imedi /  21 მაისი 2026, 14:06 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: ICG-მ ღიად აღიარა, რომ თბილისის შიში ომში ჩათრევის საფრთხის მიმართ არც „პროპაგანდაა“ და არც „გამოგონილი ნარატივი“, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრივი სტრატეგიის რეალური ფაქტორია

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

საერთაშორისო ავტორიტეტულმა ორგანიზაცია International Crisis Group-მა ფაქტობრივად უპრეცედენტო სიგნალი გაუგზავნა ბრიუსელს და პირდაპირ მიუთითა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები და ცალკეული ევროდეპუტატების განცხადებები არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც ევროკავშირის ოფიციალური პოლიტიკა საქართველოს მიმართ - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ქართველიშვილის შეფასებით, მსგავსი ფორმულირებები აჩვენებს, რომ ევროპულ საექსპერტო წრეებში უკვე დაიწყო საქართველოს მიმართ არსებული მიდგომების გადაფასება. მისი თქმით, წარსულისგან განსხვავებით, როდესაც ბრიუსელი თბილისთან „ულტიმატუმების ენით“ საუბრობდა, ახლა უფრო ხშირად ისმის მოწოდებები დიალოგის, საქართველოს ინტერესების გათვალისწინებისა და რეგიონული საფრთხეების აღიარების შესახებ.

„ საერთაშორისო ავტორიტეტულმა ორგანიზაცია International Crisis Group-მა ფაქტობრივად უპრეცედენტო სიგნალი გაუგზავნა ბრიუსელს და პირდაპირ მიუთითა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები და ცალკეული ევროდეპუტატების განცხადებები არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც ევროკავშირის ოფიციალური პოლიტიკა საქართველოს მიმართ. მეტიც, ICG-მ ღიად აღიარა, რომ თბილისის შიში ომში ჩათრევის საფრთხის მიმართ არც „პროპაგანდაა“ და არც „გამოგონილი ნარატივი“, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრივი სტრატეგიის რეალური ფაქტორია. უკვე თავად მსგავსი ფორმულირებების გაჟღერება აჩვენებს, რომ ევროპაში დაიწყეს იმის გააზრება - რომ საქართველოზე ზეწოლის პოლიტიკამ საპირისპირო შედეგი გამოიღო. მაგრამ აქ მთავარი სხვა რამეა - მსგავსი განცხადებები შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ თბილისმა შეწყვიტა საკუთარი თავის გარე მართვის დამოკიდებულ ობიექტად აღქმა.

სწორედ ქართული ხელისუფლების სუბიექტობამ, ულტიმატუმებზე უარის თქმამ და ქვეყნისთვის უცხო დღის წესრიგის თავსმოხვევის მიუღებლობამ შექმნა ვითარება, როდესაც უკვე მსხვილი საერთაშორისო სტრუქტურებიც კია იძულებულნი ხდებიან საჯაროდ გადააფასონ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება. თუ ადრე ბრიუსელი თბილისს ბრძანებების ენით ესაუბრებოდა, ახლა უკვე ისმის მოწოდებები დიალოგისკენ, საქართველოს ინტერესების გათვალისწინებისა და მისი სტრატეგიული საფრთხეების აღიარებისკენ. განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ International Crisis Group ცალკე უსვამს ხაზს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხის და საქართველოსთან პრაგმატული თანამშრომლობის ერთმანეთისგან გამიჯვნის აუცილებლობას - მათ შორის სატრანზიტო მარშრუტებისა და რეგიონული უსაფრთხოების მიმართულებით. ეს უკვე ფაქტობრივი აღიარებაა იმისა, რომ საქართველოს გარეშე ევროკავშირი ვერ ააგებს სრულფასოვან სტრატეგიას სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში. და ეს აღიარება გაჩნდა არა ვინმეს სიმპათიის გამო, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაუძლო კოლოსალურ პოლიტიკურ, მედიურ და დიპლომატიურ ზეწოლას, საკუთარი კურსის დათმობის გარეშე.

სწორედ ამიტომ დღეს ევროპულ საექსპერტო წრეებში უკვე ბედავენ იმას, რაც კიდევ ცოტა ხნის წინ წარმოუდგენლად მიიჩნეოდა - თავად ბრიუსელს აძლევენ ღირებულ მითითებებს საქართველოს საკითხზე. თბილისი რომ კვლავ გარე კონტროლის სისტემაში მოქცეულ პოლიტიკურ ობიექტად დარჩენილიყო, ვერავინ გაბედავდა ევროკავშირისთვის საჯაროდ მინიშნებასაც კი რიტორიკის შეცვლისა და საკუთარი შეცდომების აღიარების აუცილებლობაზე. საერთაშორისო პოლიტიკაში პატივისცემა მხოლოდ იქ ჩნდება, სადაც არსებობს ნება, სიმტკიცე და საკუთარი სუვერენიტეტის დაცვის უნარი მაშინაც კი, როდესაც ყველა მხრიდან ზეწოლას ახორციელებენ.“ - წერს ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

31 ივლისი 2026, 15:32

მსოფლიო

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს კემპ-დევიდის რეზიდენციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომას გამართავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

31 ივლისი 2026, 15:20

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე „თავისუფლების მოედნის“ განცხადებაზე: აჭარის უმაღლესი საბჭოს გაუქმებით, ავტონომიური სტატუსი გაუქმდება, (აფხაზეთზეც იმავეს ფიქრობენ სავარაუდოდ) - სხვა დროს პოლიტიკური ქულების ჩასაწერად სახიფათო და სახელმწიფოებრივ თემებს აღარ გაეკაროთ

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, სოციალურ ქსელში პარტია „თავისუფლების მოედნის“ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „აჭარის უმაღლესი საბჭო არის უფუნქციო ორგანო.“

31 ივლისი 2026, 15:13

საზოგადოება

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გიორგი ლეონიძის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 2 აგვისტოს 00:00 საათიდან10 დღის განმავლობაში საგზაო მოძრაობა შეიზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე - სულხან-საბას ქუჩის კვეთიდან ინგოროყვას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპი

31 ივლისი 2026, 15:01

მსოფლიო

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

აშშ და ისრაელი ირანისთვის სახმელეთო ბლოკადის დაწესების შესაძლებლობას განიხილავენ. ინფორმაციას The Telegraph-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თინა ბოკუჩავა

31 ივლისი 2026, 14:47

პოლიტიკა

თინა ბოკუჩავა: გასული ვარ ქალაქიდან, ამის შესახებ 2-3 კვირის წინ ვაცნობე პარტიის გენერალურ მდივანს, შესაბამისად, გუშინდელი პოლიტიკური საბჭოს სხდომის ორგანიზატორები ინფორმირებულები იყვნენ ამის შესახებ. რატომ იჩქარეს სხდომის და შემდგომ ყრილობის ჩანიშვნა, ამ კითხვის ადრესატები თავად ეს ადამიანები უნდა იყვნენ

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, თინა ბოკუჩავა, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ის ოჯახთან ერთად ქალაქიდან არის გასული, რის შესახებაც "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს, პეტრე ცისკარიშვილს რამდენიმე კვირის წინ აცნობა.

თორნიკე ფაღავა

31 ივლისი 2026, 14:41

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკა ფაღავა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს აფასებს.

ირაკლი ფავლენიშვილი

31 ივლისი 2026, 14:32

პოლიტიკა

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე

31 ივლისი 2026, 14:29

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება

ეს ერთ-ერთი ის მედიკამენტია, რომელზეც დასაწყისშიც, როდესაც პირველად გაჩნდა საზოგადოებაში ინტერესი და საერთოდ, ეს თემა, ჩვენ ვამბობდით, რომ ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი, პერსპექტიული მედიკამენტი იყო. მანამდეც და შემდგომაც განსაკუთრებული ინტერესით ვაკვირდებოდით პროცესს, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატთან“ დაკავშირებით.

მარტა კოსი

31 ივლისი 2026, 14:28

მსოფლიო

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

ევროკომისიას ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის გაწევრიანების პროცესის მართვის რესურსი სულ უფრო ნაკლებად ჰყოფნის, მაშინ როდესაც გაფართოების ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა. ინფორმაციას Euronews-ი ევროკომისიაში მომუშავე წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

31 ივლისი 2026, 14:24

პოლიტიკა

ნანუკა ჟორჟოლიანი: მე ვფიქრობ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე და მაქვს ჩემი პირობები. ჩემი მთავარი პირობაა – მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესი ცხადი გახდეს ამ ქვეყანასთან დაკავშირებით

ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე უარს არ ამბობს, თუმცა აქვს პირობა, რომელიც გულისხმობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესი გახდეს ცხადი. საქმე ეხება სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატობას.

მერაბ დარბაიძე

31 ივლისი 2026, 14:23

სამართალი

18 წლის შემდეგ აღდგენილი სამართალი - ზესტაფონში მცხოვრები მერაბ დარბაიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ საქმის გაყალბებაში ადანაშაულებს. სააპელაციო სასამართლომ ბრალდებული გაამართლა

18 წლის შემდეგ აღდგენილი სამართალი - ზესტაფონში მცხოვრები მერაბ დარბაიძე ნაციონალურ მოძრაობას საქმის გაყალბებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება 2008 წელს მომხდარ ავარიას, რომლის დროსაც მისი შვილი, 26 წლის სამხედრო ოფიცერი გიორგი დარბაიძე გარდაიცვალა. გარდაცვლილის მამის თქმით, წინა ხელისუფლებამ უდანაშაულო ადამიანი დააკავა, რადგან რეალურ დამნაშავეს, მეორე ავტომობილის მძღოლს ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნები მფარველობდნენ.

ნიკოლოზ სამხარაძე

31 ივლისი 2026, 14:20

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: მივესალმებით ნაურუს ხელისუფლების გადაწყვეტილებას აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ნაურუს მაგალითს მალე მიყვებიან სირია და ვენესუელა

მივესალმებით ნაურუს ხელისუფლების გადაწყვეტილებას აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ნაურუს მაგალითს მალე მიყვებიან სირია და ვენესუელა, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.

მიხეილ სარჯველაძე

31 ივლისი 2026, 14:15

ჯანდაცვა

სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს - ხელშკრულება გაფორმებულია

იტალიურ კომპანია „იტალ ფარმაკოსთან“ ​მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის არის განკუთვნილი, - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე.

კახა კალაძე

31 ივლისი 2026, 14:06

პოლიტიკა

კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე: ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა

ავარიები, დაზიანებები ყოველთვის ხდება, - თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა სემეკ-ის განცხადებას, რაც 24 და 25 ივლისს საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვას შეეხებოდა.

კახა კალაძე

31 ივლისი 2026, 14:04

პოლიტიკა

კახა კალაძე: აშშ-ის პრეზიდენტის დღევანდელ ადმინისტრაციას აქვს შესაძლებლობა, ის არასამართლიანი დამოკიდებულება, რაც არსებობდა ქართველი ხალხის მიმართ, მარტივი გადაწყვეტილებებით გამოასწოროს

„ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს და მზად ვართ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები დავიწყოთ ახალი ფურცლიდან“, - აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის იან კელის და სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის დევიდ კრამერის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას.

31 ივლისი 2026, 14:04

საზოგადოება

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორმა ბესიკ ჯიქურაულმა წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში საპროექტო და სამშენებლო მიმართულებით მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

31 ივლისი 2026, 13:52

მსოფლიო

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

ოფიციალური პირების შეფასებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთ აფრიკულ ანკლავ სეუტაში დაახლოებით 49 000 მიგრანტი გადავიდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კახა კალაძე

31 ივლისი 2026, 13:50

პოლიტიკა

კახა კალაძე ნაურუს გადაწყვეტილებაზე: ეს სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც განპირობებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური მუშაობით

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების შესახებ, სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

კახა კალაძე

31 ივლისი 2026, 13:48

პოლიტიკა

კახა კალაძე საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე: ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცულობა არ გულისხმობს ბილწსიტყვაობის და შეურაცხყოფის მიყენების უფლების ქონას, ეს კანონის გზით არის დასარეგულირებელი

საინტერესო ინიციატივაა, რაზეც გუნდში ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი მედიასთან ეროვნული სიწმინდეებისა და ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრების ინიციატივას.

31 ივლისი 2026, 13:45

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს.