25 ივნისი 2026, 19:17 / სანდო წყარო

თამარ ჩიბურდანიძე: ევროსაბჭოს რეზოლუცია ემსახურება მხოლოდ შავ პროპაგანდას ქართველ ხალხზე, არადა, რა ტყუილად ირჯებიან

თამარ ჩიბურდანიძე

თამარ ჩიბურდანიძე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ევროსაბჭოს რეზოლუციას ეხმიანება და აცხადებს, რომ ის მიმართულია საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ შავი პროპაგანდის გავრცელებისკენ.

“პიარი საზოგადოებრივი აზრის სწორ კვლევას ეფუძნება და თუკი ევროპელები მარტო ოპოზიციის მიერ მიწოდებულ ყალბ კვლევებს არ ეყრდნობიან, უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ მათი უსამართლო რეზოლუციები მათსავე შავ პიარს ემსახურება”- წერს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ ამ დროის მანძილზე ევროპელი ლიდერები უნდა დარწმუნებულიყვნენ, რომ ქართველი საზოგადოება მსგავს გზავნილებს კრიტიკულად აღიქვამს და ისინი რეალურ შედეგს ვერ იძლევა.

„ევროსაბჭოს რეზოლუციებს რომ ქართველი ხალხი უკვე ორი ყურის პრინციპით უსმენს, ამაში აქამდე უნდა დარწმუნებულიყვნენ ევროპელი ლიდერები. მერამდენე მცდელობაა ეს და მერამდენე იმედგაცრუება იქნება მათთვის. ევროსაბჭოს სხდომიდან ქართული ოპოზიციის წარმომადგენლების პანელურმა ფოტომ კი, საბჭოთა პერიოდის ბრეჟნევის დელეგაციების ფოტო გამახსენა.

სიმართლე ის არის, რომ ევროსაბჭოს მორიგი რეზოლუციაც ემსახურება მხოლოდ “შავ პროპაგანდას” ქართველ ხალხზე, არადა, რა ტყუილად ირჯებიან. როგორც ჩანს, პიარ-სტრატეგიაშიც აშკარა კრიზისი აქვთ. პიარი საზოგადოებრივი აზრის სწორ კვლევას ეფუძნება და თუკი ევროპელები მარტო ოპოზიციის მიერ მიწოდებულ ყალბ კვლევებს არ ეყრდნობიან, უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ მათი უსამართლო რეზოლუციები მათსავე შავ პიარს ემსახურება.

ევროსაბჭომ რაც არ უნდა დაწეროს, მომავალი არჩევნებიც მშვიდობიანად და სამართლიანად ჩაივლის. ქართველი ამომრჩეველი კიდევ ერთხელ გააკეთებს სწორ არჩევანს და დაანახებს მსოფლიოს, რომ ნებისმიერი უსამართლო ზეწოლა იმ ერზე, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო იდენტობისთვის ბრძოლაში, ფუჭია და მიზანს ვერასოდეს მიაღწევს“, - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

ყველა სიახლე

25 ივნისი 2026, 20:43

მსოფლიო

ესპანური გამოცემა El Pais: დღევანდელ ავღანეთში ქალებს ცხოველებზე ნაკლები უფლებები აქვთ - მიუხედავად ამისა, ევროკავშირმა თალიბები მიგრაციაზე სასაუბროდ ლეგიტიმურ პარტნიორებად მიიჩნია

ესპანური გამოცემა El Pais-ი ბრიუსელში „თალიბანისა“ და ევროკავშირის წარმომადგენლების შეხვედრას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „ევროკავშირის სტუმრები არიან იმ რეჟიმის წარმომადგენლები, რომელიც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს სჩადის ქალების მიმართ მოპყრობის გამო - გენდერულ აპართეიდს, რომელსაც ისტორიაში ძალიან ცოტა პრეცედენტი აქვს“.

25 ივნისი 2026, 20:30

პოლიტიკა

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. LIVE

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და მთავრობის წევრები ესწრებიან.

25 ივნისი 2026, 20:28

საზოგადოება

ხუმრობა ლეიკემიით დაავადებულების შესახებ და ონკოპაციენტების ოჯახის წევრთა მწვავე კრიტიკა. როგორია გადაცემის განმარტება და რას ამბობენ სპონსორები? „ქრონიკის“ სიუჯეტი

ლეიკემიით დაავადებულთა დაცინვად შეფასდა ფრაზა, რის გამოც გადაცემას მობოდიშება და განმარტების გავრცელება მოუხდა, თავად იუმორისტს კი, სხვა პოზიცია აღმოაჩნდა.

25 ივნისი 2026, 20:17

მსოფლიო

The Telegraph: სექტემბრიდან ბრიტანული ციხეებიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდება 6 000-მდე დამნაშავე, მათ შორის მკვლელები, მოძალადეები და სექსუალური დანაშაულის ჩამდენი პირები - ეს ნაბიჯი მთავრობის იმ ძალისხმევის ნაწილია, რომელიც ციხეებში ადგილების სიმცირის პრობლემის გადაჭრას ისახავს მიზნად

გამოცემა The Telegraph-ისთვის ცნობილი გახდა, რომ სექტემბრიდან ბრიტანული ციხეებიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდება 6 000-მდე დამნაშავე, მათ შორის მკვლელები, მოძალადეები და სექსუალური დანაშაულის ჩამდენი პირები.

25 ივნისი 2026, 20:17

პოლიტიკა

მტრული რიტორიკა ეკლესიის მიმართ და დეზინფორმაცია დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ- პარლამენტის თავმჯდომარე ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციების ფონზე - მთავარ პრობლემებს წარმოაჩენს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხალხის არჩევანის უპატივცემულობა. მტრული რიტორიკა ეკლესიის მიმართ და დეზინფორმაცია დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ- პარლამენტის თავმჯდომარე ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციების ფონზე - მთავარ პრობლემებს წარმოაჩენს.

25 ივნისი 2026, 20:12

სამართალი

საჯარო სივრცეში ადამიანის შეურაცხყოფა მიუღებელია. სასამართლო პროცესები გრძელდება. შსს-ს ახალი სამმართველოს შედეგები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სიძულვილის ენის გამოყენება და ადამიანთა საჯაროდ შეურაცხყოფა დასჯადია. შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო 25 დღეა ფუნქციონირებს.

25 ივნისი 2026, 20:11

ეკონომიკა

საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის მიმართ მზარდი მოთხოვნის პარალელურად, მთავრობა ქსელის სრულ მოდერნიზაციას განაგრძობს - ფოთის პორტში ახალი ნავმისადგომის მშენებლობა დაიწყო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პროექტის ამ ფაზის დასრულების შემდეგ, ნავსადგური 3 მილიონამდე ტონა ტვირთის გატარებას შეძლებს, დამატებით 50-მდე ადამიანი დასაქმდება.

25 ივნისი 2026, 19:42

მსოფლიო

დანია აცხადებს, რომ ლტოლვილის სტატუსს არ მიანიჭებს იმ უკრაინელებს, რომლებიც სამხედრო გაწვევას ექვემდებარებიან

დანიის მთავრობამ განაცხადა, რომ 23-დან 60 წლამდე ასაკის უკრაინელ მამაკაცებს ლტოლვილის სტატუსს აღარ მიანიჭებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

მარკ რუტე

25 ივნისი 2026, 19:21

მსოფლიო

ნატოს გენერალური მდივანი: ირანს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს ბირთვული პოტენციალი

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობა საფრთხეს შეუქმნის მთელ მსოფლიოს.

შალვა პაპუაშვილი

25 ივნისი 2026, 19:06

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ეკატერინე გაბაშვილის სახელი ქართული კულტურის, ქართული განათლებისა და ქართული საზოგადოებრივი აზრის ისტორიაში განსაკუთრებული პატივით დარჩება

დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ გამოჩენილ ქართველ მწერალს, განმანათლებელს, საზოგადო მოღვაწეს, ქალთა განათლებისა და ღირსების ერთ-ერთ პირველ დამცველს - ეკატერინე გაბაშვილს. რამდენიმე დღის წინ მისი დაბადებიდან 175 წელი შესრულდა. საქართველოს ისტორიაში არიან ადამიანები, რომელთა ღვაწლი მხოლოდ საკუთარი ეპოქით არ იზომება. ისინი თავიანთ დროს სცილდებიან, ქმნიან სულიერ და მორალურ მემკვიდრეობას, რომელიც მომავალ თაობებსაც უნათებს გზას. სწორედ ასეთ ადამიანთა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ეკატერინე გაბაშვილს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ეკატერინე გაბაშვილის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ფრიდრიხ მერცი

25 ივნისი 2026, 18:54

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი: რუსეთი ომს ვერ მოიგებს

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა პოლონეთის ქალაქ გდანსკში, უკრაინის აღდგენის საკითხზე გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი ომს ვერ მოიგებს.

25 ივნისი 2026, 18:40

მსოფლიო

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე: უკრაინამ შეძლო შესაძლებლობების ფანჯრის შექმნა რუსეთთან ომში, მაგრამ ის სამუდამოდ ღია არ დარჩება და უკრაინამ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს

უკრაინამ შეძლო შესაძლებლობების ფანჯრის შექმნა რუსეთთან ომში, მაგრამ ის სამუდამოდ ღია არ დარჩება და უკრაინამ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს. ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, რადმილა შეკერინსკამ უკრაინის აღდგენის საკითხზე გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

25 ივნისი 2026, 18:28

მსოფლიო

მედია: ვენესუელაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ, 10 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება

ვენესუელაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ, 10 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება. აღნიშნული მონაცემები ვრცელდება სპეციალურ ვებგვერდზე, რომელიც გაუჩინარებულთა ძიებისა და იდენტიფიცირების მიზნით შეიქმნა.

25 ივნისი 2026, 18:23

საზოგადოება

ლეიკემიით დაავადებული ბავშვის მამა: თითოეული ბავშვის თმის ღერის დანახვა ჩვენთვის რა იყო იცით?! ამას ვერ აგიხსნით.. საჯარო ბოდიშს ვითხოვთ ონკოპაციენტების მშობლები, ეს არ არის სასაცილო თემა

ლეიკემიით დაავადებული ბავშვის მამა მევლუდი ჩულუხაძე „იუთუბერ“ გიორგი კალატოზის მიერ გავრცელებულ სკეტჩს მკაცრად აკრიტიკებს და მომხდარს ონკოპაციენტების მშობლების უდიდეს შეურაცხყოფად აფასებს.

25 ივნისი 2026, 18:18

პოლიტიკა

პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა, მესამე მოსმენით, 81 ხმით მხარი დაუჭირა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.

25 ივნისი 2026, 18:17

მსოფლიო

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა

ვენესუელაში, 24 ივნისს მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რიცხვმა 971-ს მიაღწია.

გიორგი ვოლსკი

25 ივნისი 2026, 18:16

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: მნიშვნელობა აქვს იმას, ვინ არის ხელისუფლების სათავეში - არიან ისეთები, რომლებსაც შეუძლიათ, ცალ ფეხზე იდგნენ და მარიონეტებად ემსახურონ, თუ არის ეროვნული ხელისუფლება, რომელიც ითვალისწინებს მდგომარეობას და ქვეყნის გადარჩენა უნდა ცეცხლისა და მახვილისგან

მნიშვნელობა აქვს იმას, ვინ არის ხელისუფლების სათავეში. არიან ისეთები, რომლებსაც შეუძლიათ, ფრთიანი ფრაზა რომ გახდა, ცალ ფეხზე იდგნენ და მარიონეტებად ემსახურონ, თუ არის ეროვნული ხელისუფლება, რომელიც ითვალისწინებს მდგომარეობას და ქვეყნის გადარჩენა უნდა ამ ცეცხლისა და მახვილისგან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.

ოთარ ჭულუხაძე

25 ივნისი 2026, 18:15

პოლიტიკა

ოთარ ჭულუხაძე: ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა არის ერთგვარი სატყუარა პოტენციური წევრი ქვეყნებისთვის, რათა მათ თავისი გეოპოლიტიკური მიზნები განახორციელონ. ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ისინი შეარბილებენ ტონს. მათთვის ჩვენ ვართ რჯულგანდგომილები, რომლებმაც გავბედეთ და ისეთ საკრალურს, როგორიც არის ევროკავშირი მათთვის, კრიტიკის თვალით შევხედეთ

ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა არის ერთგვარი სატყუარა პოტენციური წევრი ქვეყნებისთვის, რათა მათ თავისი გეოპოლიტიკური მიზნები განახორციელონ. ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ისინი შეარბილებენ ტონს. მათთვის ჩვენ ვართ რჯულგანდგომილები, რომლებმაც გავბედეთ და ისეთ საკრალურს, როგორიც არის ევროკავშირი მათთვის, კრიტიკის თვალით შევხედეთ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ანალიტიკოსმა ოთარ ჭულუხაძემ.

ოთარ ჭულუხაძე

25 ივნისი 2026, 18:13

პოლიტიკა

ოთარ ჭულუხაძე: ფაქტობრივად, უკვე შევეჩვიეთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, არამეგობრულ და ძალიან დემაგოგიურ რეზოლუციებს, შეფასებებს

ფაქტობრივად, უკვე შევეჩვიეთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს მიმართ რბილად რომ ვთქვათ, არამეგობრულ და ძალიან დემაგოგიურ რეზოლუციებს, შეფასებებს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ანალიტიკოსმა ოთარ ჭულუხაძემ.