23 ივნისი 2026, 13:33 / სანდო წყარო

ზვიად შალამბერიძე: დიპლომატიური ენა ჩვენს ხელში არ არის უკან დახევის იარაღი. ჩვენ პატივს ვცემთ საერთაშორისო პარტნიორობას, მაგრამ პარტნიორობა ეფუძნება თანასწორობას და არა კარნახს

ზვიად შალამბერიძე

ზვიად შალამბერიძე

ჩვენი მმართველი გუნდის პოლიტიკამ ქვეყანას მოუტანა მშვიდობა და სუვერენული მანევრირების სივრცე, მაგრამ მშვიდობა არ ნიშნავს პროვოკაციებზე თვალის დახუჭვას, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

მისივე თქმით, საქართველო საკუთარ დღის წესრიგს თავად წერს და „ქართული ოცნების“ გუნდი მყარად დგას და ბოლომდე დაიცავს ქვეყნის ღირსებას, მშვიდობასა და დამოუკიდებლობას.

„სუვერენიტეტი ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში კანონებს იღებს საქართველოს პარლამენტი, ხოლო მათ აღასრულებს ქართული სასამართლო… ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და არა გარე დირექტივებით. ჩვენი პასუხი ამ შემოტევაზე არის სტრატეგიული მედეგობა. ჩვენ არ ვართ თავდაცვის რეჟიმში. ჩვენი არაკეთილმოსურნეების მიზანი საზოგადოებაში ნიჰილიზმისა და უსუსურობის განცდის დანერგვაა. ამიტომ, ჩვენ პროაქტიულად დავუპირისპირდებით ნებისმიერ დეზინფორმაციულ კამპანიას. ჩვენ გავაძლიერებთ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას რეგიონებში, რათა ქვეყანა გარე შანტაჟის მიმართ ხელშეუხებელი გახდეს, და რაც მთავარია ჩვენ დავეყრდნობით ახალ თაობას, რომელსაც აქვს მყარი ეროვნული იდენტობა და რომელსაც ვერავინ შემოასაღებს სუვერენიტეტის დათმობას „დემოკრატიის“ ნიღბით. დიპლომატიური ენა ჩვენს ხელში არ არის უკან დახევის იარაღი. ეს არის ჩვენი პოზიციების ცივსისხლიანად და მყარად გატანის საშუალება. საქართველო საკუთარ დღის წესრიგს თავად წერს. ჩვენ პატივს ვცემთ საერთაშორისო პარტნიორობას, მაგრამ პარტნიორობა ეფუძნება თანასწორობას და არა კარნახს. ჩვენი გუნდი მყარად დგას და ბოლომდე დაიცავს ამ ქვეყნის ღირსებას, მშვიდობასა და დამოუკიდებლობას“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ყველა სიახლე

ანა პაულინა ლუნა

23 ივნისი 2026, 14:52

მსოფლიო

კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა: კირ სტარმერმა ათასობით სექსუალური მოძალადე და პედოფილი გასამართლების ნაცვლად გაფრთხილების წერილებით გაათავისუფლა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი ანა პაულინა ლუნა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის გადადგომას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა.

რომეო ბექჰემი

23 ივნისი 2026, 14:45

კულტურა

რომეო ბექჰემი მსახიობი გახდა🎬

ფილმის რეჟისორი იქნება ფეშენ-ფოტოგრაფი პიერ-ანჟ კარლოტი, რომლისთვისაც ეს პროექტი ასევე სადებიუტო იქნება. 23 წლის ბექჰემთან ერთად ფილმში ითამაშებენ პოლ კირშერი, გიიომ კანე ბენჟამენ ვუაზენი და კატრინ დენევი.

მარიამ ლაშხი

23 ივნისი 2026, 14:35

პოლიტიკა

სასამართლომ მარიამ ლაშხის შეურაცხყოფისთვის მოქალაქე ალექსანდრე სელივრიას საქმე განიხილა

საქალაქო სასამართლომ განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ლაშხის შეურაცხყოფისთვის მოქალაქე ალექსანდრე სელივრიას საქმე განიხილა.

ნიკა გვარამია

23 ივნისი 2026, 14:34

პოლიტიკა

ნიკა გვარამია: სააკაშვილი ისე ლაპარაკობს, თითქოს გილაური მისი პრემიერი არ იყო, თითქოს „ნაციონალურ მოძრაობას“ გილაურთან მოლაპარაკება არ ჰქონოდა, რომ წინასაარჩევნოდ მათი დამფინანსებელი ყოფილიყო

სააკაშვილი ისე ლაპარაკობს, თითქოს „ნაციონალურ მოძრაობას“ გილაურთან მოლაპარაკება არ ჰქონოდა, რომ წინასაარჩევნოდ მათი დამფინანსებელი ყოფილიყო, - განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერმა ნიკა გვარამიამ.

ნიკოლოზ სამხარაძე

23 ივნისი 2026, 14:32

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობას და მოვიმხრობთ უფრო და უფრო მეტ წევრ ქვეყანას, რათა მათ ევროკომისიას მოსთხოვონ პოლიტიკური დიალოგის აღდგენა

„გასულ კვირას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები ბრიუსელსა და ლუქსემბურგში ვიმყოფებოდით, სადაც შეხვედრები გვქონდა როგორც ჩვენს კოლეგებთან ორივე ქვეყნის პარლამენტში, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში. ამ შეხვედრებისას შესაძლებლობა გვქონდა, მკაფიოდ გამოგვეხატა ჩვენი პოზიცია ევროკავშირთან ურთიერთობების საკითხებზე“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.

არჩილ გორდულაძე

23 ივნისი 2026, 14:26

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს: თითოეული თქვენი გადადგმული ნაბიჯი ადასტურებს, რომ არაკომპეტენტურები ხართ - ერთი განულებული პარტიის წარმომადგენლები ხართ, კეთილი ინებეთ და თავი დაანებეთ საზოგადოების სახელით საუბარს

„გახარიელი“ რომ საუბრობს, როგორ შეიძლებაო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს? - ესენი არიან იმ ძალის წარმომადგენლები, რომელთა ბელადიც ახლა ბრალდებულია, ქართულ მართლმსაჯულებას გაქცეულია. ის ბრალდებულია დემონსტრანტების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებაში, რაზეც წლების განმავლობაში თვითონვე ამბობდა, რომ ყველაფერზე მე ვარ პასუხისმგებელიო. როდესაც პასუხისმგებლობამ მიაკითხა, სტრასბურგის გადაწყვეტილების შესაბამისად, ადგა და ერთ-ერთი ცხოველივით გაიქცა უცხოეთში, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ პლენარულ სხდომაზე.

არჩილ გორდულაძე

23 ივნისი 2026, 14:25

პოლიტიკა

გორდულაძე: გახარია ბრალდებულია დემონსტრანტების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებაში, რაზეც წლების განმავლობაში გულზე მჯიღის ცემით იმეორებდა, მე ვარ პასუხისმგებელიო და როდესაც პასუხისმგებლობამ მას მიაკითხა, ერთ-ერთი ცხოველივით გაიქცა უცხოეთში

შეუძლებელია ხოლმე, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ საპარლამენტო ფრთის, „გახარიელების“ გამოსვლას არ გამოეხმაუროს ადამიანი. უბრალოდ, ერთი ფაქტი უნდა აღვნიშნოთ, რომ რაც შეიძლება ბევრი უნდა ისაუბრონ ამ ადამიანებმა და თავიანთი არაკომპეტენტურობა ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ყველაფერზე ხელმომწერობა დაადასტურონ, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

არჩილ გორდულაძე

23 ივნისი 2026, 14:24

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე გახარიას პარტიის წარმომადგენლებს: ცრუ პათეტიკური განცხადებები არ გიშველით - ერთი განულებული პარტიის წარმომადგენლები ხართ და კეთილი ინებეთ, თავი დაანებეთ საზოგადოების სახელით საუბარს

ზვიად ცეცხლაძესთან დაკავშირებით ისაუბრა ერთ-ერთმა თქვენმა წარმომადგენელმა და ერთი რამე უნდა გაგახსენოთ კონკრეტულად ამ ადამიანთან დაკავშირებით - მისი ქმედებების იურიდიული შეფასება, რა თქმა უნდა, პროკურატურის და სასამართლოს საქმეა, მაგრამ, არავის დაგვვიწყებია მისი კონკრეტული ფეისბუქ-ლაივი, თუ რაზე საუბრობდა, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

23 ივნისი 2026, 14:17

სამართალი

მოქალაქე მამია კვირკველიას, რომელმაც შეურაცხმყოფელი კომენტარი დაწერა, სასამართლომ ოთხი ათას ლარი შეუფარდა

მოქალაქე მამია კვირკველიას, რომელმაც შეურაცხმყოფელი კომენტარი დაწერა, სასამართლომ ოთხი ათასი ლარი შეუფარდა. კვირკველია პროცესზე არც გუშინ გამოცხადდა და არც დღეს, ისევე როგორც მისი უფლებადამცველი. ეს ფაქტი მოსამართლემ სასამართლოს უპატივცემულობად მიიჩნია.

თამარ იოსელიანი

23 ივნისი 2026, 14:17

პოლიტიკა

თამარ იოსელიანი: საერთაშორისო სტანდარტებთან მუდმივი თანხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საჰაერო მიმოსვლა ქვეყანაში მზარდია და დაგეგმილია არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი საავიაციო ბაზრის კიდევ უფრო განვითარებისთვის

„მსგავსი ტიპის სემინარები ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას და, შესაბამისად, ამ სისტემების ადგილობრივ დონეზე ადაპტირებას. ამასთანავე, ჩვენ ICAO-სთვის საიმედო პარტნიორს წარმოვადგენთ, რაც საერთაშორისო აუდიტების წარმატებით განხორციელებამაც დაადასტურა. ამ მხრივ საყურადღებოა, რომ სააერონავიგაციო მომსახურების ზედამხედველობის მაჩვენებლები საგრძნობლად გაუმჯობესდა - 62-დან 96%-მდე გაიზარდა, რაც გლობალურ პრაქტიკასთან მიმართებით დაახლოებით 34%-იან წინსვლას გვაძლევს“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

პეტრ პაველი

23 ივნისი 2026, 14:11

მსოფლიო

ჩეხეთის პრეზიდენტმა ნატოს სამიტზე არგაშვების გამო მთავრობას საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლა

ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა უფლებამოსილებებთან დაკავშირებული დავის გამო, მას შემდეგ რაც მთავრობამ მას უარი უთხრა, მომავალ თვეს ანკარაში დაგეგმილ ნატოს სამიტზე ჩეხეთის დელეგაციისთვის მას ეხელმძღვანელა. ინფორმაციას Reuters-ი პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიხეილ ყაველაშვილი

23 ივნისი 2026, 14:04

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 32-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა

„საუკუნეების განმავლობაში, ქართველი მეომრისა და სამშობლოს მცველის ფენომენი განსაკუთრებულ ღირსებასთან, სიმამაცესა და ერთგულებასთან ასოცირდებოდა. თქვენ ამ საამაყო ტრადიციის ღირსეული გამგრძელებლები ხართ“, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 32-ე წლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას.

მაკა ბოჭორიშვილი

23 ივნისი 2026, 13:51

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს მორიგ რეზოლუციაზე: ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ საერთაშორისო ინსტიტუტები გამოყენებული იყოს პოლიტიკური მიზნებისთვის

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან ევროპის საბჭოს მორიგ რეზოლუციაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები შესაძლოა გამოიყენებოდეს პოლიტიკური მიზნებისთვის.

ნიკოლოზ სამხარაძე

23 ივნისი 2026, 13:49

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ვიზის დიალოგი არის ჩვეულებრივი ტექნიკური საკითხი, ეს იყო ჩვეულებრივი ტექნიკური შეხვედრა, რომელიც კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა, მანამ, სანამ არ მოხდა ამ შეხვედრის დეტალების გაჟონვა პრესაში. ქართული მხარე ვერანაირად გაჟონავდა ინფორმაციას, იმ საინფორმაციო საშუალებებში, რომლებიც ევროკავშირში არის წარმოდგენილი

ვიზის დიალოგი, რომელმაც ძალიან დიდი აჟიოტაჟი და მითქმა-მოთქმა გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში, მინდა ყველა დავამშვიდო, რომ ვიზის დიალოგი არის ჩვეულებრივი ტექნიკური საკითხი, იქიდან გამომდინარე, რომ ევროკომისიას აქვს ვალდებულება, რომ ჩაატაროს სავიზო დიალოგი იმ ქვეყანასთან, რომელსაც აქვს უვიზო მიმოსვლა,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

არჩილ ბერიძე

23 ივნისი 2026, 13:47

პოლიტიკა

არჩილ ბერიძე რასა იუკნევიჩიენეს განცხადებაზე: თუ ვთანხმდებით, რომ ევროკავშირი სამხედრო ალიანსი არ არის და წევრობა არ უნდა იყოს დაკავშირებული სამხედრო კონფლიქტებთან, რატომ აღმოჩნდა სწორედ ომი ის ფაქტორი, რომელმაც ე.წ „შესაძლებლობის ფანჯარა გახსნა“?

„რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ, ევროპარლამენტარის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადება 2022 წლის მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც მან აღნიშნა, რომ 2022 წლის ფართომასშტაბიან ომამდე ევროკავშირში გაფართოებაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ რეალური პოლიტიკური ნება არ არსებობდა.

ზვიად შალამბერიძე

23 ივნისი 2026, 13:47

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე: საქართველო საკუთარ დღის წესრიგს თავად წერს. ჩვენი გუნდი მყარად დგას და ბოლომდე დაიცავს ამ ქვეყნის ღირსებას, მშვიდობასა და დამოუკიდებლობას

„ვინმეს წარმოუდგენია, რომ საფრანგეთს, გერმანიას ან რომელიმე ევროპულ სახელმწიფოს გარედან ვინმემ უკარნახოს, თუ რა საქმე უნდა განიხილოს მათმა უზენაესმა თუ საკონსტიტუციო სასამართლომ? ეს არის ორმაგი სტანდარტი და პირდაპირი იერიში ჩვენს დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ნიკოლოზ სამხარაძე

23 ივნისი 2026, 13:46

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: მინდა ყველა დავამშვიდო, რომ ვიზის დიალოგი არის ჩვეულებრივი ტექნიკური საკითხი, იქიდან გამომდინარე, რომ ევროკომისიას აქვს ვალდებულება, რომ ჩაატაროს სავიზო დიალოგი იმ ქვეყანასთან, რომელსაც აქვს უვიზო მიმოსვლა, ეს იყო ჩვეულებრივი ტექნიკური შეხვედრა

ვიზის დიალოგი, რომელმაც ძალიან დიდი აჟიოტაჟი და მითქმა-მოთქმა გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში, მინდა ყველა დავამშვიდო, რომ ვიზის დიალოგი არის ჩვეულებრივი ტექნიკური საკითხი, იქიდან გამომდინარე, რომ ევროკომისიას აქვს ვალდებულება, რომ ჩაატაროს სავიზო დიალოგი იმ ქვეყანასთან, რომელსაც აქვს უვიზო მიმოსვლა,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ნიკოლოზ სამხარაძე

23 ივნისი 2026, 13:46

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ბოლო არასრული 3 თვის განმავლობაში ჩვენ ვიყავით ევროკავშირის 6 წევრ სახელმწიფოში, ექვსივე სახელმწიფოში შეიძლება ითქვას, რომ არის ერთგვარი იმედგაცრუება იმ პოზიციის მიმართ, რომელიც ევროკავშირს აქვს საქართველოსთან მიმართებაში. ვგულისხმობ, პოლიტიკური დიალოგის არქონას

მოგეხსენებათ გასულ კვირას საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეები ვიმყოფებოდით ბრიუსელსა და ლუქსემბურგში, სადაც გვქონდა შეხვედრები, როგორც ჩვენს კოლეგებთან ორივე ქვეყნის პარლამენტში,ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში და გვქონდა შესაძლებლობა, რომ ჩვენი პოზიცია მკაფიოდ დაგვეფიქსირებინა ევროკავშირთან ურთიერთობის პრიზმაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

არჩილ ბერიძე

23 ივნისი 2026, 13:46

პოლიტიკა

არჩილ ბერიძე: თუ ევროპული სახელმწიფოებისთვის საკუთარი საკანონმდებლო პოლიტიკის განსაზღვრა სუვერენული უფლებაა, რატომ აღმოჩნდა იგივე პრინციპი საქართველოს შემთხვევაში მიუღებელი?

თუ ევროპული სახელმწიფოებისთვის საკუთარი საკანონმდებლო პოლიტიკის განსაზღვრა სუვერენული უფლებაა - რატომ აღმოჩნდა იგივე პრინციპი საქართველოს შემთხვევაში მიუღებელი? - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ ბერიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ციტირება მოახდინა.

პაატა სალია

23 ივნისი 2026, 13:46

საზოგადოება

პაატა სალია: პროგრესი იწყება მაშინ, როდესაც გამოცდილება, ცოდნა და ახალი იდეები ერთმანეთს ხვდება. საჯარო მმართველობა არ იზომება შენობებით, ტექნოლოგიებით და სტატისტიკით; მისი საზომია, რამდენად აუმჯობესებს იგი ადამიანების ცხოვრებას, ამყარებს ნდობას, აძლიერებს სამართლიანობას და აძლევს მოქალაქეს განცდას, რომ სახელმწიფო მის გვერდით დგას

„მინდა, დავაფიქსირო ღრმა პატივისცემა ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც ყოველდღიურად ემსახურებიან საზოგადოებას და ხშირად საზოგადოების ყურადღების მიღმაც კი ქმნიან იმ საფუძველს, რომელზეც სახელმწიფოს ეფექტიანი ფუნქციონირება დგას. სახელმწიფოს სიძლიერე მხოლოდ მისი ინსტიტუტებით არ იზომება, სახელმწიფოს სიძლიერე იზომება იმ ადამიანების პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და ერთგულებით, რომლებიც ამ ინსტიტუტებს სიცოცხლეს სძენენ. საჯარო სამსახური მხოლოდ ადმინისტრაციული სისტემა არ არის – ეს არის მოქალაქისა და სახელმწიფოს დამაკავშირებელი ხიდი; ეს არის ნდობა, რომელიც ყოველდღიურად შენდება. სწორედ ამიტომ ძლიერი სახელმწიფო იწყება ძლიერი საჯარო სამსახურით“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თავის გამოსვლაში.