ვიქტორ ჯაფარიძე: ოპოზიციურმა ტელევიზიებმა და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჩემი ნათქვამი სვანეთში გამრიცხველიანების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით დამახინჯებული ფორმით გაავრცელეს
ვიქტორ ჯაფარიძე
ფოტო: ხალხის ძალა
პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონული მდივანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე რამდენიმე დღის წინ მედიასთან გამოეხმაურა მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ სვანეთში უკანონო კრიპტომაინინგის აღმოსაფხვრელად დაიწყება გამრიცხველიანების პროცესი.
ჯაფარიძის განცხადება ოპოზიციურმა მედიამ და რადიკალურმა ოპოზიციამ კონტექსტიდან ამოგლეჯილი სახით გაავრცელა - თითქოს დეპუტატი ემხრობა სვანეთში უფასო ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას.
საკითხზე ვიქტორ ჯაფარიძემ დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი და განმარტა თავისი პოზიცია. მისი სიტყვებით, მედიასთან საუბარში მან ხაზი გაუსვა მაინერების პრობლემას და თქვა, რომ სახელმწიფოს პრეტენზია აქვს არა მოსახლეობასთან, არამედ კანონის დამრღვევებთან:
„ოპოზიციური ტელევიზიების და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების დანიშნულებაა, რომ „ფეიკი“ გამოიტანონ და ილაპარაკონ ტყუილი. ბატონმა მამუკა მდინარაძემ ცალსახად თქვა, რომ მოსახლეობასთან პრეტენზია არ აქვთ, პრეტენზია აქვთ იმ ადამიანებთან, ვინც მოსახლეობის ხარჯზე კრიპტომაინინგით არის დაკავებული. მთავრობა უფასო ენერგიას აძლევს მოსახლეობას და ამ დროს, ვიღაცები ამ ელექტროენერგიას უკანონოდ იყენებენ. ამ საკითხზე ვისაუბრე და გაუგებარია ჩემთვის, რას მოჰყვა სპეკულაცია.
რომ მეთქვა, კარგია, მოსახლეობას აუცილებლად უნდა დაუწესდეს გადასახადი - სხვა თემაა, მაგრამ მე სხვა რაღაც ვთქვი - სახელმწიფო და ქართული ხელისუფლება არ დატოვებს მოსახლეობას პრობლემების პირისპირ, მოულოდნელად არ ჩაუჭრის ელექტროენერგიას. ჯერ მიყვებიან და ამოიღებენ ამ მაინერებს, რომ დადგინდეს - რა რაოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარს მესტიის მოსახლეობა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით.
ჩემს ინტერვიუში ვთქვი ისიც, რომ ვინაიდან ყაზბეგში არის შეშით მომარაგების პრობლემა, ამიტომ სახელმწიფო ადგილობრივ მოსახლეობას ბუნებრივი აირის გადასახადს უსუფსიდირებს. დარწმუნებული ვარ, სვანეთის მოსახლეობასაც ხელისუფლება დაუსუბსიდირებს ელექტროენერგიის ღირებულებას, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველებს და, აქედან გამომდინარე, მათ არ შეექნებათ პრობლემა. მით უმეტეს, სვანეთი გაზიფიცირებული არ არის და მთელი მოსახლეობა ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული. საერთო ჯამში კი, დღესდღეობით არა მხოლოდ სოციალურად დაუცველებს, არამედ მთელი სვანეთის მოსახლეობას აქვს პრობლემა ამ უკანონო მაინინგების გამო, ვინაიდან დენის ძაბვა 220 ვოლტი კი არა 140 ვოლტიც არ მიეწოდება, უფრო მეტიც, ხშირია ელექტროენერგიის საერთოდ გათიშვის შემთხვევებიც. სწორედ ამის გამო მოსახლეობა ელემენტარულად სარეცხ მანქანას, ტელევიზორს, უთოს და ა.შ. ვერ რთავს და ესეც პრობლემაა. ხოლო როდესაც ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაზე ვსაუბრობთ და მაგალითად, ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ ზონაში მესტიაში - სამთო-სათხილამურო კურორტ თეთნულდში ჩამოდის ტურისტი და მას საბაგირო ხვდება გათიშული, ეს არის სრულიად დაუშვებელი.
აღსანიშნავია ისიც, რომ სვანეთში 2012 წლამდე სულ ერთი სასტუმრო და რამდენიმე „გესთჰაუსი“ იყო, დღეს კი სასტუმროებისა და საოჯახო სასტუმროების რაოდენობამ 800-ს გადააჭარბა. აბსოლუტურად ყველა კეთილმოწყობილია, ყველას აქვს ელექტროენერგიაზე მომუშავე გათბობა და ყველა ის სერვისი, რისი მიწოდებაც მოსახლეობას ტურისტებისთვის შეუძლია. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ტურიზმის განვითარებაა და ამ მიზნით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა და დღესაც იდგმება მმართველი გუნდის მიერ. სწორედ ამის დადასტურებაა მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ აუცილებლად გათვალისწინებული იქნება მოსახლეობის პრობლემები. ოპოზიციურმა ტელევიზიებმა კონტექსტიდან ამოგლეჯილად გაავრცელეს ჩემი ნათქვამი. ვინმეს თუ რამე აინტერესებს და ჩემს ნათქვამზე პრეტენზია აქვთ, ბატონებო, იქნებ დაინტერესდეთ ბოლომდე იმით, რაც ვთქვი და მაინცდამაინც „ტვ პირველის“ და „მთავარის“ ნიუსებით არ იმსჯელოთ“, - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.
ყველა სიახლე
11 ივნისი 2026, 22:32
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტრო: ბრიუსელში საქართველოს დელეგაციასა და ევროკომისიის დელეგაციას შორის შეხვედრაზე საქართველოს მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა
საქართველოს მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა და ხაზი გაუსვა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას, - განუცხადეს „ქრონიკას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
11 ივნისი 2026, 22:31
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი მატჩი: მექსიკა - სამხრეთ აფრიკა, ოფიციალური შემადგენლობები ცნობილია
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით მატჩში მასპინძელი მექსიკის ნაკრები სამხრეთ აფრიკას უპირისპირდება. მწვრთნელებმა, ხავიერ აგირემ და ჰუგო ბროსმა, თავიანთი შემადგენლობები უკვე დაასახელეს.
11 ივნისი 2026, 22:01
სპორტი
მეხიკოში მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონია დაიწყო - მექსიკა სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება
მეხიკოს სტადიონზე პირველი მატჩის დაწყებამდე, მსოფლიო ჩემპიონატის საზეიმო გახსნის შოუ მიმდინარეობს.
11 ივნისი 2026, 21:40
მსოფლიო
ტრამპი: იქიდან გამომდინარე, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მოლაპარაკებები ირანის ხელმძღვანელობის უმაღლეს დონეზე იყო აყვანილი და დამტკიცებული, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, გავაუქმე ამ საღამოსთვის დაგეგმილი დარტყმები და დაბომბვები ირანის წინააღმდეგ
იქიდან გამომდინარე, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მოლაპარაკებები ირანის ხელმძღვანელობის უმაღლეს დონეზე იყო აყვანილი და დამტკიცებული, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, გავაუქმე ამ საღამოსთვის დაგეგმილი დარტყმები და დაბომბვები ირანის წინააღმდეგ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
11 ივნისი 2026, 21:24
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: საქართველომ ჩინეთის სახით პარტნიორად შეიძინა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პოლიტიკური მოთამაშე
„საქართველოს შეუძლია ძლიერ და ყოვლისმომცვლელ პარტნიორად ჰყავდეს ჩინეთი, ამერიკა კი როგორც საუკეთესო და ძლიერი პარტნიორი,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ და დასძინა, რომ დღეს საქართველოსა და ჩინეთის ინტერესები თანხვედრაშია.
11 ივნისი 2026, 21:16
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკამაც და ევროპამაც კარგად იცის, რომ სამხრეთ კავკასიაში საქართველოს შემცვლელი ქვეყანა არ არსებობს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სომხეთის არჩევნების საერთაშორისო შეფასებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ სამხრეთ კავკასიაში საქართველოს მნიშვნელობის ჩანაცვლება არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია.
11 ივნისი 2026, 21:08
მსოფლიო
ირანის პარლამენტის თავმჯდომარე ტრამპს მასშტაბური ესკალაციის შესახებ აფრთხილებს
ირანი მკაცრად გამოეხმაურა აშშ-ის მუქარას ქვეყნის სტრატეგიულ ნავთობჰაბსა და ენერგოექსპორტზე და განაცხადა, რომ შემდგომ ესკალაციას შესაძლოა ხანგრძლივი და მძიმე შედეგები მოჰყვეს.
11 ივნისი 2026, 20:54
ეკონომიკა
საქართველოსა და რუმინეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტი - საქართველოსა და რუმინეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება.
11 ივნისი 2026, 20:53
პოლიტიკა
ტექნიკური შეხვედრა ევროკომისიასთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს დელეგაცია ბრიუსელში კონკრეტული არგუმენტებით წავიდა. როგორც ევროკომისიის პრესსპიკერმა განმარტა - „დღევანდელი შეხვედრის მიზანია იმ გარემოებების აღმოფხვრა, რამაც უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია“.
11 ივნისი 2026, 20:40
ეკონომიკა
მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისა და საერთაშორისო ინვესტიციების შედეგი - საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, საქართველოს საპროგნოზო მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის მიმართულებით 6.5%-მდე გაზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისა და საერთაშორისო ინვესტიციების შედეგი - საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, საქართველოს საპროგნოზო მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის მიმართულებით 6.5%-მდე გაზარდა.
11 ივნისი 2026, 20:39
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში. უკვე შედგა რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა მინისტრების დონეზე. ასევე, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად გაიმართა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა.
11 ივნისი 2026, 20:35
პოლიტიკა
ოპოზიციის ავტოკრატია - „ნაციონალების“ ყოფნა-არყოფნა ალიანსში და დაუსრულებელი შიდაკონფლიქტი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ნაციონალების“ ყოფნა-არყოფნა ალიანსში და ავტოკრატია ოპოზიციაში. სააკაშვილის მიერ დაანონსებული პარტიული განახლება თავმჯდომარის ჩანაცვლება აღმოჩნდა.
11 ივნისი 2026, 20:18
სამართალი
ბრძოლა უკანონო ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ. მესტიიდან კიდევ 42 ე.წ. მაინერი ამოიღეს. ხელისუფლება მოსახლეობას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უკანონო ბიზნესაქმიანობა და ელექტროენერგიის მართლსაწინააღმდეგოდ მოხმარება დასჯადია. მესტიიდან კიდევ 42 ე.წ. მაინერი ამოიღეს.
11 ივნისი 2026, 20:13
სამართალი
ბრძოლა საერთაშორისო კიბერდანაშაულთან - საქართველოს, შეერთებული შტატებისა და პოლონეთის ერთობლივი ოპერაცია და ფართომასშტაბიანი საპოლიციო ღონისძიება, რომელიც ათეულობით ადგილას ჩატარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბრძოლა საერთაშორისო კიბერდანაშაულთან - საქართველოს, შეერთებული შტატებისა და პოლონეთის ერთობლივი ოპერაცია. ფართომასშტაბიანი საპოლიციო ღონისძიება ათეულობით ადგილას ჩატარდა. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები აჭარაში დააკავეს.
11 ივნისი 2026, 19:59
მსოფლიო
ირანული მედია: ირანის ხელისუფლება რეგიონში ილონ მასკის კუთვნილ აქტივებს „ლეგიტიმურ სამიზნეებად“ განიხილავს
ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ხელისუფლება რეგიონში ილონ მასკის კუთვნილ აქტივებს „ლეგიტიმურ სამიზნეებად“ განიხილავს.
11 ივნისი 2026, 19:58
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ოპერატორ კომპანიასთან ერთად ვმუშაობთ მომავალი პერიოდის გეგმა-გრაფიკზე, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს სვანეთის გამრიცხველიანება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სვანეთში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო ელექტროენერგიის მოხმარების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის მოსაწესრიგებლად. მინისტრის განცხადებით, ოპერატორ კომპანიასთან თანამშრომლობით მიმდინარეობს მუშაობა სვანეთის სწრაფი გამრიცხველიანებისთვის, რაც უმნიშვნელოვანესი, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც უშუალოდ რეგიონის, ასევე მთელი ქვეყნისთვის.
11 ივნისი 2026, 19:52
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: როდესაც ვსაუბრობთ მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, საქართველო გამორჩეულია და ლიდერია ჩვენს რეგიონში, ისევე როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მიმართებაში
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა წლიდან წლამდე იზრდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ძალისხმევას ვდებთ იმაში, რომ საქართველოს ეკონომიკის ყველა მიმართულება, ყველა სექტორი თანმიმდევრულად და მდგრადად იზრდებოდეს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის კომენტირებისას.
11 ივნისი 2026, 19:47
ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის თანათავმჯდომარეობით საქართველო - ყირგიზეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის თანათავმჯდომარეობით საქართველო - ყირგიზეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა. შეხვედრა ყირგიზეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
11 ივნისი 2026, 19:37
მსოფლიო
რომის პაპმა გააკრიტიკა ევროპული მთავრობები მიგრანტების მძიმე მდგომარეობის მიმართ გულგრილობის გამო
რომის პაპმა ლეო XIV-მ ხუთშაბათს ესპანეთის კუნძულ გრან-კანარიაზე ვიზიტისას მკაცრად გააკრიტიკა ევროპული მთავრობები მიგრანტების მძიმე მდგომარეობის მიმართ „გულგრილობის“ გამო.


