მაკა ბოჭორიშვილი: ბოლო პერიოდში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის საქმიანობით უკმაყოფილება ბევრი მიმართულებით ისმის
მაკა ბოჭორიშვილი
ფოტო: ვიდეოკადრი
ძალიან ხშირად, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში არის ამაზე წუხილები და საუბრები, რომ უფრო მეტს აკეთებს ბრიუსელი, ვიდრე ამის უფლებამოსილება აქვს მინიჭებული ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ევროკავშირზე საუბრისას.
მისივე თქმით, მეორე მხრივ, პროცესების მონაწილე არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები და მათი საქმეა, თუ როგორ გადაანაწილებენ საქმეს, ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის თუ როგორი იქნება სუვერენული უფლებამოსილების ხაზები.
„რა თქმა უნდა, შიდა განხილვებია ევროკავშირში და ხშირად გვსმენია, თუ რა არის ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახური, როგორი უნდა იყოს ის და არსებობს თუ არა ზოგადად ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა და ეს არის ევროკავშირის, ანუ ბრიუსელის საქმე თუ წევრი ქვეყნების საქმე. ეს არის ძალიან ბევრი წლის განხილვის საგანი. ძალიან ხშირად, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში არის ამაზე წუხილები და საუბრები, რომ უფრო მეტს აკეთებს ბრიუსელი, ვიდრე მას ამის უფლებამოსილება აქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან მინიჭებული. მეორე მხრივ, ამ პროცესების მონაწილე არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები და მათი საქმეა, თუ როგორ გადაანაწილებენ საქმეს, ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის თუ როგორი იქნება სუვერენული უფლებამოსილების ხაზები. ცხადია, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის საქმიანობით უკმაყოფილება ბევრი მიმართულებით ისმის, მათ შორის წევრი ქვეყნებიდანაც, ინსტიტუტებიდანაც და ვნახოთ, ეს არ არის ახალი პროცესი, მუდმივად ახასიათებს ბრიუსელს ასეთი განხილვები, თუმცა, რა თქმა უნდა, მეტი დამაჯერებლობისთვის უმჯობესი იქნებოდა, რომ საგარეო პოლიტიკაც იმ ჩარჩებში იყოს ნაწარმოები, რაც ჩარჩოებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ განსაზღვრული და ძალიან მნიშვნელოვანია ესეც იყოს დაცული“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ყველა სიახლე
01 ივლისი 2026, 19:49
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ დაავალა ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, გაასაჯაროოს თითქმის ყველაფერი, ვიდრე ის ამ თანამდებობას იკავებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დაავალა ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ბილ პულტეს, „გაასაჯაროოს თითქმის ყველაფერი“, ვიდრე ის ამ თანამდებობას იკავებს.
01 ივლისი 2026, 19:28
მსოფლიო
The Wall Street Journal: ჰორმუზის სრუტის გახსნის გამო წარმოშობილმა უთანხმოებამ აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის განხეთქილება გააჩინა
გაზაფხულს, ჰორმუზის სრუტის გასახსნელად დაწყებული ოპერაციისას, ახლო აღმოსავლეთში განლაგებული აშშ-ის 100-ზე მეტი სამხედრო თვითმფრინავი ბაზებიდან და ხომალდებიდან აფრინდა, თუმცა მოულოდნელ დაბრკოლებას წააწყდნენ - საუდის არაბეთი, რომლის ბაზები და საჰაერო სივრცეც ამ მისიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, უარს ამბობდა თანამშრომლობაზე, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.
01 ივლისი 2026, 19:01
სამართალი
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებასთან დაკავშირებით შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
01 ივლისი 2026, 18:53
მსოფლიო
მარკ რუტე: ამჟამად უკრაინა ბრძოლის ველზე გაცილებით უკეთ გრძნობს თავს და დიდ წარმატებებს აღწევს
ამჟამად უკრაინა ბრძოლის ველზე გაცილებით უკეთ გრძნობს თავს და დიდ წარმატებებს აღწევს, მაშინ როცა რუსები ყოველთვიურად 35 ათას სამხედრო მოსამსახურეს კარგავენ. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ გამოცემა Financial Times-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
01 ივლისი 2026, 18:45
მსოფლიო
The New York Times: დევნილობაში მყოფმა მარია კორინა მაჩადომ ვენესუელაში დაბრუნების მტკიცე სურვილი გამოთქვა - თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციამ არაერთხელ უარყო მისი თხოვნა და ოპოზიციის ლიდერს მიანიშნა, რომ ის ხელისშემშლელ ფაქტორად იქცა
დევნილობაში მყოფმა მარია კორინა მაჩადომ გასულ კვირას ვენესუელაში დაბრუნების მტკიცე სურვილი გამოთქვა. მან ტრამპის ადმინისტრაციასა და ვენესუელელ ხალხს განუცხადა, რომ სურს, მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის დამანგრეველი მიწისძვრების შემდგომი აღდგენის პროცესში.
01 ივლისი 2026, 18:33
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: ამ აგენტურულ ძალებს შორის რეალური კონკურენცია არსებობს, ყველას უნდა ფავორიტი იყოს გარე ძალებისთვის, რადგან ფავორიტს მეტი დაფინანსება აქვს - ქართველებს ხელისუფლებაში ის პარტია არ აწყობთ, რომელიც გარედან იმართება
ამ აგენტურულ ძალებს და პერსონებს შორის რეალური კონკურენცია არსებობს, ყველას უნდა ფავორიტი იყოს გარე ძალებისთვის, რადგან ფავორიტს მეტი დაფინანსება და პრივილეგია აქვს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ოპოზიციაზე საუბრისას.
01 ივლისი 2026, 18:31
საზოგადოება
შიო მესამემ 202-ე, უსინათლო და მცირემხედველთა საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები მიიღო
202-ე საჯარო სკოლის (უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეთა) მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები მიიღო, - ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.
01 ივლისი 2026, 18:20
მსოფლიო
მერცი: ნატოს სამიტზე უკრაინისთვის ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებაა საჭირო
მომავალ კვირას ნატოს სამიტზე გერმანია მხარს დაუჭერს ევროპელი პარტნიორების მხრიდან უკრაინისთვის ფინანსური დახმარების ახალ ვალდებულებებს.
01 ივლისი 2026, 18:17
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში ევროკავშირი და ევროკავშირში ინტეგრაციის გზა მოდის ჩვენს თავში და ეს არის ის, რაც ჩვენი სტრატეგიული მიზანია, რაც კონსტიტუციაშიც ასახულია. ეს მიზანი არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენ ურთიერთობები განვავითაროთ თუნდაც ცენტრალური აზიის ქვეყნებთან
ეს ძალიან სპეკულაციური ნარატივია, რომელსაც ჩვენი ოპონენტები იყენებენ, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს და აზრსაც მოკლებულია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ოპონენტების ბრალდების საპასუხოდ, თითქოს საქართველომ საგარეო ვექტორი შეიცვალა.
01 ივლისი 2026, 18:16
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაობაზე: დრო გავიდა და საზოგადოება დარწმუნდა, რომ აბსოლუტურად თანაბრად მოქმედებს ეს ყველაფერი. ვიხილეთ სასამართლოს განაჩენები ჩვენი და რადიკალების მომხრეების მიმართაც. ეს ყველაფერი მუშაობს სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე
„დრო გავიდა და საზოგადოება დარწმუნდა, რომ აბსოლუტურად თანაბრად მოქმედებს ეს ყველაფერი, არ აქვს მნიშვნელობა, როგორი პოლიტიკური გემოვნების არის ადამიანი. ვიხილეთ სასამართლოს განაჩენები ჩვენი მომხრეების მიმართაც, რადიკალების მომხრეების მიმართაც. შესაბამისად, ეს ყველაფერი მუშაობს სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე. ეს არის ერთ-ერთ ნაბიჯი, იმისთვის რომ საქართველოში ფაშიზმი, რომელიც წლების განმავლობაში გარედან ფინანსდებოდა, დასრულდეს“, - განაცხადა დეპუტატმა.
01 ივლისი 2026, 18:09
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ სტრატეგიული მოთმინებით შეგვიძლია დაველოდოთ იმას, თუ როდის გააცნობიერებს ბრიუსელი, რომ საქართველოსთან დიალოგი არა მხოლოდ საქართველოსთვის სჭირდებათ, არამედ ევროპული მომავლისთვის არის საჭირო და ეს საერთო ინტერესში შედის
ჩვენ სტრატეგიული მოთმინებით შეგვიძლია დაველოდოთ იმას, თუ როდის გააცნობიერებს ბრიუსელი იმას, რომ საქართველოსთან დიალოგი არა მხოლოდ საქართველოსთვის სჭირდებათ, არამედ ევროპული მომავლისთვის არის საჭირო და ეს საერთო ინტერესში შედის, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
01 ივლისი 2026, 18:04
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო არის გზაჯვარედინზე და ეს გზაჯვარედინი არ არის მხოლოდ გეოგრაფიული გადაკვეთის წერტილი - სხვადასხვა მიმართულებით საქართველომ უნდა განავითაროს ურთიერთობები, საქართველოს სჭირდება პარტნიორობები სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალთან, სხვადასხვა სისტემასა და ქვეყანასთან
საქართველო არის გზაჯვარედინზე და ეს გზაჯვარედინი არ არის მხოლოდ გეოგრაფიული გადაკვეთის წერტილი. ჩვენ კარგად უნდა გავაცნობიეროთ ეს რა გზაჯვარედინია, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
01 ივლისი 2026, 18:00
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო, რომელიც შოთა რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
01 ივლისი 2026, 17:58
მსოფლიო
კირ სტარმერი: ძალიან ვამაყობ, რომ ყველაზე გეი პარლამენტი გვყავს
დიდი ბრიტანეთის გადამდგარმა პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ძალიან ამაყობს იმით, რომ გაერთიანებულ სამეფოს აქვს პარლამენტი, სადაც ლგბტქ+ თემის ყველაზე მეტი წარმომადგენელია.
01 ივლისი 2026, 17:50
მსოფლიო
Reuters: რუსეთი საწვავის დეფიციტის გამო ინდოეთიდან ბენზინის იმპორტს იწყებს
რუსეთმა ინდოეთიდან საზღვაო გზით ბენზინის იმპორტი დაიწყო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
01 ივლისი 2026, 17:35
კულტურა
კანადა 2027 წლის ევროვიზიაში მიიღებს მონაწილეობას
კანადისთვის გზა მას შემდეგ გაიხსნა, რაც ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელი CBC/Radio-Canada ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) სრულუფლებიანი წევრი გახდა. აქამდე მას მხოლოდ ასოცირებული წევრის სტატუსი ჰქონდა.
01 ივლისი 2026, 17:30
სამართალი
სოციალურ ქსელში დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარებისთვის სასამართლოებმა რამდენიმე საქმე განიხილეს
საქალაქო სასამართლომ მოქალაქე თამაზ ქარჩავას საქმე განიხილა. სოციალურ ქსელში დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის, ის მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და ოთხი ათასი ლარიანი ჯარიმა განესაზღვრა.
01 ივლისი 2026, 17:24
მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიაში უკრაინის რადის მიერ ეროვნული პანთეონის შექმნის შესახებ მიღებულ კანონს ესკალაციური ნაბიჯი უწოდეს
პოლონეთის პრეზიდენტის კაროლ ნავროცკის ადმინისტრაცია უკრაინის უმაღლესი რადის მიერ ეროვნული პანთეონის შექმნის შესახებ მიღებულ კანონს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის ესკალაციური ნაბიჯი.
01 ივლისი 2026, 17:24
სამართალი
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი, გიორგი მალანია დააკავეს
„ქრონიკის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი, გიორგი მალანია დააკავეს.


