შალვა პაპუაშვილი: სადაც იქნება ინტერესების დამთხვევა, იქ აუცილებლად იქნება თანამშრომლობის შესაძლებლობა. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის მოსაწონად და არა სხვა ქვეყნების ხელისუფლებების მოსაწონად
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ჩვენ ვართ იქ, სადაც ყოველთვის ვიყავით, ჩვენ არ ვმოქმედებთ იმისთვის, რომ ვინმეს თავი მოვაწონოთ, არამედ ვმოქმედებთ იმისთვის, რომ რეალური ინტერესების თანხვედრით იყოს აწყობილი ნებისმიერი ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის. სწორედ ამ პროცესში ვართ, როდესაც აშშ-ის ადმინისტრაცია ცდილობს გაერკვეს საკუთარ ინტერესებში საქართველოსთან ურთიერთობის მხრივ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ინტერესები მარტივია, ეს არის ქვეყნის გაერთიანება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა.
„სწორედ ამ ორ შიდა პოლიტიკურ მიზანს ემსახურება ჩვენი საგარეო პოლიტიკური ურთიერთობებიც. ეს იქნება ურთიერთობა აშშ-სთან, ევროკავშირთან, თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან, ყველაფერი იზომება ამ ორი მიზნით. ხელს უწყობს თუ არა ეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ხელს უწყობს თუ არა ჩვენი ხალხის კეთილდღეობის ზრდას.
სწორედ ამ დღის წესრიგით ვესაუბრებით ჩვენ აშშ-ის წარმომადგენლებსაც. სადაც იქნება ინტერესების დამთხვევა, იქ აუცილებლად იქნება თანამშრომლობის შესაძლებლობა. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის მოსაწონად და არა სხვა ქვეყნების ხელისუფლებების მოსაწონად“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ყველა სიახლე
27 მაისი 2026, 13:30
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარნეულში (მისამართი: ბერიტაშვილის ქ. 12) გამოავლინეს ფიზიკური პირი ა.კ. რომელსაც კუსტარულად ჰქონდა მოწყობილი ფრინველთა(ქათმის) სასაკლაო. ინსპექტირებისას დადგინდა,რომ მეწარმე, ჰიგიენური ნორმების უხეშიდარღვევით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა. მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
27 მაისი 2026, 13:27
რეგიონი
ახალციხეში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა გრძელდება
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ახალციხეში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების პროგრესს და დაგეგმილი პროექტების დეტალებს ადგილზე გაეცნენ, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
27 მაისი 2026, 13:21
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: ვიმედოვნებთ, რომ ITB China ახალ პირდაპირ რეისებთან ერთად, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების შემდგომ ზრდას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, მასშტაბურ ღონისძიებაში, რომელშიც 80-ზე მეტი ქვეყანა და ათიათასობით ვიზიტორი მონაწილეობდა, ქვეყნის ამ სტატუსით წარდგენამ უნიკალური შესაძლებლობა შექმნა ქართული ტურისტული პროდუქტის პოპულარიზაციისთვის.
27 მაისი 2026, 13:16
რეგიონი
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ მუსლიმ მორწმუნეებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა
მუსლიმანური სამყარო უდიდეს საღვთო დღესასწაულს - ყურბან-ბაირამს ზეიმობს. აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე და ზურაბ პატარაძე, ბათუმის ორთა ჯამეში, სადღესასწაულო ლოცვას დაესწრნენ და მორწმუნეებს ყურბან-ბაირამი მიულოცეს, - ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
27 მაისი 2026, 13:10
პოლიტიკა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე იმსჯელა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით წარადგინა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
27 მაისი 2026, 13:09
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური სახე იყო, რომ თუკი ვინმე მათი რეჟიმის წინააღმდეგ ამოიღებდა ხმას, ენას ამოგლეჯდნენ!
ეს იყო ის „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური სახე, „წესი და რიგი“, რის დამკვიდრებასაც ცდილობდნენ, რომ თუკი ვინმე მათი რეჟიმის წინააღმდეგ ამოიღებდა ხმას, ენას ამოგლეჯდნენ! - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
27 მაისი 2026, 13:09
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: არავის მივცემთ ისტორიის გადაწერის, სიმართლის გადაფარვისა და საკუთარი პასუხისმგებლობისგან გაქცევის უფლებას
„ნაციონალურ მოძრაობას“ უფლება არ აქვს საზოგადოებას თავისუფლებაზე ელაპარაკოს, უფლება არ აქვს იმ ფასეულობების დაცვაზე საუბრობდეს, რომელიც თავად სისხლში ჩაახშო, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ, ჟურნალისტებმა, სამოქალაქო სექტორმა და თითოეულმა მოქალაქემ, ყოველ ჯერზე მკაფიოდ შეახსენოს ამ ძალას მათი წარსული, მათი ქმედებები და ის მძიმე შედეგები, რომელიც ქვეყანას და ხალხს მოუტანეს.
27 მაისი 2026, 12:59
რეგიონი
ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის108-ე იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო
საიუბილეო საღამოს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
27 მაისი 2026, 12:57
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში სხვადასხვა ფაქტორის გამო ფასები იზრდება, ჩვენ დამატებით ვამძიმებთ სოციალურ ფონს მკვეთრად გაზრდილი ჯარიმებითა თუ სახელმწიფო მომსახურების გაძვირებული გადასახადებით
ხაზგასმით აღვნიშნავ, არ ვგულისხმობ სიჩქარის კრიტიკულ გადაჭარბებასა და მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვას! საკითხი პარკირების, მსუბუქი მუნიციპალური წესების, საყოფაცხოვრებო რეგულაციებსა და მეწარმეებისათვის საორგანიზაციო ჯარიმების გაუფრთხილებელ, ხშირად დისტანციურ დაჯარიმებას ეხება, - განაცხადა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, ზურაბ ქადაგიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
27 მაისი 2026, 12:54
საზოგადოება
აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან
აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთში „ITB China 2026“-ს ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან, სადაც საქართველო წელს პარტნიორი ქვეყნის სტატუსითაა წარმოდგენილი, - ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
27 მაისი 2026, 12:49
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილმა ITB China-ს ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა
შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და საერთაშორისო ბაზრებზე ქვეყნის ცნობადობის გაზრდის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ჩინეთისა და აზიის ბაზრებზე საქართველოს ტურისტული მიმართულების პოზიციონირების გაძლიერებაზე, ასევე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებსა და მარკეტინგულ კამპანიებში თანამშრომლობაზე.
27 მაისი 2026, 12:47
ეკონომიკა
VR Holding-მა ბროკერებისთვის VR Vake Sky Tower – Fashion Avenue-ის წინასწარი წარდგენის ღონისძიება გამართა და ილია თოფურია VR holding-ის ბრენდ ამბასადორად წარადგინა
23 მაისს, თბილისში, VR Holding-მა პროექტ „VR Vake Sky Tower – Fashion Avenue“-ის ოფიციალური წინასწარი წარდგენის ღონისძიება გამართა, რომელსაც უძრავი ქონების სფეროს წარმომადგენლები, წამყვანი ბროკერები და ინვესტორები ესწრებოდნენ. ღონისძიებას 300-მდე მოწვეული სტუმარი დაესწრო.
27 მაისი 2026, 12:43
მსოფლიო
ჩინეთში სიკვდილით დასაჯეს Yoozoo Games-ის ყოფილი ტოპ-მენეჯერი, რომელსაც მილიარდერისა და სერიალ „სამი სხეულის ამოცანის“ პროდიუსერის მოწამვლა ედებოდა ბრალად
მოგვიანებით შანხაის პოლიციამ განაცხადა, რომ ლინ ცი მოწამლული იყო. ბიზნესმენის მკვლელობის ეჭვმიტანილის სახით სუ იაო დააკავეს. ის Yoozoo-ში მუშაობდა სერიალზე „სამი სხეულის ამოცანა“ - ჩინელი ფანტასტი მწერლის, ლიუ ცისინის ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაციაზე. 2015 წელს კომპანიამ რომანის ეკრანიზაციის უფლება შეიძინა და წიგნის დამოუკიდებლად გადაღებას აპირებდა, თუმცა 2020 წლის სექტემბერში მის ბაზაზე სერიალის გამოშვებაზე Netflix-თან შეთანხმდა.
27 მაისი 2026, 12:43
სამართალი
პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში პროკურატურის წარმომადგენლებმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის საოლქო და ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურების წარმომადგენლებმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
27 მაისი 2026, 12:39
საზოგადოება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყანაში ღირსშესანიშნაობები და შენობები საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყნებში ღირსშესანიშნაობები და შენობები საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდა.
27 მაისი 2026, 12:38
პოლიტიკა
The Washington Post-ი გიორგი კანდელაკის „კვლევაზე“ დაყრდნობით აქვეყნებს სტატიას და ამტკიცებს, თითქოს საქართველო ირანის ორბიტაზე გადადის, ასევე, წერს, რომ საქართველოს მთავრობა „ღიად ცდილობს ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ მტერთან დაახლოებას“
ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი საქართველოს შესახებ სტატიას სათაურით „აშშ-ის ყოფილი მოკავშირე ირანის ორბიტაზე გადადის“ აქვეყნებს.
27 მაისი 2026, 12:37
პოლიტიკა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნის საკითხს მხარი დაუჭირა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც დიპლომატიის აკადემიის შექმნას ითვალისწინებს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
27 მაისი 2026, 12:35
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: მოდით, ჯერ შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ რეალურად კომფორტული და ხელმისაწვდომი, სახელმწიფო აპარატი მოქალაქის საჭიროებებზე ორიენტირებული და მხოლოდ ამის შემდეგ მოვითხოვოთ მოქალაქეებს წესების უმკაცრესი დაცვა
„ჩვენი უპირველესი ამოცანაა, რომ სახელმწიფომ მოქალაქეში დაინახოს თანასწორი პარტნიორი და არა მხოლოდ პოტენციური დამრღვევი. მოდით, ჯერ შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ რეალურად კომფორტული და ხელმისაწვდომი, სახელმწიფო აპარატი მოქალაქის საჭიროებებზე ორიენტირებული და მხოლოდ ამის შემდეგ მოვითხოვოთ მოქალაქეებს წესების უმკაცრესი დაცვა“ - განაცხადა ქადაგიძემ.
27 მაისი 2026, 12:30
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილება, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.
27 მაისი 2026, 12:29
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.


