13 ივნისი 2026, 23:01 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: დამოუკიდებლობა არის ის, რისთვისაც ბრძოლა ღირს, თავგანწირვაც ღირს, ყველაფერი ღირს, თუ შენს ქვეყანაში მიიღება შენი სამშობლოს და შენი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები, ეს არის მთავარი მონაპოვარი, დანარჩენს ყველაფერს გაუძლებ და ამაყი ვარ, რომ დღეს, საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი, ბოლო ათწლეულებში არასდროს რომ არ ყოფილა, ეს არის მთავარი მონაპოვარი

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

დამოუკიდებლობა არის ის, რისთვისაც ბრძოლა ღირს, თავგანწირვაც ღირს, ყველაფერი ღირს, თუ შენს ქვეყანაში მიიღება შენი სამშობლოს და შენი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები, ეს არის მთავარი მონაპოვარი, დანარჩენს ყველაფერს გაუძლებ და ამაყი ვარ, რომ დღეს, საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი, ბოლო ათწლეულებში არასდროს რომ არ ყოფილა, ეს არის მთავარი მონაპოვარი, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“.

ვიცე-პრემიერის თქმით, დამოუკიდებლობა, ღირსება, ეროვნულობა, იდენტობა და ადამიანების სოციალური მდგომარეობა არის ხელისუფლების მთავარი საზრუნავი და ასე გაგრძელდება მომავალშიც.

„ამ კანონებით უკანონობას, უსამართლობას, უსამართლო დამოკიდებულებას ვებრძვით. აქ პერსპექტივაზე ვსაუბრობთ. დიახ, არავინ გიშუქებს დღეს შენ იმას, თუ არ არის ისეთი, რომელსაც არ აქვს პირდაპირი ინტერესი, რომ დაგაზიანოს, რომ 4 000 რომ იყო ცოტა ხნის წინ, დღეს აგერ, 5 წელიწადში - 10 000-ზე მეტია მშპ. არავინ გიშუქებს იმას, რომ გადამხდელები 13 მლრდ-ს რომ იღებდნენ 5 წლის წინ, 33-ს იღებენ 5-6 წლის თავზე. გარედან გელაპარაკებიან იმაზე, რა დავალებაც მისცეს, მაგრამ მთავარი არის ერთი - ძალიან პატარა ბიჭი ვიყავი, რომ მესმოდა და პროტესტი ჩემს წარმოდგენაში, ჩემს მეხსიერებაში ასეა დალექილი - „გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს“. ჩვენ კომუნისტური პერიოდის ბავშვები ვართ, შემდეგ გაიზარდა ეს ხალხი და ზოგი ხელისუფლებაშია, ზოგი ოპოზიციაში. პირველი პროტესტი ჩვენთვის იყო 9 აპრილი, როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა და გვესმოდა - „გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს“. დღესაც, ყველას ქვეცნობიერში ეს გვიდევს, დამოუკიდებლობა არის ის მთავარი, რისთვისაც ბრძოლა ღირს, თავგანწირვაც ღირს, ყველაფერი ღირს. და მერე თუ შენს ქვეყანაში მიიღება შენი სამშობლოს და შენი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები, ეს არის მთავარი მონაპოვარი, დანარჩენს ყველაფერს გადაიტან, გაუძლებ. თუ სხვა იღებს გადაწყვეტილებას, არ შეიძლება, რომ სხვა იყოს იმდენად შენი მეგობარი, რომ შენი და მისი ინტერესები აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში ემთხვეოდეს ერთმანეთს.

როცა ინტერესები ემთხვევა, სახელმწიფოები მაშინ მეგობრობენ, როცა ინტერესი ოდნავ ასცდება, ის სახელმწიფო აღარ შეიძლება შენი მეგობარი იყოს. დიდი უმეცრება და გულუბრყვილობაა, რომ ჩვენი მეგობარია და ფულს გვაძლევდა. ფულს გაძლევენ იმაში, რომ თავისი ინტერესები გაატარონ, ეს უნდა დავიმახსოვროთ. დამოუკიდებლობა არის მთავარი და ამაყი ვარ, გულწრფელად, რომ დღეს, საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი, ბოლო ათწლეულების განმავლობაში არასდროს რომ არ ყოფილა, ეს არის მთავარი მონაპოვარი. დანარჩენი იმ ეკონომიკურ წინსვლაზეც თავისი სახელი უნდა დავარქვათ ყველაფერს, სიღარიბე, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ როგორ შემცირდა იმაზეც უნდა ვისაუბროთ და არ უნდა მოვიგონოთ ამბები დაკვეთით, რომელი დაკვეთითაც მოგონილი ამბები მერე ქვეყანას, შენი ქვეყნის იმიჯს, სტაბილურობას აზიანებს და პოლარიზაციას კიდევ უფრო აღრმავებს, ერის გახლეჩას უწყობს ხელს. დამოუკიდებლობა, ღირსება, ეროვნულობა, იდენტობა, ადამიანების სოციალური მდგომარეობა, რომელზეც დიდი წინსვლა გვაქვს, ჩვენი მთავარი საზრუნავებია და ასე გავაგრძელებთ. ამაში მაინც უნდა ვთანხმდებოდეთ და ყველა ვამაყობდეთ, ვინც სხვაგან არის, ეს მისი საქმეა,“- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ყველა სიახლე

დავით ქართველიშვილი

02 აგვისტო 2026, 20:28

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი ესპანეთში მაროკოდან მიგრანტების მასობრივ შესვლაზე: ესპანეთი პოლიტიკური იძულების ობიექტად იქცა, სადაც სატანკო კოლონების ნაცვლად გამოიყენება ათიათასობით ადამიანი, ხოლო არტილერიის თუ დრონების ნაცვლად- შიში, ქაოსი და სახელმწიფო ინსტიტუტების გადატვირთვა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ესპანეთში, სეუტაში მაროკოდან მიგრანტების არალეგალურად შესვლას. ანალიტიკოსი გამოთქვამს ვარაუდს, რომ, შესაძლოა, შექმნილი კრიზისი უკავშირდებოდეს ამერიკა-ისრაელსა და ესპანეთს შორის ურთიერთობის დაძაბვას. ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ თუ დავუშვებთ მესამე ქვეყნების მეშვეობით პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმის არსებობას, მაშინ მაროკო ყველაზე მოსახერხებელი შემსრულებელია. ანალიტიკოსის აზრით, ასეთ შემთხვევაში ზეწოლის ადრესატი მთლიანად ევროკავშირია:

02 აგვისტო 2026, 19:42

საზოგადოება

პროექტის „მოუსმინე შენი ქალაქის ემიგრანტს“ ფარგლებში, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს ნინო ლაცაბიძესა და ათენში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ათენის დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელის, ნანა თევდორაძის პროექტის „მოუსმინე შენი ქალაქის ემიგრანტს“ ფარგლებში, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს ნინო ლაცაბიძესა და ათენში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას ათენის დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრი ავრცელებს.

02 აგვისტო 2026, 18:35

სამართალი

შსს: სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი გვერდის მეშვეობით ვრცელდება სხვადასხვა პირის, მათ შორის არასრულწლოვანების მიმართ შეურაცხმყოფელი ტექსტები, ასევე, ფოტოშოპისა და მონტაჟის გამოყენებით რედაქტირებული ფოტო-ვიდეომასალა - სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ

სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი გვერდის მეშვეობით ვრცელდება სხვადასხვა პირის, მათ შორის არასრულწლოვანების მიმართ შეურაცხმყოფელი ტექსტები, ასევე, ფოტოშოპისა და მონტაჟის გამოყენებით რედაქტირებული ფოტო-ვიდეომასალა, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.~

02 აგვისტო 2026, 18:28

სამართალი

მედია: ბელარუსი უკრაინის საზღვართან სადესანტო-მოიერიშე ბრიგადას ქმნის

ბელარუსი უკრაინის საზღვართან 37-ე ცალკეულ სადესანტო-მოიერიშე ბრიგადას აყალიბებს. ამის შესახებ რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, ალექსანდრე ილიუკევიჩმა ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ტელეარხ „ВоенТВ“-ის ეთერში განაცხადა.

02 აგვისტო 2026, 17:27

მსოფლიო

სომხეთის პრეზიდენტმა ფაშინიანი პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშნა

პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბრძანებულებაში აღნიშნულია: „კონსტიტუციის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად: დაინიშნოს ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე“.

02 აგვისტო 2026, 17:22

საზოგადოება

პარლამენტის წევრები ბეშუმში, „შუამთობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრნენ

აჭარის მაღალმთიან კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აღინიშნა.

02 აგვისტო 2026, 17:18

მსოფლიო

არგენტინაში მიწების უცხოელებისთვის გადაცემის შესახებ ახალი კანონპროექტი გააპროტესტეს

ბუენოს-აირესში ასობით ადამიანი ახალი კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდა, რომელიც სოფლის მეურნეობის მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეების მფლობელობაში გადაცემის აკრძალვას აუქმებს.

02 აგვისტო 2026, 17:11

მსოფლიო

ირანში უარყვეს ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ თეირანმა ვაშინგტონს სამხედრო დარტყმების შეჩერება სთხოვა

ირანის სამხედრო წყაროებმა უარყვეს შტატების პრეზიდენტის განცხადება იმის თაობაზე, რომ თეირანმა ვაშინგტონს სამხედრო დარტყმების შეჩერება სთხოვა. თეირანში დონალდ ტრამპის განცხადებას „კიდევ ერთი ტყუილი“ უწოდეს.

იულია მენდელი

02 აგვისტო 2026, 16:36

მსოფლიო

le Journal du Dimanche: ზელენსკის ყოფილი პრესმდივანი აცხადებს, რომ პრეზიდენტი უკრაინის მთავარ პრობლემად იქცა

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის მთავარ პრობლემად და მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების უდიდეს ბენეფიციარად იქცა, - განაცხადა მისმა ყოფილმა პრესმდივანმა, იულია მენდელმა ფრანგულ გამოცემა le Journal du Dimanche (JDD)-სთან ინტერვიუში.

02 აგვისტო 2026, 15:51

ტაბლოიდი

აშშ-ში ძაღლებს შორის სერფინგში ჩემპიონატი ჩატარდა🌊🐕გალერეა

კალიფორნიის ქალაქ პასიფიკაში, ლინდა-მარის პლაჟზე ძაღლებს შორის სერფინგის მე-10 ყოველწლიური მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა. CBS News-ის ცნობით, შეჯიბრში სხვადასხვა ჯიშის 14-მა ძაღლმა მიიღო მონაწილეობა - მინიატიურული ცვერგპინჩერებიდან დაწყებული, ლაბრადორებითა და ფრანგული ბულდოგებით დამთავრებული. მსაჯები მონაწილეებს იმის მიხედვით აფასებდნენ, თუ რამდენ ხანს ძლებდნენ ისინი ტალღაზე და რამდენად დამაჯერებლად გრძნობდნენ თავს დაფაზე.

ირაკლი კობახიძე

02 აგვისტო 2026, 15:42

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს ეროვნული სკრინინგცენტრის ხელმძღვანელის, მეცნიერის, პროფესორ რემა ღვამიჩავას გარდაცვალების გამო, ქართული სამედიცინო საზოგადოებისათვის მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია

„მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს ეროვნული სკრინინგცენტრის ხელმძღვანელის, მეცნიერის, პროფესორ რემა ღვამიჩავას გარდაცვალების გამო, ქართული სამედიცინო საზოგადოებისათვის მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია. სწორედ რემა ღვამიჩავას სახელს უკავშირდება საქართველოში სხივური მედიცინის დანერგვა და ეროვნული სკრინინგცენტრის ჩამოყალიბება. მისი აღზრდილი ექიმთა არაერთი თაობისათვის იგი მუდამ დარჩება პროფესიონალიზმის, საქმისადმი ერთგულებისა და კეთილსინდისიერების სანიმუშო მაგალითად. თანავუგრძნობ ოჯახს, მეგობრებსა და სამედიცინო საზოგადოებას“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

02 აგვისტო 2026, 15:07

მსოფლიო

ინდონეზიაში ბორანზე გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ინდონეზიაში ბორანზე ხანძრის გაჩენის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 41 კი დაკარგულად ითვლება. ინციდენტის დროს, ბორანი ღია ზღვაში იყო, ბორტზე კი 271 ადამიანი იმყოფებოდა.

02 აგვისტო 2026, 14:36

მსოფლიო

ევროპაში ე.წ. მსოფლიო პრაიდის ღონისძიებები მიმდინარეობს

ევროპაში ე.წ. მსოფლიო პრაიდი უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების ფონზე გაიმართა. ლგბტ საზოგადოების განცხადებით, უსაფრთხოების ზომების გამკაცრება ბერლინის პრაიდზე სასიკვდილო თავდასხმის შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა. პრაიდ აღლუმები გაიმართა ამსტერდამში, სტოკჰოლმსა და ჰამბურგში.

02 აგვისტო 2026, 14:34

მსოფლიო

ტყის ხანძარმა ვაშინგტონის შტატში მასობრივი ევაკუაცია და ელექტრომომარაგების გათიშვა გამოიწვია

გუბერნატორმა ბობ ფერგიუსონმა შტატის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ცეცხლის დანთება აკრძალა. ოფიციალური პირების ცნობით, ამ ეტაპზე ხანძრის შედეგად დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ირაკლი კობახიძე

02 აგვისტო 2026, 14:33

ეკონომიკა

პრემიერი: ჩვენი ეკონომიკური სისტემა აჩვენებს მდგრადობას და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც მოვახერხეთ ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპის შენარჩუნება, არის კორუფციის აღმოფხვრა, ზედა ეშელონებში მთლიანად აღმოფხვრილია კორუფცია, რაც პირდაპირ უწყობს ხელს ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას და კიდევ უფრო მეტად გაზრდას

ეკონომიკური ზრდის კუთხით, უკვე გამოქვეყნებულია პირველი 6 თვის მონაცემები, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირველად პროგნოზს, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ჩვენ მოვახერხეთ სწრაფი ტემპის შენარჩუნება ეკონომიკური ზრდის კუთხით, ეს არის კორუფციის აღმოფხვრა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბეშუმში ჟურნალისტებთან.

ირაკლი კობახიძე

02 აგვისტო 2026, 14:31

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო უნივერსიტეტებში უმაღლესი განათლება იქნება უფასო სტუდენტებისთვის, გარკვეული მექანიზმები დადგენილია იმისათვის, რომ სტუდენტებმა არ დაკარგონ მოტივაცია - თუ სემესტრის განმავლობაში ორ საგანს ვერ აბარებს სტუდენტი, ეს ნიშნავს იმას, რომ არსებითად არ არის საფუძვლიანად ჩართული სასწავლო პროცესში

სახელმწიფო უნივერსიტეტებში უმაღლესი განათლება იქნება უფასო სტუდენტებისთვის, აქ არის გარკვეული მექანიზმები დადგენილი იმისათვის, რომ სტუდენტებმა არ დაკარგონ მოტივაცია, - განაცზადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

ირაკლი კობახიძე

02 აგვისტო 2026, 14:31

პოლიტიკა

პრემიერი: ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სინამდვილეში არის აგენტურა, გამოდის იმ ინიციატივების წინააღმდეგ, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი საზოგადო მოღვაწეების დაცვასთან, მათი სახელის დაცვასთან, ეს არის აგენტურა, რომელიც იღებს კონკრეტულ დაკვეთებს და დაკვეთა არის ის, რომ მათ უნდა სცადონ რამენაირად ჩვენი ეროვნული იდენტობის შერყევა

ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სინამდვილეში არის აგენტურა, გამოდის იმ ინიციატივების წინააღმდეგ, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი საზოგადო მოღვაწეების დაცვასთან, მათი სახელის დაცვასთან, ეს არის აგენტურა, რომელიც იღებს კონკრეტულ დაკვეთებს და შესაბამისად, მოქმედებს ამ დაკვეთების მიხედვით, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბეშუმში ჟურნალისტებს.

02 აგვისტო 2026, 14:29

მსოფლიო

აიდაჰოში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

გავრცელებული ცნობით, დაღუპულთა შორისაა თავდამსხმელიც. სამართალდამცველები მისი ვინაობისა და ქმედების მოტივის დადგენას ცდილობენ.

02 აგვისტო 2026, 14:29

საზოგადოება

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა მიზანმიმართულად გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს გემი TARYN EVE სანქცირებულია, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას წარმოადგენს

ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემის „შაბათის ფორმულა“ ჟურნალისტს გემზე TARYN EVE (IMO 9256925) სიუჟეტის ეთერში გასვლამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან წერილობით მიეწოდა სრულყოფილი ინფორმაცია, რომ აღნიშნული გემი არ არის შეყვანილი ევროკავშირის, აშშ-ის (OFAC), გაერთიანებული სამეფოსა და გაეროს სანქცირებულ გემთა სიებში. ასევე, სანქცირებული არ არიან გემის მფლობელი, ტექნიკური და კომერციული ოპერატორი კომპანიები, - ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

02 აგვისტო 2026, 14:25

მსოფლიო

Washington Post: უკრაინისთვის რკინის გუმბათის სისტემის გადაცემა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაბლოკა

გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ინიციატივაზე ვეტოს დადება ისრაელის პრემიერმა ტექნოლოგიის ირანის ხელში მოხვედრის რისკით განმარტა. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ სისტემა ამერიკული ფულით არის შეძენილი, თუმცა ის შტატებთან ერთად ისრაელის მიერაა შემუშავებული, რის გამოც ვაშინგტონს გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ისრაელის თანხმობის გარეშე არ შეუძლია .