შალვა პაპუაშვილი: როგორც ჩანს, ვიღაცამ ბრიუსელში ჩათვალა, რომ უვიზო მიმოსვლა იქნებოდა კარგი იარაღი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იმისთვის, რომ გაამწარონ ხალხი და ასე მაინც დააბრუნონ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში
შალვა პაპუაშვილი
IMEDI/ვიდეოკადრი
ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ვიღაცამ ბრიუსელში ჩათვალა, რომ უვიზო მიმოსვლა იქნებოდა კარგი იარაღი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იმისთვის, რომ გაამწარონ ხალხი და ასე მაინც დააბრუნონ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 11 ივნისს ბრიუსელში დაგეგმილ ტექნიკურ შეხვედრაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ეს არის იმ ცივილიზაციური უფსკრულის გზა, საითაც ბრიუსელი ევროკავშირს მიაქანებს, როდესაც ევროკავშირი - მშვიდობის პროექტი - იქცა იარაღად სხვადასხვა ქვეყნის წინააღმდეგ.
"რაც შეეხება მარწყვს და სუვერენინეტს, ეს სომხეთში მიმდინარე პოლიტიკური პერიპეტიების მსგავსად გამოვიყენე და რატომ? იმიტომ, რომ როდესაც ეს ფრაზა ითქვა სომხეთში, რომ სომხეთის დამოუკიდებლობა არ იცვლება მარწყვზე, მაშინ გვახსოვს რადიკალური ოპოზიციის აღტკინება აქ, რამდენად სწორია, რამდენად გონივრულია ასეთი მიდგომა, თუმცა როდესაც იგივე დამოკიდებულება ესმით საკუთარ ქვეყანაში, აქ იბნევიან იმიტომ, რომ ვერ წარმოუდგენიათ, რომ საქართველოს შეუძლია ჩამოაყალიბოს საკუთარი პოლიტიკა გარე კარნახის გარეშე. ეს ამხელს უპირველეს ყოვლისა მათ საკუთარ დამოკიდებულებაში საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატიურ პასპორტებზე უვიზო მიმოსვლის გაუქმებას ევროკავშირის მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევას უწოდებს.
„რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, აქ მგონია, რომ ძალიან ნათელია რასთან გვაქვს საქმე. ეს არის იმ ცივილიზაციური უფსკრულის გზა, საითაც ბრიუსელი ევროკავშირს მიაქანებს, როდესაც ევროკავშირი - მშვიდობის პროექტი - იქცა იარაღად სხვადასხვა ქვეყნის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს ვიღაცამ ბრიუსელში ჩათვალა, რომ უვიზო მიმოსვლა იქნებოდა კარგი იარაღი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იმისთვის, რომ გაამწარონ ხალხი და ასე მაინც დააბრუნონ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში.
ახლა რასაც ეხება შეხვედრა, იცით, რომ არის დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით, სადაც სავიზო რეჟიმი არსებობს, სხვათაშორის არაერთხელ ვიყავი ამის შემდეგ ევროკავშირში, ვიზაც ავიღე, ასე რომ ტყუილად ნუ გვაშინებენ დრაკონული პროცედურებით. ეს გადაწყვეტილება როცა იქნა მიღებული, მაშინ ევროკავშირმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი, ეს არის 2010 წლის შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის. არანაირი საფუძველი იმ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დიპპასპორტებზე სავიზო რეჟიმის შემოღებისა არ არსებობდა, მაგრამ მათ თვითნებურად მიიღეს გადაწყვეტილება და საერთაშორისო ხელშეკრულება დაარღვიეს. ორგანიზაციამ, რომელიც რუსეთსა და სხვა ქვეყნებს ედავება საერთაშორისო სამართლის დარღვევას თავად უხეშად და პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ თავს დასხმოდა საქართველოს ხელისუფლებას, დაარღვია საერთაშორისო სამართალი. შემდეგ მიხვდნენ, რომ ეს იყო დარღვევა და ამიტომ სპეციალურად საქართველოსთვის გამოიგონეს წესები იმისთვის, რომ მოეხდინათ ამ გადაწყვეტილების ლეგიტიმაცია. გამოიგონეს ის, რაც არასდროს არსებობდა, პოლიტიკური კრიტერიუმები, თითქოს საზღვრის კვეთა რაიმე კავშირში იყოს სხვა ქვეყნის პოლიტიკურ მოწყობასთან. სინამდვილეში ამაზე იქნება ხვალ საუბარი ტექნიკურ შეხვედრაზე, რატომ გაქვთ უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, იმ ქვეყნებთან, სადაც ევროკავშირს არ აქვს უვიზო მიმოსვლა. რა ვქნათ, ჩავკეტოთ? მეორე, რატომ არ არის დაახლოებული თქვენი სასანქციო პოლიტიკა ევროკავშირთან, დაუწესეთ სანქციები რუსეთს, დაანგრიეთ თქვენი ქვეყანა, დაღუპეთ თქვენი ხალხი, თუ გინდათ, რომ უვიზო მიმოსვლა იყოს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ყველა სიახლე
11 ივლისი 2026, 12:11
საზოგადოება
სამგორის რაიონს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება
სამგორის რაიონს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ორხევის დასახლებაში, თენგიზ ჩანტლაძის ჩიხის N2ა-ს მიმდებარედ, უკანონო შემოღობების დემონტაჟის შემდეგ, 2 600 კვ.მ ფართობზე ტარდება.
11 ივლისი 2026, 12:08
კულტურა
ბათუმში შავი ზღვის მე-19 ჯაზფესტივალი დაიწყო
ბათუმში შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალი დაიწყო, რომელიც ჯაზის ლეგენდის, მაილს დევისის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება და მსოფლიო დონის მუსიკოსებს აერთიანებს.
11 ივლისი 2026, 12:03
საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლევან ალექსიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღვაწლმოსილი მეცნიერის, დიპლომატისა და საერთაშორისო სამართლის ქართული სკოლის დამაარსებლის, ლევან ალექსიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
11 ივლისი 2026, 12:00
მსოფლიო
აბას არაღჩი: ირანი ამერიკისგან განსხვავებით თავის სიტყვას ასრულებს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აშშ-ის მიერ ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამერიკა ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებულ ვალდებულებებს არ ასრულებს.
11 ივლისი 2026, 11:59
საზოგადოება
საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ გურიის სანაპირო ზოლის დასუფთავებისთვის საჭირო აღჭურვილობა განაახლა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთან მიხეილ გოგოლიძესთან ერთად, გურიის სანაპირო ზოლის დასუფთავებისთვის, ადგილობრივ თანამშრომლებს, საჭირო აღჭურვილობა და ნარჩენების შემკრები ახალი ურნები გადასცა.
11 ივლისი 2026, 11:54
სპორტი
გივი მაჭარაშვილი RAF Georgia-ზე: განწყობა შესანიშნავია, ჩემს ქვეყანაში ვარ, ჩემი ხალხია ჩემს უკან - ვეცდები, 100%-ით მობილიზებული ვიყო, ჩემი თავი ვაჩვენო 100%ით
ქართველი სპორტსმენები RAF GEORGIA-ში მონაწილეობისთვის მზად არიან. მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი, რომელიც დღევანდელ ტურნირში მონაწილეობს, ამბობს, რომ ეცდება, 100%-ით მობილიზებული იყოს.
11 ივლისი 2026, 11:52
სამართალი
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ავტოპარკი განახლდა
სამინისტროს ინფორმაციით, გადაცემულ ავტომანქანებს შორის 20 მაღალი გამავლობისაა. სატრანსპორტო საშუალებები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და გათვლილია რთულ რელიეფზე ეფექტიანი გადაადგილებისთვის.
11 ივლისი 2026, 11:48
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: ნანუკა ჟორჟოლიანი რუს ნარკობარიგებსა და უკრაინელ დეზერტირებს „მამაც მებრძოლებს“ ეძახის და ქართველ ემიგრანტებს მათთვის ფულს არიცხვინებს
ამერიკაში მყოფ ქართველ ემიგრანტთა ერთ ჯგუფს 500-500 ლარი ჩაურიცხავს ქართულ საპატიმროში მყოფი ,,მამაცი მებრძოლებისათვის“, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა ნანუკა ჟორჟოლიანის ფეისბუქ პოსტის შესახებ, რომელშიც ჟორჟოლიანი ემიგრანტებს მადლობას უხდის იმისთვის, რომ „მამაცი მებრძოლების“ წინაშე მათი ვალი მოხდილია.
11 ივლისი 2026, 11:43
მსოფლიო
Reuters: ბრიტანეთში მემარჯვენე პოლიტიკოსი ენ უიდიკომბი მოკლეს
დიდ ბრიტანეთში მემარჯვენე პოლიტიკოსი ენ უიდიკომბი მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ 26 წლის მამაკაცი დააკავა, იუწყება Reuters-ი.
11 ივლისი 2026, 11:40
სპორტი
გენო პეტრიაშვილი RAF Georgia-ს ტურნირზე: ველოდებით ძალიან კარგ შეხვედრებს. მობრძანდით, ვიყოთ ერთად, ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს
ველოდებით ძალიან კარგ შეხვედრებს, - განაცხადა RAF Georgia-ს ტურნირზე საუბრისას ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ორგზის ევროპისა და სამგზის მსოფლიოს ჩემპიონმა, გენო პეტრიაშვილმა.
11 ივლისი 2026, 11:30
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაცდელში მიტოვების და მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებულს სასამართლომ 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაცდელში მიტოვებისა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
11 ივლისი 2026, 11:20
პოლიტიკა
„ქრონიკამ“ ALDE-ს კითხვით მიმართა - რა პოზიცია აქვს პოლიტიკურ ჯგუფს და რას აპირებენ ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით
სასამართლოს მიერ ალეკო ელისაშვილის ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე დამნაშავედ ცნობის შემდეგ „ქრონიკამ“ კითხვით მიმართა, ALDE-ს, ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსს ევროპისთვის, რომლის წევრი ელისაშვილი პარტია „ლელოა“, რა პოზიცია აქვს პოლიტიკურ ჯგუფს და რას აპირებენ ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით.
11 ივლისი 2026, 11:20
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვის და გავრცელების ფაქტზე ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ სხვადასხვა პირებისგან არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას იღებდა, ინახავდა და გავრცელების მიზნით „ტელეგრამის“ ჯგუფის წევრებს უგზავნიდა.
11 ივლისი 2026, 11:18
მსოფლიო
Reuters: უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის რაკეტები, სავარაუდოდ, გერმანიაში იქნება წარმოებული
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დაპირება, რომ უკრაინას ამერიკული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოების უფლებას მისცემს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამარჯვებაა, თუმცა თავდაცვის ექსპერტების შეფასებით, მათი წარმოების დაწყებას შესაძლოა მინიმუმ ერთი წელი დასჭირდეს. სტატიას ამ შინაარსით Reuters-ი ავრცელებს.
11 ივლისი 2026, 11:06
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
11 ივლისი 2026, 11:00
სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
11 ივლისი 2026, 10:53
სამართალი
სამართალდამცველებმა კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებული, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, დროებით საცხოვრებელ სახლში მოწყობილ ე.წ. ლაბორატორიაში, სხვადასხვა ქიმიური საშუალებისა და პრეკურსორების გამოყენებით, ნარკოტიკულ საშუალებებს ამზადებდა.
11 ივლისი 2026, 10:51
სამართალი
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ძარცვის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვის მცდელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.
11 ივლისი 2026, 10:46
პოლიტიკა
კახა კალაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ რებრენდინგი არის ბლეფი – როგორ შეიძლება შეიცვალოს, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რებრენდინგი არის წარმოუდგენელი, პარტიის წარსული ქმედებებიდან გამომდინარე, და რებრენდინგი მხოლოდ პიარზე გათვლილი ნაბიჯია.
11 ივლისი 2026, 10:39
პოლიტიკა
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: ყველამ კეთილი უნდა ინებოს და კანონის ფარგლებში გამოხატოს თავისი მოსაზრება, სხვა ტიპის ქმედებებს ყოველთვის მოყვება რეაგირება
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში საკუთარი პოზიციის გამოხატვისა და აქციის ჩატარების საშუალება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს, თუმცა ეს არ უნდა ცდებოდეს კანონის ფარგლებს.


