„ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც მას ხმა მისცეს“ - აშშ-ის საელჩო სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის განცხადებას ავრცელებს
ფოტო: Facebook
25-28 მაისს საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციის ლიდერებთან გამართული შეხვედრების შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციამ განცხადება გაავრცელა, რომელი აშშ-ის საელჩოს გვერდზე გამოქვეყნდა.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„შეხვედრა საქართველოს მთავრობასთან
25-28 მაისს თბილისში აშშ-ის დელეგაცია შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ვიცე-პრემიერებს ბოჭორიშვილს, მდინარაძეს და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების სამომავლო გზის განსახილველად. დელეგაციამ საქართველოს მთავრობას მასთან კონსტრუქციულ, მომავალზე ორიენტირებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა გაუზიარა და მისი ინტერესი სუვერენულ პარტნიორებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში ურთიერთპატივისცემაზე, საერთო ინტერესებსა და გულწრფელ დიალოგზე დაფუძნებული ახალი ეტაპის დაწყების შესახებ.
მხარეებმა განიხილეს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შესაძლო თანხვედრის სფეროები, მათ შორის: ეროვნული სუვერენიტეტისადმი საერთო ერთგულება, სამართლიანი ეკონომიკური გარემო, მავნე გარე გავლენებისადმი მდგრადობა და ის ფუნდამენტური ღირებულებები, რომელიც ორივე ერს განსაზღვრავს. ეს თანხვედრა ქმნის მყარ საფუძველს უფრო ღრმა პარტნიორობისკენ წინსვლისთვის.
აშშ-ის დელეგაციამ ხაზი გაუსვა ჩვენს ინტერესს, საქართველოსთან კომერციული თანამშრომლობის გაფართოებასთან დაკავშირებით, მათ შორის: ამერიკული საქონლისა და ინვესტიციებისთვის უფრო ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, და უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება. მდგრადი სტრატეგიული პარტნიორობისთვის საჭირო იქნება უწყვეტი პროგრესი იმ პირობების უზრუნველყოფით, რომელიც საქართველოს სანდო პარტნიორად აქცევს, მათ შორის, ამერიკული ბიზნესისთვის ხელსაყრელი ბიზნესგარემოსა და სტაბილური შიდა პოლიტიკური კლიმატით, რაც ხელს უწყობს ოპოზიციის ჩართულობას. დელეგაციამ განიხილა კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია და დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში.
შეერთებული შტატები ელის საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს და სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს.
შეხვედრა საქართველოს ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან
აშშ-ის დელეგაციამ სიღრმისეული საუბრები გამართა საქართველოს ძირითადი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან, მათ შორის: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელო“-სა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებთან.
დელეგაციამ მოისმინა შეშფოთება ოპოზიციური პარტიების მიმართ მოპყრობის შესახებ 2024 წლის ოქტომბრის შემდეგ, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმისა და არსებული პოლიტიკური გარემოს შესახებ. დელეგაციამ მათ გაუზიარა შეერთებული შტატების პოზიცია საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებში ოპოზიციის მონაწილეობის შესახებ. ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც მას ხმა მისცეს. პოლიტიკური სტაბილურობა და ოპოზიციის რეალური წარმომადგენლობა იმ ფაქტორებს შორისაა, რომელიც საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისთვის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის სანდო პარტნიორად აქცევს.
შეერთებული შტატები ერთგულია კონსტრუქციული ურთიერთობისა ყველა სერიოზულ პოლიტიკურ აქტორთან, რომელიც დაინტერესებულია საკუთარი ქვეყნის სტაბილურობით, სუვერენიტეტითა და კეთილდღეობით“.
ყველა სიახლე
21 ივლისი 2026, 19:03
მსოფლიო
უნგრეთში, ოპოზიციური პარტია „ფიდესის“ ოფისებში ჩხრეკა ჩაატარეს
უნგრეთის ოპოზიციურმა პარტიამ „ფიდესმა“ განაცხადა, რომ სამშაბათს, გამომძიებლებმა ჩხრეკა ჩაატარეს იმ ოფისებში, სადაც მისი ინტერნეტ-სერვერებია განთავსებული და ახალი მთავრობა პარტიის საქმიანობის აღკვეთის მცდელობაში დაადანაშაულა.
21 ივლისი 2026, 18:59
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით თანხის და ქონებრივი უფლების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის და ქონებრივი უფლების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს [როკურატურა ავრცელებს.
21 ივლისი 2026, 18:57
სამართალი
პროკურატურამ სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში დახმარების მოტივით, წვევამდელებისგან მოტყუებით თანხის დაუფლების ფაქტებზე ბრალდებულს კიდევ 20 ეპიზოდზე ბრალდება დაუმძიმა
საქართველოს პროკურატურამ სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში დახმარების მოტივით, წვევამდელებისგან მოტყუებით თანხის დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე ბრალდებულს, კიდევ 20 ეპიზოდზე ბრალდება დაუმძიმა.
21 ივლისი 2026, 18:54
ჯანდაცვა
ჯანდაცვის სამინისტრო თამარ იარაჯულის შვილის მკურნალობაზე: კონსილიუმის რეკომენდაციების თანახმად, საქართველოში სრულად ხელმისაწვდომია სათანადო სამედიცინო რესურსი, რათა პაციენტს ჩაუტარდეს საჭირო მკურნალობა, ამასთან, თუ პაციენტის მკურნალობა საზღვარგარეთ დაიგეგმება, სამინისტრო მზად არის უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, რამდენადაც ამის შესაძლებლობას მოგვცემს მოქმედი კანონმდებლობა
თამარ იარაჯულის არასრულწლოვანი შვილის მკურნალობასთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, მან საჯაროდ ისაუბრა, სამინისტრო საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას აწვდის.
21 ივლისი 2026, 18:48
მსოფლიო
მერცი: მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩვენთვის და სამხრეთ კავკასიაშიც აუცილებელია - გერმანია და ევროკავშირი სრულად არიან დაინტერესებულნი, რომ ამ გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანმა რეგიონმა სტაბილურობას მიაღწიოს
მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩვენთვის და სამხრეთ კავკასიაშიც აუცილებელია - გერმანია და ევროკავშირი სრულად არიან დაინტერესებულნი, რომ ამ გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანმა რეგიონმა სტაბილურობას მიაღწიოს, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
21 ივლისი 2026, 18:41
საზოგადოება
რევაზ სოხაძე: ხარისხთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება ცნობილია - აბსოლუტურად უკომპრომისოები ვიქნებით ამ კუთხით. ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ თითოეული თეთრი დაიხარჯოს ხარისხიანი ინფრასტრუქტურის შექმნაში. სხვანაირად შეუძლებელია
ხარისხთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია ჩვენი დამოკიდებულება, რომ ჩვენ აბსოლუტურად უკომპრომისოები ვიქნებით ამ კუთხით. ყველამ ერთად, ერთის მხრივ სამინისტრომ და მეორეს მხრივ ჩვენმა პარტნიორმა კერძო კომპანიებმა და კონტრაქტორებმა, უნდა მივაღწიოთ იმას, რომ რასაც შევქმნით, თითოეული თეთრი უნდა დაიხარჯოს ხარისხიანი ინფრასტრუქტურის შექმნაში. სხვანაირად ეს შეუძლებელია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.
21 ივლისი 2026, 18:39
ეკონომიკა
ლევან მოსეშვილი: საქართველოს აეროპორტებში დღის და ღამის ფრენების თანაფარდობა 50/50-ზეა, დღის რეისებზე მოთხოვნა გაიზარდა
საქართველოს აეროპორტებში დღის ფრენების რაოდენობა წინა პერიოდებთან შედარებით გაიზარდა და ამ დროისთვის ღამისა და დღის ფრენების თანაფარდობა 50/50-ზეა, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა.
21 ივლისი 2026, 18:24
საზოგადოება
გივი მიქანაძე: პირველ ეტაპზე, 15 სექტემბრისთვის ყველა პირველკლასელი იქნება უზრუნველყოფილი სასკოლო ფორმით, ხოლო პირველი სემესტრის განმავლობაში - ოქტომბერსა და ნოემბრის ბოლოს უკვე შემოვა დამზადებული ფორმები, რომლებითაც დანარჩენი 5 კლასი - მეექვსე კლასის ჩათვლით იქნება უზრუნველყოფილი
ახალი სასწავლო წლიდან, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სკოლის მოსწავლეები სასკოლო ფორმებით იქნებიან უზრუნველყოფილები. განათლების მინისტრის განცხადებით, ბაზრის კვლევის საფუძველზე შეირჩა ჩინური კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდა. ეს კომპანია სასკოლო ფორმებს საქართველოში სამ ეტაპად გამოაგზავნის. ის ოჯახები, რომელთა სოციალური მდგომარეობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 65 000 ან ნაკლები ქულით არის შეფასებული, ფორმას უფასოდ მიიღებენ.
21 ივლისი 2026, 18:23
მსოფლიო
გერმანული გამოცემა BILD: ილჰამ ალიევმა ირიბად დაადასტურა, რომ ბაქოში შესაძლოა გერმანიისა და რუსეთის წარმომადგენელთა დახურული შეხვედრა გაიმართა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ირიბად დაადასტურა, რომ ბაქოში შესაძლოა გერმანიისა და რუსეთის წარმომადგენელთა დახურული შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა BILD-ი ავრცელებს.
21 ივლისი 2026, 18:11
მსოფლიო
უკრაინული მედია: ოთხშაბათს, ევროკავშირის საბჭოს გაფართოების სამუშაო ჯგუფი უკრაინისა და მოლდოვასთვის მე-2 და მე-3 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცებაში უნგრეთის დარწმუნებას მეორედ შეეცდება
ოთხშაბათს, ევროკავშირის საბჭოს გაფართოების სამუშაო ჯგუფი (COELA) უკრაინისა და მოლდოვასთვის მე-2 და მე-3 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცებაში უნგრეთის დარწმუნებას მეორედ შეეცდება, რათა მათი გახსნის ფორმალური პროცესი დაიწყოს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Європейська правда ევროკავშირის დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
21 ივლისი 2026, 18:05
საზოგადოება
რევაზ სოხაძე: თელავში სტიქიის დროს ინტერვიუში ვახსენე, რომ სტიქია ყველა ქვეყანაშია და სამწუხაროდ, ხელზე დაიხვიეს ზოგიერთებმა ეს გამოთქმა, თითქოს ეს ასე არ იყოს. ბუნებრივია ყველგან ხდება სტიქია და ამისგან დაზღვეული არავინ არის, თუმცა ხელისუფლების სიძლიერე ზუსტად იმაში მდგომარეობს, თუ როგორი რეაგირება აქვს სტიქიურ მოვლენაზე
შეუძლებელია, რომ ყველაფერი წინასწარ გათვალო, ყველა შესაძლო საფრთხე წინასწარ იყოს გათვლილი. თუმცა ვცდილობთ, რომ ამ მიმართულებით პროაქტიულები ვიყოთ და მაქსიმალურად დავიცვათ და მინიმუმამდე დავიყვანოთ ის ზარალი, რაც შეიძლება სტიქიამ გამოიწვიოს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.
21 ივლისი 2026, 18:05
რეგიონი
რევაზ სოხაძე: თელავში დასასრულს უახლოვდება ღვარცოფის შედეგად წარმოქმნილი შედეგების ლიკვიდაცია, თუმცა ამით პროცესი არ დასრულდება, მთავრობისგან გვაქვს დავალება, რომ დაზიანებული არხი მთლიანად მოწესრიგდეს
ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ბოლო პერიოდში რეგიონებში წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების შედეგად წარმოქმნილ პრობლემებზე ისაუბრა. მინისტრმა განმარტა რა ეტაპზეა თელავსა და ლენტეხში მიმდინარე სამუშაოები.
21 ივლისი 2026, 18:04
საზოგადოება
რევაზ სოხაძე: იმედი გვაქვს, რომ უკვე წელს პირველ ნაბიჯებს გადავდგამთ ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის მშენებლობის კუთხით. პროექტი უკვე მზად არის და ახლა მიწის გამოსყიდვების პროცესი მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ „დღის ქრონიკაში“ ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის მშენებლობასთან დაკავშირებით ისაუბრა.
21 ივლისი 2026, 18:00
მსოფლიო
ინდოეთში მეორე დღეა საპროტესტო აქციები იმართება
ახალგაზრდების პროტესტი ეროვნულ გამოცდასთან დაკავშირებულმა სკანდალმა გამოიწვია, რომელსაც 2 მილიონზე მეტი აბიტურიენტი აბარებდა. ცნობილი გახდა, რომ საგამოცდო დავალებებმა გაჟონა, რის გამოც ხელისუფლებამ შედეგების გაუქმება და ტესტირების ხელახლა ჩატარება გადაწყვიტა. განმეორებითი გამოცდა მძიმე განსაცდელად იქცა ჩამბარებლებისთვის. მეორედ მათ გამოცდის ჩაბარება უსაფრთხოების გამკაცრებული ზომების პირობებში მოუწიათ. შედეგად, 20-ზე მეტმა სტუდენტმა სტრესს ვერ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
21 ივლისი 2026, 17:58
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: საქართველოს ჰქონდა ფუნქცია, რომ ერთგვარად პროქსი სახელმწიფოდ ექციათ დასავლეთ-რუსეთის დაპირისპირებაში. აქედან გამომდინარე იყო გარკვეული პოლიტიკური ხმაური საქართველოსთან დაკავშირებით, რეზოლუციები, ორმაგი სტანდარტი, უსამართლო ცილისწამება. დღეს არა სრულად, მაგრამ გარკვეულწილად გადაიარა ამ პროცესმა და მათაც დაინახეს, რომ ეს იყო არასწორი პოლიტიკა
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს ადგილსა და ფუნქციაზე ისაუბრა.
21 ივლისი 2026, 17:57
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ოპოზიციაზე: ეს არის პირდაპირი საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ, როდესაც ეს პოლიტიკური დაჯგუფებები ცდილობენ საქართველოს ინტერესების დაზიანებას
ეს არის პირდაპირი საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ, როდესაც ეს პოლიტიკური დაჯგუფებები ცდილობენ საქართველოს ინტერესების დაზიანებას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ოპოზიციის ქმედებებზე საუბრისას.
21 ივლისი 2026, 17:50
ეკონომიკა
ლევან მოსეშვილი: ჩვენ ახალ ავია მიმართულებებს ვამატებთ, მიზანი აუთვისებელი ბაზრების ათვისება და მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვაა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” გუნდი აქტიურად მუშაობს ახალი საერთაშორისო მიმართულებების დამატებაზე, მათ შორის იმ ბაზრებზე, სადაც საქართველოდან ისტორიაში პირდაპირი ფრენები არ ყოფილა ან მხოლოდ პერიოდულად ხორციელდებოდა, - ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა განაცხადა.
21 ივლისი 2026, 17:49
მსოფლიო
უკრაინაში სირსკის გადადგომას ითხოვენ
„თუ პარასკევამდე, 24 ივლისამდე, სირსკი არ იქნება გადაყენებული და ფედოროვი არ იქნება წარდგენილი თავდაცვის მინისტრის პოსტზე, ჩვენ დავიწყებთ უვადო სრულიად უკრაინულ საპროტესტო აქციას“, - დაწერა სოციალურ ქსელში ფედოროვის არმიის ვეტერანმა დმიტრო კოზიატინსკიმ.
21 ივლისი 2026, 17:47
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: შემდგომი თვეები იქნება ერთგვარი ტესტი იმისა, რომ შევაფასოთ, ეს არის ერთგვარად გადახედვა, მათ შორის გერმანიის წინა პოზიციის, თუ უბრალოდ დიპლომატი შეიცვლება
შემდგომი თვეები იქნება ერთგვარი ტესტი იმისა, რომ შევაფასოთ, რომ ეს არის ერთგვარად გადახედვა მათ შორის გერმანიის წინა პოზიციის თუ უბრალოდ დიპლომატი შეიცვლება, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილმა.
21 ივლისი 2026, 17:44
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: თუ იქნება ინტერესი და დავინახავთ მზაობას, რომ გერმანია, თუ სხვა ქვეყნები არიან გულწრფელად მზად ამ ურთიერთობის გადატვირთვისთვის, პოზიტიურ ჭრილში წაყვანისთვის, ყოველთვის კონსტრუქციულ როლს შევასრულებთ ამ პროცესში
თუ იქნება ინტერესი და დავინახავთ მზაობას, რომ გერმანია, თუ სხვა ქვეყნები არიან გულწრფელად მზად ამ ურთიერთობის გადატვირთვისთვის, პოზიტიურ ჭრილში წაყვანისთვის, ყოველთვის კონსტრუქციულ როლს შევასრულებთ ამ პროცესში, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილმა.


