„ენმ“-ს ყოფილი წევრი ირაკლი მეგრელიშვილი ოჯახური ბიზნესის წილის დათმობის მოთხოვნაზე: ადეიშვილს ჰქონდა ასეთი სისტემა დაჭერისთვის. სულ მეუბნებოდნენ, შენ რომ ასე გექცევიან, წარმოიდგინე, ვინც არ არის ამ გუნდის წევრი, იმას რას უზამენო
ფოტო: ვიდეო/კადრი
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი და ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი მეგრელიშვილი გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ „ნაციონალური მოძრაობის“ 9 წელზე და წინა ხელისუფლებისგან ოჯახური ბიზნესის წილის დათმობის მოთხოვნაზე საუბრობს.
მეგრელიშვილი იხსენებს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდს და ოჯახის მიმართ ზეწოლის ფაქტებს.
„პროკურატურამ პირდაპირ გვითხრა, რომ ნახევარი ბიზნესი უნდა დათმოთ, რატომ, რისთვის ამას არ მეუბნებოდნენ, ნუ ასეა საჭირო, ყველა რაღაცას თმობს და პრობლემა ეგ იყო ზუსტად. მაშინ მივხვდი, რომ ადეიშვილს ჰქონდა ასეთი სისტემა შიდა გუნდის დაჭერისთვის, რომ ყველასთვის რაღაც პრობლემა უნდა შეექმნა, რომ თუ ვინმე სადმე გავიდოდა, ამ პრობლემებს ამოუტრიალებდა და ან რაღაცას შეედავებოდა, ან რაღაცას წაართმევდნენ. ჩვენ რომ იმ პერიოდში ხმა ამოგვეღო და საჯაროდ გველაპარაკა.... მაშინ იყო ასეთი კანონი, რომ ფინანსურ დეპარტამენტს ჰქონდა უფლება შესულიყო ნებისმიერ ბიზნესში, დაეკეტა, დაელუქა, შეგიწყვეტდნენ ყველაფერს სანამ გამოძიება არ დასრულდებოდა და სანამ სასამართლო არ გადაწყვეტდა, ფაქტობრივად მშიერი დარჩებოდი. მეც რომ ასე მექცეოდნენ სულ მეუბნებოდნენ და მითუმეტეს, როდესაც ახალგაზრდებმა გაიგეს ყველას გული ჰქონდა აცრუებული, რომ შენ რომ ასე გექცევიან წარმოიდგინე, რომ ვინც არ არის ახლა ამ გუნდის წევრი იმას რას უზამენ.“- აღნიშნავს მეგრელიშვილი.
მეგრელიშვილი აღწერს, როგორ მუშაობდა პროკურატურა და მთელი სამართალდამცავი სისტემა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. როგორ არღვევდა სახელმწიფო უწყება კანონით დადგენილ ვადებს და როგორ უზღუდავდნენ მას საკუთრების უფლებას. ამასთან იხსენებს, თუ როგორ შეიცვალა პოლიტიკური დღის წესრიგი ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ.
„თემა იყო, რომ შევთანხმდით პროკურატურასთან, რომ რაღაცა მაინც უნდა დამეთმო სახელმწიფოსთვის. იმ პერიოდში, რომ შევთანხმდით, კარგი ამას გავაკეთებთ, შემდეგ უცებ გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილის წერილი და მთელი პროკურატურა გადაერთო ივანიშვილზე და ჩვენ, შიდა წრეში ვისზეც ჰქონდათ რაღაცები, ყველას თავი დაგვანებეს. თან იუსტიციის სამინისტროში ჰქონდათ არაკანონიერი განყოფილება, რომელიც ასე ვთქვათ, წითელ ბანს ადებდა ნებისმიერ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას. რეესტრში რომ მისულიყავი, ოთხ დღეში პასუხი ხომ უნდა გაგცენ რაღაცაზე?! რეესტრი გიჩერებს ამ ყველაფერს და პასუხსაც არავინ გეუბნება. გეუბნება, რომ მიმართეთ სასამართლოს. ანუ, პასუხი არ არსებობს, რატომ არ გირეგისტრირებენ რაღაცას, რატომ ვერ ყიდი რაღაცას, ამას ვერ ვხვდები. აქედან დაიწყო ჩემი კითხვებიც, რომ რატომ მექცევიან ასე. იუსტიცია, რომელიც არის გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი ასეთი რაღაცა რატომ ხდება, რომ პასუხსაც არ მაძლევენ, რატომ არის ჩემი საკითხი გაჭედილი და მოკლედ, აქედან დაიწყო ეს გამოძიება და როგორც კი წავაგეთ არჩევნები „ნაციონალებმა“, ეგრევე ეს ბანი და ეს განყოფილება საერთოდ გაუქმდა და ყველაფერი დარეგისტრირდა, რაც შეტანილი მქონდა ავტომატურად“, -განაცხადა ირაკლი მეგრელიშვილმა.
ყველა სიახლე
14 სექტემბერი 2026, 11:11
რეგიონი
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში 280 ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.
14 სექტემბერი 2026, 11:10
საზოგადოება
გივი მიქანაძე: მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებული პედაგოგების მონაწილეობით, ჩამოვაყალიბებთ სამინისტროსთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოს, რომელიც სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმასა და დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ხედვებსა და რეკომენდაციებს გაუზიარებს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე 2023-2025 წლების მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა.
14 სექტემბერი 2026, 10:53
მსოფლიო
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელებს ბრალი წაუყენა და, სავარაუდოდ, ქვეყანა დატოვა
„აქამდე ამ გადაწყვეტილებების მიღებისგან პოლიტიკურად პრეზიდენტი მაკავებდა, მაკავებდნენ თვითონ ანტიკორუფციონერებიც, რომლებიც ხელშეუხებლობის გარანტიებს მთავაზობდნენ ეჭვის წაყენებაზე უარის თქმის სანაცვლოდ“, - აღნიშნა კრავჩენკომ თავის ვიდეომიმართვაში და НАБУ-სა და САП-ის ხელმძღვანელებს გადადგომისკენ მოუწოდა.
14 სექტემბერი 2026, 10:49
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: მაშინ, როცა რუსეთ-უკრაინის ომი რეგიონის ეკონომიკურ და სატრანსპორტო რუკას ცვლის, საქართველო საერთაშორისო ჯაჭვის ერთ-ერთ მთავარ რგოლად ყალიბდება
„აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი სულ მოკლე პერიოდში შეიძლება საკმაოდ არასასიამოვნო რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ“, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და აღნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოს სატრანსპორტო-ლოჯისტიკური მნიშვნელობა იზრდება.
14 სექტემბერი 2026, 10:15
მსოფლიო
ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა
„ყველა მოსვენებას არ მაძლევდა. მეც ვთქვი: ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ირლანდიურ ვისკიზე ტარიფებს გავაუქმებ“, - განაცხადა ტრამპმა.
14 სექტემბერი 2026, 10:14
სამართალი
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს - დაკავებულია 7 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, 7 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
14 სექტემბერი 2026, 10:11
სამართალი
შიდა ქართლში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა
ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებმა ხაშურის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
14 სექტემბერი 2026, 09:53
მსოფლიო
ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“
„საბოლოო ჯამში გამოვალთ [ირანთან ომიდან], თუ რა თქმა უნდა არ გადავწყვეტთ დარჩენას და ნავთობის კონტროლს, როგორც ვენესუელაში“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ვენესუელის შემთხვევაში ამერიკულმა ჩარევამ „მრავალჯერად გაამართლა“.
14 სექტემბერი 2026, 09:21
მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა
კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში განაცხადეს, რომ ეს სწავლება სამხედრო მოსამსახურეების მორალური სულისკვეთების ამაღლებას და ბრძანების შემთხვევაში „მტრის სრული განადგურების“ უნარის სრულყოფას ისახავს მიზნად.
14 სექტემბერი 2026, 09:13
მსოფლიო
წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს
შვედეთში საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 94%-ის დათვლის შედეგებით ოპოზიციური პარტიები ლიდერობენ - ხმათა ყველაზე დიდ რაოდენობას სოციალ-დემოკრატები იღებენ, რომლებსაც მაგდალენა ანდერსონი ხელმძღვანელობს.
14 სექტემბერი 2026, 09:04
მსოფლიო
ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა
მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა, ფრანგების 81 პროცენტი მის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.
14 სექტემბერი 2026, 08:45
საზოგადოება
პატრიარქი შიო მესამე დღეს საეკლესიო ახალ წელთან დაკავშირებით პარაკლისს გადაიხდის
მართლმადიდებელი ეკლესია 14 სექტემბერს ინდიქტიონის, ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს. ამ დღეს წმინდა ეკლესია „ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედს“ შესთხოვს, „აკურთხოს გვირგვინი წელიწადისა“. ეკლესიაში ახალი სტილით 14 სექტემბრიდან წელიწადის ათვლა, უძველესი დროიდან მოდის. სავარაუდოდ, იგი პირველი მსოფლიო კრების გადაწყვეტილებას უკავშირდება.
14 სექტემბერი 2026, 08:34
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 14 სექტემბერს საქართველოში
14 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +31 და ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.
14 სექტემბერი 2026, 08:28
სპორტი
ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა
5 მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე. სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა. ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ტურნირზე 5 მედალი, მათ შორის 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვეს.
14 სექტემბერი 2026, 08:15
მსოფლიო
დონალდ ტუსკი: რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობად იქცევა და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება
უკრაინის დასავლეთ რეგიონებზე, მათ შორის პოლონეთის საზღავრთან რუსულ თავდასხმას ოფიციალური ვარშავა გამოეხმაურა. იაგოდინის რკინიგზის სადგურზე კიევი-ვარშავის მიმართულებით მოძრავი მატარებლის ლოკომოტივთან ერთად, იაგოდინის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მდებარე ბენზინგასამართი სადგურზე იერიშს დინალდ ტურსკმა გაზრდილი საფრთხის კიდევ ერთი დადასტურება უწოდა. თავდასხმას კიევში მყოფი რადოსკავ სიკორსკიც გამოეხმაურა.
14 სექტემბერი 2026, 08:10
რეგიონი
ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან იოსებ ალიბეგაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილთან ერთად ქალაქ ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის დასრულებული პროექტი დაათვალიერა.
14 სექტემბერი 2026, 08:07
პოლიტიკა
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აღარ აპირებენ ენის მოჩლექით ვინმესთან საუბარს
ოპოზიციაში დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები გრძელდება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აღარ აპირებენ ენის მოჩლექით ვინმესთან საუბარს. კოლეგა ოპოზიციურ პარტიებს გაყიდულებს უწოდებენ, საკუთარ პარტიას კი პრინციპულს და ფულზე გაუყიდავს.
14 სექტემბერი 2026, 08:04
საზოგადოება
დღეიდან აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში
დღეიდან აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები აირჩიონ.
14 სექტემბერი 2026, 08:00
პოლიტიკა
პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, დავით მამისეიშვილს მოუსმენენ
პარლამენტში დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. როგორც სხდომის დღის წესრიგშია აღნიშნული, კომიტეტის წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, დავით მამისეიშვილს მოუსმენენ.
13 სექტემბერი 2026, 23:45
რეგიონი
სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მეუღლესთან ერთად დაესწრო.


