ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა
მუსტაფა თურქერ არი
ნიკოლოზ სამხარაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ თურქეთის რესპუბლიკის ელჩ მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობები და თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები განიხილეს.
ხაზი გაესვა საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებისა და ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივ თანამშრომლობაზე. მათ შორის, საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების სამმხრივი ფორმატის მნიშვნელობაზე, რომელიც რეგიონული თანამშრომლობის კარგ მაგალითს წარმოადგენს.
შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის ისაუბრეს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე, უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.
ყველა სიახლე
29 ივნისი 2026, 20:39
პოლიტიკა
სომხეთის პრემიერის შეხვედრა ირანის ვიცე-პრეზიდენტთან და ქართული ოპოზიციის ორმაგი სტანდარტი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მინიმალური კავშირი ირანთან საქართველოსთვის დაუშვებელია, რეგიონის სხვა სახელმწიფოს ლიდერის შეხვედრა ოფიციალური თეირანის წარმომადგენელთან პრობლემას არავის უქმნის.
29 ივნისი 2026, 20:32
სამართალი
გიორგი პატარიძე ელენე ხოშტარიაზე: დაინტერესებულმა მხარემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მათ ჰქონდათ ეჭვი კონკრეტულ დაავადებაზე. ჩვენ არა ერთ გზის განვაცხადეთ, რომ შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები ჩატარდა კონკრეტულად ამ დაავადების მიმართულებით და გახსოვთ ჩემი სიტყვები, რომ საბედნიეროდ ეს დაავადება მას არ დაუდასტურდა
„ქალბატონ მაკა იოსელიანსა და ანა ქავთარაძესთან შევთანხმდით, რომ როგორც ჩვენი მსჯავრდებულის ინტერესების გამომხატველები სამედიცინო მიმართულებით, ანუ, მისი ექიმები, ჩვენ თანახმა ვართ, რომ მსჯავრდებული ხოშტარია გადავიყვანოთ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. ეს არის სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედი“, რომელთანაც პენიტენციურ სამსახურს აქვს ხელშეკრულება და, შესაბამისად, უკვე კლინიკა „ვივამედში“ ქალბატონი მაკას და ანას მეთვალყურეობით მსჯავრდებული ხოშტარია გაივლის შესაბამის დამატებით კვლევებს. უახლოეს დღეებში, დაახლოებით ორი დღის განმავლობაში, მსჯავრდებული გადავა კლინიკა „ვივამედში““, - აღნიშნა გიორგი პატარიძემ.
29 ივნისი 2026, 20:31
სამართალი
გიორგი პატარიძე: შევთანხმდით ქალბატონ მაკასთან და ქალბატონ ანასთან, რომ როგორც ჩვენი მსჯავრდებულის ინტერესების გამომხატველები სამედიცინო მიმართულებით, ჩვენ თანახმა ვართ, მსჯავრდებული ხოშტარია გადავიყვანოთ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში
შევთანხმდით ქალბატონ მაკასთან და ქალბატონ ანასთან, რომ როგორც ჩვენი მსჯავრდებულის ინტერესების გამომხატველები სამედიცინო მიმართულებით, ჩვენ თანახმა ვართ, მსჯავრდებული ხოშტარია გადავიყვანოთ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, - , - განაცხადა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ.
29 ივნისი 2026, 20:29
მსოფლიო
ფაშინიანი ისრაელის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებაზე: ვერ ვხედავთ რეაგირების საჭიროებას, რადგან მიგვაჩნია, რომ სომეხთა გენოციდის იარაღად ქცევის თემაში მონაწილეობის არმიღება სომხეთის ინტერესებიდან გამომდინარეობს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს საჭიროებას, ისრაელის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას რაიმე რეაქცია მოჰყვეს.
29 ივნისი 2026, 20:25
სამართალი
გიორგი პატარიძე: ჩვენ მივედით გადაწყვეტილებამდე, რომელიც პირველ რიგში, არის მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე
ჩვენ მივედით გადაწყვეტილებამდე, რომელიც პირველ რიგში, არის მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, - განაცხადა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ.
29 ივნისი 2026, 20:21
სამართალი
გიორგი პატარიძე: მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მსგავსი სპეკულაციები, რომელიც სამწუხაროდ ამ დღეების განმავლობაში გრძელდებოდა და მიმდინარეობდა ბრიფინგებით საუბარი - ეს თითოეულ ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებზე ძალზედ უარყოფითად აისახება
„სპეკულაციები, რომლებიც ამ დღეებში იყო, ზოგადად, თითოეულ მსჯავრდებულზე აისახება ძალზედ უარყოფითად. მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვითხოვეთ სპეციალიზირებულ ექიმთან შეხვედრა, გასულია ორი დღე და პრაქტიკულად მივედით გადაწყვეტილებამდე, რომელიც არის მსჯავრდებულ ხოშტარიას საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ ამ დღეებში აღვნიშნავდით, სწორედ დაინტერესებულმა მხარემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ეჭვი ჰქონდათ კონკრეტულ დაავადებაზე. ჩვენ არაერთგზის განვაცხადეთ, რომ შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები იქნება ჩატარებული ამ დაავადების მიმართულებით. საბედნიეროდ, მას ეს დაავადება არ დაუფიქსირდა. არაერთგზის ჩატარდა შესაბამისი კვლევები“, - აღნიშნა გიორგი პატარიძემ.
29 ივნისი 2026, 20:17
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრის ვიზიტით საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის. „ქრონიკის“სიუჟეტი
საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობა პრემიერ-მინისტრის ვიზიტით ახალ ეტაპზე გადადის. უკვე შედგა შეხვედრა ყაზახეთის პრეზიდენტთან. ირაკლი კობახიძე ყაზახეთის საპატიო ორდენით დააჯილდოვეს.
29 ივნისი 2026, 20:15
პოლიტიკა
შეხვედრა ახალგაზრდებთან თბილისში - „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელი ღონისძიება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
10 შეხვედრა და 10 რეგიონი. „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ სამი თვის განმავლობაში პირისპირ კომუნიკაციით, ქვეყნის ყველა მხარეს მცხოვრებთა პრობლემები და სურვილები მოისმინა.
29 ივნისი 2026, 20:06
ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მემორანდუმებს მოაწერა ხელი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, ტურიზმისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმებს მოაწერა ხელი.
29 ივნისი 2026, 20:03
მსოფლიო
ევროკომისია: ევროპა ამაყობს - მთელ ევროპაში პრაიდის თვემ ხალხი გააერთიანა სიყვარულის, მრავალფეროვნებისა და საკუთარი თავის თავისუფლად გამოხატვის აღსანიშნავად
ევროპა ამაყობს - მთელ ევროპაში პრაიდის თვემ ხალხი გააერთიანა სიყვარულის, მრავალფეროვნებისა და საკუთარი თავის თავისუფლად გამოხატვის აღსანიშნავად, - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
29 ივნისი 2026, 19:57
მსოფლიო
„კონსტანტინოვკის დაცემა მხოლოდ დროის საკითხია“ - Reuters-მა ქალაქში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა
რუსეთი თანდათანობით მიიწევს კონსტანტინოვკისკენ, უკრაინის აღმოსავლეთ „ციხესიმაგრეთა სარტყელის“ საკვანძო დასაყრდენი პუნქტისკენ და, ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ქალაქის დაცემა მხოლოდ დროის საკითხია. როგორც Reuters-ი წერს, საბრძოლო მოქმედებები უკვე ქალაქის ფარგლებში მიმდინარეობს - რუსი ჯარისკაცების მცირე ჯგუფები მის გარეუბნებში შეღწევას ცდილობენ.
29 ივნისი 2026, 19:42
მსოფლიო
უკრაინული მედია: რუსეთმა ხარკოვის ოლქში საზღვარი კიდევ ერთი მიმართულებით გაარღვია
რუსი ოკუპანტები არ წყვეტენ უკრაინის საზღვრის გადაკვეთის მცდელობებს ხარკოვის ოლქში და დაბა კოზაჩია ლოპანის მიმართულებით გადაადგილდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვითი ძალების კომენტარზე დაყრდნობით ავრცელებს.
29 ივნისი 2026, 19:34
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ყაზახეთში ვიზიტისას ვისაუბრეთ ენერგეტიკის სექტორში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებზე, ასევე სხვა შესაძლებლობებზე, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს
„ვისაუბრეთ ენერგეტიკის სექტორში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებზე, ასევე სხვა შესაძლებლობებზე, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის ფარგლებში ხელი მოვაწერეთ რამდენიმე შეთანხმებას, რომლებიც გულისხმობს მათ შორის ტურიზმის, ისევე როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში ურთიერთობების გაღრმავებას“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
29 ივნისი 2026, 19:29
მსოფლიო
აშშ მიწისძვრით დაზარალებული ვენესუელისთვის დახმარებას 150 მილიონიდან 300 მილიონ დოლარამდე ზრდის
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ვაშინგტონი მიწისძვრით დაზარალებული ვენესუელისთვის დახმარებას 150 მილიონიდან 300 მილიონ დოლარამდე ზრდის.
29 ივნისი 2026, 19:22
ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრს ნურლან საურანბაევს შეხვდა
ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრს ნურლან საურანბაევს შეხვდა.
29 ივნისი 2026, 19:18
მსოფლიო
დონალდ ტრამპი საარჩევნო რეფორმის დაუყოვნებლივ მიღებას ითხოვს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ პლატფორმაზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც უზენაესი სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების კრიტიკასთან ერთად, საარჩევნო რეფორმის საკანონმდებლო პაკეტის, SAVE AMERICA ACT-ის დაუყოვნებლივ მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა.
29 ივნისი 2026, 19:15
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე არა მარტო საქართველოსთვის, არამედ შუა დერეფნის ქვეყნებისთვის
ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ყაზახეთთან ურთიერთობების გაძლიერებასა და გამყარებას, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიზიტით იმყოფება.
29 ივნისი 2026, 19:07
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ყაზახეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება უპირობოდ გაზრდის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და კავშირებს - ვფიქრობთ, რომ ხელშესახები შედეგები გვექნება, მათ შორის ტვირთნაკადების ზრდასთან მიმართებაში
„ყაზახეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმება ძალიან ლოგიკური გაგრძელებაა იმ არსებული, სიღრმისეული ურთიერთობის და თანამშრომლობის, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას გააჩნია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
29 ივნისი 2026, 19:00
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: ურსულა ფონ დერ ლაიენი გახარებულია იმით, რომ დასაჯეს ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა „პრაიდის“ ჩატარებას უნგრეთში და შედეგად, ბუდაპეშტშიც ააფრიალეს ლგბტ დროშა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე ბუდაპეშტში ლგბტ „პრაიდის“ ჩატარებასა და პრაიდთან დაკავშირებით ურსულა ფონ დერ ლაიენის პოზიტიურ შეფასებას მედიასთან გამოეხმაურა. ქადაგიძემ აღნიშნა, რომ ევრობიუროკრატები უკვე დაუფარავად ავრცელებენ ფსევდო ლიბერალურ ნარატივს და მნიშვნელოვანია ევროპის გამიჯვნა ევრობიუროკრატიისგან.


