09 ივნისი 2026, 02:04 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ წარმატებას კიდევ უფრო მეტად მიაღწიოს ჩვენმა ქვეყანამ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გასული 5 წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგენდა 9,3 პროცენტს.

„წელსაც ვინარჩუნებთ მაღალ მაჩვენებელს 8,3%-ს პირველი 4 თვის მონაცემებით. ამას კონკრეტული საფუძველი აქვს. ამის საფუძველი არის ის, რომ გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, გვაქვს დაბალი გადასახადები, გვაქვს შესაბამისი ბიუროკრატია, ზედმეტად არ არის დატვირთული ბიზნესი ბიუროკრატიასთან ურთიერთობით, ბიზნესი არის თავისუფალი. რაც ფუნდამენტური ცვლილებებია, რომელიც განხორციელდა 2012 წლის შემდეგ. ამას დაემატა კიდევ ერთი ფაქტორი, რაც დარწმუნებული ვარ, რომ პირდაპირ აისახება მიმდინარე წელსაც და იმის შემდეგ წლებშიც ეკონომიკური ზრდის ტემპზე. ეს არის ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ, ქვედა დონეზე მუდმივად არის საჭირო მუშაობის გაგრძელება, ზედა დონეზე კორუფციის აღმოფხვრა და ამაზე ვართ თავიდან ბოლომდე პასუხისმგებელი. ეს არის ძირითადი ფაქტორები. რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ რეგიონში ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებისა და გაფართოებისთვის და მართლა უპრეცედენტოდ მჭიდრო კავშირი გვაქვს დღეს, მათ შორის პოლიტიკურიც და ეკონომიკურიც ჩვენი რეგიონის ქვეყნებთან. სამივე ქვეყანასთან ეს არის აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი და ასევე მაქსიმალურად ვაღრმავებთ ურთიერთობებს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს, რაც მნიშვნელოვანია, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები, ეს პოლიტიკა უნდა გავაგრძელოთ. მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ ის ტენდენცია, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, 700 მილიონი დაიზოგა სახელმწიფო საწარმოებში, მარტო კადრების ოპტიმიზაციის ხარჯზე დაიზოგა 60 მილიონი სახელმწიფო საწარმოებში.

„კონკრეტული შესყიდვების ფასები შემცირდა რადიკალურად და ა.შ. ეს ყველაფერი ხომ ისევ ეკონომიკაში ბრუნდება და ეს გამოიწვევს ეკონომიკური ზრდის ტემპის შემდგომ დაჩქარებას. ასევე გვაქვს სტრატეგიული პროექტები, რაც დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებას უზრუნველყოფს. ეს არის ავტობანის პროექტი, რომელიც ტემპებს კიდევ უფრო მეტად აკრეფს. ჩვენი მიზანია, რომ 2030 წლისთვის თითქმის ყველა მონაკვეთი უკვე მოვიყვანოთ სისრულეში. არის ანაკლიის პროექტი, რომელიც გრძელდება შეუფერხებლად და ამაში სახელმწიფოც დებს ინვესტიციას. გვაქვს აეროპორტების პროექტები თბილისის ვაზიანი, 20 მილიონამდე არის დაგეგმილი აეროპორტის შესაძლებლობების გაფართოება დღევანდელი დაახლოებით 4 მილიონიდან. ასევე ქუთაისში ფართოვდება დაახლოებით 2 მილიონი მგზავრიდან 5 მილიონ მგზავრამდე და ა.შ. ეს არის ის ინვესტიციები, რომლებიც იდება და რაც უზრუნველყოფს ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის გაფართოებას. ქვეყნებთან თანამშრომლობის გარეშე, ეს წარმატებული ვერ იქნება. ასევე სავიზო პოლიტიკაც მნიშვნელოვანია, რაც ხელს უწყობს ტურიზმის ზრდას. მთლიანობაში ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ წარმატებას კიდევ უფრო მეტად მიაღწიოს ჩვენმა ქვეყანამ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველა სიახლე

31 ივლისი 2026, 15:13

საზოგადოება

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გიორგი ლეონიძის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 2 აგვისტოს 00:00 საათიდან10 დღის განმავლობაში საგზაო მოძრაობა შეიზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე - სულხან-საბას ქუჩის კვეთიდან ინგოროყვას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპი

31 ივლისი 2026, 15:01

მსოფლიო

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

აშშ და ისრაელი ირანისთვის სახმელეთო ბლოკადის დაწესების შესაძლებლობას განიხილავენ. ინფორმაციას The Telegraph-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თინა ბოკუჩავა

31 ივლისი 2026, 14:47

პოლიტიკა

თინა ბოკუჩავა: გასული ვარ ქალაქიდან, ამის შესახებ 2-3 კვირის წინ ვაცნობე პარტიის გენერალურ მდივანს, შესაბამისად, გუშინდელი პოლიტიკური საბჭოს სხდომის ორგანიზატორები ინფორმირებულები იყვნენ ამის შესახებ. რატომ იჩქარეს სხდომის და შემდგომ ყრილობის ჩანიშვნა, ამ კითხვის ადრესატები თავად ეს ადამიანები უნდა იყვნენ

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, თინა ბოკუჩავა, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ის ოჯახთან ერთად ქალაქიდან არის გასული, რის შესახებაც "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს, პეტრე ცისკარიშვილს რამდენიმე კვირის წინ აცნობა.

თორნიკე ფაღავა

31 ივლისი 2026, 14:41

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკა ფაღავა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს აფასებს.

ირაკლი ფავლენიშვილი

31 ივლისი 2026, 14:32

პოლიტიკა

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე

31 ივლისი 2026, 14:29

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება

ეს ერთ-ერთი ის მედიკამენტია, რომელზეც დასაწყისშიც, როდესაც პირველად გაჩნდა საზოგადოებაში ინტერესი და საერთოდ, ეს თემა, ჩვენ ვამბობდით, რომ ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი, პერსპექტიული მედიკამენტი იყო. მანამდეც და შემდგომაც განსაკუთრებული ინტერესით ვაკვირდებოდით პროცესს, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატთან“ დაკავშირებით.

მარტა კოსი

31 ივლისი 2026, 14:28

მსოფლიო

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

ევროკომისიას ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის გაწევრიანების პროცესის მართვის რესურსი სულ უფრო ნაკლებად ჰყოფნის, მაშინ როდესაც გაფართოების ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა. ინფორმაციას Euronews-ი ევროკომისიაში მომუშავე წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

31 ივლისი 2026, 14:24

პოლიტიკა

ნანუკა ჟორჟოლიანი: მე ვფიქრობ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე და მაქვს ჩემი პირობები. ჩემი მთავარი პირობაა – მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესი ცხადი გახდეს ამ ქვეყანასთან დაკავშირებით

ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე უარს არ ამბობს, თუმცა აქვს პირობა, რომელიც გულისხმობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესი გახდეს ცხადი. საქმე ეხება სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატობას.

მერაბ დარბაიძე

31 ივლისი 2026, 14:23

სამართალი

18 წლის შემდეგ აღდგენილი სამართალი - ზესტაფონში მცხოვრები მერაბ დარბაიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ საქმის გაყალბებაში ადანაშაულებს. სააპელაციო სასამართლომ ბრალდებული გაამართლა

18 წლის შემდეგ აღდგენილი სამართალი - ზესტაფონში მცხოვრები მერაბ დარბაიძე ნაციონალურ მოძრაობას საქმის გაყალბებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება 2008 წელს მომხდარ ავარიას, რომლის დროსაც მისი შვილი, 26 წლის სამხედრო ოფიცერი გიორგი დარბაიძე გარდაიცვალა. გარდაცვლილის მამის თქმით, წინა ხელისუფლებამ უდანაშაულო ადამიანი დააკავა, რადგან რეალურ დამნაშავეს, მეორე ავტომობილის მძღოლს ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნები მფარველობდნენ.

ნიკოლოზ სამხარაძე

31 ივლისი 2026, 14:20

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: მივესალმებით ნაურუს ხელისუფლების გადაწყვეტილებას აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ნაურუს მაგალითს მალე მიყვებიან სირია და ვენესუელა

მივესალმებით ნაურუს ხელისუფლების გადაწყვეტილებას აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ნაურუს მაგალითს მალე მიყვებიან სირია და ვენესუელა, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.

მიხეილ სარჯველაძე

31 ივლისი 2026, 14:15

ჯანდაცვა

სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს - ხელშკრულება გაფორმებულია

იტალიურ კომპანია „იტალ ფარმაკოსთან“ ​მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის არის განკუთვნილი, - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე.

კახა კალაძე

31 ივლისი 2026, 14:06

პოლიტიკა

კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე: ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა

ავარიები, დაზიანებები ყოველთვის ხდება, - თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა სემეკ-ის განცხადებას, რაც 24 და 25 ივლისს საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვას შეეხებოდა.

კახა კალაძე

31 ივლისი 2026, 14:04

პოლიტიკა

კახა კალაძე: აშშ-ის პრეზიდენტის დღევანდელ ადმინისტრაციას აქვს შესაძლებლობა, ის არასამართლიანი დამოკიდებულება, რაც არსებობდა ქართველი ხალხის მიმართ, მარტივი გადაწყვეტილებებით გამოასწოროს

„ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს და მზად ვართ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები დავიწყოთ ახალი ფურცლიდან“, - აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის იან კელის და სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის დევიდ კრამერის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას.

31 ივლისი 2026, 14:04

საზოგადოება

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორმა ბესიკ ჯიქურაულმა წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში საპროექტო და სამშენებლო მიმართულებით მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

31 ივლისი 2026, 13:52

მსოფლიო

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

ოფიციალური პირების შეფასებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთ აფრიკულ ანკლავ სეუტაში დაახლოებით 49 000 მიგრანტი გადავიდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კახა კალაძე

31 ივლისი 2026, 13:50

პოლიტიკა

კახა კალაძე ნაურუს გადაწყვეტილებაზე: ეს სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც განპირობებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური მუშაობით

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების შესახებ, სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

კახა კალაძე

31 ივლისი 2026, 13:48

პოლიტიკა

კახა კალაძე საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე: ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცულობა არ გულისხმობს ბილწსიტყვაობის და შეურაცხყოფის მიყენების უფლების ქონას, ეს კანონის გზით არის დასარეგულირებელი

საინტერესო ინიციატივაა, რაზეც გუნდში ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი მედიასთან ეროვნული სიწმინდეებისა და ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრების ინიციატივას.

31 ივლისი 2026, 13:45

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს.

31 ივლისი 2026, 13:39

რეგიონი

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარნეულის მუნიციპალიტეტში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს.

დავით ჩიხელიძე

31 ივლისი 2026, 13:23

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: სააკაშვილი - თუ რევოლუცია არ დავაორგანიზეთ, სხვა შანსი არ გვაქვსო, ხოშტარიამ თქვა - არჩევნები უნდა ჩატარდეს "ქართული ოცნების" გარეშეო, თენგომ - ემიგრანტებს ხმის უფლება უნდა დავუბრუნოთო. შესაშური თანმიმდევრობაა ოპოზიციაში

ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.