უზბეკეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: უზბეკეთის პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს
შავკატ მირზიოევი ირაკლი კობახიძე
ფოტო: უზბეკეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან გამართული მოლაპარაკებების დროს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილა. ინფორმაციას უზბეკეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვიწრო ფორმატში და ოფიციალური დელეგაციების მონაწილეობით მოლაპარაკებები გამართეს. ჩვენი ქვეყნის მეთაურმა აღნიშნა, რომ უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ორ ათწლეულზე მეტხანს არ განხორციელებულა და მას უზბეკეთ-საქართველოს ურთიერთობების თვისებრივად ახალ საფეხურზე ასაყვანად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. შეხვედრაზე განიხილეს პრაქტიკული თანამშრომლობის გაფართოების საკითხები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, სატრანსპორტო-სატრანზიტო, ტურისტულ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უზბეკური მხარის განცხადებით, გასულ წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 270 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო მიმდინარე წელს ამ მაჩვენებელმა 100 მილიონ დოლარს უკვე მიაღწია.
მირზიოევი და კობახიძე შეთანხმდნენ გააფორმონ ცალკე „საგზაო რუკა“, რომელიც უახლოეს წლებში სავაჭრო ბრუნვას 1 მილიარდ დოლარამდე გაზრდის, ვაჭრობაში არსებულ დისბალანსს აღმოფხვრის, სასურველი პროდუქციის იმპორტ-ექსპორტს გაზრდის და სამრეწველო გამოფენების გამართვას შეუწყობს ხელს.
ყველა სიახლე
03 ივლისი 2026, 14:42
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლებიც მოიცავს საფინანსო და საბაჟო სფეროში თანამშრომლობას
საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლებიც მოიცავს საფინანსო და საბაჟო სფეროში თანამშრომლობას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
03 ივლისი 2026, 14:42
მსოფლიო
Reuters: მონაკოში აფეთქების საქმეზე, რა დროსაც სანქცირებული უკრაინელი ბიზნესმენი მძიმედ დაიჭრა, ეჭვმიტანილი ქალია
მონაკოში რამდენიმე დღის წინ მომხდარი აფეთქების საქმეზე, რის შედეგადაც მძიმედ დაშავდნენ ბიზნესმენი უკრაინიდან ვადიმ ერმოლაევი, მისი მეუღლე და შვილი, სამართალდამცველები ქალს ეძებენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
03 ივლისი 2026, 14:41
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი ბოკუჩავას განცხადებაზე: ორი წლის თავზე გვაგებინებენ, რომ იტყუებოდნენ, ტყუილებზე აგებული პოლიტიკა აქვთ შიდა პარტიულ წესდებაშიც კი
ტყუილებზე აგებული პოლიტიკა აქვთ შიდა პარტიულ წესდებაშიც კი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა „ნაცმოძრაობაზე“ საუბრისას. დეპუტატი გამოეხმაურა თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომ პარტიის მაშინდელი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელებული ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალური არ იყო.
03 ივლისი 2026, 14:40
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: უზბეკეთის დელეგაციასთან შეხვედრებისას აქცენტი გაკეთდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მნიშვნელობაზე - არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ უზბეკეთისთვისაც, რადგან მას უდიდესი მნიშვნელობა ექნება, ზოგადად, შუა დერეფნის კონტექსტში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, უზბეკეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრა შედგა უზბეკეთის დელეგაციის წევრ მინისტრებთან. მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს.
03 ივლისი 2026, 14:40
პოლიტიკა
ლაშა ფარულავა: სამწუხაროდ, კონკრეტულმა ჯგუფმა, ელიტას რომ წარმოადგენს, ე.წ. ბაბლმა, ლევან ხაბეიშვილთან თანამშრომლობა არ მოინდომა
„სამწუხაროდ, კონკრეტულმა ჯგუფმა, ელიტას რომ წარმოადგენს, ე.წ. ბაბლმა, ლევან ხაბეიშვილთან თანამშრომლობა არ მოინდომა. ფიქრობდნენ, რომ ის იყო ოპოზიციის ერთიანი სიისთვის მთავარი პრობლემა“, - აღნიშნა ფარულავამ.
03 ივლისი 2026, 14:38
პოლიტიკა
ოპოზიცია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს ირანში დაკრძალვაზე ჩასვლის გამო აკრიტიკებს, იმავეს სომხეთის პრემიერ-მინისტრზე არ ამბობს: რა ჩემი გადასაწყვეტია უცხო ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ან უცხო ქვეყნის ლიდერის კრიტიკა, რომელთანაც თანამშრომლობას ვაპირებ
რადიკალების ნაწილი ნიკოლ ფაშინიანს არ აკრიტიკებს, მეორე ნაწილი კი არ უარყოფს, რომ ირანის როლი რეგიონში მნიშვნელოვანია თუმცა ირანში ლიდერების ჩასვლას ეწინააღმდეგება.
03 ივლისი 2026, 14:29
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: აქვეყნებენ რეიტინგებს, რომ ყველა მიმართულებით მოწინავე პოზიციებზე ვართ და კიდევ ჩვენ გვეუბნებიან, რომ უკუსვლის პროცესში ვართ
აქვეყნებენ რეიტინგებს, რომ მოწინავე პოზიციებზე ვართ ყველა მიმართულებით და კიდევ ჩვენ გვეუბნებიან, რომ უკუსვლის პროცესში ვართ, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა. დეპუტატი გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ გაფრთხილებას, რომ „საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ პირობებში, დემოკრატიული უკუსვლის და ანტიევროპული, რუსული სტილის დეზინფორმაციის გამო, ქვეყანა ევროკავშირში გაწევრების გზას შორდება“.
03 ივლისი 2026, 14:26
სამართალი
სამეგრელოს პოლიციამ აბაშაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
03 ივლისი 2026, 14:24
სამართალი
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებული გიორგი მალანიას მამა: არ ვეთანხმებით ბრალს. ურეკავდა ადამიანი, რომელიც თვალით არ უნახავს და ეუბნებოდა, რომ უნდოდა მის მასწავლებელთან შეხვედრა და დალაპარაკება. ჩემი შვილის ბავშვობის მეგობარს არასათანადოდ ექცევაო, ჩემი ინფორმაციითო, აქედან გამომდინარე მინდა დაველაპარაკოო და წამომყევიო. არ გაჰყვა ჩემი შვილი
მე არ ვეთანხმებოდი არც პირველს ანუ შეუტყობინებლობას და არც ამას არ ვეთანხმები, რა თქმა უნდა. ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას საქართველოში, თუ საჭირო გახდება საზღვრებს გარეთაც. არ იცოდა, - განაცხადა გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებული გიორგი მალანიას მამამ, მერაბ მალანიამ.
03 ივლისი 2026, 14:24
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: სინამდვილეში, „კოლექტიურ იუკნევიჩიენებს“ არც ადამიანის უფლებები ადარდებთ და არც ევროპული ინსტიტუტების იმიჯი. ერთადერთი, მათი მოტივია, რამენაირად არეულობა გამოიწვიონ ჩვენს ქვეყანაში
სინამდვილეში, „კოლექტიურ იუკნევიჩიენებს“ არც ადამიანის უფლებები ადარდებთ და არც ევროპული ინსტიტუტების იმიჯი. ერთადერთი, მათი მოტივია, რამენაირად არეულობა გამოიწვიონ ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“.
03 ივლისი 2026, 14:21
სამართალი
„მიყვარხართ! მიყვარხართ!“ - გიგა ავალიანის დედის რეაქცია პროკურატურის გადაწყვეტილებაზე
გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე გიორგი მალანიასთვის ბრალდების წარდგენას სწორ გადაწყვეტილებას უწოდებს.
03 ივლისი 2026, 14:08
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა. პრეზიდენტმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატა სამძიმარი ირანში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.
03 ივლისი 2026, 14:03
ეკონომიკა
ჭიათურაში სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის კონკურსი გამოცხადდა
მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გამოაცხადა ქალაქ ჭიათურაში სპორტული ინფრასტრუქტურის განახლებისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად.
03 ივლისი 2026, 14:00
სამართალი
პროკურატურამ მოხელის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ მოხელის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
03 ივლისი 2026, 13:58
მსოფლიო
The Telegraph: აშშ-მა მოკავშირეები გააფრთხილა, რომ რუსეთმა, შესაძლოა, პოლონეთის ტერიტორიაზე პროვოკაცია მოაწყოს ნატოს რეაქციის შესამოწმებლად
აშშ-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, პოლონეთის ტერიტორიაზე შეიარაღებულ პროვოკაციას გეგმავდეს, რომლის მიზანიც ნატოს რეაქციის შემოწმებაა. ინფორმაციას The Telegraph-ი პოლონურ გამოცემა Onet-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
03 ივლისი 2026, 13:58
ეკონომიკა
ილია ვეკუას სახელობის თბილისის N42 საჯარო სკოლის ახალი შენობის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისის №42 საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად კონკურსი გამოაცხადა.
03 ივლისი 2026, 13:18
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ჩვენი მიზანია, შევქმნათ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს დააკავშირებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა თურქეთის საზღვაო სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თურქეთის ქალაქ სტამბოლში გაიმართა.
03 ივლისი 2026, 13:13
სამართალი
პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე გიორგი მალანიას ბრალდება წარუდგინა
გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
03 ივლისი 2026, 13:08
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი იტალიის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილეს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი იტალიის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილეს ედოარდო რიქსს შეხვდა. შეხვედრა თურქეთში, საზღვაო სამიტის ფარგლებში გაიმართა.


