საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
კანადაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კანადის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, ტორონტოს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ტაძრის წინამძღვრის, მამა თომას და ქართული დიასპორის წარმომადგენლების ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერით დამოუკიდებლად მოხერხდა ეკლესიისთვის შენობის შეძენა და ტაძრის მოწყობა.
პარლამენტის წევრებმა ასევე დაათვალიერეს ეკლესიის ტერიტორიაზე მოქმედი საკვირაო სკოლა, სადაც ქართველი ბავშვები მშობლიურ ენას, ქართულ ლიტერატურასა და საქართველოს ისტორიას ეუფლებიან. ასევე შექმნილია ცეკვის ჯგუფი, სადაც ქართველი მოზარდები ქართულ ხალხურ ცეკვებს სწავლობენ.
შეხვედრაზე განიხილეს ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც კანადაში მცხოვრები ქართველი თანამემამულეები დგანან. დელეგაციის წევრებმა მადლობა გადაუხადეს დიასპორის წარმომადგენლებს და საკვირაო სკოლის პედაგოგებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ეროვნული იდენტობის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან მჭიდრო და უწყვეტი კავშირების შენარჩუნების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ქართული დიასპორის მხარდაჭერა სახელმწიფოსა და საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს დიასპორის როლზე საქართველო-კანადის ურთიერთობების გაღრმავების პროცესში. აღინიშნა, რომ კანადაში მცხოვრები თითოეული თანამემამულე მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განმტკიცებისა და საქართველოს კულტურული დიპლომატიის შემდგომი განვითარების საქმეში.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო წილოსანი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა, თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ენუქიძე, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხახუბია.
ყველა სიახლე
08 ივნისი 2026, 12:05
პოლიტიკა
პაპუაშვილი: ვიზალიბერალიზაციას აქვს კონკრეტული წინაპირობები, რომელსაც საქართველო აკმაყოფილებს. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ გამოიგონეს პოლიტიკური წინაპირობები, როგორიცაა მაგალითად ის, რომ საქართველომ უნდა დაუშვას ევროკავშირის ფარული დაფინანსება
ვიზალიბერალიზაციას ჰქონდა და აქვს კონკრეტული წინაპირობები, რომელსაც საქართველო ყოველთვის აკმაყოფილებდა და აკმაყოფილებს. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ გამოიგონეს პოლიტიკური წინაპირობები, როგორიცაა მაგალითად ის, რომ საქართველომ უნდა დაუშვას ევროკავშირის ფარული დაფინანსება, - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
08 ივნისი 2026, 12:00
რეგიონი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კახეთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ყვარლის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს.
08 ივნისი 2026, 11:57
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: არავის აქვს ვალდებულება, რაიმე კითხვას პასუხი გასცეს. არ არსებობს ასეთი ვალდებულება. ეს არის კარგი წესი და სტანდარტი, რომ პოლიტიკოსი მზად იყოს ჟურნალისტის კითხვებს გასცეს პასუხი, მაგრამ ასეთი ვალდებულება არ არსებობს
ეს არის კარგი წესი და სტანდარტი, რომ პოლიტიკოსი მზად იყოს ჟურნალისტის კითხვებს გასცეს პასუხი, მაგრამ ასეთი ვალდებულება არ არსებობს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
08 ივნისი 2026, 11:56
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: აკრედიტაციის სისტემაში შევა ცვლილებები. ევროპარლამენტში ერთ წლიანი შეჩერებაც არსებობს ამიტომ დავაახლოებთ საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემას ევროპულ სისტემასთან და წესების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში იქნება ერთ წლამდე აკრედიტაციის შეჩერების შესაძლებლობა
აკრედიტაციის სისტემაში შევა ცვლილებები. ევროპარლამენტში ერთ წლიანი შეჩერებაც არსებობს ამიტომ დავაახლოებთ საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემას ევროპულ სისტემასთან და წესების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში იქნება ერთ წლამდე აკრედიტაციის შეჩერების შესაძლებლობა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
08 ივნისი 2026, 11:54
მსოფლიო
ნიუ-იორკში თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტმა ეჭვმიტანილი დააკავა. ცნობილია, რომ ის დაშავებულს დანით დაესხა თავს. სამართალდამცავებმა მედიას განუცხადეს, რომ თავდასხმა შემთხვევითი ძალადობის აქტი იყო, ეჭვმიტანილი კი ემოციურად არასტაბილურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
08 ივნისი 2026, 11:50
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ნიკოლ ფაშინიანს და მის პარტიას. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ის ახალი დინამიკა, რომელიც არსებობს რეგიონში. აზერბაიჯანს და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალი გზა, გახსნილი საზღვრები, სომხეთს და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე დიალოგი
ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ნიკოლ ფაშინიანს და მის პარტიას, პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ გუშინ მიულოცა მას წარმატებული არჩევნები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
08 ივნისი 2026, 11:49
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: კონკრეტულ ადამიანებს, ვინც ბრალდებულები არიან საქართველოს წინააღმდეგ ჯაშუშობაში, რამდენიმე „ენჯეო“ ჰქონდათ რეგისტრირებული, იყენებდნენ იმისთვის, რათა დაფინანსების ლეგალიზება მოეხდინათ, ვითომ იყო ამა თუ იმ პროექტის დაფინანსება და სინამდვილეში ეს იყო საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობის დაფინანსება
კონკრეტულ ადამიანებს, ვინც ბრალდებულები არიან საქართველოს წინააღმდეგ ჯაშუშობაში, რამდენიმე „ენჯეო“ ჰქონდათ რეგისტრირებული, იყენებდნენ იმისთვის, რათა დაფინანსების ლეგალიზება მოეხდინათ, ვითომ იყო ამა თუ იმ პროექტის დაფინანსება და სინამდვილეში ეს იყო საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობის დაფინანსება, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
08 ივნისი 2026, 11:37
პოლიტიკა
პაპუაშვილი: როცა ევროკავშირში მიგრაციის მიმართ დამოკიდებულება შეიძლება გამკაცრდეს, თავის მხრივ მოსალოდნელია, რომ გარკვეულმა ნაკადებმა საქართველოსკენ გადმოინაცვლოს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო ჩარჩოს კუთხით მომზადებული შევხვდეთ სხვადასხვა მიგრაციულ პროცესს
როდესაც ევროკავშირში მიგრაციის მიმართ დამოკიდებულება შეიძლება გამკაცრდეს, თავის მხრივ მოსალოდნელია, რომ შესაძლოა გარკვეულმა ნაკადებმა საქართველოსკენ გადმოინაცვლოს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ, არსებული გამოწვევები აღმოვფხვრათ და მეორე მხრივ, მომზადებული შევხვდეთ საკანონმდებლო ჩარჩოს კუთხით შესაძლო სხვადასხვა მიგრაციულ პროცესს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რითაც უპასუხა კითხვას - შსს-მ მოამზადა მორიგი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, საქმე ეხება მიგრაციის პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმის გაუმჯობესებას - რაზე მიუთითებს ეს ცვლილებები?
08 ივნისი 2026, 11:35
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი რადიკალეზე: ისინი არ იბრძვიან ქართველი ხალხის ხმების მოსაპოვებლად, ისინი იბრძვიან უცხოელების სიმპათიისა და ფულის მოსაპოვებლად. პირდაპირ ლანგრით სთავაზობენ საქართველოს
ეს ქვეყანა პატარაა და არცერთი ამბავი არ იმალება. ძალიან კარგად ვიცით სხვადასხვა შეხვედრაზე საელჩოებსა, თუ უცხოელებთან შეხვედრებზე როგორ იხვეწებიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ მიიღონ დაფინანსება სხვადასხვა ქვეყნიდან, - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
08 ივნისი 2026, 11:34
მსოფლიო
მოლდოვის ტერიტორიაზე დრონი აფეთქდა
„აღმოჩენილი ნამსხვრევები მოწმდება საფრენი აპარატის წარმომავლობისა და ინციდენტის გარემოებების დასადგენად. აღვნიშნავთ, რომ ამ ღამით მოხდა რუსეთის მასირებული თავდასხმა უკრაინაზე დრონებისა და რაკეტების გამოყენებით“, - განაცხადეს სამინისტროში.
08 ივნისი 2026, 11:31
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ვიზალიბერალიზაციას აქვს თავისი პროცედურები, წინაპირობები, სამწუხაროა, რომ ნაცვლად ვიზალიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმებისა, მოხდა პოლიტიკური წინაპირობების გამოგონება და წამოყენება საქართველოს წინააღმდეგ
საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააკომპლექტა ჯგუფი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ შეხვედრაში. ტექნიკური ხასიათის შეხვედრაა და არა პოლიტიკური, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ შეხვედრაზე საუბრისას.
08 ივნისი 2026, 11:29
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელმა მტრული პოლიტიკა უნდა შეწყვიტოს. მტრული პოლიტიკის გატარება, ასოცირების შეთანხმების პირობებში, არის თავად ასოცირების შეთანხმების დარღვევა და საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის უპატივცემულობა
ეს არის მხოლოდ საინფორმაციო ხმაურის შესაქმნელად. ჩვენ გვყავს ამ ქვეყნის განვითარების მტრები ევროპაში სამწუხაროდ, რომლებსაც პირდაპირ სულთ დააზიანონ ჩვენი ქვეყანა. ეს მტრული პოლიტიკა უნდა შეწყვიტოს პირველ რიგში ბრიუსელმა. ეს მის ხელშია, რომ საქართველოს წინააღმდეგ მტრული პოლიტიკა შეწყდეს, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მორიგ რეზოლუციას, რომლის განხილვასაც ევროსაბჭო გეგმავს და რომლის ერთ-ერთი ავტორი რასა იუკნევიჩიენეა.
08 ივნისი 2026, 11:21
მსოფლიო
ფილიპინებზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე, დაშავებულთა კი 129-მდე გაიზარდა. მანამდე ვრცელდებოდა 3 დაღუპულისა და 5 დაშავებულის შესახებ.
08 ივნისი 2026, 11:21
პოლიტიკა
არჩილ კალანდია საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე: ეს მნიშვნელოვანი პლატფორმაა ჩვენს მეზობელ და სტრატეგიულ-პარტნიორ სახელმწიფოებთან ორმხრივი და მრავალმხრივი მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად
ეს მნიშვნელოვანი პლატფორმაა ჩვენს მეზობელ და სტრატეგიულ-პარტნიორ სახელმწიფოებთან ორმხრივი და მრავალმხრივი მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთში არჩილ კალანდიამ საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივ შეხვედრაზე.
08 ივნისი 2026, 11:15
სამართალი
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული კიდევ 4 პირი დანაშაულს აღიარებს - მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება
ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე მორიგი საპროცესო შეთანხმებები გაფორმდება. დამატებით 4-მა ბრალდებულმა აღიარა დანაშაული.
08 ივნისი 2026, 11:10
პოლიტიკა
სამართლისა და პოლიტიკის ძლიერი სიჯანსაღით საქართველოს ხელისუფლება გლობალურად 26-ე პოზიციაზეა, ევროპის საუკეთესო ოცეულშია და მაღალ-საშუალო შემოსავლიან ქვეყნებს შორის მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს
მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელმა ცენტრმა, ჩენდლერის ინსტიტუტმა, 2026 წლის კარგი მთავრობის ანგარიშის ფარგლებში, სამართლისა და პოლიტიკის გლობალური რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ხელისუფლებამ შეფასების 100-პროცენტიანი სისტემით 68.7% მიიღო, მსოფლიოში 26-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-18 პოზიცია დაიკავა. ამასთან, საქართველო მსოფლიო რეიტინგში მაღალ-საშუალო შემოსავლიან ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე გავიდა.
08 ივნისი 2026, 11:05
მსოფლიო
ირანსა და ისრაელს შორის დარტყმების ფონზე ნავთობი ისევ გაძვირდა
Reuters-ის ცნობით, Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსები 3,20 დოლარით, ანუ 3,39%-ით გაიზარდა და ბარელზე 96,24 დოლარი შეადგინა. ამერიკული WTI-ის ფასი კი 2,87 დოლარით, ანუ 3,17%-ით გაიზარდა და ბარელზე 93,41 დოლარი გახდა.
08 ივნისი 2026, 11:03
პოლიტიკა
ბაჩო ოდიშარია ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით გადაღებულ ფილმზე: შეუძლებელი იქნებოდა ეს ფილმი გამოსულიყო რომ არა ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“. მათ ყველანაირი მხარდაჭერა გამოგვიხატეს და ეს ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დიდი ქველმოქმედების პატარა ნაწილია, რომელიც ქართული სპორტისთვის და მთლიანად საქართველოსთვის გააჩნია
კინომცოდნე, ბაჩო ოდიშარია საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით გადაღებულ, ქართულ დოკუმენტურ ფილმზე საუბრობს, რომლის ჩვენებაც 11 ივნისს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების გენერალურ ასამბლეაზე გაიმართება.
08 ივნისი 2026, 10:56
მსოფლიო
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა - ცესკო ყველა ბიულეტენის დამუშავების შედეგებს აქვეყნებს
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ „სამოქალაქო კონტრაქტი“ 7 ივნისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. როგორც 8 ივნისს დილით ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველა ბიულეტენის დამუშავების შედეგად განაცხადა, „სამოქალაქო კონტრაქტმა“ ხმების 49,81% მიიღო.


