12 ივნისი 2026, 17:29 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: სასაცილოა, როდესაც დემონსტრანტების უფლებების დაცვაზე საუბრობს ის პარტია, რომლის ლიდერიც სწორედ აქციის მონაწილეების მიმართ ძალაუფლების გადამეტებაში არის მხილებული და ქვეყნიდან გაქცეულია

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

ჩემი აზრით, გაქცეული გახარია მათ გარედან დასცინის, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის ინიციატივას, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას გულისხმობს.

მისი თქმით, სასაცილოა, როდესაც დემონსტრანტების უფლებების დაცვაზე საუბრობს ის პარტია, რომლის ლიდერიც სწორედ აქციის მონაწილეების მიმართ ძალაუფლების გადამეტებაში არის მხილებული და ქვეყნიდან გაქცეულია.

„მე მგონი ეს ხალხი, რომელიც დღეს პარტია „საქართველოს“ სახელით პარლამენტშია, უნდა დაფიქრდეს და მიხვდეს, რომ ჩემი აზრით, გაქცეული გახარია უბრალოდ გარედან დასცინის. ისეთ თემებს წამოაწევინებს, რომლითაც საკუთარ თავს აზიანებენ, რომელიც მათ საწინააღმდეგოდ არის. ამასწინ დააინიციირეს დემონსტრაციებთან დაკავშირებით რაღაც საკითხი, რომელიც უპირველეს ყოვლისა ეხება მათ, მათ ხელმძღვანელს, რომელიც გაქცეულია იმ გამოძიებისგან, რომელიც ეხება ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ. მხილებულია გიორგი გახარია, რომ სწორედ ის ტრაგიკული შემთხვევები, რაც მოხდა დემონსტრაციის დაშლისას მისი ხელმძღვანელობით, ამ საკითხზე მიმდინარეობს სასამართლო გამოძიება და გაქცეულია ეს ადამიანი. მაინც და მაინც ამ საკითხებს რატომ აყენებენ ეს ადამიანები არ ვიცი. ითქვა არაერთხელ, რომ მხოლოდ საკუთარ თავს აზიანებენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გახარიას პარტია მშვიდობიანი აქციის უფლებების დაცვის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და პარლამენტში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტის ინიციატივით შედის.

ყველა სიახლე

ტულსი გაბარდი

12 ივნისი 2026, 19:50

მსოფლიო

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისი: აშშ-ის მთავრობა დიდი ხნის განმავლობაში აფინანსებდა 120-ზე მეტ ბიოლაბორატორიას 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაშიც - ამ ბიოლაბორატორიების არსებობისა და დაფინანსების შესახებ ინფორმაციას გავლენიანი ადამიანები მიზანმიმართულად მალავდნენ, ხოლო მათ, ვინც საწინააღმდეგოს ამბობდა, უცხო ქვეყნის აგენტებად და ამერიკის მოღალატეებად აცხადებდნენ

სადაზვერვო საზოგადოების მფლობელობაში არსებული მასალებისა და ფაილების მრავალთვიანი შესწავლის შემდეგ, ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი აქვეყნებს ახალ მტკიცებულებებს იმის შესახებ, რომ აშშ-ის მთავრობა დიდი ხნის განმავლობაში აფინანსებდა 120-ზე მეტ ბიოლაბორატორიას 30-ზე მეტ ქვეყანაში. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისი ავრცელებს.

12 ივნისი 2026, 19:35

მსოფლიო

Euronews: ევროკომისიამ გააფრთხილა ალბანეთი, რომ მან დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს, რათა საფრთხე არ შეუქმნას ბლოკში გაწევრიანების განაცხადს, რაც მისგან ევროკავშირის გარემოსდაცვითი წესების დაცვას მოითხოვს

ევროკომისიამ გააფრთხილა ალბანეთი, რომ მან დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს, რათა საფრთხე არ შეუქმნას ბლოკში გაწევრიანების განაცხადს, რაც მისგან ევროკავშირის გარემოსდაცვითი წესების დაცვას მოითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

ილონ მასკი

12 ივნისი 2026, 19:10

მსოფლიო

ილონ მასკი ქაღალდზე მსოფლიოს პირველი ტრილიონერი გახდა SpaceX-ის პირველადი საჯარო შეთავაზების შემდეგ

ილონ მასკი ქაღალდზე მსოფლიოს პირველი ტრილიონერი გახდა მას შემდეგ, რაც SpaceX-მა თავისი რეკორდული პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO) თითო აქციაზე 135 დოლარად შეაფასა. ამას მოწმობს თავად კომპანიისა და Tesla-ს დოკუმენტებზე დაყრდნობით ჩატარებული გამოთვლები.

ეკა სეფაშვილი

12 ივნისი 2026, 19:00

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ჯო უილსონის მიერ დაინიცირებული კანონპროექტი ესეც გლობალური ძალების მიერ კოორდინირებულ ერთ-ერთ ქმედებად შეიძლება განვიხილოთ - ეს ხდება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და მძიმეწონიანი პოლიტიკური ძალების მხარდაჭერითა და მათი ხელშეწყობით და არა ჯო უილსონის სურვილით

ფაქტი ერთია, საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში პოზიტიური დინამიკა შეინიშნება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა აშშ-თან ურთიერთობებზე საუბრისა.

რატი იონათამიშვილი

12 ივნისი 2026, 18:39

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ფაქტია, რომ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს ფაქტობრივად ყველა ის ძირითადი ქვეყანა, რომელიც მსხვილი მოთამაშეა საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რამდენად შეიძლება შეიტანოს დისონანსი აშშ-სთან ურთიერთობებში საქართველოსა და ჩინეთის პარტნიორობის გაღრმავებამ.

ინგა ფხალაძე

12 ივნისი 2026, 18:29

ეკონომიკა

ინგა ფხალაძე: კომპანია BP-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გლობალურ ენერგეტიკულ რუკაზე საქართველოს წარმოსაჩენად

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან დღემდე, BP-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გლობალურ ენერგეტიკულ რუკაზე საქართველოს წარმოსაჩენად. ინგა ფხალაძის შეფასებით, დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის (WREP) ადრეული განვითარებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიური მილსადენის (SCP) მშენებლობითა და ექსპლუატაციაში შეყვანით, საქართველოს ძირითად საერთაშორისო ენერგეტიკულ დერეფნებში ინტეგრაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა BP-ის ჩართულობას.

დონალდ ტრამპი

12 ივნისი 2026, 18:21

მსოფლიო

ტრამპი: პირობებს, რომლებიც ირანმა „ფეიკ ნიუს“ მედიაში განზრახ გაავრცელა, საერთო არაფერი აქვს იმ პირობებთან, რომლებიც წერილობით იყო შეთანხმებული

პირობებს, რომლებიც ირანმა „ფეიკ ნიუს“ მედიაში განზრახ გაავრცელა, საერთო არაფერი აქვს იმ პირობებთან, რომლებიც წერილობით იყო შეთანხმებული, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

რატი იონათამიშვილი

12 ივნისი 2026, 18:18

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა

კონფერენციის მთავარ თემას ცვალებად სამყაროში მიღწევების აღნიშვნა, მათი კონსოლიდაცია და განხორციელების შემდეგი ფაზის ჩამოყალიბება წარმოადგენს. თავის გამოსვლაში რატი იონათამიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება შშმ პირთა უფლებების გაუმჯობესებისთვის საერთაშორისო ძალისხმევის გაერთიანების აუცილებლობაზე გაამახვილა.

რატი იონათამიშვილი

12 ივნისი 2026, 18:13

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: არ ვიქნები სამართლიანი, რომ არ ვთქვა მადლობა პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიმართ, ვინაიდან სწორედ ფონდმა „ქართუმ“ უზრუნველყო ამ ფილმის გადაღება - ფონდ „ქართუს“ მონაწილეობა პარალმპიელებზე ფილმის გადაღებაში სხვა ეტაპზე აიყვანს ქართულ პარალიმპიურ სპორტს და მთლიანად მოძრაობას

არ ვიქნები სამართლიანი, რომ არ ვთქვა მადლობა პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიმართ ვინაიდან სწორედ ფონდმა „ქართუმ“ უზრუნველყო ამ ფილმის გადაღება და ფონდი „ქართუს“ მონაწილეობა პარალმპიელებზე ფილმის გადაღებაში კიდევ სხვა ეტაპზე აიყვანს ქართულ პარალიმპიურ სპორტს და მოძრაობას მთლიანად, - განაცხადა ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

ეკა სეფაშვილი

12 ივნისი 2026, 18:02

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი საქართველო-ევროკავშირის ტექნიკურ შეხვედრაზე: ის, რომ დიალოგი შედგა, დადებითი მოვლენაა. დრომ საქართველოს სასარგებლოდ იმუშავა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ევრობიუროკრატებს არცერთი არგუმენტი არ აქვთ

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა ბრიუსელში საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით „დღის ქრონიკასთან“ ისაუბრა. მისი თქმით, დადებითი მოვლენაა ის ფაქტი, რომ დიალოგი შედგა.

რატი იონათამიშვილი

12 ივნისი 2026, 17:56

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი ბრიუსელში საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებს შორის გამართულ შეხვედრაზე: პოზიტიურად მინდა შევაფასო დიალოგის ნაწილი. ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ ძალიან ძლიერი არგუმენტები გვაქვს. საბოლოო ჯამში ვფიქრობთ, რომ თუკი კონკრეტული გადაწყვეტილებები ობიექტურ შეფასებებს დაეფუძნება, რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილებები იქნება სასარგებლო

ნებისმიერ სიტუაციაში არჩევანი არის დიალოგი. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და მზად ვართ დიალოგისთვის, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა ბრიუსელში საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით.

12 ივნისი 2026, 17:51

სამართალი

სულხან თამაზაშვილი მეხანძრე-მაშველებს: გილოცავთ პროფესიულ დღეს, სწორედ თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად მზად ხართ გასწიროთ საკუთარი სიცოცხლე სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად

შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა, მეხანძრე-მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა. საზეიმო ღონისძიებაზე მინისტრმა განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის მეხანძრე-მაშველები დააჯილდოვა.

12 ივნისი 2026, 17:50

ტექნოლოგიები

Facebook-ის, Messenger-ისა და Instagram-ის მუშაობაში გლობალური შეფერხება დაფიქსირდა

კომპანია Meta-ში შემავალი სოციალური პლატფორმები Facebook, Messenger, Instagram გაითიშა.

12 ივნისი 2026, 17:50

საზოგადოება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია პროექტების ზედამხედველობის ახალი მოდელის დანერგვას გეგმავს

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ინფრასტრუქტურული პროექტების ზედამხედველობის სისტემის გაძლიერების მიზნით ახალი მოდელის დანერგვას გეგმავს. დაგეგმილი ცვლილება ითვალისწინებს ზედამხედველობის პროცესში კვალიფიციური გარე საზედამხედველო კომპანიების შესაძლო ჩართვას, რაც ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებასა და პროექტების უფრო ეფექტიან მართვას შეუწყობს ხელს.

რატი იონათამიშვილი

12 ივნისი 2026, 17:48

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: შანტაჟის ენით საქართველოს ვერავინ მოუგებს და ვერც დაამარცხებს. თუ ეს არ იციან ცალკეულმა ევროპარლამენტარებმა, კიდევ უფრო მეტად ილაპარაკონ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე

შანტაჟის ენით საქართველოს ვერავინ მოუგებს და ვერც დაამარცხებს საქართველოს. თუ ეს არ იციან ცალკეულმა ევროპარლამენტარებმა, კიდევ უფრო მეტად ილაპარაკონ ამაზე [ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე], - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

12 ივნისი 2026, 17:39

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: სანამ მე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვარ, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, სანამ ის ქვეყნის მთავრობის თავმჯდომარის სავარძელს იკავებს, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება.

შალვა პაპუაშვილი

12 ივნისი 2026, 17:35

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საქართველოს მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულება არის მინიმოდელი იმ არაკვალიფიციურობისა, რითაც გამოირჩევა ბრიუსელის საგარეო პოლიტიკა

მან კომენტრი გააკეთა საქართველოს დელეგაციასა და ევროკომისიის დელეგაციას შორის სავიზო დიალოგის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. მისივე თქმით, საქრათველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე პოლიტიკური თემები შემოაქვთ-ხოლმე, რაც ბრიუსელის არაკეთილსინდისიერებას აჩვენებს.

შალვა პაპუაშვილი

12 ივნისი 2026, 17:34

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობა“ იქნება, „ახალი“ თუ სხვა ადამიანი, ვინც „ნაცურ“ იდეოლოგიაზე დგას, მხოლოდ მაშინ არიან მომძლავრებული, როცა სხვების დავალებას ასრულებენ ხოლმე, მაშინ არიან შინაგანადაც ბედნიერი - ასხივებენ ხოლმე ამ ბედნიერებას

ყველაზე „ურანაცების“ დამატება თუ უკან დაბრუნება დაიწყეს თავის პარტიაში, რაც თავისთავად აჩვენებს, რომ არ არის საშველი - ამ პარტიას არ არ ეხება მხოლოდ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან. შალვა პაპუაშვილმა ასე უპასუხა კითხვას „ნაციონალურ მოძრაობის“ განახლების, მათ შორის ნანუკა ჟორჟოლიანის დამატების შესახებ.

შალვა პაპუაშვილი

12 ივნისი 2026, 17:34

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი 20 ივნისს დაგეგმილ მარშზე: გამოვიდნენ, მოძალადეების აქცია საინტერესო სანახავი იქნება. გამოვიდნენ, შევხედოთ, ვინ არიან საქართველოში ძალადობის მომხრეები. ეს ჩვეულებრივი რადიკალური იდეების მხარდამჭერი აქცია იქნება

გამოვიდნენ, მოძალადეების აქცია საინტერესო სანახავი იქნება. გამოვიდნენ, შევხედოთ, ვინ არიან საქართველოში ძალადობის მომხრეები. ეს ჩვეულებრივი რადიკალური იდეების მხარდამჭერი აქცია იქნება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

12 ივნისი 2026, 17:30

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაში არსებულ განხეთქილებაზე: როდესაც ესა თუ ის ძალა მიდის ღალატის გზაზე, იქ უკვე თავისთავადია, რომ შიგნით კონფლიქტები წარმოიშობა

როდესაც ესა თუ ის ძალა მიდის ღალატის გზაზე, იქ უკვე თავისთავადია, რომ შიგნით კონფლიქტები წარმოიშობა,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.