიაწოდოს.
18 მაისი 2026, 20:06
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო, გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
18 მაისი 2026, 19:47
მსოფლიო
Reuters: აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი რუსულ საზღვაო ნავთობზე სანქციების გამონაკლისის რეჟიმს გაახანგრძლივებს
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, გაახანგრძლივოს სანქციებისგან გამონაკლისის მოქმედების ვადა რუსულ საზღვაო ნავთობზე, რომელსაც ვადა გასულ შაბათს ამოეწურა, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
18 მაისი 2026, 19:44
საზოგადოება
გივი მიქანაძემ სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საუბარი შეეხო ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან საჯარო სკოლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმების შემოღებას ითვალისწინებს. მხარეებმა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებული ლოგისტიკის საკითხები განიხილეს და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
18 მაისი 2026, 19:41
მსოფლიო
The Wall Street Journal: ამერიკულ ენერგორესურსებზე მსოფლიოში მოთხოვნა არ იკლებს, რაც თავად ამერიკელებისთვის ფასების ზრდას განაპირობებს
ამერიკულ ენერგომატარებლებზე გლობალური მოთხოვნის მკვეთრი ზრდა ამერიკელ მძღოლებსა და უცხოელ იმპორტიორებს ერთმანეთთან პირისპირ აჯახებს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი სტატიაში სათაურით „ამერიკულ ენერგორესურსებზე მსოფლიოში მოთხოვნა არ იკლებს, რაც თავად ამერიკელებისთვის ფასების ზრდას განაპირობებს“.


