16 ივნისი 2026, 15:32 / სანდო წყარო

თენგიზ შარმანაშვილი რუმინეთის პარლამენტში დაინიცირებულ კანონპროექტზე: ყველა ქვეყანა იცავს და უნდა დაიცვას თავისი პოლიტიკური სივრცე უცხოური ჩარევებისაგან ეს ძალიან ლოგიკური და სწორია, მაგრამ როდესაც გეუბნებიან, რომ შენ არ გაქვს ამის უფლება, მეორეხარისხოვანი ხარ და მაგიტომ, ამასთან გვაქვს საქმე

თენგიზ შარმანაშვილი

თენგიზ შარმანაშვილი

ყველა ქვეყანა იცავს და უნდა დაიცვას თავისი პოლიტიკური სივრცე უცხოური ჩარევებისაგან. ეს ძალიან ლოგიკური და სწორია, მაგრამ ოდესაცგეუბნებიან, რომ შენ არ გაქვს ამის უფლება, მეორეხარისხოვანი ხარ და მაგიტომ, ამასთან გვაქვს საქმე, - ასე ეხმიანება თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი რუმინეთის პარლამენტში წარდგენილ ​„ასოციაციებისა და ფონდების შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც ორგანიზაციებს დაავალდებულებს ყოველწლიურად წარადგინონ დეკლარაცია წინა წლის ყველა შემოსავლისა და დაფინანსების წყაროების შესახებ.

„ყველა ქვეყანა იცავს და უნდა დაიცვას თავისი პოლიტიკური სივრცე უცხოური ჩარევებისაგან. ეს ძალიან ლოგიკური და სწორია. უბრალოდ, როდესაც გეუბნებიან, რომ შენ არ გაქვს ამის უფლება, მე დავიცავ თავს და შენ არ უნდა დაიცვა შენი თავი, მეორეხარისხოვანი ხარ და მაგიტომ, ამისი უფლება არ უნდა გქონდეს, ამასთან გვაქვს საქმე. დემოკრატიის აღორძინების თანხმობის მიზნით შემოტანილ თანხებს მერე „კანვასის“ ტრენინგებში ხარჯავდნენ, სადაც ახალგაზრდებს ასწავლიდნენ, როგორ უნდა დაემზადებინათ და გამოეყენებინათ მოლოტოვის კოქტეილი, შუშხუნები პოლიციის წინააღმდეგ. ამის დაფარვა უნდათ, რომ ამას აფინანსებდნენ“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.

ყველა სიახლე

16 ივნისი 2026, 17:40

მსოფლიო

უკრაინამ მოსკოვი დრონებით დაბომბა

უკრაინის დრონები რუსეთის დედაქალაქ მოსკოვს თავს დაესხნენ.

გოგა ხაინდრავა

16 ივნისი 2026, 17:31

სამართალი

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტელეკომპანია „ფორმულას“ ცილისწამებაში ადანაშაულებს

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტელეკომპანია „ფორმულას“ ცილისწამებაში ადანაშაულებს

16 ივნისი 2026, 17:29

პოლიტიკა

კახეთში პარტია „ახლის“ წევრების შეკრება იმართება. „ქრონიკის“ ინფორმაციით, განიხილავენ ალიანსიდან გასვლის გზებს, რადგან მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირების გამო ალიანსმა ფუნქცია დაკარგა

კახეთში პარტია „ახლის“ წევრების შეკრება იმართება. „ქრონიკის“ ინფორმაციით, განიხილავენ ალიანსიდან გასვლის გზებს, რადგან მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირების გამო ალიანსმა ფუნქცია დაკარგა.

ვახტანგ ცინცაძე

16 ივნისი 2026, 17:27

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: პირველ კვარტალში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო შრომის ანაზღაურების მაჩვენებლების გაუმჯობესებაში აისახა - ზრდამ 8.9% შეადგინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, 2026 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო შრომის ანაზღაურების მაჩვენებლების გაუმჯობესებაში აისახა. კერძოდ, წინასწარი მონაცემებით, წელს იანვარ-მარტის პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა ნომინალური საშუალო ხელფასი 8.9%-ით გაიზარდა და 2,364 ლარი შეადგინა.

თენგიზ შარმანაშვილი

16 ივნისი 2026, 17:22

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: რა კლუბში მიღებ? ან არ მიმიღო და მითხარი, რომ არ მიმიღებ, ან თუ მიმიღებ, მაღიარე, რომ შენი თანასწორუფლებიანი ვარ - საბჭოთა კავშირში ფორმალურად მაინც ამბობდნენ, ყველანი თანასწორი ვართო და ესენი ფორმალურადაც აღარ ამბობენ

სად მიღებ, რა კლუბში მიღებ? ან არ მიმიღო და მითხარი, რომ არ მიმიღებ, ან თუ მიმიღებ, მაღიარე, რომ შენი თანასწორუფლებიანი ვარ, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადების შეფასებისას.

16 ივნისი 2026, 17:20

სამართალი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს.

დონალდ ტრამპი

16 ივნისი 2026, 17:12

მსოფლიო

ტრამპი არ გამორიცხავს, რომ აშშ რუსეთის ნავთობს სანქციებს კვლავ დაუწესებს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკამ რუსეთის ნავთობზე ადრე მოხსნილი სანქციები, შესაძლოა, კვლავ შემოიღოს.

მაკა ბოჭორიშვილი

16 ივნისი 2026, 16:52

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა, რომ უმაღლეს დონეზე განვიხილოთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები

სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის საქართველოში პირველ ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა კომენტარი გააკეთა. მინისტრის შეფასებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, რასაც განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტებიც ადასტურებს.

16 ივნისი 2026, 16:50

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ლუქსემბურგის პარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილა

ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატაში გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართეს.

16 ივნისი 2026, 16:45

მსოფლიო

Fox News: FBI-მ თეთრი სახლის ეზოში UFC-ის ორთაბრძოლების დროს დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთა

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) და პარტნიორმა უწყებებმა აღკვეთეს სავარაუდო თავდასხმის გეგმა, რომლის სამიზნეც 14 ივნისს ვაშინგტონში დაგეგმილი UFC Freedom 250-ის ღონისძიება უნდა ყოფილიყო. ინფორმაციას Fox News-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რატი იონათამიშვილი

16 ივნისი 2026, 16:35

საზოგადოება

რატი იონათამიშვილმა შშმ პირთათვის მომსახურებების მისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხზე გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სახელმწიფო მომსახურებების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

16 ივნისი 2026, 15:56

პოლიტიკა

სერბეთის პრეზიდენტი: დიდი მადლობა სტუმართმოყვარეობისთვის. გაუმარჯოს სერბ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრობას!

„დიდი მადლობა სტუმართმოყვარეობისთვის. გაუმარჯოს სერბ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრობას!“, - წერს იგი.

16 ივნისი 2026, 15:54

რეგიონი

17-20 და 22-25 ივნისს გორის გვირაბებში მოძრაობა მონაცვლეობით შეიზღუდება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დაგეგმილია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ87-კმ88 მონაკვეთზე (გორის გვირაბები) დაზიანებული საფარის აღდგენა (ორმოულის შეკეთება) და სხვა საჭირო სამუშაოების ჩატარება. სამუშაოთა წარმოებისათვის საჭიროა აღნიშნულ მონაკვეთზე (გორის გვირაბები) სავალი ნაწილის ჩაკეტვა და მოძრაობის გადართვა დროებით შემოსავლელ გზაზე“.

16 ივნისი 2026, 15:37

სამართალი

შსს გვარამიას განცხადებაზე: 166-ე მუხლი არ ითვალისწინებს მოქალაქის მომართვის საჭიროებას სამართალდარღვევაზე რეაგირებისთვის. ქმედების გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მოახდინოს მასზე რეაგირება

ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების გამოვლენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს მასზე რეაგირება, - განუცხადეს „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ნიკა გვარამიას პოსტის პასუხად.

16 ივნისი 2026, 15:35

საზოგადოება

გამოფენა „პატრიარქი ილია II“ ეროვნული არქივის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მომზადებული გამოფენის „პატრიარქი ილია II“ დათვალიერება ამიერიდან ეროვნული არქივის ვებგვერდზე, ონლაინ არის შესაძლებელი.

რატი იონათამიშვილი

16 ივნისი 2026, 15:33

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი „ნაცმოძრაობის“ ალიანსიდან შესაძლო გასვლაზე: ეს არის ადამიანთან ჯგუფი, რომლებიც არიან მოძალადეები მაგრამ თუ ეს ძალადობა მათ უნდოდათ განეხორციელებინათ საქართველოზე და ქართველ ხალხზე, ახლა დარჩათ მხოლოდ ერთმანეთი და ამ ძალადობას ერთმანეთზე ახორციელებენ. ამ საქმიანობაში ჩვენ მათ წარმატებებს ვუსურვებთ

სინამდვილეში ქართული ოპოზიცია არ არსებობს. ეს არის ადამიანთან ჯგუფი, რომლებიც არიან მოძალადეები მაგრამ თუ ეს ძალადობა მათ უნდოდათ განეხორციელებინათ საქართველოზე და ქართველ ხალხზე, ახლა დარჩათ მხოლოდ ერთმანეთი და ამ ძალადობას მხოლოდ ერთმანეთზე ახორციელებენ. ამიტომ ამ საქმიანობაში ჩვენ მათ წარმატებებს ვუსურვებთ, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

ნინო წილოსანი

16 ივნისი 2026, 15:33

პოლიტიკა

ნინო წილოსანი რადიკალურ ოპოზიციაზე: მათ არაფერი აერთიანებთ გარდა ძალაუფლების წყურვილისა

„ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას არ გამოუვიდა რევოლუციური სცენარები, არ გამოუვიდა გარე დაფინანსებითა და გარე დახმარებით ქვეყნის არევა, არ გამოუვიდა ქართველ ამომრჩეველზე ზეწოლა, თუმცა ძალიან კარგად გამოსდის ერთმანეთში დაპირისპირება. მათ არაფერი აერთიანებთ გარდა ძალაუფლების წყურვილის“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

დონალდ ტრამპი

16 ივნისი 2026, 15:32

მსოფლიო

ტრამპი უკრაინის ომზე: მას ჩვენზე გავლენა არ აქვს, გარდა იმისა, რომ იარაღს ვყიდით

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის ომი ამერიკაზე გავლენას არ ახდენს, გარდა იმისა, რომ ვაშინგტონი ევროპელების შუამავლობით კიევზე იარაღს ყიდის.

გიორგი კაპანაძე

16 ივნისი 2026, 15:32

პოლიტიკა

გიორგი კაპანაძე: სამწუხაროდ, ამ მომენტამდე ალიანსში არის არასამუშაო გარემო შექმნილი. ზოგიერთი ბრალდება გავრცელებულა წითელი ხაზების დაუცველად

არ არის გამორიცხული, ივლისში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე პარტიის ოპოზიციური ალიანსიდან გასვლის საკითხზეც იმსჯელონ. შესაბამისი განცხადება გიორგი კაპანაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.