11 ივლისი 2026, 16:27 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: სომხეთი შესაძლოა ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, სადაც დაპირებული „დივერსიფიკაცია“ მხოლოდ ერთ ცვლილებამდე დავა - ის რესურსები, რომლებზეც ეკონომიკა დგას, მნიშვნელოვნად გაძვირდება

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

„გაზს პოლიტიკური დეკლარაციები ვერ ჩაანაცვლებს, ხოლო ბინების გათბობა სუვერენიტეტზე გაკეთებული ხმამაღალი განცხადებებით არ მუშაობს,“ - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სომხეთის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც ამ ქვეყნის წინაშე დადგა მას შემდეგ, რაც ევრობიუროკრატებმა ოფიციალური ერევანი მსოფლიო ენერგეტიკული პროექტების დივერსიფიცირების ერთ-ერთ მთავარ რგოლად დაასახელეს.

დავით ქართველიშვილი მიიჩნევს, ნეგატიური პროცესები გარდაუვალია და სომხეთის მთავრობას მოსახლეობისთვის მოუწევს იმის ახსნა, თუ რატომ გაიზარდა გაზის გადასახადი, რატომ კარგავენ საწარმოები კონკურენტუნარიანობას და რატომ ეკისრება ეკონომიკას დამატებითი ხარჯები.

„რუსული სანქციების მესამე თვე სულ უფრო მკაფიოდ იქცევა უსიამოვნო გამოცდად მთელი იმ ევრო-„დივერსიფიკაციის“ კონცეფციისთვის, რომელსაც სომხეთის ხელისუფლება ბოლო წლებში თითქმის ყველა ეკონომიკური და გეოპოლიტიკური პრობლემის უნივერსალურ გამოსავლად წარმოაჩენდა. რეალობა გაცილებით პროზაული აღმოჩნდა: გაირკვა, რომ სიტყვა „დივერსიფიკაციის“ წარმოთქმა ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ახალი გასაღების ბაზრების შექმნა, ახალი ლოჯისტიკური ჯაჭვების ჩამოყალიბება და უცხოელი მომხმარებლების დარწმუნება, რომ სომხური პროდუქცია იმავე მოცულობით შეიძინონ, რასაც ათწლეულების განმავლობაში რუსული ბაზარი უზრუნველყოფდა.

ჩვენ გვაქვს ამის მწარე გამოცდილება და ვიცით, რაზეც ვსაუბრობთ. ევროპული სუპერმარკეტები დღემდე არ არის სავსე სომხური ხილითა და ბოსტნეულით - თუ არ ჩავთვლით ევროკომისარ მარტა კოსის მიერ შეძენილ გარგრის მურაბის ორ ქილას. ბრიუსელი კვლავაც წარმოთქვამს ლამაზ სიტყვებს პარტნიორობაზე, თუმცა არ ჩქარობს იმ ბაზრის ჩანაცვლებას, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში სომხეთის ეკონომიკის მთელ დარგებს ასაზრდოებდა. მაგრამ თუ აგროსექტორის პრობლემების დამალვა გარკვეული დროით ჯერ კიდევ შესაძლებელია სტატისტიკური მანიპულაციებითა და ოპტიმისტური პრესრელიზებით, ენერგეტიკა სრულიად სხვა საკითხია.

გაზს პოლიტიკური დეკლარაციები ვერ ჩაანაცვლებს, ხოლო ბინების გათბობა სუვერენიტეტზე გაკეთებული ხმამაღალი განცხადებებით არ მუშაობს. რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების სწრაფად შემცირების შესახებ ყველა საუბარი თანდათან ეჯახება მკაცრ რეალობას: ალტერნატივები ან საერთოდ არ არსებობს, ან მხოლოდ პოლიტიკური პროგრამებისა და კონფერენციების ფურცლებზეა წარმოდგენილი. გაზსადენები თითის ერთი დაქნევით არ შენდება, ხოლო მრავალწლიანი დამოკიდებულება არსებულ ინფრასტრუქტურაზე ერთი პრესკონფერენციის შემდეგ არ ქრება.

განსაკუთრებით სიმბოლურია მსჯელობა აზერბაიჯანიდან ან თურქეთის გავლით გაზის შესაძლო მიწოდებაზე. ჯერ კიდევ გუშინ სომხური პოლიტიკური კლასის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ ქვეყნებს ეროვნული უსაფრთხოების მთავარ საფრთხეებად წარმოაჩენდა. დღეს კი იგივე მიმართულებები ენერგოდამოკიდებულებისგან ხსნის პოტენციურ საშუალებად სახელდება. თუმცა, თუნდაც პოლიტიკური წინააღმდეგობები გვერდზე გადავდოთ, რჩება მთავარი კითხვა: ვინ, რა მოცულობით და რა ფასად არის მზად სომხეთს საჭირო რაოდენობის გაზი მიაწოდოს? ამ კითხვაზე პასუხი დღემდე არ არსებობს. არსებობს მხოლოდ იმედი, რომ გეოპოლიტიკური სურვილები როგორღაც ეკონომიკურ რეალობად გადაიქცევა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის წარმოდგენების მიუხედავად, ვერც საზღვაო ნავსადგური გაჩნდება ევროპისკენ დამაკავშირებელ "უმოკლეს გზაზე", თორემ ამერიკულ გაზს მაინც მიაწვდიდნენ ნეო-ევროპელ სომხებს. საბოლოოდ ქვეყანა შეიძლება ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, სადაც დაპირებული „დივერსიფიკაცია“ მხოლოდ ერთ ცვლილებამდე დავა: ის რესურსები, რომლებზეც ეკონომიკა დგას, მნიშვნელოვნად გაძვირდება. სწორედ მაშინ ხელისუფლებას მოუწევს მოსახლეობისთვის ახსნა, რატომ გაიზარდა გაზის გადასახადი, რატომ კარგავენ საწარმოები კონკურენტუნარიანობას და რატომ ეკისრება ეკონომიკას დამატებითი ხარჯები. სწორედ მაშინ შეიძლება გაჟღერდეს ახალი ეპოქის მთავარი ფორმულა: „დიახ, ათასი კუბური მეტრი გაზი 600–650 ევრო ღირს. დიახ, ეს ძვირია. მაგრამ ასეთია სუვერენიტეტის ფასი“. პრობლემა ის არის, რომ სუვერენიტეტი, როგორც წესი, სახელმწიფოს უნარით იზომება გააძლიეროს საკუთარი ეკონომიკა და მოქალაქეთა კეთილდღეობა, და არა მოსახლეობის მზადყოფნით, უსასრულოდ გადაიხადოს გეოპოლიტიკური ექსპერიმენტების საფასური საკუთარი ჯიბიდან,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

11 ივლისი 2026, 17:22

რეგიონი

სოფელ ნოსტეში გიორგი სააკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული - „სააკაძეობა“ გაიმართა

„სააკაძეობა“ წლები არ ჩატარებულა და მერიის ორგანიზებით გასულ წელს აღდგა. გიორგი სააკაძის კოშკის მიმდებარედ მოეწყო ადგილობრივ მეწარმეთა ნამუშევრების გამოფენა/გაყიდვა. კულტურული და სპორტული ღონისძიებები.

11 ივლისი 2026, 17:19

სპორტი

შალვა გოგოლაძე: მნიშვნელოვანია და პატივია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ პირველად RAF-ი გამოვიდა ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთხელ აღიარება, აღიარება იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია ასეთი ტიპის სპორტული ფორუმების უმაღლეს დონეზე ჩატარება

მნიშვნელოვანია და პატივია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ პირველად RAF-ი გამოვიდა ჩვენს ქვეყანაში, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ.

11 ივლისი 2026, 17:18

საზოგადოება

საქართველოში დედის რძის პირველი ბანკი გაიხსნა

დღენაკლული და მაღალი რისკის ახალშობილების უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობისა და მათი ოპტიმალური ზრდა-განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ახალი პროგრამის განხორციელება დაიწყო.

11 ივლისი 2026, 16:54

მსოფლიო

მედია: ირანი მოლაპარაკებებს არ დაიწყებს, ვიდრე აშშ საკუთარ პოზიციებს არ შეცვლის

ირანი შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში არ შევა, ვიდრე ვაშინგტონი საკუთარ ამჟამინდელ პოზიციებს არ გადახედავს. ინფორმაციას ირანული მედია ირანის მოლაპარაკებების ჯგუფთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

თენგიზ შარმანაშვილი

11 ივლისი 2026, 16:34

პოლიტიკა

შარმანაშვილი „ტაბულას“ მიერ ესტონეთის მოქალაქის ეკლესიასთან მოშარდვის ფაქტის გაშუქებაზე: ამაზე მდაბალი ,,გაპრავება" გინახავთ? ასე ნუ დაიმცირებთ თავს, ქართველები ხართ მაინც, თუნდაც ფორმალურად

კერძოდ, „ტაბულა” წერს, რომ ესტონეთის მოსახლეობის 20 პროცენტს ეთნიკურად რუსები შეადგენენ და პოლიციის მიერ დაჯარიმებული აღნიშნული პირიც რუსულად მოსაუბრე იყო. დეპუტატი მოუწოდებს „ტაბულას” ასე ნუ დაიმცირებენ თავს.

11 ივლისი 2026, 16:25

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

11 ივლისი 2026, 16:25

მსოფლიო

ტრამპის თქმით, აშშ-ში ინვესტიციები იზრდება - ნამდვილი ეკონომიკური უსაფრთხოება არის ის, რაც წარმოებულია ამერიკაში

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქვეყანაში ინვესტიციების ზრდა შეინიშნება.

11 ივლისი 2026, 16:11

სპორტი

19 ივლისის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების საჯარო ჩვენება იმართება

მატჩების ჩვენებამადე კი აქტივობები ტარდება. იმ თარიღებში კი, როდესაც შეხვედრის ტრანსლირება არ იქნება, მოქალაქეებს მრავალფეროვანი სასმელისა და კვების ობიექტები, მოსასვენებელი სივრცეები, ფეხბურთის ფედერაციის ფანშოპი, კიბერფეხბურთის ფედერაციის ინტერაქციული ზონა დახვდება, პატარა გულშემატკივრებისთვის კი ცალკე გამოყოფილი სივრცეა.

11 ივლისი 2026, 16:09

კულტურა

ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმმა საფრანგეთში მოღვაწე ქართველ პიანისტს უმასპინძლა

ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმმა საფრანგეთში მოღვაწე ქართველ პიანისტს უმასპინძლა

11 ივლისი 2026, 16:05

სპორტი

RAF GEORGIA-ს მიმართ განსაკუთრებულად მაღალი ინტერესია როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო სპორტულ საზოგადოებასა და მედიაში

RAF GEORGIA-ს მიმართ განსაკუთრებულად მაღალი ინტერესია, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო სპორტულ საზოგადოებასა და მედიაში. ღონისძიება პირველად იმართება, ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ.

11 ივლისი 2026, 16:02

კულტურა

ქალაქ ვოლენდამში ნათია ახვლედიანის ფილმის „ომის გზაგამოვლილი ქალების“ პრემიერა გაიმართა

ქართველმა კინორეჟისორმა სადებიუტო ფილმი აფხაზეთს მიუძღვნა. სცენარისთვის გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ ჭუბერის ეპიზოდები გამოიყენა.

11 ივლისი 2026, 15:57

მსოფლიო

CNN: ირანის უზენაესი ლიდერი მამის მკვლელობისთვის „შურისძიებას“ ჰპირდება

ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ მისი მამის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობას „შურისძიება“ უნდა მოჰყვეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

პროკურატურა

11 ივლისი 2026, 15:46

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

გია აბაშიძე

11 ივლისი 2026, 15:45

პოლიტიკა

გია აბაშიძე „რადიო თავისუფლებაზე“: რაღაც გაუგონარ საფრთხეზე ლაპარაკობს ვიღაც რესპონდენტი, მედია კი ამის ტირაჟირებას ახდენს და ყველანაირად ცდილობს დააზიანოს ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები. ეს სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის მტრობა და უცხოეთის სპეცსამსახურების მსახურება

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება „რადიო თავისუფლების“ მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორ ნილ მაკფარლეინთან და აღნიშნავს, რომ „რაღაც გაუგონარ საფრთხეზე ლაპარაკობს ვიღაც რესპონდენტი, მედია კი ამის ტირაჟირებას ახდენს და ყველანაირად ცდილობს დააზიანოს ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები.“

11 ივლისი 2026, 15:39

სამართალი

კახეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, ხოლო ერთ-ერთმა მათგანმა ცივი იარაღის გამოყენებით არასრულწლოვანს დაზიანება მიაყენა.

11 ივლისი 2026, 15:35

სპორტი

RAF Georgia-ს ღონისძიების ნახვა მსურველებს პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ ეკრანზეც შეუძლიათ

ტელეკომპანია „იმედის“ პარალელურად, RAF GEORGIA-ს ღონისძიების ნახვა მსურველებს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ ეკრანზე შეუძლიათ, სადაც ასევე მსოფლიო ჩემპიონტს აჩვენებენ.

ჯაბა ხუბუა

11 ივლისი 2026, 15:32

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: ვარდენ მაჭავარიანი იშვიათი ჯიშის პოლიტიკური დოქსოპულო და უშუბლის ძარღვო პროვოკატორი გახლავთ, იგი ავრცელებდა დაუზუსტებელ ინფორმაციას, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც თბილისის ერთ-ერთ ტაძართან მოშარდა, რუსი ეროვნებისაა. ცხადია, ეს პროვოკაცია საქართველოში რუსოფობიის გაძლიერებასა და ქართველთა რელიგიურ და ეროვნულ გრძნობებზე თამაშს ემსახურებოდა

ვარდენ მაჭავარიანი იშვიათი ჯიშის პოლიტიკური დოქსოპულო და უშუბლის ძარღვო პროვოკატორი გახლავთ, რომელიც საქართველოში შოვინიზმისა და ნაციზმის ბაცილის გავრცელებით არის დაკავებული. იგი ავრცელებდა დაუზუსტებელ ინფორმაციას, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც თბილისის ერთ-ერთ ტაძართან მოშარდა, რუსი ეროვნებისაა, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.

დავით ქართველიშვილი

11 ივლისი 2026, 15:28

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: „რადიო თავისუფლებამ“ ბნელ ოთახში შავი კატა ვერ იპოვა, მისი არარსებობის გამო - მან თავად დახატა იგი კედელზე და ახლა მთელ სამხრეთ კავკასიას საკუთარი ნახატით შეშინებას სთავაზობს

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება „რადიო თავისუფლების“ მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორ ნილ მაკფარლეინთან და მედიასაშუალებას ინფორმაციული ზემოქმედების ტექნოლოგიების გამოყენებასა და ტენდენციურობაში ადანაშაულებს.

11 ივლისი 2026, 15:26

რეგიონი

ახალციხეში მერიის პირველობაზე მაგიდის ჩოგბურთში ტურნირი გაიმართა

ფინალურ შეხვედრებში გამარჯვებულები, მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა დააჯილდოვა. მონაწილეობა 18 წლის ზემოთ ასაკის მაგიდის ჩოგბურთის მოყვარულებმა მიიღეს.