ლევან მაჭავარიანის განცხადებით, გერმანია AFD-ს აკრძალვას მხოლოდ პოტენციური რიტორიკის გამო აპირებს, საქართველოს ხელისუფლებას კი 9-წლიანი რეჟიმის მიერ დადასტურებული წამების ფაქტების შემდეგ ეკითხება, თუ რატომ შეაქვს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში
ლევან მაჭავარიანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, გადაცემაში „პოსტ-ანალიტიკა“ საქართველოს ხელისუფლების მიმართ გერმანიის დამოკიდებულებაზე ისაუბრა და ასევე, ოპოზიციის ქმედებები შეაფასა, როგორც „მტრული საქმიანობა“ და „სამშობლოს ღალატი.“
მისი განცხადებით, მაშინ, როცა გერმანია ერთ-ერთი პარტიის, AFD-ის აკრძალვას მხოლოდ პოტენციური რიტორიკის გამო აპირებს, ამ დროს მათ გაკვირვებას იწვევს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება 9-წლიანი რეჟიმის წინააღმდეგ სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით. მაჭავარიანმა ვრცლად ისაუბრა ოპოზიციის მიერ ჩადენილ ქმედებებზე, რომელთა შორისაც საბოტაჟი, დივერსია, „შიგნით აქცია, გარეთ სანქცია“ და ბრიუსელში წერილების გაგზავნაც მოიაზრება, ყოველივე ეს კი, მისი თქმით, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯებია.
„მაგალითსაც მოვიყვან, ცოტა უტრირებულია, ზუსტად ამ საკითხთან მიმართებით არ არის, თუმცა, მიხვდებით პათოსი რა არის.
ერთ-ერთი გერმანელი ჟურნალისტი იყო ჩამოსული თბილისის თვითმმართველობის არჩევნებზე და თბილისის შტაბის უფროსი ვიყავი, კახი კალაძე იყო კანდიდატი და ბატონ კახის არ ეცალა, მასთან იყო ინტერვიუ ჩასაწერი. მე, როგორც შტაბის უფროსი, ჩავეწერე და ერთ-ერთი კითხვა იყო – მაშინ შეგვქონდა სარჩელი, თუ უკვე შეტანილი გვქონდა საკონსტიტუციო სასამართლოში აგენტურული პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით – და ამას როგორ აკეთებთო, გერმანელი მეკითხება. იცით რა მაინტერესებს-მეთქი, ჩვენ, საგამოძიებო კომისიიდან დაწყებული, დამთავრებული უამრავი მტკიცებულებების არსებობით და ეს წარსული ჩვენს წინ განვითარდა-თქო და შესაბამისად, რა თქმა უნდა, სხვა უფლება არ გვაქვს და მე კითხვა მაქვს - თქვენი პარტია AFD ყველაზე დიდი პარტიაა დღეს-თქო, ხომ? თქვენი ხელისუფლება ხომ კრძალავს, ხომ აპირებს AFD რომ აიკრძალოს? კი, ვაპირებთო და რაზე დაყრდნობით-მეთქი? - პოტენციურად ძალიან დიდ რისკებს შეიცავს AFD თავისი რიტორიკიდან გამომდინარეო და ვუპასუხე, ესე იგი, ჩვენ 9 წელი ფაქტებით და მტკიცებულებებით, ყველამ რაც ვიხილეთ და დადასტურებული რაც არის, სტრასბურგმა რაც დაადასტურა, რომ წამება სისტემატური იყო და ახალგაზრდების მკვლელობა, გაუპატიურებები, საძინებლებში თვალთვალი და ბიზნესის რეკეტი და ა.შ. მაგაზე გვეუბნები, რომ სარჩელი რატომ შეგვაქვს და თურმე, თქვენი ხელისუფლება რომ პოტენციურად საფრთხეს ხედავს იმ პარტიისგან, რომელსაც დღეს აბსოლუტურად არაფერი ჩაუდენია და მისი რიტორიკიდან დასკვნა რომ გამოაქვს, რომ შეიძლება ცუდი საქციელი ჩაიდინოს და მაგისთვის კრძალავს, კიდევ ჩვენ გვეკითხები, ჩვენ რატომ შეგვაქვს სარჩელი? ვერაფერი ვერ მიპასუხა, რა თქმა უნდა.
ზუსტად ანალოგიური არის ამ სიტუაციაშიც. რა თქმა უნდა, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ზუსტად იმავენაირად მოიქცეოდნენ, მინიმუმ, თუ უფრო მკაცრად არა, როგორი მიდგომაც არის საქართველოში. მე არ მინდა, რომ სამართლებრივ შეფასებაში შევიდე, ეს არ არის ჩემი სფერო და უფლებაც არ მაქვს, ხომ? მაგრამ პოლიტიკურად შემიძლია მე შევაფასო: როდესაც ამდენი წლის განმავლობაში საბოტაჟირების, ქაოსის შემოტანის, რევოლუციის დაგეგმვის გარდა არაფერს არ აკეთებ, ერთადერთი ლოზუნგი გაქვს, რომ შიგნით აქცია იყოს და გარედან სანქცია იყოს. პეტიციებს აგროვებდა, ხელმოწერებს, რომ ბიზნესი გაჩერდეს და ფუნქციონირება საერთოდ შეჩერდეს. აბულინგებ ელჩებიდან დაწყებული, იმით დამთავრებული, რომ არავინ არ იმუშაოს და დემარში მოუწყონ საკუთარ ქვეყანას და საბოტაჟი მოუწყონ და დივერსია და ასე შემდეგ. ამის გარდა, განუწყვეტლივ იმაზე საუბრობ, ისეთი მიმართულებებით და ისეთ ვითომ ექსპერტებს ისწრებ, რომ ისეთი მესიჯები გავრცელდეს, რომ რამენაირად ლარის კურსი გაიქცეს. აგენტურულ საქმიანობას აკეთებ და ესწრები ტრენინგებს აკერმანიდან დაწყებული, კანვასით დამთავრებული, როგორ უნდა შემოიტანო არა მხოლოდ მღელვარება, არამედ პირდაპირ ქუჩაში დაპირისპირება გადაიტანო.
მაკკეინის ინსტიტუტიდან გაიდლაინს იღებ, დიდი ამბით და აქ ტირაჟირებ, სადაც პირდაპირ წერია სამოქალაქო პროტესტი როგორ უნდა გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში და უკაცრავად, ძალიან დიდი ბოდიში, თუ საქმე არის აღძრული და იძიებენ ამ ყველაფერს, რა კვალიფიკაციაც აქვს მიცემული, ხომ?
პოლიტიკურად მე შემიძლია შევაფასო, რომ ეს არის სამშობლოს ღალატი პირდაპირ! თავისი იმ ბრიუსელში გაგზავნილი წერილებით – ჩვენ რომ გვეუბნებიან, რომ ევროინტეგრაცია არ გინდათო და რომ ეხვეწებოდნენ 24 წლის არჩევნების შემდეგ ბრიუსელს ხაზარაძის პარტია, გახარია, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახალი“, კოლექტიური აგენტურა ბატონ ბორელის, რომ ყველანაირი ურთიერთობა შეეჩერებინათ საქართველოში, ყველანაირი მოლაპარაკებები, ყველანაირი კავშირები, ყველანაირი დაფინანსება. ეს არის არასრული ჩამონათვალი, რაც ახლა მე გამახსენდა ამ 30 წამში და ამ ყველაფრის მერე უკვირთ მათ, რომ თურმე დაინტერესებული არიან შესაბამისი უწყებები – ეს იყო თუ არა მტრული საქმიანობა ქვეყნის მიმართ? რა თქმა უნდა, მტრული არის! ეს პოლიტიკურადაც შემიძლია შევაფასო და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სამართლებრივადაც ეს ყველაფერი ისე მოერგება იმ ჩარჩოში, რომ აბსოლუტურად არანაირი კითხვის ნიშანი არ დარჩეს.“- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ყველა სიახლე
29 აგვისტო 2026, 17:16
რეგიონი
ლენტეხის სოფელ საყდართან სარმის დროებით ხიდს ამონტაჟებენ
ლენტეხის სოფელ საყდართან სარმის დროებით ხიდს უკვე ამონტაჟებენ. მანამდე ამ გზაზე მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება, შემოვლითი გზით არის შესაძლებელი. სარმის დროებითი ხიდი ახალი ხიდის მშენებლობის დასრულებამდე უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის გადაადგილებას. ახლი ხიდის გასაკეთებლად კი სატენდერო პროცედურები უმოკლეს ვადებში დაიწყება.
29 აგვისტო 2026, 16:46
მსოფლიო
POLITICO: გერმანია პუტინთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ლაიფციგზე თავდასხმაში რუსეთის დადანაშაულებას გეგმავს
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ლაიფციგში დრონით განხორციელებული თავდასხმის მცდელობაში რუსეთის დადანაშაულებისთვის და „მასშტაბური“ სანქციების გამოცხადებისთვის ემზადება. ეს ნაბიჯი ბერლინის მიერ მოსკოვის მიმართ პოზიციის კიდევ უფრო გამკაცრებას ნიშნავს, იუწყება POLITICO.
29 აგვისტო 2026, 16:31
რეგიონი
სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგოდ ხე-მცენარეები სპეციალიზებული ტექნიკით დაამუშავა. წამლობა გორგილაძის, ზუბალაშვილის, ჯავახიშვილის, ფიროსმანის და ინასარიძის ქუჩებზე, ბიოლოგიური ინსექტიციდის (მოქმედი ნივთიერება Bacillus thuringiensis) გამოყენებით და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ჩატარდა. ღონისძიებები აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან და ბათუმის მერიასთან თანამშრომლობით განხორციელდა. სააგენტო მავნებლის საწინააღმდეგო სამუშაოებს მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით გააგრძელებს.
29 აგვისტო 2026, 16:01
მსოფლიო
ზელენსკის ოფისი: რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევზე, ოპერაციისთვის ემზადება
რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევსა და ჩერნიგოვზე, შესაძლო შეტევითი ოპერაციის რამდენიმე სცენარის მომზადება დაევალა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ პავლო პალისამ 28 აგვისტოს ჟურნალისტებთან დახურულ შეხვედრაზე.
29 აგვისტო 2026, 15:43
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: რუსეთის პოზიცია სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიულ კრახს ემსგავსება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რუსეთის მიერ სამხრეთ კავკასიაში გავლენის შემცირებასა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხზე მოსკოვის პოლიტიკას ეხმიანება.
29 აგვისტო 2026, 15:33
საზოგადოება
29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის
29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
29 აგვისტო 2026, 15:13
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: ბაღდათის მუნიციპალიტეტში სააგენტოს სპეციალისტები ყველა საფრთხის შემცველ უბანს სწავლობენ, ასევე, განსაზღვრავენ მოსალოდნელ რისკებს და ადგილზე გასცემენ რეკომენდაციებს აუცილებელი, გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად
სააგენტოს სპეციალისტები ყველა საფრთხის შემცველ უბანს სწავლობენ, ასევე, განსაზღვრავენ მოსალოდნელ რისკებს და ადგილზე გასცემენ რეკომენდაციებს აუცილებელი, გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიურ პროცესებს ეხება.
29 აგვისტო 2026, 14:52
მსოფლიო
უკრაინული მედია: კიევთან რუსეთის დრონით თავდასხმას საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქება მოჰყვა - დაიღუპა სულ მცირე 27 ადამიანი
უკრაინის კიევის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, რომელმაც საბრძოლო მასალის საცავში აფეთქებები და მასშტაბური ხანძარი გამოიწვია, სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა, 42 კი დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 14:40
მსოფლიო
BBC: პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება. ინფორმაციას BBC საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 14:40
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი რადიკალებზე: პოლიტიკური ქულების დაწერა უნდათ და რაც შეიძლება მალე. უნდათ, დააკნინონ ჩვენი ხელისუფლება და შეასუსტონ. ეს არის მათი მამოძრავებელი
„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ჭეიშვილი რადიკალების მიერ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მისივე თქმით, რადიკალების მიზანია, მაქსიმალურად დააზიანონ როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე - ხელისუფლების ნებისმიერ გადაწყვეტილება.
29 აგვისტო 2026, 14:36
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან, გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის
ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის, - განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა გიორგი სოსიაშვილმა ოპოზიციის აქტივისტის დავით ჩხეიძის განცხადებაზე საუბრისას, რომელიც მიიჩნევს, რომ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდები ციხეში უნდა ისხდნენ, რადგან ეს პოლიტიკურად მომგებიანია. ჩხეიძე უკმაყოფილოა, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.
29 აგვისტო 2026, 14:28
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი: ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები
ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები, ეს ჩანს პირდაპირ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძის განცხადებაზე, რომელიც მიიჩნევს, რომ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდები ციხეში უნდა ისხდნენ, რადგან ეს პოლიტიკურად მომგებიანია. ჩხეიძე უკმაყოფილოა, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.
29 აგვისტო 2026, 14:21
მსოფლიო
აშშ-ში ტრამპის გამოსვლების შესახებ წინასწარი ინფორმაციის გამოყენებით ვაჭრობისთვის თეთრი სახლის ყოფილ თანამშრომელი 172 000 დოლარით დააჯარიმეს
აშშ-ის სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიამ (CFTC) თეთრი სახლის სუფლიორის ყოფილ ოპერატორს გაბრიელ პერესს 172 539 დოლარის გადახდა დააკისრა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 14:17
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი დაურ ბუავას გარდაცვალებაზე: რადიკალური, აგენტურული ოპოზიცია ცდილობს, ყველა ტრაგედია საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. კიდევ ერთხელ კარგად ჩანს, თუ როგორ არ აინტერესებთ რადიკალებს არანაირი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენა
რადიკალური, აგენტურული ოპოზიცია ცდილობს, ყველა ტრაგედია საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. კიდევ ერთხელ კარგად ჩანს, თუ როგორ არ აინტერესებთ რადიკალებს არანაირი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა რადიკალების მიერ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გაკეთებული კომენტარების შეფასებისას.
29 აგვისტო 2026, 14:15
პოლიტიკა
ოპოზიციამ და მათმა აქტივისტებმა დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე წამოიწყეს კამპანია, რომ თითქოს ის მოკლეს
დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე ოპოზიციამ და მათმა აქტივისტებმა კამპანია წამოიწყეს, რომ თითქოს ის მოკლეს და არაერთ ვერსიას ასახელებდნენ, მათ შორის უკავშირებდნენ მის საქმიანობას. “ასეთი ადამიანების არსებობა და საქმიანობა, რუსეთს ძალიან არ აწყობს და ამიტომ, რეპუტაციულად ან ფიზიკურად ანადგურებენ. ცხადია დაურის გარდაცვალება, საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული”, -წერს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარამიძე. .
29 აგვისტო 2026, 13:50
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნა თუ ვინმეს აწყობდა, ეს იყო ის ოპოზიციური რადიკალური ჯგუფები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ რევოლუციის მოწყობას-რადიკალების ინტერესშია დაძაბულობის შენარჩუნება, ამიტომ ესხმიან თავს ყველას, ვინც პრეზიდენტს შეწყალებისთვის მიმართა
ყველაზე მეტად კონკრეტული ადამიანის, მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნა თუ ვინმეს აწყობდა, ეს იყო ის ოპოზიციური რადიკალური ჯგუფები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ რევოლუციის მოწყობას, - განაცხადა მედიასთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ.
29 აგვისტო 2026, 13:38
სამართალი
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოიპოვა და უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ მასალას, რაც სოციალური ქსელის საშუალებით დაზარალებულის მეუღლეს გაუგზავნა.
29 აგვისტო 2026, 13:16
სამართალი
შიდა ქართლის პოლიციამ ქარელში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცივი იარაღის გამოყენებით თანასოფლელს გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
29 აგვისტო 2026, 13:14
საზოგადოება
სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა
სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-14 კმ-ზე (სოფელი თვალივი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია და ამ დროისთვის გზის კმ13-კმ15 მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის
29 აგვისტო 2026, 13:00
რეგიონი
სოფელ ქვენატკოცასა და სოფელ აბანოში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს
ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვენატკოცასა და სოფელ აბანოში, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს. მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი ორივე სოფელში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.


