დავითულიანი: მერიის სტრუქტურული ცვლილებების მომზადებაში ჩვენც ვიყავით ჩართული
ბექა დავითულიანი
საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა თბილისის მერიაში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
დავითულიანის განმარტებით, ამ სტრუქტურული ცვლილებების შედეგად მერიის თანამდებობის პირთა ხელფასები არ გაიზრდება. ამასთან, დავითულიანი ამბობს, რომ ამ ცვლილებების მომზადების პროცესში თბილისის საკრებულოს უმრავლესობა მერიასთან აქტიურად თანამშრომლობდა.
"ჩვენ მივყვებით იმ საარჩევნო პროგრამულ პრიორიტეტებს, რომელსაც თბილისის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა, რომელთა შორის მმართველობითი ინსტიტუციური რეფორმა მნიშვნელოვანი მიმართულება იყო. წარმოდგენილი რესტრუქტურიზაციის მიზანი ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივება, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მერიის სამსახურების ეფექტიანობის გაზრდაა", - თქვა ბექა დავითულიანმა.
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით თანამდებობის პირთა ანაზღაურება არ იზრდება, უბრალოდ, ახალი კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოდის. ყოველთვიური ანაზღაურების სახით ზუსტად იმდენივეს მიიღებენ, რამდენსაც ამ ცვლილებებამდე იღებდნენ", - ამბობს დავითულიანი.
დღეს საკრებულოში ამ საკითხის განხილვაა დაგეგმილი და უმრავლესობა მის მხარდაჭერას აპირებს.
თბილისის საკრებულოს უმცირესობას მერიის სტრუქტურულ ცვლილებებზე შენიშვნები აქვს. თბილისი მერიაში სტრუქტურული ცვლილებები 15 იანვარს მერმა კახა კალაძემ წარადგინა და დასძინა, რომ მერიაში რეორგანიზაცია თებერვალში დასრულდება.
ყველა სიახლე
22 ივლისი 2026, 18:16
რეგიონი
დავით სონღულაშვილი: სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილი საწარმოები ქართული პროდუქციის ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას უწყობს ხელს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან ერთად, შიდა ქართლის რეგიონში სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილ აგროსაწარმოებს ეწვია.
22 ივლისი 2026, 18:12
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი თურქეთის რესპუბლიკის ელჩსა და სამხედრო ატაშეს შეხვდა
ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მუსტაფა თურქერ არის და სამხედრო ატაშეს, პოლკოვნიკ ილჰან ოქტენდურალს შეხვდა.
22 ივლისი 2026, 18:04
საზოგადოება
გიორგი აბუთიძე: დღეს ღამე, თორმეტი საათიდან ჩაიკეტება რუსთაველის გამზირი და კოსტავას ქუჩის ნაწილი, ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი. დღეს ღამევე, ჩაკეტვის შემდგომვე დაიწყება უშუალოდ სამუშაოები
დღეს ღამე, თორმეტი საათიდან ჩაიკეტება რუსთაველის გამზირი და კოსტავას ქუჩის ნაწილი, ეს არის ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი. დღეს ღამევე, ჩაკეტვის შემდგომვე დაიწყება უშუალოდ სამუშაოები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი აბუთიძემ.
22 ივლისი 2026, 17:59
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკავშირის დამოკიდებულებამ საქართველოში დემოკრატიას არანაირი მხარდაჭერა და წინსვლა არ მოუტანა, პირიქით, მათი ქმედებებით საქართველოში დემოკრატიის გარკვეული ფუნქციონირება შეფერხებამდეც მიიყვანა
ევროკავშირში საბოლოო ჯამში წინ წამოიწევს სახელმწიფოთა ინტერესები და ეს იმოქმედებს ევროკავშირის პოლიტიკაზეც. ის დამოკიდებულება, რაც ჰქონდა ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირს საქართველოსთან მიმართ, აღმოჩნდა აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული ყველა მიმართულებით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
22 ივლისი 2026, 17:53
მსოფლიო
ვიქტორ ორბანის განცხადებით, პროკურატურამ მისი პარტიის ოფისში ჩატარებული ჩხრეკით დემოკრატიულ ნორმებსა და კანონებს გადააბიჯა
უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, პროკურატურამ მისი პარტიის, „ფიდესის“ ოფისში ჩატარებული ჩხრეკით დემოკრატიულ ნორმებსა და კანონებს გადააბიჯა.
22 ივლისი 2026, 17:53
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, სადაც ცალსახად არის განმარტებული, რომ გინება და უწმაწური სიტყვების ძახილი არც გამოხატვის თავისუფლებაა და არც ცივილიზაციის კონტექსტში ჯდება
„არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, სადაც ცალსახად არის განმარტებული - სამწუხაროა, რომ დღევანდელ კაცობრიობას ამის განმარტება უწევს, ის რომ გინება და უწმაწური სიტყვების ძახილი, ადამიანების წყევლა, კრულვა და ათასი უბედურება არც გამოხატვის თავისუფლებაა და არც ცივილიზაციის კონტექსტში ჯდება. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ბოროტების ენა, რომელიც საზოგადოებაში დაპირისპირებას, გახლეჩას და ყველანაირ ეროზიას იწვევს ქვეყნისა და სახელმწიფოსა, მისი არსებობის წინააღმდეგ არის მიმართული ასეთი კლიმატის დამკვიდრება ქვეყანაში, საზოგადოებაში, რომელიც შემდეგ ოჯახებში გადადის. ამიტომ, ეს ყოვლად წარმოუდგენელია. ვინც ამბობს, რომ ასეთი რამ არის გამოხატვის თავისუფლება, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ამ ადამიანებს ადამიანობის გაგების მიმართ აბსოლუტური განსხვავება აქვთ“, - აცხადებს ქადაგიშვილი.
22 ივლისი 2026, 17:53
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ყველამ დაინახა, რომ საქართველო არ არის ის სახელმწიფო, რომელიც შეიძლება ადვილად გამოყენებადი იყოს არა ჩვენი ეროვნული მიზნების, არამედ პირიქით, ჩვენი ეროვნული მიზნების დამაზიანებელ საქმეში ჩასართავად - საქართველო არის ის სახელმწიფო, რომელსაც აქვს სტაბილურობა და რომელიც არის სანდო პარტნიორი
ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“ შეაფასა ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან იმ გვერდის წაშლა, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.
22 ივლისი 2026, 17:51
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი სამთავრობო დელეგაციის სინგაპურში ვიზიტზე: ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, დროული. თანამშრომლობის კარგი პირობები არსებობს. სინგაპურის გამოცდილება ლოჯისტიკის, ფინანსების, ინოვაციების კუთხით არის განსაკუთრებული მნიშვნელოვანი საქართველოსთვის
ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, დროული. თანამშრომლობის კარგი პირობები არსებობს. სინგაპურის გამოცდილება ლოჯისტიკის, ფინანსების, ინოვაციების კუთხით არის განსაკუთრებული მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა, სინგაპურში პრემიერის ხელმძღვანელობით სამთავრობო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.
22 ივლისი 2026, 17:39
მსოფლიო
უკრაინაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი შობადობისას ოთხჯერ აღემატება
უკრაინაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი შობადობისას ოთხჯერ აღემატება. ოფიციალურ სტატისტიკას უკრაინული კომპანია Opendatabot-ი ავრცელებს.
22 ივლისი 2026, 17:24
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: მინდა საზოგადოების იმ ნაწილს მივმართო, ვინც ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვახო სანაია დააკავეს გამოხატვის თავისუფლებისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვის. ვახო სანაია დააკავეს იმისთვის, რომ არაერთგზის შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს
ვახო სანაია დააკავეს იმისთვის, რომ არაერთგზის შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, - განუცხადა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
22 ივლისი 2026, 17:18
ეკონომიკა
„საქართველოს ფოსტამ" Alibaba Group-ის ლოგისტიკურ პლატფორმა Cainiao-სთან თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა
გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, საქართველო რეგიონულ სატრანზიტო და სადისტრიბუციო კვანძად ყალიბდება, რომელიც ელექტრონული კომერციის საერთაშორისო ნაკადებს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართულებით მოემსახურება.
22 ივლისი 2026, 17:15
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
22 ივლისი 2026, 17:14
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში მოძრავ რომელიმე გემს რაკეტით, დრონით ან ნებისმიერი სხვა საშუალებითა თუ იარაღით შეუტევს, შეერთებული შტატები საპასუხოდ დაბომბავს და გაანადგურებს თითო ხიდს ან ელექტროსადგურს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში მოძრავ რომელიმე გემს რაკეტით, დრონით ან ნებისმიერი სხვა საშუალებითა თუ იარაღით შეუტევს, შეერთებული შტატები საპასუხოდ დაბომბავს და გაანადგურებს თითო ხიდს ან ელექტროსადგურს.
22 ივლისი 2026, 17:02
მსოფლიო
გამოკითხვა: ფედოროვის გადაყენებას თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან უკრაინელების 72% ეწინააღმდეგება
ორგანიზაცია Raiting Group-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 72% მიხაილო ფედოროვის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებას მხარს არ უჭერს.
22 ივლისი 2026, 16:46
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
22 ივლისი 2026, 16:29
რეგიონი
ინფრასტრუქტურის მინისტრი ბაკურიანში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების მასშტაბურ პროექტებს გაეცნო
„დღეს ბაკურიანში დავათვალიერეთ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები. პროექტი ითვალისწინებს წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების მოწყობას. ასევე მოვინახულეთ სათავე ნაგებობა, სადაც სამუშაოები პრაქტიკულად უკვე დასრულებულია“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ.
22 ივლისი 2026, 16:24
რეგიონი
ვარლამ წიკლაური საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს დავით ლორთქიფანიძეს შეხვდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს, დავით ლორთქიფანიძეს შეხვდა.
22 ივლისი 2026, 16:17
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თითქოსდა აუქციონის გზით ავტომობილის შეძენის და საქართველოში ტრანსპორტირებაში დახმარების მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 16 800 აშშ დოლარს.
22 ივლისი 2026, 16:16
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ნიკოლაი როგაშჩუკს შეხვდა.
22 ივლისი 2026, 16:07
რეგიონი
ბათუმის შემდეგ „ზაფხულის ფესტივალს“ ქობულეთი უმასპინძლებს
24 ივლისს, ქობულეთის ცენტრალურ პარკში „ზაფხულის ფესტივალი“ ჩატარდება და მასზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეეძლებათ. ულამაზესი საზაფხულო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მოირთვება საფესტივალო სივრცე, სადაც 18:00 საათიდან სტუმრების განწყობაზე მოწვეული და ადგილობრივი ბენდები იზრუნებენ. მუსიკალური შოუზე სტუმრების წინაშე წარდგებიან ბენდები: გუფი ლენდი, SEENთეზი, ჯგუფი 1/4 და ლინდა ადამია, 4UP, OCEAN DRIVE, „პროექტი 33“ და მელომანიაკი.


