ლუკა წიკლაური: „რადიო თავისუფლებამ“ გამოაქვეყნა პროპაგანდისტული ვიდეო, რომელიც, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მონაწილეების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად - ეს კადრები საზოგადოებას კიდევ ერთხელ არწმუნებს, რა სტანდარტებით ხელმძღვანელობს და რაზეა წამსვლელი უცხოეთიდან დაფინანსებული „მედიასაშუალება“
ლუკა წიკლაური
ფოტო: ვიდეოკადრი
„რადიო თავისუფლებამ“ გამოაქვეყნა, ჩემი აზრით, პროპაგანდისტული ვიდეო, რომელიც, ჩვენი [„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის] შეხვედრისა და მისი მონაწილეების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად, - წერს ლუკა წიკლაური სოციალურ ქსელში. როგორც წიკლაური აღნიშნავს, აღნიშნულმა „მედიასაშუალებამ“ ინტერვიუ დაჭრა, კადრები დაჩეხა, სათავისო კონტექსტი გამოიყვანა, რის გამოც, მის მიმართ ორი დღეა შეურაცხმყოფელი კამპანია არ წყდება ადამიანთა კონკრეტული ჯგუფების მხრიდან.
ამასთან, წიკლაური აღნიშნავს, რომ რეალურად ეს კადრები მას კი არ წარმომაჩენს ცუდად, არამედ საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა სტანდარტებით ხელმძღვანელობს და რაზეა წამსვლელი უცხოეთიდან დაფინანსებული „მედიასაშუალება“.
„ყველამ კარგად იცის, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს რეგიონებში გამართული ღონისძიებების შემდეგ, თბილისში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრები საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობდა და ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით საინტერესო არაერთი მსჯელობაც შედგა, ამიტომ გადავწყვიტე, კონფერენციაზე ამჯერად ჩემს მეგობრებთან ერთად მეც მივსულიყავი და ქვეყნის მმართველი ძალის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერებთან დისკუსიაში თანატოლებთან ერთად ჩავრთულიყავი.
იმავე საღამოს „რადიო თავისუფლებამ“ გამოაქვეყნა, ჩემი აზრით, პროპაგანდისტული ვიდეო, რომელიც, ჩვენი შეხვედრისა და მისი მონაწილეების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. სიმართლე გითხრათ, არ დამეზარა, აღნიშნულ ვიდეოს თავიდან ბოლომდე ვუყურე და დავრწმუნდი, რომ აღნიშნული მასალის ავტორებმა საკუთარ მიზანს ნამდვილად ვერ მიაღწიეს. ახლა რაც შეეხება კონკრეტულ მონაკვეთს, რომელშიც მე ვფიგურირებ. არაერთხელ მსმენია, რომ კამერასთან პირველ ურთიერთობას ყოველთვის ახლავს გარკვეული დაბნეულობა და ნერვიულობა, რაც დამკვირვებლის პოზიციიდან, გადაჭარბებულ შეფასებად მეჩვენებოდა, თუმცა, ახლა უკვე შემიძლია აღნიშნული მოსაზრება თავიდან ბოლომდე გავიზიარო. ეს შემთხვევა ჩემთვის მედიასთან გადაკვეთის პირველი გამოცდილება იყო, რამაც გარკვეულწილად, მართლაც დამაბნია და ამანერვიულა, თუმცა, აზრადაც არ მომსვლია, ჟურნალისტისთვის ან მისი დასმული შეკითხვებისთვის თავი ამერიდებინა, არ გავქცეულვარ და ვეცადე პასუხებიც გამეცა. ალბათ არავის გაუკვირდება, რომ აღნიშნულმა „მედიასაშუალებამ“ ინტერვიუ დაჭრა, კადრები დაჩეხა, სათავისო კონტექსტი გამოიყვანა, ამ ფორმით გაავრცელა და ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი ადამიანების კონკრეტულ ნაწილს, რომლებსაც სექტანტური დამოკიდებულებები გამოარჩევთ, ჩემი თავი სალანძღავად მიუგდო. უკვე ორი დღეა არ შეწყვეტილა შეურაცხყოფა ჩემს მიმართ და ბუნებრივია, როდესაც ამას ჩემი მშობლები, ოჯახის წევრები და ახლობლები კითხულობენ, უდიდეს სტრესს და ნერვიულობას განიცდიან.
სიმართლე გითხრათ, უკვე ორი დღეა ვცდილობ ამოვხსნა, რით დავიმსახურე ასეთი შეურაცხყოფა და ბულინგი, თუნდაც ჩემგან განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანების მხრიდან, თუმცა, ჩემი ერთადერთი „დანაშაული“ იმაში დავინახე, რომ კამერასთან დავიბენი და სათქმელი ისე ვერ ჩამოვაყალიბე, როგორც მსურდა. კადრებშიც კარგად ჩანს, რომ გოგონასთან, რომელიც შეკითხვებს სვამდა უხეში დამოკიდებულება არ გამომივლენია და თავაზიანადაც მივმართავდი, მისი საქმიანობის მიმართ პატივისცემა გამოვიჩინე, კითხვებს თავი არ ავარიდე და, როგორც აღმოჩნდა, „რადიო თავისუფლების“ მიზნებისთვის საჭირო „შესანიშნავი“ მასალითაც დავეხმარე.
საბოლოოდ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამ „მედიასაშუალების“ სათავეში მყოფი ხალხი მათთვის მიუღებელი ადამიანების მორალურად განადგურების მცდელობებს ახალისებენ, ხელს უწყობენ აგრესიის გაღვივებას და სოციალურ ქსელს ამოფარებულ აგრესიულ „სექტას“ კონკრეტულ ინდივიდებს საჯიჯგნადაც უგდებენ. ამის მიუხედავად, მინდა გითხრათ, რომ ჩემს წინააღმდეგ აგორებული ეს ნამდვილად არასასიამოვნო მცდელობა, ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ თავი დამნაშავედ ვიგრძნო, საკუთარი აზრის დაფიქსირებისგან თავი შევიკავო ან სამომავლოდ ის ნაბიჯები არ გადავდგა, რომლის სისწორეშიც დარწმუნებული ვარ. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ეს კადრები მე კი არ წარმომაჩენს ცუდად და ჩემს შესაძლებლობებს კი არ უსვამს ხაზს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ არწმუნებს, რა სტანდარტებით ხელმძღვანელობს და რაზეა წამსვლელი უცხოეთიდან დაფინანსებული „მედიასაშუალება“, რომელსაც ობიექტურობაზე და სამართლიანობაზე დაუმსახურებელი პრეტენზია აქვს“, - წერს წიკლაური.
ყველა სიახლე
13 სექტემბერი 2026, 23:45
რეგიონი
სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მეუღლესთან ერთად დაესწრო.
13 სექტემბერი 2026, 23:35
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი, AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: თუ გვინდა საქართველოსთან საუბარი, უნდა ვესაუბროთ ოფიციალურ წრეებს, ველაპარაკოთ მთავრობას საქართველოში. სამწუხაროდ, ეს არ ხდება და AfD ამის წინააღმდეგია. ჩვენ ველაპარაკებით ქართველ პოლიტიკოსებს, ველაპარაკებით საქართველოსთვის
თუ გვინდა საქართველოსთან საუბარი, უნდა ვესაუბროთ ოფიციალურ წრეებს, ველაპარაკოთ მთავრობას საქართველოში. სამწუხაროდ, ეს არ ხდება და AfD ამის წინააღმდეგია. ჩვენ ველაპარაკებით ქართველ პოლიტიკოსებს, ველაპარაკებით საქართველოსთვის, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრმა, ირმჰილდ ბოსდორფმა გადაცემაში „EURO ანატომია“.
13 სექტემბერი 2026, 23:32
პოლიტიკა
AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში
მმართველ სისტემას ეშინია ახალი მთავრობისა, რომელიც შეიძლება გერმანიაში ჩამოყალიბდეს. ჩვენ მოვიგეთ არჩევნები, ყველაზე ძლიერი პარტია აღმოვჩნდით საქსონია-ანჰალტში, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ გერმანელმა ევროპარლამენტარმა, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრმა ირმჰილდ ბოსდორფმა.
13 სექტემბერი 2026, 23:29
პოლიტიკა
ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო
საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრმა, ირმჰილდ ბოსდორფმა გადაცემაში „EURO ანატომია“.
13 სექტემბერი 2026, 23:27
პოლიტიკა
ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია
გერმანელმა ევროპარლამენტარმა, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრმა ირმჰილდ ბოსდორფმა გადაცემაში „EURO ანატომია“ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყნის მოქალაქეებს აწუხებთ.
13 სექტემბერი 2026, 23:25
პოლიტიკა
ირმჰილდ ბოსდორფი: მოქალაქეები გერმანიაში ხედავენ, რომ პრობლემები იზრდება და ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ დამატებითი წესრიგი, შევიმუშაოთ სტრუქტურები, მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ AfD საუკეთესო პარტიაა
წამყვანმა მას გერმანიაში, საქსონია-ანჰალტში გამართულ არჩევნებში მოპოვებული გამარჯვება მიულოცა და მისი პარტიის ყოველწლიურად მზარდ რეიტინგს გაუსვა ხაზი. კითხვაზე, რატომ დაკარგა მათი პარტიის სტიგმატიზაციამ გავლენა გერმანელ ამომრჩეველზე და რამ განაპირობა არჩევნებში AfD-ს გამარჯვება, ბოსდორფმა განაცხადა, რომ ადამიანები ხედავენ, რომ გერმანიაში პრობლემების რაოდენობა იზრდება. შესაბამისად, მათი პარტიის წინააღმდეგ გამოთქმულმა არგუმენტებმაც აზრი დაკარგა.
13 სექტემბერი 2026, 22:25
კულტურა
ისტორიული ძეგლის ახალი სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
აჭარამ „გონიოს ჰანგებს“ უმასპინძლა. საერთაშორისო ფესტივალი ისტორიული ძეგლის ახალ სიცოცხლესთან ასოცირდება.
13 სექტემბერი 2026, 22:20
ეკონომიკა
ზურაბ სიჭინავა: 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით
17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი, მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით, - განაცხადა შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორმა, ზურაბ სიჭინავამ.
13 სექტემბერი 2026, 22:02
მსოფლიო
პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
მსოფლიო ლიდერებთან ერთად მასშტაბურ ფორუმში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა. კოსმოსის თემაზე ასეთი მასშტაბის უმაღლესი დონის შეკრება პირველად გაიმართა. 120-მდე ქვეყნისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, კოსმოსის მომავალზე, ახალი ტექნოლოგიების განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაზე იმსჯელეს.
13 სექტემბერი 2026, 22:02
სამართალი
გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა
გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში, მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა გურამ დავითაშვილმა.
13 სექტემბერი 2026, 21:55
სამართალი
ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ
2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მიგრაციის პოლიტიკაზე საუბრისას. მინისტრის მოადგილის თქმით, სამინისტროს მიერ დარეგისტრირებული პირველი ცვლილებები, თავშესაფრის სისტემას და გაძევების მექანიზმების გამართვას შეეხებოდა.
13 სექტემბერი 2026, 21:39
სამართალი
ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
როგორც აღმოჩნდა, ფიქციურ ქორწინებასა და სტუდენტის ყალბ სტატუსს, დასავლური ქვეყნების მსგავსად, ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად საქართველოშიც ხშირად იყენებენ. შესაბამისად, არალეგალური მიგრაციის პრევენციის მიზნით, სახელმწიფოს დამატებითი რეგულაციების შემოღება და კანონების გამკაცრება მოუხდა.
13 სექტემბერი 2026, 21:32
პოლიტიკა
გორდონ კიოლერი: ბევრი მაგალითია, რომ არსებული პოლიტიკური ზეწოლის ფონზე, სამართლებრივი სასჯელის შიში გაუჩნდათ სრულიად კანონმორჩილ მოქალაქეებს, ეს ადამიანები დაფიქრდნენ, უღირთ მათ თუ არა AfD -ს საჯაროდ მხარდაჭერა
ბევრი მაგალითია, რომ არსებული პოლიტიკური ზეწოლის ფონზე, სამართლებრივი სასჯელის შიში გაუჩნდათ სრულიად კანონმორჩილ მოქალაქეებს, ეს ადამიანები დაფიქრდნენ, უღირთ მათ თუ არა AfD -ს საჯაროდ მხარდაჭერა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD)-ს საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ გორდონ კიოლერმა AfD-ს აკრძალვის მცდელობაზე საუბრისას.
13 სექტემბერი 2026, 21:22
პოლიტიკა
AfD-ს დეპუტატი: ამჟამინდელი ევროკავშირი, ყველაზე მცირე, თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას
ამჟამინდელი ევროკავშირი, ყველაზე მცირე, თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში AfD-ს დეპუტატმა კრისტიან მერტენსმა. გერმანელი დეპუტატი რეგიონულ არჩევნებში AfD-ს გამარჯვებას ისტორიულს უწოდებს და ამბობს, რომ საქსონია ანჰალტის მოსახელობის დიდი უმრავლესობის ხმები მიიღო იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც პოლიტიკის წარმოებას მხოლოდ და მხოლოდ გერმანელი ერის ინტერესების შესაბამისად აპირებს.
13 სექტემბერი 2026, 21:17
სამართალი
ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
გამოძიების ვერსიით, სქემის მონაწილეები პაციენტებისა და ექიმების მონაცემებს „დარქნეტზე“ ყიდულობდნენ და შესაბამისად, დოკუმენტაციის ნამდვილობა ეჭვს აღარ იწვევდა და თანხებიც ფიქციური კომპანიების ანგარიშებზე ყოველგვარი შეფერხების გარეშე ირიცხებოდა, შემდეგ კი, დანაშაულებრივი სინდიკატების ოფშორულ ანგარიშებზე ხვდებოდა. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკელმა პენსიონერებმა მიიღეს ათასობით დოლარის ხარჯთაღრიცხვა მომსახურებაზე, რომლითაც არ უსარგებლიათ.
13 სექტემბერი 2026, 21:11
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ბრალისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო ყველაფრის პოლიტიზების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება
როგორც ირკვევა, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მიმდინარეობდა სხვა საქმესთან დაკავშირებით დამატებითი გამოძიება და კონკრეტული ჩვენებები ჰქონდა მიცემული სხვა მაღალი თანამდებობის პირს, ყოფილ თავდაცვის მინისტრს ბატონი ირაკლის წინააღმდეგ და ახალი ბრალის წარდგენასაც ლოგიკურად იგი მოელოდა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას.
13 სექტემბერი 2026, 20:59
მსოფლიო
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება საქსონია-ანჰალტის მხარის არჩევნებში - ბრიუსელის მარცხი გერმანიაში. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
უამრავი ხელოვნური ბარიერის, ზეწოლის და აკრძალვის მცდელობის მიუხედავად, რეგიონულ არჩევნებში პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება და მისი სწრაფად მზარდი რეიტინგი აჩვენებს, რომ გერმანიასა და მთლიანად ევროკავშირში ბრიუსელის ცენტრალიზებული პოლიტიკით უკმაყოფილება ყოველდღიურად იზრდება.
13 სექტემბერი 2026, 20:58
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე: ვხედავთ, რომ ის აღმოჩნდა ისეთ პოლიტიკურ კამპანიაში, „ასავალ-დასავალთან“, „პატრიოტთა ალიანსთან“ და კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, რომლის მიზანიც არის საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანება
ყოველგვარ მორალს მიღმაა ისეთი ადამიანის ტრაგედიით სპეკულურება, როგორიც გახლდათ ზურაბ ლაზარე ჯორბენაძე, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის წერილებზე საუბრისას. მისი თქმით, ლაზარე ჯორბენაძის ადამიანის პირადი ტრაგედიის პოლიტიკაში გადატანა და ამით დივიდენდების მიღების მცდელობა ამორალურია.
13 სექტემბერი 2026, 20:40
პოლიტიკა
რატომ ჩადგა ყოფილი პრემიერი თავისი ყოფილი გუნდის ოპოზიციაში - ღარიბაშვილის მეტამორფოზა. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
რატომ ჩადგა ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარი ყოფილი გუნდის ოპოზიციაში - წერილები ციხიდან გრძელდება და უმძიმესი ბრალდებები ისევ ისმის.
13 სექტემბერი 2026, 20:33
პოლიტიკა
ამირან სალუქვაძე ბარამიძის განცხადებაზე: კონკრეტულ მიზანს ემსახურება - არ შედგეს დიალოგი, არ შედგეს საუბარი ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და ოსებს შორის
ტყვე რას ნიშნავს? ტყვე არის, რომელიც ჩაგბარდა და წინააღმდეგობას აღარ გიწევს. ვინც გებრძვის იარაღით, იმას ესვრი და კლავ, ეს დანაშაულად არ ითვლება. რა მომენტიდანაც ის [ტყვე] ჩაგბარდა, მის უფლებებს იცავს საერთაშორისო სამართალი, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში სამხედრო ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ გიორგი ბარამიძის განცხადებაზე საუბრისას, რომელმაც თქვა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ. ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ბარამიძის შემთხვევა იქნება გამაფრთხილებელი სხვებისთვის და მსგავსი განცხადების გაკეთებამდე ასჯერ დაფიქრდებიან.


