13 ივნისი 2026, 22:50 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: პაატა მანჯგალაძე იდგა სცენაზე ორგანიზატორებთან ერთად და თავს ადეკლარირებდა, როგორც დანაშაულის ორგანიზატორი, უდანაშაულო ადამიანი თუ არის, როდესაც გაიგო ძალადობრივი მოწოდებები, რა გააკეთა, გაემიჯნა? ჯერ სურათები გადაიღე, მერე განცხადებას შეუერთდი, პრეზიდენტის სასახლის აღებაზე მოწოდებებს არ გაემიჯნე - ეს არის დანაშაული

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

პაატა მანჯგალაძე უდანაშაულო ადამიანი თუ არის, როდესაც გაიგო ძალადობრივი მოწოდებები და ორგანიზატორებში იდგა, რა გააკეთა მან, გაემიჯნა? ჯერ სურათები გადაიღეს, მერე განცხადებას შეუერთდა, პრეზიდენტის სასახლის აღებაზე რომ იყო მოწოდებები ამასაც რომ არ გაემიჯნეთ, ეს არის დანაშაული, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საუბარი იმაზე, რომ პაატა მანჯგალაძე ციხეში ფოტოს გადაღების გამოა, არასწორია.

„რაც შეეხება პაატა მანჯგალაძეს, ამ ადამიანს კარგად ვიცნობ, კოლეგები ვიყავით პარლამენტში. მე ბევრი მოვისმინე ეთერებში, რომ ფოტოს გადაღების გამო კაცი ციხეში ჩასვესო. ჩემი აზრით, ეს არის, როგორც მინიმუმ, არასწორი დამოკიდებულება ვიღაცების მხრიდან, არასწორი მესიჯბოქსი, მეტიც, გავლენა „ნაცური“ ტრენდისა, რომელი „ნაცური“ ტრენდითაც დაარქვეს თავის დროზე „პიჯაკების საქმე“. მაქსიმუმ 100 ათასი ლარის იყო რაღაც ტანსაცმელი, მაგრამ დანარჩენი 8 მილიონ 900 ათასი დარჩა ჰაერში. მარტო პიჯაკები მიეწერა სააკაშვილს, დანაშაული რომ ჩაიდინა. ტროტუარზე დგომის საქმე - თითქოს ტროტუარზე დგომის გამო ვინმე ვინმეს აკავებს. ესეც ძალიან მანიპულაციური და ცუდი ინტერპრეტაციაა. უცხოელი რომ ვიყო, ვიფიქრებდი, არ ჩავალ საერთოდ ამ ქვეყანაში. აქაც საუბარია, თითქოს ფოტოს გადაღების გამო. ერთადერთი, რაზეც პაატა მანჯგალაძის შემთხვევაში შეიძლება, იკამათო, არის წამქეზებლის თუ ორგანიზატორის ფუნქცია, როცა ადამიანი თავად დადგა, ჯერ ფოტო გადაიღო მათთან ერთად, დეკლარირება გააკეთეს, არ გაუპროტესტებია, შემდეგ ავიდა სცენაზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, პაატა მანჯგალაძე იდგა სცენაზე ორგანიზატორებთან ერთად და თავს ადეკლარირებდა, როგორც დანაშაულის ორგანიზატორი.

„პაატა მანჯგალაძეს სულ მცირე 5 ათასი ამომრჩეველი ხომ ჰყავს თბილისში, ის,რომ დადგა იქ და თავი დაადეკლარირა, დააიდენტიფიცირა, როგორც ორგანიზატორი, ძალით ხომ არ წაუყვანია ვინმეს? ამან ხომ ვიღაცაზე იმოქმედა. პაატა მანჯგალაძე უდანაშაულო ადამიანი თუ არის, როდესაც გაიგო ძალადობრივი მოწოდებები და ორგანიზატორებში იდგა, რა გააკეთა მან, გაემიჯნა? ჯერ სურათები გადაიღე, მერე განცხადებას შეუერთდი, იქ იდექი. მერე წამოხვედი, ტრიბუნაზე ახვედი და მოწოდებაც კი რომ ნახე, პრეზიდენტის სასახლე ავიღოთო, მამაკაცური ძალა - იყვირეს ვიღაცებმა და დავამხოთ, ამოვატრიალოთ, დავიჭიროთ ყველაო, ამასაც რომ არ გაემიჯნეთ, ეს არის დანაშაული. დანაშაული აუცილებლად აქტიური მოწოდება არ არის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველა სიახლე

15 ივნისი 2026, 14:06

საზოგადოება

თბილისის მერი ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში გამარჯვებულებს ხვდება. LIVE

თბილისის მერი ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში გამარჯვებულებს ხვდება

ირაკლი კობახიძე

15 ივნისი 2026, 13:56

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მივესალმებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე მიღწეულ შეთანხმებას

„ვაფასებთ მედიაციის პროცესში ჩართული მხარეების გაწეულ ძალისხმევას, რამაც ამ ურთიერთგაგების მისაღწევად საჭირო პირობების შექმნას შეუწყო ხელი. ვიმედოვნებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი საფუძველს ჩაუყრის ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებასა და კონფლიქტის გრძელვადიან მოგვარებას“ ,- წერს კობახიძე.

ლევან ჟორჟოლიანი

15 ივნისი 2026, 13:45

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯამში 330 ე.წ. მაინერი ამოიღო, მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად ეთანამშრომლონ შსს-ს, რათა გამოვლინდეს ელექტროენერგიით სარგებლობის უკანონო ფაქტები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯამში 330 ე.წ. მაინერი ამოიღო, ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად ამოღებული იქნას ყველა მაინერი, შესაბამისად, შემცირებული იქნას ელექტროენერგიის მოხმარება, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.

მარტა კოსი

15 ივნისი 2026, 13:42

მსოფლიო

მარტა კოსმა დაადასტურა, რომ ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ

ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ, - განცხადება ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ ჟურნალისტების კითხვის პასუხად გააკეთა.

კირ სტარმერი

15 ივნისი 2026, 13:40

მსოფლიო

კირ სტარმერმა ბრიტანეთში 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვა დააანონსა

მისი თქმით, ეს პლატფორმები ბავშვებს „საშიში კონტენტის ზემოქმედების ქვეშ აყენებს“ და „ისეა შექმნილი, რომ დამოკიდებულებას იწვევს“. მთავრობაში განმარტეს, რომ აკრძალვა შეეხება ისეთ პლატფორმებს, როგორიცაა Snapchat, TikTok, YouTube, Instagram, Facebook და X, მაგრამ არ შეეხება შეტყობინებების გაცვლის სერვისებს, მაგალითად, WhatsApp-ს.

შალვა პაპუაშვილი

15 ივნისი 2026, 13:29

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დიპლომატების განათლებაში ინვესტირება მნიშვნელოვანია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ თანამშრომლობა პეკინის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტსა და დიპლომატიურ აკადემიას შორის, რომელიც მალე დაფუძნდება, ჩინური გამოცდილებიდან ბევრი რამის სწავლაში დაგვეხმარება

„ჩვენ ახლახან დავაანონსეთ დიპლომატიური აკადემიის შექმნა. ამ მხრივ, ჩინეთი კვლავაც კარგ მაგალითს გვაძლევს იმისა, თუ როგორ განათლებას იღებენ დიპლომატები და როგორ ამზადებენ მათ დიპლომატიური საქმიანობისთვის. ფაქტობრივად, დიპლომატები არიან ისინი, ვინც წარმოადგენენ ეროვნული ინტერესების დაცვის პირველ ხაზს. შესაბამისად, დიპლომატების განათლებაში ინვესტირება მნიშვნელოვანია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ თანამშრომლობა პეკინის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტსა და დიპლომატიურ აკადემიას შორის, რომელიც მალე დაფუძნდება, ჩინური გამოცდილებიდან ბევრი რამის სწავლაში დაგვეხმარება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

15 ივნისი 2026, 13:28

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრისას, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილა

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები და მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს. საუბრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა სავაჭრო ბრუნვის მზარდ დინამიკას და აღნიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ამასთან, ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის მნიშვნელობაზე.

15 ივნისი 2026, 13:28

პოლიტიკა

აზერბაიჯანში, ქალაქ შუშაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერის, ვარლამ ლიპარტელიანის მონაწილეობით პანელური დისკუსია გაიმართება

აზერბაიჯანში, ქალაქ შუშაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერის, ვარლამ ლიპარტელიანის მონაწილეობით პანელური დისკუსია გაიმართება თემაზე - „პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქცია: თანამედროვე გამოწვევები ურბანულ დაგეგმარებაში“.

შალვა პაპუაშვილი

15 ივნისი 2026, 13:17

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩინეთის სამშვიდობო პოლიტიკა არის ის, რასაც სხვადასხვა გლობალური აქტორები, ვფიქრობ, სულ უფრო მეტ პატივს სცემენ

„ჩინეთი აჩვენებს, რომ მშვიდობიანი პოლიტიკით შესაძლებელია მიიზიდო, შესაძლებელია აჩვენო, რომ ქვეყანა ერთგულია არა მხოლოდ საკუთარი თავის განვითარების, არამედ მის გარშემო არსებული რეგიონისა და მთელი მსოფლიოს განვითარების. ეს იმიტომ, რომ ჩვენ ვართ იმ სამყაროს ნაწილი, სადაც თუ კონტინენტის ან დედამიწის ერთ მხარეს არის პრობლემა ან კონფლიქტი, ის საბოლოო ჯამში მეორე მხარეზეც აისახება. შესაბამისად, ჩინეთის სამშვიდობო პოლიტიკა - მოდით ასე ვუწოდოთ მას, არის ის, რასაც, ვფიქრობ, სულ უფრო მეტ პატივს სცემენ სხვადასხვა გლობალური აქტორები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

15 ივნისი 2026, 13:08

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საქართველო პატარა ქვეყანაა. დიდწილად დამოკიდებული ვართ საერთაშორისო სამართალზე, იმაზე, რომ ყველა ქვეყანა პატივს სცემდეს საერთაშორისო სამართალს

„იცით, საქართველო პატარა ქვეყანაა - ვგულისხმობ საერთაშორისო მოვლენებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას. დიდწილად დამოკიდებული ვართ საერთაშორისო სამართალზე, იმაზე, რომ ყველა ქვეყანა პატივს სცემდეს საერთაშორისო სამართალს და ყველა ქვეყანა იზიარებდეს იმ საბაზისო პრინციპს, რომ ყველა დავა მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს“, - აღნიშნა მან.

15 ივნისი 2026, 13:06

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ადვოკატის მიმართ დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჩადენილი მუქარისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების, შენახვის და გასაღების ფაქტებზე ბრალდებულები დავით მიქაძე, დავით ჩუბინიძე და ლაშა მაისურაძე დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადვოკატის მიმართ დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჩადენილი მუქარისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების, შენახვის და გასაღების ფაქტებზე ბრალდებულები დავით მიქაძე, დავით ჩუბინიძე და ლაშა მაისურაძე დამნაშავედ ცნო.

შალვა პაპუაშვილი

15 ივნისი 2026, 12:58

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ვფიქრობ, ჩინეთსა და საქართველოს ბევრი საერთო აქვს მშვიდობიანი განვითარებისა და საერთაშორისო პოლიტიკაში მშვიდობიანი კურსის თვალსაზრისით

„ვფიქრობ, ორივე ქვეყანას - ჩინეთსა და საქართველოს, ბევრი საერთო აქვს მშვიდობიანი განვითარებისა და საერთაშორისო პოლიტიკაში მშვიდობიანი კურსის თვალსაზრისით. ასე რომ, ეს საერთო ფასეულობები, რომლებიც ამავდროულად ჩვენი თანამშრომლობის საერთო ინტერესსაც წარმოადგენს, არის სწორედ ის, რამაც ჩინეთამდე მიგვიყვანა. მიზანი კი ორ პარლამენტს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაძლიერებაა“, - განაცხადა მან.

შალვა პაპუაშვილი

15 ივნისი 2026, 12:49

მსოფლიო

შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ტრადიციულად ეკავა ევროპისა და აზიის დამაკავშირებლის როლი. ვხედავთ, რომ იმ ისტორიულ როლს მნიშვნელობა დღესაც აქვს. ამ თვალსაზრისით, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება, სადაც ვიმედოვნებთ, რომ ჩინეთთან უფრო ინტენსიური თანამშრომლობა გვექნება

„ვხედავთ, რომ იმ ისტორიულ როლს, რომელიც საქართველოს ყოველთვის ჰქონდა, მნიშვნელობა დღესაც აქვს. საქართველო და, ზოგადად, სამხრეთ კავკასია გვთავაზობს ყველაზე სწრაფ და იაფ გზას ევროპისა და აზიის დასაკავშირებლად, ჩინეთის ევროკავშირთან დასაკავშირებლად. სწორედ ამიტომ, ჩვენ თავს ამ ინიციატივის მხარდამჭერ ნაწილად განვიხილავთ. ამ თვალსაზრისით, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება, სადაც ვიმედოვნებთ, რომ ჩინეთთან უფრო ინტენსიური გაცვლა და თანამშრომლობა გვექნება; საქართველოში ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება საბოლოო ჯამში სარგებელს მოუტანს ყველა მონაწილეს, ვინც გამოიყენებს ე.წ. შუა დერეფანს ან კასპიის დერეფანს. სწორედ ამიტომ არის ამ იდეის ნაწილად ყოფნა ორმხრივად მომგებიანი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

15 ივნისი 2026, 12:13

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო 16-18 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება,ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

15 ივნისი 2026, 11:54

მსოფლიო

ბრაზილიაში გოგონა როუპ-ჯამპინგის დროს დაიღუპა - ინსტრუქტორებმა ის ისე გადააგდეს, რომ თოკის დამაგრება დაავიწყდათ

ადგილობრივი მედიის ცნობით, ინსტრუქტორებმა 21 წლის მარია ედუარდა როდრიგეს დე ფრეიტასი 40 მეტრის სიმაღლიდან ისე გადააგდეს, რომ დამცავი თოკი არ მიაბეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ აჰყავთ ატრაქციონის თანამშრომლებს გოგონა ხელში და უფსკრულში აგდებენ, მაშინ როდესაც თოკი იქვე, ახლოს დევს.

15 ივნისი 2026, 11:49

ეკონომიკა

საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დადებითი ტენდენცია კვლავ გრძელდება - იანვარ-მაისში ექსპორტმა 19.8%-იანი ზრდა აჩვენა

ქვეყნის საგარეო ვაჭრობაში დადებითი ტენდენცია კვლავ გრძელდება. 2026 წლის მაისში, წინასწარი მონაცემებით, ექსპორტი 15.3%-ით გაიზარდა და მაისის რეკორდული მოცულობა - 668.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. იანვარ-მაისში კი ექსპორტმა 19.8%-იანი ზრდა აჩვენა. მიმდინარე წლის ხუთ თვეში საქართველოდან, ჯამში, რეკორდული ღირებულების, 3,108.5 მლნ აშშ დოლარის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა.

ემანუელ მაკრონი

15 ივნისი 2026, 11:26

მსოფლიო

ტრამპი მაკრონს ფრანგულ ღვინოზე 100%-იანი ტარიფის დაწესებით დაემუქრა

„წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა არჩევანი არ დამრჩება, გარდა იმისა, რომ 100%-იანი ტარიფი დავაწესო საფრანგეთიდან შემოსულ ყველა შამპანურსა და ღვინოზე. მათ მხოლოდ ამ გადასახადზე უარის თქმა სჭირდებათ და მაშინ მაკრონზე ასეთი ზეწოლა აღარ იქნება“, - განაცხადა ტრამპმა გაზეთ New York Post-თან ინტერვიუში.

15 ივნისი 2026, 11:15

მსოფლიო

საფრანგეთში „დიდი შვიდეულის“ სამიტისთვის უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს

საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის კანადის, გერმანიის, იტალიის, იაპონიისა და შეერთებული შტატების ლიდერების შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენელთა მონაწილეობით დღეს დაიწყება. სამიტის უსაფრთხოებას 800-ზე მეტი სამართალდამცველი უზრუნველყოფს.

თენგიზ შარმანაშვილი

15 ივნისი 2026, 11:13

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: საქართველო აგრძელებს ლიდერობას ნებისმიერი მიმართულებით. დემოკრატიის, მმართველობის, გამჭვირვალობის და ეკონომიკური განვითარების ინდექსით

საქართველო აგრძელებს ლიდერობას ნებისმიერი მიმართულებით. დემოკრატიის, მმართველობის, გამჭვირვალობის და ეკონომიკური განვითარების ინდექსით, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.

15 ივნისი 2026, 11:09

საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მაისის თვეში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 642 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით პერიოდში, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 642 ფაქტი გამოავლინეს.