30 ივნისი 2026, 16:29 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 67-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

„ჩემთვის დიდი პატივია მოგესალმოთ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 67-ე პლენარულ სესიაზე.

საქართველო, როგორც პაბსეკის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ასამბლეას, როგორც უნიკალურ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ჩვენი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებს, ხელს უწყობს დიალოგს, ურთიერთგაგებასა და პრაქტიკულ თანამშრომლობას საერთო მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშესაწყობად. პაბსეკის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით, ჩვენ თანმიმდევრულად ვმუშაობთ შავი ზღვის რეგიონში საპარლამენტო თანამშრომლობის გასაძლიერებლად“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პაბსეკი ყოველთვის იყო საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი რეგიონული საყრდენი. დღესდღეობით მისი როლი უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე.

„შავი ზღვის რეგიონი კრიტიკულ ეტაპზე იმყოფება. მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები, მზარდი ეკონომიკური გაურკვევლობა და ახალი ტექნოლოგიური გარდაქმნები ცვლის როგორც ჩვენს რეგიონს, ისე ფართო საერთაშორისო წესრიგს. იმ პირობებში, როდესაც გლობალური ორგანიზაციები ვერ უზრუნველყოფენ მშვიდობას, თანამშრომლობასა და სტაბილურობას, რეგიონულ ფორმატებს, როგორიცაა პაბსეკი, უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, გაგვაერთიანონ ჩვენი საერთო პრაგმატული ინტერესების დასაცავად, რომელთაც ჩვენი პარლამენტები ჩვენი ხალხების სახელით გამოხატავენ.

საპარლამენტო ასამბლეები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან თავიანთი მოქალაქეების, ამომრჩევლების პოლიტიკური პრეფერენციების მიმართ და, შესაბამისად, უკეთ არიან ინფორმირებულნი მოსახლეობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების თაობაზე. ჩვენ ერთმანეთის მშვიდობასა და უსაფრთხოებას გაცილებით მეტად ვაფასებთ, ვიდრე გარე ძალები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური რყევების პირობებში, რომლებიც ოთხ წელზე მეტი ხნის წინ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გამოიწვია და რომელმაც პირდაპირი ზეგავლენა მოახდინა მთელ შავი ზღვის რეგიონზე, აქცია რა იგი მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კერად.

ამ რთულ ვითარებაშიც კი, გეოპოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს ჩვენი ხალხების ეკონომიკურ ინტერესებს და არა პირიქით. შესაბამისად, პაბსეკმა უნდა შეინარჩუნოს მკაფიო ფოკუსი ეკონომიკური თანამშრომლობის, ვაჭრობის, დაკავშირებადობის განვითარებაზე - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანების კეთილდღეობაზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, BSEC-ისა და შემდგომში PABSEC-ის ბრძენმა დამფუძნებლებმა სწორედ „ეკონომიკა“ აქციეს ორგანიზაციის მისიის ქვაკუთხედად, რაც თავად ორგანიზაციის სახელწოდებაშიც ჩანს.

„როდესაც საერთაშორისო ძალები საერთაშორისო ორგანიზაციებს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების ინსტრუმენტად იყენებენ და გეოპოლიტიკას ხალხზე წინ აყენებენ, ისინი ზიანს აყენებენ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

სწორედ ეს იწვევს ეკონომიკურ სტაგნაციას - ადამიანების საჭიროებების უგულებელყოფა გეოპოლიტიკური თამაშების სასარგებლოდ. ასეთი თამაშები, ასევე, აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის, რაც საბოლოოდ თავქარიანი ლიდერებისა და მათი მთავრობების მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერის დაკარგვას იწვევს და ხელს უწყობს რადიკალიზაციას, როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის მთავარ საფუძველს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე შეფასებით, დღესდღეობით ჩვენს რეგიონს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, გააძლიეროს საკუთარი როლი, როგორც ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული დაკავშირებადობის ჰაბმა.

„მიმდინარე პერიოდი უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ გამოწვევების, არამედ ახალი შესაძლებლობების ჭრილშიც, რათა კიდევ უფრო განვამტკიცოთ თანამშრომლობა. განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა „შუა დერეფნის“ განვითარებამ. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, ლოგისტიკური ქსელების განვითარებით, ვაჭრობის ხელშეწყობითა და მულტიმოდალური დაკავშირებადობის გაძლიერებით, შეგვიძლია ჩვენი რეგიონი მიმზიდველ და საიმედო დამაკავშირებელ რგოლად ვაქციოთ რეგიონებსა და კონტინენტებს შორის.

უფრო სტაბილური სამეზობლო ამ ასამბლეაში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია. იმედისმომცემია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ მიმართული ძალისხმევა, რაც ჩვენი ფართო რეგიონისთვის მეტი სტაბილურობისა და თანამშრომლობის პერსპექტივას ქმნის.

მიმდინარე თვის დასაწყისში ექსპლუატაციაში შევიდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ახალი ხაზი - საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტი. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია პრაქტიკულ თანამშრომლობას საერთო სარგებლის მოტანა და ჩვენი საერთო ხედვის - უფრო დაკავშირებული და წარმატებული რეგიონის - განხორციელების ხელშეწყობა.

ასევე, ჩვენ დიდ პოტენციალს ვხედავთ რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებაში. პაბსეკის პრეზიდენტის რანგში, მონაწილეობა მივიღე ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის (PAM) წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების პირველ სამიტში. მჯერა, რომ რეგიონულ საპარლამენტო ასამბლეებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებით შევძლებთ კიდევ უფრო ეფექტიან თანამშრომლობას და ჩვენი ხალხებისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ხელოვნური ინტელექტი შავი ზღვის რეგიონისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის რეგიონული დაკავშირებადობის გასაძლიერებლად.

„ჩვენი გენერალური დებატების თემა ხელოვნურ ინტელექტსა (AI) და რეგიონულ თანამშრომლობას ეხება. ხელოვნური ინტელექტი შავი ზღვის რეგიონისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის რეგიონული დაკავშირებადობის გასაძლიერებლად, ვაჭრობისა და ლოგისტიკის გასაუმჯობესებლად, საზღვრების მართვის ეფექტიანობის ასამაღლებლად, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების განსავითარებლად, კატასტროფებისთვის მზადყოფნის გასაძლიერებლად და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად. ამავდროულად, ამ ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება გონივრულ მმართველობას, პასუხისმგებლიან რეგულაციებს და მუდმივ დიალოგს მოითხოვს, რათა ინოვაციები ჩვენს მოქალაქეებს ემსახურებოდეს და ხელი შეუწყოს ინკლუზიურ განვითარებას.

როგორც პარლამენტარებს, ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოების შექმნაში, რომლებიც, ერთი მხრივ, წაახალისებს ინოვაციებს, ხოლო, მეორე მხრივ, ფუნდამენტური უფლებების, გამჭვირვალობისა და საზოგადოების ნდობის დაცვას უზრუნველყოფს. გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით შეგვიძლია ხელი შევუწყოთ იმას, რომ ტექნოლოგიური პროგრესი რეგიონული თანამშრომლობის კატალიზატორად და არა ახალი გამყოფი ხაზების წყაროდ იქცეს.

ჩვენი რეგიონის მომავალი იმით განისაზღვრება, თუ რამდენად ეფექტიანად შევძლებთ საერთო გამოწვევებთან გამკლავებაზე ერთობლივ მუშაობას. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დისკუსიების ფარგლებში გაჩნდება ღირებული იდეები და პრაქტიკული რეკომენდაციები, რომლებიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი საერთო მიზნების მიღწევას.

ჩვენს პლენარულ სესიას წარმატებას ვუსურვებ და მოუთმენლად ველი ნაყოფიერ და შინაარსიან განხილვებს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

ყველა სიახლე

01 ივლისი 2026, 19:01

სამართალი

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებასთან დაკავშირებით შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

მარკ რუტე

01 ივლისი 2026, 18:53

მსოფლიო

მარკ რუტე: ამჟამად უკრაინა ბრძოლის ველზე გაცილებით უკეთ გრძნობს თავს და დიდ წარმატებებს აღწევს

ამჟამად უკრაინა ბრძოლის ველზე გაცილებით უკეთ გრძნობს თავს და დიდ წარმატებებს აღწევს, მაშინ როცა რუსები ყოველთვიურად 35 ათას სამხედრო მოსამსახურეს კარგავენ. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ გამოცემა Financial Times-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

01 ივლისი 2026, 18:45

მსოფლიო

The New York Times: დევნილობაში მყოფმა მარია კორინა მაჩადომ ვენესუელაში დაბრუნების მტკიცე სურვილი გამოთქვა - თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციამ არაერთხელ უარყო მისი თხოვნა და ოპოზიციის ლიდერს მიანიშნა, რომ ის ხელისშემშლელ ფაქტორად იქცა

დევნილობაში მყოფმა მარია კორინა მაჩადომ გასულ კვირას ვენესუელაში დაბრუნების მტკიცე სურვილი გამოთქვა. მან ტრამპის ადმინისტრაციასა და ვენესუელელ ხალხს განუცხადა, რომ სურს, მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის დამანგრეველი მიწისძვრების შემდგომი აღდგენის პროცესში.

ლევან მაჭავარიანი

01 ივლისი 2026, 18:33

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: ამ აგენტურულ ძალებს შორის რეალური კონკურენცია არსებობს, ყველას უნდა ფავორიტი იყოს გარე ძალებისთვის, რადგან ფავორიტს მეტი დაფინანსება აქვს - ქართველებს ხელისუფლებაში ის პარტია არ აწყობთ, რომელიც გარედან იმართება

ამ აგენტურულ ძალებს და პერსონებს შორის რეალური კონკურენცია არსებობს, ყველას უნდა ფავორიტი იყოს გარე ძალებისთვის, რადგან ფავორიტს მეტი დაფინანსება და პრივილეგია აქვს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ოპოზიციაზე საუბრისას.

01 ივლისი 2026, 18:31

საზოგადოება

შიო მესამემ 202-ე, უსინათლო და მცირემხედველთა საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები მიიღო

202-ე საჯარო სკოლის (უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეთა) მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები მიიღო, - ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

მაკა ბოჭორიშვილი

01 ივლისი 2026, 18:26

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ბოლო პერიოდში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის საქმიანობით უკმაყოფილება ბევრი მიმართულებით ისმის

ძალიან ხშირად, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში არის ამაზე წუხილები და საუბრები, რომ უფრო მეტს აკეთებს ბრიუსელი ვიდრე მას ამის უფლებამოსილება აქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან მინიჭებული,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ევროკავშირზე საუბრისას.

ფრიდრიხ მერცი

01 ივლისი 2026, 18:20

მსოფლიო

მერცი: ნატოს სამიტზე უკრაინისთვის ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებაა საჭირო

მომავალ კვირას ნატოს სამიტზე გერმანია მხარს დაუჭერს ევროპელი პარტნიორების მხრიდან უკრაინისთვის ფინანსური დახმარების ახალ ვალდებულებებს.

მაკა ბოჭორიშვილი

01 ივლისი 2026, 18:17

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში ევროკავშირი და ევროკავშირში ინტეგრაციის გზა მოდის ჩვენს თავში და ეს არის ის, რაც ჩვენი სტრატეგიული მიზანია, რაც კონსტიტუციაშიც ასახულია. ეს მიზანი არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენ ურთიერთობები განვავითაროთ თუნდაც ცენტრალური აზიის ქვეყნებთან

ეს ძალიან სპეკულაციური ნარატივია, რომელსაც ჩვენი ოპონენტები იყენებენ, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს და აზრსაც მოკლებულია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ოპონენტების ბრალდების საპასუხოდ, თითქოს საქართველომ საგარეო ვექტორი შეიცვალა.

ლევან მაჭავარიანი

01 ივლისი 2026, 18:16

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაობაზე: დრო გავიდა და საზოგადოება დარწმუნდა, რომ აბსოლუტურად თანაბრად მოქმედებს ეს ყველაფერი. ვიხილეთ სასამართლოს განაჩენები ჩვენი და რადიკალების მომხრეების მიმართაც. ეს ყველაფერი მუშაობს სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე

„დრო გავიდა და საზოგადოება დარწმუნდა, რომ აბსოლუტურად თანაბრად მოქმედებს ეს ყველაფერი, არ აქვს მნიშვნელობა, როგორი პოლიტიკური გემოვნების არის ადამიანი. ვიხილეთ სასამართლოს განაჩენები ჩვენი მომხრეების მიმართაც, რადიკალების მომხრეების მიმართაც. შესაბამისად, ეს ყველაფერი მუშაობს სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე. ეს არის ერთ-ერთ ნაბიჯი, იმისთვის რომ საქართველოში ფაშიზმი, რომელიც წლების განმავლობაში გარედან ფინანსდებოდა, დასრულდეს“, - განაცხადა დეპუტატმა.

მაკა ბოჭორიშვილი

01 ივლისი 2026, 18:09

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ სტრატეგიული მოთმინებით შეგვიძლია დაველოდოთ იმას, თუ როდის გააცნობიერებს ბრიუსელი, რომ საქართველოსთან დიალოგი არა მხოლოდ საქართველოსთვის სჭირდებათ, არამედ ევროპული მომავლისთვის არის საჭირო და ეს საერთო ინტერესში შედის

ჩვენ სტრატეგიული მოთმინებით შეგვიძლია დაველოდოთ იმას, თუ როდის გააცნობიერებს ბრიუსელი იმას, რომ საქართველოსთან დიალოგი არა მხოლოდ საქართველოსთვის სჭირდებათ, არამედ ევროპული მომავლისთვის არის საჭირო და ეს საერთო ინტერესში შედის, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილი

01 ივლისი 2026, 18:04

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო არის გზაჯვარედინზე და ეს გზაჯვარედინი არ არის მხოლოდ გეოგრაფიული გადაკვეთის წერტილი - სხვადასხვა მიმართულებით საქართველომ უნდა განავითაროს ურთიერთობები, საქართველოს სჭირდება პარტნიორობები სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალთან, სხვადასხვა სისტემასა და ქვეყანასთან

საქართველო არის გზაჯვარედინზე და ეს გზაჯვარედინი არ არის მხოლოდ გეოგრაფიული გადაკვეთის წერტილი. ჩვენ კარგად უნდა გავაცნობიეროთ ეს რა გზაჯვარედინია, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

01 ივლისი 2026, 18:00

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო, რომელიც შოთა რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

კირ სტარმერი

01 ივლისი 2026, 17:58

მსოფლიო

კირ სტარმერი: ძალიან ვამაყობ, რომ ყველაზე გეი პარლამენტი გვყავს

დიდი ბრიტანეთის გადამდგარმა პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ძალიან ამაყობს იმით, რომ გაერთიანებულ სამეფოს აქვს პარლამენტი, სადაც ლგბტქ+ თემის ყველაზე მეტი წარმომადგენელია.

01 ივლისი 2026, 17:50

მსოფლიო

Reuters: რუსეთი საწვავის დეფიციტის გამო ინდოეთიდან ბენზინის იმპორტს იწყებს

რუსეთმა ინდოეთიდან საზღვაო გზით ბენზინის იმპორტი დაიწყო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სელინ დიონი „ევროვიზიაზე“

01 ივლისი 2026, 17:35

კულტურა

კანადა 2027 წლის ევროვიზიაში მიიღებს მონაწილეობას

კანადისთვის გზა მას შემდეგ გაიხსნა, რაც ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელი CBC/Radio-Canada ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) სრულუფლებიანი წევრი გახდა. აქამდე მას მხოლოდ ასოცირებული წევრის სტატუსი ჰქონდა.

01 ივლისი 2026, 17:30

სამართალი

სოციალურ ქსელში დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარებისთვის სასამართლოებმა რამდენიმე საქმე განიხილეს

საქალაქო სასამართლომ მოქალაქე თამაზ ქარჩავას საქმე განიხილა. სოციალურ ქსელში დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის, ის მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და ოთხი ათასი ლარიანი ჯარიმა განესაზღვრა.

კაროლ ნავროცკი

01 ივლისი 2026, 17:24

მსოფლიო

პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიაში უკრაინის რადის მიერ ეროვნული პანთეონის შექმნის შესახებ მიღებულ კანონს ესკალაციური ნაბიჯი უწოდეს

პოლონეთის პრეზიდენტის კაროლ ნავროცკის ადმინისტრაცია უკრაინის უმაღლესი რადის მიერ ეროვნული პანთეონის შექმნის შესახებ მიღებულ კანონს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის ესკალაციური ნაბიჯი.

01 ივლისი 2026, 17:24

სამართალი

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი, გიორგი მალანია დააკავეს

„ქრონიკის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი, გიორგი მალანია დააკავეს.

თეა წულიკიანი

01 ივლისი 2026, 17:18

პოლიტიკა

თეა წულუკიანი „ლელოს“ წევრს „ქართული ოცნების“ დეპუტატის შეურაცხყოფაზე: ბატონი თენგიზ შარმანაშვილის კომპეტენცია და ზრდილობა რომ მოგცათ, ეგებ კაცებსაც დაემსგავსოთ მაგ პარტიაში. ანტიქართველური და სამარცხვინო გამოხდომა. შარმანაშვილის მონაწილეობით დამტკიცებული, საგამოძიებო კომისიის დასკვნა ხომ არ გადგათ ყელზე, შემთხვევით? სააკაშვილის გამოყენებულები, ესენი

„ბატონი თენგიზ შარმანაშვილის კომპეტენცია და ზრდილობა რომ მოგცათ, ეგებ კაცებსაც დაემსგავსოთ მაგ პარტიაში. ანტიქართველური და სამარცხვინო გამოხდომა“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი „ლელოს“ წევრის მიერ „ტვ პირველის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

01 ივლისი 2026, 17:10

რეგიონი

რუსთავში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

რუსთავში, კიდევ ერთი სრულად რეაბილიტირებული თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი გაიხსნა. N31 საბავშვო ბაღმა, სააღმზრდელო პროცესი დღეიდან, საზაფხულო ბაღში აღსაზრდელების მიღებით დაიწყო.