25 მაისი 2026, 14:26 / სანდო წყარო

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: წელს ჩვენ მესტიის მუნიციპალიტეტთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ვიქნებით 26 მაისის მასპინძლები. ძალიან საინტერესო აქტივობები გვაქვს დაგეგმილი, ადგილობრივი მეწარმეებისა და შემოქმედებითი ჯგუფების ჩართულობით

ხათუნა თოთლაძე

ხათუნა თოთლაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ, გადაცემაში „იმედის დილა“ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

„ვემზადებით 26 მაისისთვის. საკმაოდ ამაღელვებელი და ემოციური დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის დღე, როდესაც თანამედროვე ქართულ სახელმწიფოებრიობას ჩაეყარა საფუძველი და ბუნებრივია, რომ თითოეული ქართველისთვის ის ასოცირდება თავისუფლებასთან, დამოუკიდებლობასთან და სიამაყესთან.

წლევანდელი წელი სიმბოლურია, ვინაიდან წელს აღვნიშნავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. 17 საუკუნის წინ, სწორედ ქრისტიანობა, როგორც სახელმწიფო რელიგია გახდა მყარი საყრდენი ჩვენი ქვეყნისთვის და ამ ფასეულობებზე დაყრდნობით გაძლიერდა ქართველი ერი, ქართველი ხალხი და შეინარჩუნა სამშობლოს სიყვარული,“ - განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ წელს საგარეო უწყება დამოუკიდებლობის დღეს მესტიაში, მუნიციპალიტეტსა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აღნიშნავს.

„რაც შეეხება ღონისძიებებს, რომლებსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უმასპინძლებს, სიამაყით ვაცხადებთ, რომ წელს ჩვენ მესტიის მუნიციპალიტეტთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ვიქნებით 26 მაისის მასპინძლები. ძალიან საინტერესო აქტივობები გვაქვს დაგეგმილი, ადგილობრივი მეწარმეებისა და შემოქმედებითი ჯგუფების ჩართულობით.

სვანეთი საქართველოს უნიკალური მხარეა, სადაც განსაკუთრებულად არის შენარჩუნებული ჩვენი იდენტობა, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი კულტურა და ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ამ ყველაფრის წარმოჩენას.

დაგეგმილია ძალიან საინტერესო აქტივობები ახალგაზრდებისა და ბავშვების ჩართულობით. ასევე ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მეწარმეები, რომელთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება; მოეწყობა კულინარიული მასტერკლასები და სწორედ უნიკალური სვანური სამზარეულო იქნება განსაკუთრებულად წარმოჩენილი. შესრულდება ეროვნული ჰიმნი და საღამო დასრულდება ქართველი მომღერლების მონაწილეობით გამართული გალა-კონცერტით“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ხათუნა თოთლაძემ ყურადღება გაამახვილა, ასევე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩატარდება. მისი თქმით, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ორგანიზებით, საზეიმო ღონისძიებები, კონცერტები, გამოფენები, მიღებები გაიმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. ამასთან, ტრადიციულად, 26 მაისისთვის მოხდება მსოფლიო ღირსშესანიშნაობების საქართველოს დროშის ფერებში განათება.

მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა ქართული დიასპორის ჩართულობაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებში. „ჩვენი დიასპორა ჩვენთან ერთად სხვადასხვა ფორმით აღნიშნავს ამ დღესასწაულს. გვაქვს ერთობლივი ღონისძიებები სპეციალურად დიასპორისთვის მიძღვნილი, სადაც ისინი მაქსიმალურად არიან ჩართულები და თავისი წვლილი შეაქვთ ამ დღის ერთობლივად აღნიშვნის საქმეში“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ყველა სიახლე

25 მაისი 2026, 15:21

თავდაცვა

თავისუფლების მოედანზე 26 მაისის ღონისძიების გენერალური რეპეტიცია გაიმართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გენერალურ რეპეტიციას დაესწრნენ.

25 მაისი 2026, 15:19

სამართალი

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

25 მაისი 2026, 15:17

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

მომხსენებლის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, გიორგი დგებუაძის განცხადებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დარეგულირდება და არა „პენიტენციური კოდექსით“. ასევე, ზოგიერთ საკითხზე გადაწყვეტილებებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი მიიღებს, ნაცვლად, იუსტიციის მინისტრისა.

25 მაისი 2026, 15:01

საზოგადოება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

25 მაისი 2026, 14:59

პოლიტიკა

სოფლის მეურნეობის კომიტეტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილების თაობაზე კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა

პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა სხდომაზე „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტზე მეორე მოსმენით იმსჯელა და მის პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირა.

ჯეფრი საქსი

25 მაისი 2026, 14:44

მსოფლიო

ჯეფრი საქსი უკრაინის მთავრობაზე: ეს რადიკალური მთავრობაა. მას დემოკრატიასთან აშკარად არაფერი აქვს საერთო. საქმე გვაქვს კორუმპირებულ და ექსტრემისტულ დიქტატურასთან

„ეს რადიკალური მთავრობაა. მას დემოკრატიასთან აშკარად არაფერი აქვს საერთო. ეს არის პატარა ჯგუფი, რომელიც ქვეყანას მართავს საგანგებო მდგომარეობის პირობებში და წარმოუდგენლად კორუმპირებულია. ამის შესახებ ყველამ იცის. ეს კარგად ჩანს იმით, რომ უკრაინელები დასავლეთ ევროპაში ფლობენ მდიდრულ ვილებს. ასევე ჩანს ანტიკორუფციული ბიუროს ანგარიშებიდანაც და სხვა წყაროებიდანაც. ჩვენ საქმე გვაქვს კორუმპირებულ და ექსტრემისტულ დიქტატურასთან“, - მიიჩნევს საქსი

25 მაისი 2026, 14:37

საზოგადოება

გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, გურჯაანის რაიონული პროკურორის მოადგილემ თინათინ ზუბაშვილმა და პროკურორმა გიორგი შიოშვილმა გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან თემაზე - „პროფესია პროკურორი“ შეხვედრა გამართეს, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

გიორგი ჩაკვეტაძე

25 მაისი 2026, 14:33

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე: განცხადება, რომელიც გიორგი კანდელაკმა გააკეთა, არის დეზინფორმაციული, გაჟღენთილია ტყუილებით და ემსახურება საქართველოს რეპუტაციის დაზიანებას

ეს არამხოლოდ დეზინფორმაციაა, არამედ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული მტრობაა,- ასე შეაფასა „ქრონიკასთან“ საუბრისას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ გიორგი კანდელაკის სტატია, სადაც წერია, რომ თბილისი ირანის მიერ აგენტების გადაბირებისა და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა.

თორნიკე ჭეიშვილი

25 მაისი 2026, 14:27

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე: დღეს, როდესაც ხედავენ, რომ გარკვეული პოზიტიური იმპულსები გაჩნდა ჩვენს ხელისუფლებასა და აშშ-ის ადმინისტრაციას შორის, იძულებულები ხდებიან, რომ გააკეთონ იმგვარი აბსურდული განცხადებები, თითქოს აშშ-ის ადმინისტრაცია ყურადღებას არ აქცევს ადამიანის უფლებების დაცვას

დღეს, როდესაც ხედავენ, რომ გარკვეული პოზიტიური იმპულსები გაჩნდა ჩვენს ხელისუფლებასა და შეერთებული შტატების ადმინისტრაციას შორის, იძულებულები ხდებიან, რომ გააკეთონ იმგვარი აბსურდული განცხადებები, თითქოს შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ყურადღებას არ აქცევს ადამიანის უფლებების დაცვას, - აცხადებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე საუბრისას.

რატი იონათამიშვილი

25 მაისი 2026, 14:23

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე: პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ სიძულვილი ნაცების ტრადიციაა

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ სიძულვილი არის ტრადიცია ნაცების მხრიდან. ისინი ამას წლების განმავლობაში აკეთებენ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

მაია ბითაძე

25 მაისი 2026, 14:20

პოლიტიკა

მაია ბითაძე კანდელაკის „კვლევაზე“: ნათლად ვხედავთ, თუ როგორ ისტერიკაშია „ნაციონალური მოძრაობა“ იმის ფონზე, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ნორმალიზდება

ნათლად ვხედავთ თუ როგორ ისტერიკაშია „ნაციონალური მოძრაობა“ იმის ფონზე, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ნორმალიზება, - ასე აფასებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე ოპოზიციონერ გიორგი კანდელაკის „კვლევაზე“ დაყრდნობით, გამოცემულ სტატიას, სადაც ამერიკული მედიასაშუალება საქართველოს ტერორისტული ოპერაციების ცენტრად მოიხსენიებს.

25 მაისი 2026, 14:20

მსოფლიო

პარიზში სკოლებსა და ბაღებში ზედამხედველების მიერ არასრულწლოვნებზე ძალადობის ბრალდებებს იძიებენ

საფრანგეთის დედაქალაქის მთავარი პროკურორის განცხადებით, გამოძიება ასზე მეტ დაწესებულებაში, მათ შორის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებშიც მიმდინარეობს. იურისტების განცხადებით, გამოძიება მოიცავს სამი და 4 წლის ბავშვების გაუპატიურების შესაძლო ფაქტებს.

25 მაისი 2026, 14:14

მსოფლიო

ირანში აცხადებენ, რომ პროგრესი მოლაპარაკებებში არ ნიშნავს იმას, რომ აშშ-სთან შეთანხმება ხელი მალე მოეწერება

საგარეო უწყების წარმომადგენელმა თქვა, რომ ირანი მოლაპარაკებებს ომის დასრულებაზე აწარმოებს, ბირთვული იარაღის საკითხზე დიალოგს კი, მემორანდუმის საბოლოოდ ფორმირების შემთხვევაში, 60 დღის პერიოდში განიხილავს. ცოტა ხნით ადრე, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის სოლიდური შეთანხმების მიღწევა შესაძლოა დღეს გახდეს შესაძლებელი.

25 მაისი 2026, 14:07

მსოფლიო

უკრაინამ რუსეთს დრონებით შეუტია

ბელგოროდის ოლქში, სარაკეტო თავდასხმის შედეგად, მოსახლეობას ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდა. კიევმა დრონებით შეუტია იაროსლავისა და კურსკის ოლქებს. დაზიანებულია ნავთობგადამამუშავებელი საწარმო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დაღუპულია 2 ადამიანი, არიან დაშავებულები.

25 მაისი 2026, 14:02

საზოგადოება

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სისხლის უანგარო დონორის აქცია „გაიღე სისხლი, მიეცი იმედი: ერთად ჩვენ გადავარჩენთ სიცოცხლეს“ გაიმართა.

კრისტიან გოლომეევი

25 მაისი 2026, 13:55

სპორტი

ლას-ვეგასში „ოლიმპიადა სტეროიდებზე“ ჩატარდა

42 მონაწილის უმრავლესობა შედეგების გასაუმჯობესებლად სხვადასხვა პრეპარატს იყენებდა.13-მა სპორტსმენმა „პირადი რეკორდი დაამყარა“. შეჯიბრების მსვლელობისას მონაწილეებს ექიმები მეთვალყურეობდნენ.

25 მაისი 2026, 13:53

საზოგადოება

26 მაისს ეკონომიკის სამინისტრო საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებს ქუთაისში, თელავში, ამბროლაურსა და ფოთში გამართავს

წლევანდელი 26 მაისი განსაკუთრებული დღესასწაულია - საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავსაც ზეიმობს და დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ეფუძნება კონცეფციას - „1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს“, - ინფორმაციას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

25 მაისი 2026, 13:51

სამართალი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში, გორსა და სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის, შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო-სვანეთის დეპარტამენტების ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ფრინველთა სასაკლაოები შეამოწმეს.

25 მაისი 2026, 13:49

რეგიონი

26 მაისს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ამბროლაურში იქნება წარმოდგენილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ 26 მაისს წარმოდგენილი იქნება ამბროლაურში, ცენტრალურ ბულვარში, სადაც მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი პროგრამა გაიმართება.