12 ივნისი 2026, 11:52 / სანდო წყარო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვს შეხვდა.

გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე, რომელიც ყირგიზეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სადირ ჟაპაროვს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის. მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალი.

„ბატონო პრეზიდენტო, ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს შორის ხანგრძლივი ურთიერთობის მიუხედავად, ეს არის პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი ჩვენს ორ ქვეყანას შორის. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ვიზიტი ახალ სტიმულს მისცემს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას. ჩვენს ქვეყნებს კარგი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები აკავშირებთ და არსებობს მისი კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალი. ჩვენი სურვილია, გავაძლიეროთ თანამშრომლობა არამხოლოდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში, არამედ კულტურისა და განათლების მიმართულებით. მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენს ქვეყანას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენი ოფიციალური ვიზიტი არის ახალი თავი ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ხელს შეუწყობს პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და კულტურული კავშირების შემდგომ გაღრმავებას. საქართველოში თქვენი ლიდერობით მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში. გამოვთქვამთ მზადყოფნას სავაჭრო-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული მიმართულებებით და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავებისა და თქვენი წარმატებული გამოცდილების გაზიარებისთვის. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დისკუსია კონკრეტულ პრაქტიკულ შედეგებს მოიტანს“, - განაცხადა სადირ ჟაპაროვმა.

შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სფეროში პარტნიორობის პოტენციალს და გამოითქვა მზადყოფნა ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელშიც მხარეები ადასტურებენ მზადყოფნას სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის.

ყველა სიახლე

11 ივლისი 2026, 12:31

მსოფლიო

ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 4 000-ს გადააჭარბა

ვენესუელაში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 4 000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას The Guardian-ი ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლიზა გეგეჭკორი

11 ივლისი 2026, 12:27

პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: დასავლეთში პოლიციელზე ხელის აწევა და სახელმწიფო შენობაზე თავდასხმა ადგილზე ლიკვიდაციით ისჯება, ჩვენთან 13 წელი მიუსაჯეს ალეკო ელისაშვილს და ესენი კიდევ აღშფოთებას ვერ მალავენ - ეს არის თქვენი რეალური სახე, მზად ხართ, ტერორისტებიც კი გმირებად შერაცხოთ, ოღონდ სახელმწიფო დააზიანოთ

წარმოიდგინეთ აბსურდის და ორმაგი სტანდარტების ის მასშტაბი, რაშიც დღეს ე.წ. „პროევროპული“ ოპოზიცია და მათი ბაბლი გვაცხოვრებენ, უფრო სწორად, უნდათ რომ გვაცხოვრონ,- წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, ალეკო ელისაშვილის სასჯელთან დაკავშირებით ოპოზიციაში შექმნილ აჟიოტაჟზე.

11 ივლისი 2026, 12:24

საზოგადოება

გივი მიქანაძემ პარიზში UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოწვევით „განათლების ტრანსფორმაციის სამიტში“ მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოწვევით, მონაწილეობა მიიღო „განათლების ტრანსფორმაციის სამიტში“, რომელიც პარიზში, UNESCO-ს სათავო ოფისში გაიმართა.

11 ივლისი 2026, 12:20

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან, ქობულეთის მერთან ირაკლი ცეცხლაძესთან და ქობულეთის დელეგატთან საქართველოს პარლამენტში, გია ჭყონიასთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

11 ივლისი 2026, 12:11

საზოგადოება

სამგორის რაიონს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება

სამგორის რაიონს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ორხევის დასახლებაში, თენგიზ ჩანტლაძის ჩიხის N2ა-ს მიმდებარედ, უკანონო შემოღობების დემონტაჟის შემდეგ, 2 600 კვ.მ ფართობზე ტარდება.

11 ივლისი 2026, 12:08

კულტურა

ბათუმში შავი ზღვის მე-19 ჯაზფესტივალი დაიწყო

ბათუმში შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალი დაიწყო, რომელიც ჯაზის ლეგენდის, მაილს დევისის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება და მსოფლიო დონის მუსიკოსებს აერთიანებს.

11 ივლისი 2026, 12:03

საზოგადოება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლევან ალექსიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღვაწლმოსილი მეცნიერის, დიპლომატისა და საერთაშორისო სამართლის ქართული სკოლის დამაარსებლის, ლევან ალექსიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

აბას არაღჩი

11 ივლისი 2026, 12:00

მსოფლიო

აბას არაღჩი: ირანი ამერიკისგან განსხვავებით თავის სიტყვას ასრულებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აშშ-ის მიერ ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამერიკა ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებულ ვალდებულებებს არ ასრულებს.

11 ივლისი 2026, 11:59

საზოგადოება

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ გურიის სანაპირო ზოლის დასუფთავებისთვის საჭირო აღჭურვილობა განაახლა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთან მიხეილ გოგოლიძესთან ერთად, გურიის სანაპირო ზოლის დასუფთავებისთვის, ადგილობრივ თანამშრომლებს, საჭირო აღჭურვილობა და ნარჩენების შემკრები ახალი ურნები გადასცა.

გივი მაჭარაშვილი

11 ივლისი 2026, 11:54

სპორტი

გივი მაჭარაშვილი RAF Georgia-ზე: განწყობა შესანიშნავია, ჩემს ქვეყანაში ვარ, ჩემი ხალხია ჩემს უკან - ვეცდები, 100%-ით მობილიზებული ვიყო, ჩემი თავი ვაჩვენო 100%ით

ქართველი სპორტსმენები RAF GEORGIA-ში მონაწილეობისთვის მზად არიან. მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი, რომელიც დღევანდელ ტურნირში მონაწილეობს, ამბობს, რომ ეცდება, 100%-ით მობილიზებული იყოს.

11 ივლისი 2026, 11:52

სამართალი

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ავტოპარკი განახლდა

სამინისტროს ინფორმაციით, გადაცემულ ავტომანქანებს შორის 20 მაღალი გამავლობისაა. სატრანსპორტო საშუალებები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და გათვლილია რთულ რელიეფზე ეფექტიანი გადაადგილებისთვის.

11 ივლისი 2026, 11:48

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: ნანუკა ჟორჟოლიანი რუს ნარკობარიგებსა და უკრაინელ დეზერტირებს „მამაც მებრძოლებს“ ეძახის და ქართველ ემიგრანტებს მათთვის ფულს არიცხვინებს

ამერიკაში მყოფ ქართველ ემიგრანტთა ერთ ჯგუფს 500-500 ლარი ჩაურიცხავს ქართულ საპატიმროში მყოფი ,,მამაცი მებრძოლებისათვის“, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა ნანუკა ჟორჟოლიანის ფეისბუქ პოსტის შესახებ, რომელშიც ჟორჟოლიანი ემიგრანტებს მადლობას უხდის იმისთვის, რომ „მამაცი მებრძოლების“ წინაშე მათი ვალი მოხდილია.

ენ უიდიკომბი

11 ივლისი 2026, 11:43

მსოფლიო

Reuters: ბრიტანეთში მემარჯვენე პოლიტიკოსი ენ უიდიკომბი მოკლეს

დიდ ბრიტანეთში მემარჯვენე პოლიტიკოსი ენ უიდიკომბი მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ 26 წლის მამაკაცი დააკავა, იუწყება Reuters-ი.

გენო პეტრიაშვილი

11 ივლისი 2026, 11:40

სპორტი

გენო პეტრიაშვილი RAF Georgia-ს ტურნირზე: ველოდებით ძალიან კარგ შეხვედრებს. მობრძანდით, ვიყოთ ერთად, ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს

ველოდებით ძალიან კარგ შეხვედრებს, - განაცხადა RAF Georgia-ს ტურნირზე საუბრისას ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ორგზის ევროპისა და სამგზის მსოფლიოს ჩემპიონმა, გენო პეტრიაშვილმა.

11 ივლისი 2026, 11:30

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაცდელში მიტოვების და მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებულს სასამართლომ 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაცდელში მიტოვებისა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

11 ივლისი 2026, 11:20

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვის და გავრცელების ფაქტზე ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ სხვადასხვა პირებისგან არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას იღებდა, ინახავდა და გავრცელების მიზნით „ტელეგრამის“ ჯგუფის წევრებს უგზავნიდა.

11 ივლისი 2026, 11:20

პოლიტიკა

„ქრონიკამ“ ALDE-ს კითხვით მიმართა - რა პოზიცია აქვს პოლიტიკურ ჯგუფს და რას აპირებენ ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით

სასამართლოს მიერ ალეკო ელისაშვილის ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე დამნაშავედ ცნობის შემდეგ „ქრონიკამ“ კითხვით მიმართა, ALDE-ს, ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსს ევროპისთვის, რომლის წევრი ელისაშვილი პარტია „ლელოა“, რა პოზიცია აქვს პოლიტიკურ ჯგუფს და რას აპირებენ ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით.

11 ივლისი 2026, 11:18

მსოფლიო

Reuters: უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის რაკეტები, სავარაუდოდ, გერმანიაში იქნება წარმოებული

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დაპირება, რომ უკრაინას ამერიკული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოების უფლებას მისცემს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამარჯვებაა, თუმცა თავდაცვის ექსპერტების შეფასებით, მათი წარმოების დაწყებას შესაძლოა მინიმუმ ერთი წელი დასჭირდეს. სტატიას ამ შინაარსით Reuters-ი ავრცელებს.

11 ივლისი 2026, 11:06

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

11 ივლისი 2026, 11:00

სამართალი

პოლიციამ თბილისში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.