ეკა სეფაშვილი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციის ავტორმა აღიარა, რომ არასანდო წყაროებით ისარგებლა. მსგავსი პოლიტიკურად მოტივირებული დეკლარაცია ემსახურება საქართველოს მტრების, მათ შორის რუსეთის ფედერაციის, ინტერესებს
ეკა სეფაშვილი
ფოტო: ხალხის ძალა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ჰააგაში იმყოფება, სადაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიური სესია მიმდინარეობს. პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი სესიაზე სიტყვით გამოვიდა და ყურადღება გაამახვილა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაზე საქართველოს შესახებ.
დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ დოკუმენტი ემყარება ცრუ ბრალდებებსა და არასანდო წყაროებს.
სეფაშვილმა თქვა ისიც, რომ დეკლარაცია სრულად ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირის ანგარიშს საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებაც. დეპუტატმა აღნიშნა, რომ მსგავსი ნაბიჯები ემსახურება საქართველოს მტრების ინტერესებს:
„ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ქმნის ნოყიერ ნიადაგს რეალობის არასწორად აღქმისა და საქართველოს შესახებ მცდარი წარმოდგენების ჩამოყალიბებისთვის. ამგვარი მიდგომით საფრთხე ექმნება თანამშრომლობასა და უსაფრთხოებას“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
დეპუტატმა ასამბლეის მონაწილეებს მოუწოდა, რეალობის ზუსტი ასახვით მეტი ძალისხმევა ჩაიდოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვაში. აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს შესახებ უსამართლო დეკლარაცია ორმაგი სტანდარტების ამსახველი მიდგომაა.
„ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო კოლეგებო, ნება მომეცით, თქვენი ყურადღება მივაპყრო იმ უცნაურ ვითარებას, რომელიც საქართველოს გარშემო იქმნება. დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა იღებს დეკლარაციას, რომელიც ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) ანგარიშს საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ — ანგარიშს, რომელიც ცალსახად დადებითი იყო. უფრო მეტიც, დეკლარაციის ერთ-ერთი პუნქტი ეყრდნობა „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს, რომელიც მხოლოდ ბრალდებებზე მიუთითებს. ამასთანავე, თავად ანგარიშის ავტორმა აღიარა, რომ არასანდო წყაროებით ისარგებლა. მსგავსი პოლიტიკურად მოტივირებული დეკლარაცია ემსახურება საქართველოს მტრების, მათ შორის რუსეთის ფედერაციის ინტერესებს. ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ქმნის ნოყიერ ნიადაგს რეალობის არასწორად აღქმისა და საქართველოს შესახებ მცდარი წარმოდგენების ჩამოყალიბებისთვის. დღეს, როდესაც მსოფლიო საზოგადოება შეიარაღებული კონფლიქტების მძიმე შედეგების წინაშე დგას და თითოეულ სახელმწიფოს უსაფრთხოების პრობლემებთან გამკლავება უწევს, მსგავსი დამოკიდებულება და ორმაგი სტანდარტები მხოლოდ აუარესებს გლობალურ სტაბილურობასა და მშვიდობას. ამგვარი მიდგომით საფრთხე ექმნება თანამშრომლობასა და უსაფრთხოებას. ამიტომ, ყველამ უნდა ვიფიქროთ საფრთხეების დეესკალაციაზე და მეტი ძალისხმევა მივმართოთ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დასაცავად — საერთაშორისო სამართლისა და დემოკრატიული სტანდარტების პატივისცემით, ასევე რეალობის ზუსტად ამსახველი ფაქტების სათანადო გათვალისწინებით“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
ყველა სიახლე
08 ივლისი 2026, 15:26
მსოფლიო
Reuters: ტრამპის განცხადების შემდეგ ნავთობი 6%-ზე მეტით გაძვირდა და ორკვირიან მაქსიმუმს მიაღწია
ნავთობის ფასები 6%-ზე მეტით გაიზარდა და ბოლო ორი კვირის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან კონფლიქტის დასრულების შესახებ გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი „დასრულებულია“, რამაც ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობის მიწოდების შეფერხების შიშები კვლავ გააძლიერა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
08 ივლისი 2026, 15:21
საზოგადოება
ცესკოში საარჩევნო ჟურნალის „არჩევნები 360˚“ პრეზენტაცია გაიმართა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ჟურნალის „არჩევნები 360˚“ პრეზენტაცია გაიმართა, - ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
08 ივლისი 2026, 15:12
საზოგადოება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით სამშენებლო სექტორისა და პროფესიული განათლების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა
დღეს სამშენებლო კომპანიები კვალიფიციური კადრების დეფიციტს განიცდიან, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არსებობენ პროფესიული სასწავლებლები, რომლებიც სწორედ ამ მიმართულებით ამზადებენ სპეციალისტებს. ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზანია ერთმანეთთან უფრო მჭიდროდ დავაკავშიროთ ბიზნესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ბიზნესისა და პროფესიული კოლეჯების შეხვედრის შემდეგ.
08 ივლისი 2026, 15:03
პოლიტიკა
მაია ბითაძე: 39 ხმით გატანილი ჯო უილსონის ცრუ და მიკერძოებული რეზოლუცია საქართველოს შესახებ წინასწარ დაწერილი და გათამაშებული სცენარია
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ „ჰააგის დეკლარაციის“ მიღებას, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც მოიცავს.
08 ივლისი 2026, 14:57
სამართალი
სასაზღვრო პოლიციამ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
08 ივლისი 2026, 14:52
მსოფლიო
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში პორტუგალიის დელეგაციის ხელმძღვანელი: ოდირი ყურადღებას ამახვილებს დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესში მეტი გამჭვირვალობისა და კოორდინაციის აუცილებლობაზე
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მოლდოვასა და სომხეთში ჩატარებული არჩევნები განიხილეს. როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში პორტუგალიის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პაულა კარდოზუმ განაცხადა, ოდირი ყურადღებას ამახვილებს დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესში მეტი გამჭვირვალობისა და კოორდინაციის აუცილებლობაზე.
08 ივლისი 2026, 14:50
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების ბელგრადის დეკლარაციას მიუერთდა
საქართველოს პარლამენტი ბელგრადის დეკლარაციას მიუერთდა, რომელიც სერბეთის რესპუბლიკაში გამართული ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა საინაუგურაციო კონფერენციის ფარგლებში მიიღეს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
08 ივლისი 2026, 14:49
ეკონომიკა
ბრიტანული საინვესტიციო კომპანია Ashmore Group-ის წარმომადგენელი: მივესალმებით და ინტერესით ველოდებით სებ-ის ნებისმიერ ახალ ინიციატივას, რაც ბაზრის ლიკვიდობას უფრო გაზრდის და მეტ უცხოელ ინვესტორს მოიზიდავს
მისასალმებელი და თვალშისაცემია საქართველოს კაპიტალის ბაზრის ასე სწრაფად განვითარება, განსაკუთრებით ობლიგაციების ბაზრის ლიკვიდობის მიმართულებით, - განაცხადა ბრიტანული საინვესტიციო კომპანია Ashmore Group-ის წარმომადგენელმა ადრიან პეტრეანუმ სებ-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე.
08 ივლისი 2026, 14:48
მსოფლიო
მედია: ევროპარლამენტარები FIFA-ს პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიების ჩატარებას ითხოვენ
ევროპარლამენტარების ჯგუფი FIFA-ს პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს საქმიანობის გამოძიებას ითხოვს, მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ უპრეცედენტო გადაწყვეტილებით გააუქმა აშშ-ის ნაკრების თავდამსხმელის ფოლარინ ბალოგანის მიერ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე მიღებული დისკვალიფიკაცია. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.
08 ივლისი 2026, 14:47
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინდექსებზე დაფუძნებული საინვესტიციო პროდუქტების განვითარების პერსპექტივებზე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა
საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების პერსპექტივა - ინდექსები და ბირჟაზე ვაჭრობადი საინვესტიციო ფონდები“ გაიმართა.
08 ივლისი 2026, 14:45
მსოფლიო
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მოლდოვის წარმომადგენელი: მიუხედავად ყველა გამოწვევისა, დემოკრატიამ მდგრადობა გამოავლინა და ხალხის ნებამ გაიმარჯვა. ჩვენ კვლავაც ერთგული ვრჩებით სამშვიდობო პროცესის წინსვლისა და ჩვენს რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის
როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეიაში მოლდოვის წარმომადგენელმა იგორ კირიაკმა განაცხადა, არჩევნებში გაიმარჯვა ხალხის ნებამ.
08 ივლისი 2026, 14:44
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ეს ხალხი ანაკლიასთან მიმართებით ყველაზე ნაკლებად უნდა ჩანდეს და საუბრობდეს. ძალიან კარგად დასრულდა ყველაფერი, რომ მათ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების საშუალება არ მიეცათ
ეს ხალხი ანაკლიასთან მიმართებით ყველაზე ნაკლებად უნდა ჩანდეს და საუბრობდეს. ძალიან კარგად დასრულდა ყველაფერი, რომ მათ არ მიეცათ საშუალება ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე საუბრისას.
08 ივლისი 2026, 14:43
სპორტი
სპორტის სამინისტრომ წყალსათხილამურო სპორტის ფედერაციას საერთაშორისო სტანდარტების ორი ახალი კატარღა გადასცა
სპორტის სამინისტრომ წყალსათხილამურო სპორტის ფედერაციას საერთაშორისო სტანდარტების ორი ახალი კატარღა გადასცა.
08 ივლისი 2026, 14:41
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობის“ ეს მოქმედებები სერიოზულ კონკურენციას უწევს სხვადასხვა ტიპის სერიალებს. ერთ უჯარო გენერალს მეორე უჯარო გენერლით თუ ჩაანაცვლებ, აქ არაფერი შეიცვლება
„ნაცმოძრაობის“ ეს მოქმედებები სერიოზულ კონკურენციას უწევს სხვადასხვა ტიპის სერიალებს, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას.
08 ივლისი 2026, 14:31
სამართალი
უფლებადამცველ ირინე ფერაძის შეურაცხყოფის საქმეზე სასამართლომ იმედა ქათამაძის საქმე განიხილა
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ განიხილა იმედა ქათამაძის საქმე. მან სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა უფლებადამცველ ირინე ფერაძეს.
08 ივლისი 2026, 14:30
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ ყრილობა ივლისის ბოლოს ჩაინიშნება
მიხეილ სააკაშვილმა სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა თვის ბოლოს ჩაინიშნება. სააკაშვილის პრაქტიკულად ახალი პარტიის აშენებას აანონსებს და წერს, რომ შეიქმნება რეფორმატორთა საბჭო, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს, აღმასრულებელი მდივანი კი ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება.
08 ივლისი 2026, 14:30
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ წლების განმავლობაში თავზე იმხობდა კონსტიტუციას, ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს. თავმჯდომარის სახელსა და გვარს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ის დნმ-ი, რაც აქვს ამ ე.წ. პოლიტიკურ პარტიას
თავმჯდომარის სახელსა და გვარს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ის დნმ-ი, რაც აქვს ამ ე.წ. პოლიტიკურ პარტიას, რომელიც პირდაპირ მიმართულია მტრულად ჩვენი ქვეყნის მიმართ, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებულ პროცესებზე.
08 ივლისი 2026, 14:26
მსოფლიო
ტრამპი: გრენლანდია ძალიან მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის და არა დანიისთვის
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ანკარაში ნატოს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ გრენლანდია ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკისთვის და არა დანიისთვის.
08 ივლისი 2026, 14:24
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: საქართველო ყალიბდება შუა დერეფნის სავაჭრო, ეკონომიკურ და ციფრულ ჰაბად. ეს საკითხები ჩემს ყველა შეხვედრაზე აღინიშნა
საქართველო ყალიბდება შუა დერეფნის სავაჭრო, ეკონომიკურ და ციფრულ ჰაბად. ეს საკითხები ჩემს ყველა შეხვედრაზე აღინიშნა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.
08 ივლისი 2026, 14:23
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-12 მინისტერიალის ფარგლებში აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს, უნგრეთის ეკონომიკის და ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს და რუმინეთის ენერგეტიკის სამინიტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა
შეხვედრაზე „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა პროექტის მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს, მათ შორის, ისაუბრეს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევასთან დაკავშირებით, ასევე პროექტის განვითარების შემდგომ ნაბიჯებზე.


