შალვა პაპუაშვილი: აზერბაიჯანელ ხალხს გულითადად ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! - ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის ეფუძნებოდა ერთმანეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების პატივისცემას და გულწრფელ დიალოგს
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
აზერბაიჯანელ ხალხს გულითადად ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს უკვე არაერთი წელია სიტყვით მოგმართავთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე და ყოველ ჯერზე სიამაყით აღვნიშნავ, რომ წლიდან წლამდე ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ყველა მიმართულებით დინამიურად ვითარდება,”- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა ყოველთვის ეფუძნებოდა ერთმანეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების პატივისცემას და გულწრფელ დიალოგს.
,,ჩვენ ვთანხმდებით, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება, თავად განსაზღვროს თავისი მომავალი, დაიცვას თავისი ეროვნული იდენტობა და იხელმძღვანელოს ქვეყნის ეროვნული ინტერესებით.სწორედ ამის მაგალითია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები.
ნამდვილი პარტნიორობა არა ერთგვაროვნებაზე, არამედ განსხვავებების პატივისცემაზე დგას. ძლიერი ურთიერთობები ყალიბდება მაშინ, როდესაც სახელმწიფოები ერთმანეთს თანასწორ პარტნიორებად აღიქვამენ, საკუთარი ისტორიით, ტრადიციებითა და ლეგიტიმური ეროვნული ინტერესებით.
დამოუკიდებლობა ფასეულია სწორედ იმიტომ, რომ იგი აძლევს ქვეყნის ხელისუფლებას შესაძლებლობას, მხოლოდ საკუთარი ხალხის ნების მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილებები და განსაზღვროს ქვეყნის ბედი.
დღევანდელ მსოფლიოში ხშირად ვხვდებით გლობალური ინტერესების უპირატესობისა და თავსმოხვეული იდეოლოგიური ერთგვაროვნების მცდელობებს. უდავოა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასევე, მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის ინტერესების გაზიარება და თანხმობის მიღწევაც.
თუმცა, დრომ გვიჩვენა, რომ თანხმობა არ ნიშნავს ერთგვაროვნებას, ერთიანობა არ უტოლდება საკუთარი ინტერესების უგულებელყოფას, ხოლო თანამშრომლობა არ გულისხმობს ეროვნულ იდენტობასა და სახელმწიფო ინტერესებზე უარის თქმას.
ისტორიამ არაერთხელ გვაჩვენა, რომ როდესაც განსხვავებები უგულებელყოფილია და მრავალფეროვნება იზღუდება, ადრე თუ გვიან, გარდაუვალი პრობლემები იჩენს თავს. ამის მაგალითია საბჭოთა კავშირის მცდელობა, ნიველირება მოეხდინა ხალხების ინტერესებს შორის, უგულებლყო მათი ისტორია და იდენტობა, ჩაეხშო ხალხების მრავალფეროვანი მისწრაფებები. ამგვარი სისტემები დიდხანს ვერ იარსებებს,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა, რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის უჭერდა მხარს მშვიდობასა და კეთილდღეობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
,,სამხრეთ კავკასიაში განვითარებული სამშვიდობო ტენდენცია ამ ჭეშმარიტებას კარგად გვიჩვენებს. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობის მშვიდობიანი განვითარებისკენ მიმართული ძალისხმევა, რომელსაც ჩვენ სულითა და გულით მივესალმებით, ცხადყოფს, რომ კონფლიქტის გადაწყვეტა მაშინ ხდება შესაძლებელი, როდესაც ორი სუვერენული სახელმწიფო პირდაპირ დიალოგს აწარმოებს საკუთარი ეროვნული ინტერესების საფუძველზე და ერთმანეთის სუვერენიტეტის პატივისცემით.
კონფლიქტების გადაწყვეტა სწორედ ასეთი მიდგომით უნდა ხდებოდეს და არა გარე აქტორების ჩარევით. ამგვარი ჩარევა, როგორც წესი, არა კონფლიქტში მონაწილე მხარეების, არამედ მესამე ქვეყნების ინტერესებს ემსახურება და მშვიდობისა და რეალური შეთანხმების მიღწევის გზაზე დაუძლეველ ბარიერებს წარმოშობს. ამიტომაც, კონფლიქტის გადაწყვეტის მთავარი მექანიზმი სუვერენიტეტის პატივიცემა და პოლიტიკური ჩაურევლობაა.
საქართველო ყოველთვის უჭერდა მხარს მშვიდობასა და კეთილდღეობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში და მომავალშიც, ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან ერთად, გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ერთობლივ მუშაობას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებები, რომლებიც ხელს შეუწყობს შუა დერეფნის სატრანზიტო პოტენციალის უკეთ ათვისებას და ჩვენი ქვეყნების შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას, კიდევ უფრო აღრმავებს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას.
ჩვენი პარტნიორობის განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნების პარლამენტებს. ეს ურთიერობები ყველა დონეზე ვითარდება, როგორც მეგობრობის ჯგუფებს, ასევე დარგობრივ კომიტეტებს შორისაც. ამ ურთიერთობებში ყოველთვის იგრძნობა მხარეებს შორის მეგობრული დამოკიდებულება და მეტი შედეგის მიღწევის გულწრფელი სურვილი.
სწორედ ამ განსაკუთრებული ურთიერთობის გამოხატულებაა, რომ ერთი თვის წინ, ჩვენს საპარლამენტო ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, პარლამენტის პირველი საპატიო მედლით დაჯილდოვდა ქალბატონი საჰიბა გაფაროვა, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის სპიკერი.
კიდევ ერთხელ ვულოცავ აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობასა და წარმატებას ,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ყველა სიახლე
31 ივლისი 2026, 14:41
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკა ფაღავა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს აფასებს.
31 ივლისი 2026, 14:32
პოლიტიკა
ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში
ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა.
31 ივლისი 2026, 14:29
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება
ეს ერთ-ერთი ის მედიკამენტია, რომელზეც დასაწყისშიც, როდესაც პირველად გაჩნდა საზოგადოებაში ინტერესი და საერთოდ, ეს თემა, ჩვენ ვამბობდით, რომ ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი, პერსპექტიული მედიკამენტი იყო. მანამდეც და შემდგომაც განსაკუთრებული ინტერესით ვაკვირდებოდით პროცესს, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მედიკამენტ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატთან“ დაკავშირებით.
31 ივლისი 2026, 14:28
მსოფლიო
Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის
ევროკომისიას ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის გაწევრიანების პროცესის მართვის რესურსი სულ უფრო ნაკლებად ჰყოფნის, მაშინ როდესაც გაფართოების ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა. ინფორმაციას Euronews-ი ევროკომისიაში მომუშავე წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 14:24
პოლიტიკა
ნანუკა ჟორჟოლიანი: მე ვფიქრობ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე და მაქვს ჩემი პირობები. ჩემი მთავარი პირობაა – მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესი ცხადი გახდეს ამ ქვეყანასთან დაკავშირებით
ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე უარს არ ამბობს, თუმცა აქვს პირობა, რომელიც გულისხმობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესი გახდეს ცხადი. საქმე ეხება სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატობას.
31 ივლისი 2026, 14:23
სამართალი
18 წლის შემდეგ აღდგენილი სამართალი - ზესტაფონში მცხოვრები მერაბ დარბაიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ საქმის გაყალბებაში ადანაშაულებს. სააპელაციო სასამართლომ ბრალდებული გაამართლა
18 წლის შემდეგ აღდგენილი სამართალი - ზესტაფონში მცხოვრები მერაბ დარბაიძე ნაციონალურ მოძრაობას საქმის გაყალბებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება 2008 წელს მომხდარ ავარიას, რომლის დროსაც მისი შვილი, 26 წლის სამხედრო ოფიცერი გიორგი დარბაიძე გარდაიცვალა. გარდაცვლილის მამის თქმით, წინა ხელისუფლებამ უდანაშაულო ადამიანი დააკავა, რადგან რეალურ დამნაშავეს, მეორე ავტომობილის მძღოლს ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნები მფარველობდნენ.
31 ივლისი 2026, 14:20
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: მივესალმებით ნაურუს ხელისუფლების გადაწყვეტილებას აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ნაურუს მაგალითს მალე მიყვებიან სირია და ვენესუელა
მივესალმებით ნაურუს ხელისუფლების გადაწყვეტილებას აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ნაურუს მაგალითს მალე მიყვებიან სირია და ვენესუელა, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.
31 ივლისი 2026, 14:15
ჯანდაცვა
სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს- ხელშკრულება გაფორმებულია
იტალიურ კომპანია „იტალ ფარმაკოსთან“ მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის არის განკუთვნილი, - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე.
31 ივლისი 2026, 14:06
პოლიტიკა
კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე: ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა
ავარიები, დაზიანებები ყოველთვის ხდება, - თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა სემეკ-ის განცხადებას, რაც 24 და 25 ივლისს საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვას შეეხებოდა.
31 ივლისი 2026, 14:04
პოლიტიკა
კახა კალაძე: აშშ-ის პრეზიდენტის დღევანდელ ადმინისტრაციას აქვს შესაძლებლობა, ის არასამართლიანი დამოკიდებულება, რაც არსებობდა ქართველი ხალხის მიმართ, მარტივი გადაწყვეტილებებით გამოასწოროს
„ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს და მზად ვართ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები დავიწყოთ ახალი ფურცლიდან“, - აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის იან კელის და სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის დევიდ კრამერის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას.
31 ივლისი 2026, 14:04
საზოგადოება
ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორმა ბესიკ ჯიქურაულმა წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში საპროექტო და სამშენებლო მიმართულებით მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
31 ივლისი 2026, 13:52
მსოფლიო
BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა
ოფიციალური პირების შეფასებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთ აფრიკულ ანკლავ სეუტაში დაახლოებით 49 000 მიგრანტი გადავიდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 13:50
პოლიტიკა
კახა კალაძე ნაურუს გადაწყვეტილებაზე: ეს სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც განპირობებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური მუშაობით
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების შესახებ, სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
31 ივლისი 2026, 13:48
პოლიტიკა
კახა კალაძე საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე: ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცულობა არ გულისხმობს ბილწსიტყვაობის და შეურაცხყოფის მიყენების უფლების ქონას, ეს კანონის გზით არის დასარეგულირებელი
საინტერესო ინიციატივაა, რაზეც გუნდში ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი მედიასთან ეროვნული სიწმინდეებისა და ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრების ინიციატივას.
31 ივლისი 2026, 13:45
ეკონომიკა
ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს
ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს.
31 ივლისი 2026, 13:39
რეგიონი
მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარნეულის მუნიციპალიტეტში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს.
31 ივლისი 2026, 13:23
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: სააკაშვილი - თუ რევოლუცია არ დავაორგანიზეთ, სხვა შანსი არ გვაქვსო, ხოშტარიამ თქვა - არჩევნები უნდა ჩატარდეს "ქართული ოცნების" გარეშეო, თენგომ - ემიგრანტებს ხმის უფლება უნდა დავუბრუნოთო. შესაშური თანმიმდევრობაა ოპოზიციაში
ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.
31 ივლისი 2026, 13:17
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა
ოპერაციის ფარგლებში, საქართველოს სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფის 12 წარმომადგენელი საბერძნეთის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ფრეგატზე - HS NIKIFOROS FOKAS (F 466)-ზე იყო განთავსებული. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საბერძნეთის სპეციალური დანიშნულების ძალების წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ერთობლივ სწავლებებში - ახლო საბრძოლო მოქმედებები (CQB), პრაქტიკული საცეცხლე-ტაქტიკური მომზადება, ასევე, ფრეგატის ეკიპაჟთან ერთად ჩატარდა ძებნა-გადარჩენისა და ევაკუაციის ოპერაციები.
31 ივლისი 2026, 13:16
მსოფლიო
FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა
ევროპის საფეხბურთ ასოციაციების კავშირის (UEFA) და ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის საფეხბურთო ორგანიზაციის (CONCACAF) შემდეგ FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც (AFC) გამოუცხადა.
31 ივლისი 2026, 13:04
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: ეკონომიკაში დაფიქსირებული ტენდენციები და ის შედეგები, რაც საქართველოს აქვს ეკონომიკური კუთხით, სასურველია როგორც რეგიონის, ასევე ევროპის და გლობალურად ნებისმიერი ქვეყნისთვის
საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული ტენდენციები და ის შედეგები, რაც საქართველოს აქვს ეკონომიკური კუთხით, სასურველია როგორც რეგიონის, ასევე ევროპის და გლობალურად ნებისმიერი ქვეყნისთვის, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.


