კახა კალაძე: ტრამპის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ, მაგრამ ეს სამართლიან ხედვებს უნდა ეფუძნებოდეს
კახა კალაძე
ფოტო: თბილისის მერია
თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ მედიასთან საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებზე ისაუბრა.
მანვე განმარტა, რომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება მზად არის ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გადატვირთვისთვის.
„ბევრჯერ გვითქვამს, საქართველოს ხელისუფლება მზადაა, რომ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს. ის უსამართლო დამოკიდებულება, რაც იყო ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან კონკრეტული განცხადებებით და ქმედებებით, უნდა შეიცვალოს სამართლიანი დამოკიდებულებით. კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას ტრამპის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი სამართლიან ხედვებზე უნდა იყოს დაფუძნებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიცია ვერ შეძლებს ამ ურთიერთობების გაფუჭებას, რადგან მათი აგენტურული ქსელის შესახებ ყველაფერი ნათელია.
„ოპოზიცია ქვეყნის მტერია. ისინი აგენტურის წარმომადგენლები არიან. ამ ქსელის შექმნაში ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ასეულობით მილიონი ლარი იხარჯებოდა. ეს არამხოლოდ ჩვენთან, სხვა ქვეყნებშიც, სადაც პოლიტიკური ინტერესია გარე ძალების, ამ სქემით მოქმედებდნენ - ასე მარტივად მართავდნენ ქვეყანას. ჩვენთანაც რამდენჯერ იყო რევოლუციის მცდელობაც, ხან არასამთავრობო ორგანიზაციების, ხანაც ჟურნალისტების მიერ. ყველაფერი ხელის გულზე დევს, კარგად ვიცით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ყველა სიახლე
29 მაისი 2026, 21:25
სამართალი
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - დაკავებულია უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ნარკოდანაშაულთან ბრძოლა გრძელდება - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, თბილისის სხვადასხვა უბანში, ნაქირავებ ბინებში სპეციალური სათბურები ჰქონდათ მოწყობილი.
29 მაისი 2026, 21:05
ჯანდაცვა
„ვამოროლონი“ და „ჯივინოსტატი“ - რა შესაძლებლობები აქვს ამ მედიკამენტებს და არსებობს თუ არა უსაფრთხოების გარანტიები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტებისთვის სახელმწიფო პროგრამა უკვე მოქმედებს. ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება სრულად ხელმისაწვდომია. კლინიკურ, ლაბორატორიულ და ინტენსიურ კვლევებს სახელმწიფო აფინანსებს. ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მზად არის განიხილოს მოსაზრება, როგორ შეიძლება კიდევ უფრო დაიხვეწოს აღნიშნული პროგრამა.
29 მაისი 2026, 21:00
ეკონომიკა
აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 6.2% შეადგინა, იანვარ-აპრილის საშუალო ზრდის მაჩვენებელი 8.3%-ს გაუტოლდა - რა განაპირობებს დადებით დინამიკას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეკონომიკური ზრდის ტემპი დაჩქარდა. ამას ეკონომიკის სამინისტრო უახლეს სტატისტიკაზე დაყრდნობით აცხადებს. უწყების ცნობით, ზრდას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საგარეო ვაჭრობის კუთხით არსებული ტენდენციები, სადაც ექსპორტის მაჩვენებელი რეკორდულია.
29 მაისი 2026, 20:50
პოლიტიკა
ნიკა მელია: სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა, იქ მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესია
„სააკაშვილს უკვე მრავალი წელია, ჩემს მიმართ ეჭვიანობა, როგორც ყელს შემოჭერილი მარყუჟი, ისე ახრჩობს. გულის საოხად და დარდის გასაქარვებლად მორიგი ტყუილით გაჯერებული, ცილისმწამებლური წერილი გაუვრცელებია: მელიამ ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული აქცია დაშალა და ხალხი სახლებში გაუშვაო! ტყუილის თქმას მხოლოდ ის ბედავს, ვინც სიმართლე იცის, ასეა სააკაშვილის საქმეც“.
29 მაისი 2026, 20:49
პოლიტიკა
სოფლის მეურნეობის კომიტეტმა მცხეთის მუნიციპალიტეტში გასვლითი სხდომა გამართა
სხდომაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ ცენტრის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
29 მაისი 2026, 20:48
მსოფლიო
პუტინი: სომხეთის მიერ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დატოვების შემთხვევაში, რუსეთი მისთვის ენერგომატარებლებზე ფასებს გაზრდის
სომხეთის მიერ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დატოვების შემთხვევაში, რუსეთი მისთვის ენერგომატარებლებზე ფასებს გაზრდის, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა.
29 მაისი 2026, 20:46
პოლიტიკა
ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა გასვლითი შეხვედრა გამართა
ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ბათუმში გასვლითი შეხვედრა გამართა.
29 მაისი 2026, 20:45
პოლიტიკა
ოპოზიციური ქაოსი და სააკაშვილის როლი - სადამდე მივა დაპირისპირება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციური ქაოსი და სააკაშვილის როლი. მსჯავრდებული წარსულის ქმედებების შემდეგ, არსებულ რეალობასაც აკრიტიკებს. იწუნებს სლოგანს და დინამიკას. გარეთ მყოფები კი ურჩევენ, პრეტენზიები საკუთარი პარტიისკენ მიმართოს.
29 მაისი 2026, 20:41
მსოფლიო
პუტინი: საბრძოლო ველზე არსებული ვითარება გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ კონფლიქტი უკრაინაში დასასრულს უახლოვდება
საბრძოლო ველზე არსებული ვითარება გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ კონფლიქტი უკრაინაში დასასრულს უახლოვდება, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა.
29 მაისი 2026, 20:37
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრომ 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვება უზრუნველყო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
როგორც სამინისტრომ განმარტა, სინდიკაცია 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით შედგა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არც დამატებითი რესურსის მოზიდვას საჭიროებს და არც საშინაო ვალის დამატებით ზრდას გამოიწვევს.
29 მაისი 2026, 20:36
პოლიტიკა
დანაშაულის განზოგადების მორიგი მცდელობა - ოპოზიცია სამართალდარღვევაში პოლიტიკურ სარგებელს ეძებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიცია სამართალდარღვევაში პოლიტიკურ სარგებელს ეძებს. დანაშაულის განზოგადების მორიგი მცდელობა თბილისის საკრებულოში ჰქონდათ. მმართველი გუნდისთვის ცინიზმია ის ფაქტი, რომ კამპანიის ავანგარდში „ნაციონალური მოძრაობაც“ დგას - პარტია მძიმე და დადასტურებულად სისტემური დანაშაულებით.
29 მაისი 2026, 20:33
მსოფლიო
პეტერ მადიარი: გვსურს მივიღოთ გარანტია, რომ უკრაინაში მცხოვრები 100 000 უნგრელი კვლავ შეძლებს მშობლიური ენის გამოყენებას
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ უნგრეთის თანხმობა უკრაინისთვის მოლაპარაკებების კლასტერების გახსნაზე შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კიევი უზრუნველყოფს უკრაინაში უნგრელი ეროვნული უმცირესობის შესახებ 11 პირობის შესრულებას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
29 მაისი 2026, 20:25
პოლიტიკა
ირაკლი ხელაძე: გიორგი კანდელაკი არის ადამიანი, რომელიც საკუთარ ჯარისკაცებს ომის დაწყებაში ადანაშაულებდა - ეს ადამიანი ცდილობს სახელმწიფოს ინტერესები მუდმივად დააზიანოს
„არანაირი არგუმენტი, არანაირი ფაქტი - ეს ადამიანი ცდილობს, რომ მუდმივად დააზიანოს სახელმწიფოს ინტერესები. გიორგი კანდელაკი არის ადამიანი, რომელიც საკუთარ ჯარისკაცებს ადანაშაულებდა ომის დაწყებაში. ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის მისი მტრული განწყობა საკუთარი ქვეყნის მიმართ“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ,
29 მაისი 2026, 20:18
სამართალი
პატიმრობა და თანამდებობიდან გადაყენება - გორში ძალადობისთვის დაკავებული 6 სამართალდამცველის სასამართლო პროცესი გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სასამართლო პროცესი გორში შედგა, თუმცა ბრალდებულებმა დარბაზში შესვლაზე უარი თქვეს. ნაწილი დანაშაულს აღიარებს. დაზარალებულის სტატუსი აქვთ პაპუნა ლოცულაშვილს და მის თანმხლებ მოქალაქეს.
29 მაისი 2026, 20:09
მსოფლიო
პუტინი: კრიზისი უკრაინაში დაიწყო მსგავსი სიტუაციით, რაც ახლა სომხეთში ხდება
უკრაინის კრიზისი ევროკავშირში მისი გაწევრიანების მცდელობებით დაიწყო, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა.
29 მაისი 2026, 20:08
პოლიტიკა
ეკატერინე გალდავა: დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის განახლება საერთაშორისო ფინანსურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციას შეუწყობს ხელს
ეკატერინე გალდავას თქმით, აღსანიშნავია, რომ პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა, რამაც საერთაშორისო დონის კომპანიების ჩართულობა უზრუნველყო. მისივე განცხადებით, პროექტი ტექნიკურად საკმაოდ რთული იყო, თუმცა მისი წარმატებით განხორციელება ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკებისა და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი მუშაობის შედეგია.
29 მაისი 2026, 20:00
მსოფლიო
კრემლში პოზიტიურად აფასებენ პეტერ მადიარის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის იარაღის არმიწოდების შესახებ
კრემლი პოზიტიურად აფასებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის სიტყვებს იმის შესახებ, რომ მისი ქვეყანა უკრაინას შეიარაღებასა და სამხედრო ტექნიკას არ მიაწვდის. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
29 მაისი 2026, 19:52
მსოფლიო
რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის პრეზიდენტებმა სომხეთს მოუწოდეს, ჩაატაროს რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე
რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის პრეზიდენტებმა სომხეთს მოუწოდეს, ჩაატაროს რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე.
29 მაისი 2026, 19:35
ეკონომიკა
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-ე წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს
გადაწყვეტილება საკოლექციო მონეტების გამოშვების თაობაზე ეროვნულმა ბანკმა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით შექმნილი, მთავრობისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისიის წინადადების გათვალისწინებით მიიღო.
29 მაისი 2026, 19:19
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალის“ დირექტორი ოთარ შარიქაძე: მოხდა ახალი ტიპის სახაზინო ფასიანი ქაღალდების გამოშვება, რაც კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებას
მოხდა ახალი ტიპის ფასიანი ქაღალდების გამოშვება, რომელსაც ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანა იყენებს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებას, - განაცხადა „თიბისი კაპიტალის“ დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ფასიანი ქაღალდების გამოშვების შეფასებისას.


