15 ივლისი 2026, 12:21 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის არარსებული საქართველო, ევროპელი მოგზაურებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება. ისინი საქართველოს ირჩევენ როგორც კულტურული, გასტრონომიული, სათავგადასავლო და ღვინის ტურიზმის მიმართულებას

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროპელი ტურისტების რაოდენობის ზრდის სტატისტიკას. ანალიტიკოსი წერს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 96 226 ვიზიტორი ჩამოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-იანი ზრდაა. ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ეს რიცხვები ეწინააღმდეგება ურსულა ფონ დერ ლაიენის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ:

„ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის არარსებული საქართველო, ევროპელი მოგზაურებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება. ევროპელები საქართველოს უფრო ხშირად ირჩევენ როგორც კულტურული, გასტრონომიული და ღვინის ტურიზმის მიმართულებას. ეს ჩვენთვის ახალი სამუშაო ადგილებისა და ტურისტული სექტორის გრძელვადიანი განვითარების მნიშვნელოვანი წყაროა,“ - წერს ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ტურისტების რაოდენობა გაიზარდა სხვა ქვეყნებიდანაც- ჩინეთიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან, ინდოეთიდან, უკრაინიდან. ქართველიშვილის სიტყვებით, ეს მეტყველებს საქართველოს ტურისტული ბაზრის მრავალფეროვნებაზე.

„ამასობაში, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის და მისი ფროილინებისთვის არარსებული საქართველო, ევროპელი მოგზაურებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება. 2026 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ქვეყანა არა მხოლოდ ინარჩუნებს ტურისტულ პოპულარობას, არამედ ახალ რეკორდებსაც ამყარებს.
იანვარ–მარტში (რაც გაგანია სეზონად ნამდვილად არ ჩაითვლება), საქართველოში 1 300 505 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით მეტია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ ვიზიტებიდან 997 529 ტურისტული ვიზიტი იყო, ანუ ვიზიტები, რომლებიც ღამისთევას მოიცავდა. ეს მაჩვენებელი საქართველოსთვის პირველი კვარტლის ისტორიული რეკორდია და 2025 წელთან შედარებით თითქმის 39 ათასი ტურისტით მეტს ნიშნავს.
ყველაზე შთამბეჭდავი სურათი ევროპული ბაზრის მიმართულებით იკვეთება. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 96 226 ვიზიტორი ჩამოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-იანი ზრდაა. ეს ნიშნავს, რომ ევროპელები საქართველოს სულ უფრო ხშირად ირჩევენ როგორც კულტურული, გასტრონომიული, სათავგადასავლო და ღვინის ტურიზმის მიმართულებას.
ბოლო წლებში ქვეყანამ მოახერხა ევროპული ბაზრისთვის საკუთარი თავის წარდგენა არა მხოლოდ როგორც უძველესი ისტორიისა და უნიკალური ბუნების მქონე სახელმწიფომ, არამედ როგორც თანამედროვე, უსაფრთხო და კონკურენტუნარიანმა ტურისტულმა დანიშნულებამ. სულ უფრო მეტ ევროპელს იზიდავს, საკუთარი თვალით ნახონ ქვეყანა, რომელიც "არ არსებობს" და მედგრად იგერიებს ევრობიუროკრატების შემოტევებს.
ცალკეული ქვეყნების სტატისტიკაც ამ ტენდენციას ადასტურებს. განსაკუთრებით მაღალი ზრდა დაფიქსირდა პოლონეთიდან, საიდანაც ვიზიტორთა რაოდენობა 19,9%-ით გაიზარდა. გერმანიიდან ჩამოსულთა რიცხვმა 6,4%-იანი ზრდა აჩვენა. მთლიანობაში კი ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ბაზარმა ჯერ კიდევ 2025 წელს 14%-იანი ზრდა დააფიქსირა, ხოლო 2026 წლის პირველ კვარტალში ეს ტემპი უკვე დაახლოებით 30%-მდე გაიზარდა. ეს მიუთითებს, რომ საქართველო ევროპულ ტურისტულ რუკაზე სულ უფრო მყარ პოზიციებს იკავებს.
არანაკლებ საინტერესოა სხვა საერთაშორისო ბაზრების შედეგებიც. ჩინეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა 44,4%-ით გაიზარდა, აზერბაიჯანიდან - 33,2%-ით, ისრაელიდან - 29,4%-ით, ინდოეთიდან - 14,6%-ით, ხოლო უკრაინიდან - 15,4%-ით. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ტურისტული ბაზარი თანდათან უფრო მრავალფეროვანი ხდება და აღარ არის დამოკიდებული მხოლოდ მეზობელ ქვეყნებზე.
ექსპერტები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ იზრდება არა მხოლოდ ვიზიტორთა რაოდენობა, არამედ იცვლება მათი გეოგრაფიაც. ევროპელი ტურისტები, როგორც წესი, ქვეყანაში უფრო დიდხანს რჩებიან და მეტ თანხას ხარჯავენ სასტუმროებში, რესტორნებში, ღვინის ტურიზმში, ექსკურსიებსა და შიდა გადაადგილებაზე. სწორედ ამიტომ, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ბაზრებიდან ტურისტების სწრაფი ზრდა საქართველოს ეკონომიკისთვის მხოლოდ სტატისტიკური წარმატება კი არა, დამატებითი სავალუტო შემოსავლების, ახალი სამუშაო ადგილებისა და ტურისტული სექტორის გრძელვადიანი განვითარების მნიშვნელოვანი წყაროა,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

პავლო პალისა

29 აგვისტო 2026, 16:01

მსოფლიო

ზელენსკის ოფისი: რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევზე, ოპერაციისთვის ემზადება

რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევსა და ჩერნიგოვზე, შესაძლო შეტევითი ოპერაციის რამდენიმე სცენარის მომზადება დაევალა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ პავლო პალისამ 28 აგვისტოს ჟურნალისტებთან დახურულ შეხვედრაზე.

დავით ქართველიშვილი

29 აგვისტო 2026, 15:43

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: რუსეთის პოზიცია სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიულ კრახს ემსგავსება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რუსეთის მიერ სამხრეთ კავკასიაში გავლენის შემცირებასა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხზე მოსკოვის პოლიტიკას ეხმიანება.

29 აგვისტო 2026, 15:33

საზოგადოება

29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის

29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

29 აგვისტო 2026, 15:13

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: ბაღდათის მუნიციპალიტეტში სააგენტოს სპეციალისტები ყველა საფრთხის შემცველ უბანს სწავლობენ, ასევე, განსაზღვრავენ მოსალოდნელ რისკებს და ადგილზე გასცემენ რეკომენდაციებს აუცილებელი, გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად

სააგენტოს სპეციალისტები ყველა საფრთხის შემცველ უბანს სწავლობენ, ასევე, განსაზღვრავენ მოსალოდნელ რისკებს და ადგილზე გასცემენ რეკომენდაციებს აუცილებელი, გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიურ პროცესებს ეხება.

29 აგვისტო 2026, 14:52

მსოფლიო

უკრაინული მედია: კიევთან რუსეთის დრონით თავდასხმას საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქება მოჰყვა - დაიღუპა სულ მცირე 27 ადამიანი

უკრაინის კიევის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, რომელმაც საბრძოლო მასალის საცავში აფეთქებები და მასშტაბური ხანძარი გამოიწვია, სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა, 42 კი დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ვლადიმერ პუტინი

29 აგვისტო 2026, 14:40

მსოფლიო

BBC: პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება. ინფორმაციას BBC საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირაკლი ჭეიშვილი

29 აგვისტო 2026, 14:40

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი რადიკალებზე: პოლიტიკური ქულების დაწერა უნდათ და რაც შეიძლება მალე. უნდათ, დააკნინონ ჩვენი ხელისუფლება და შეასუსტონ. ეს არის მათი მამოძრავებელი

„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ჭეიშვილი რადიკალების მიერ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მისივე თქმით, რადიკალების მიზანია, მაქსიმალურად დააზიანონ როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე - ხელისუფლების ნებისმიერ გადაწყვეტილება.

გიორგი სოსიაშვილი

29 აგვისტო 2026, 14:36

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან, გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის

ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის, - განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა გიორგი სოსიაშვილმა ოპოზიციის აქტივისტის დავით ჩხეიძის განცხადებაზე საუბრისას, რომელიც მიიჩნევს, რომ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდები ციხეში უნდა ისხდნენ, რადგან ეს პოლიტიკურად მომგებიანია. ჩხეიძე უკმაყოფილოა, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.

ირაკლი ჭეიშვილი

29 აგვისტო 2026, 14:28

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი: ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები

ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები, ეს ჩანს პირდაპირ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძის განცხადებაზე, რომელიც მიიჩნევს, რომ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდები ციხეში უნდა ისხდნენ, რადგან ეს პოლიტიკურად მომგებიანია. ჩხეიძე უკმაყოფილოა, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.

29 აგვისტო 2026, 14:21

მსოფლიო

აშშ-ში ტრამპის გამოსვლების შესახებ წინასწარი ინფორმაციის გამოყენებით ვაჭრობისთვის თეთრი სახლის ყოფილ თანამშრომელი 172 000 დოლარით დააჯარიმეს

აშშ-ის სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიამ (CFTC) თეთრი სახლის სუფლიორის ყოფილ ოპერატორს გაბრიელ პერესს 172 539 დოლარის გადახდა დააკისრა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დავით მათიკაშვილი

29 აგვისტო 2026, 14:17

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი დაურ ბუავას გარდაცვალებაზე: რადიკალური, აგენტურული ოპოზიცია ცდილობს, ყველა ტრაგედია საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. კიდევ ერთხელ კარგად ჩანს, თუ როგორ არ აინტერესებთ რადიკალებს არანაირი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენა

რადიკალური, აგენტურული ოპოზიცია ცდილობს, ყველა ტრაგედია საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. კიდევ ერთხელ კარგად ჩანს, თუ როგორ არ აინტერესებთ რადიკალებს არანაირი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა რადიკალების მიერ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გაკეთებული კომენტარების შეფასებისას.

29 აგვისტო 2026, 14:15

პოლიტიკა

ოპოზიციამ და მათმა აქტივისტებმა დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე წამოიწყეს კამპანია, რომ თითქოს ის მოკლეს

დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე ოპოზიციამ და მათმა აქტივისტებმა კამპანია წამოიწყეს, რომ თითქოს ის მოკლეს და არაერთ ვერსიას ასახელებდნენ, მათ შორის უკავშირებდნენ მის საქმიანობას. “ასეთი ადამიანების არსებობა და საქმიანობა, რუსეთს ძალიან არ აწყობს და ამიტომ, რეპუტაციულად ან ფიზიკურად ანადგურებენ. ცხადია დაურის გარდაცვალება, საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული”, -წერს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარამიძე. .

ცოტნე ანანიძე

29 აგვისტო 2026, 13:50

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნა თუ ვინმეს აწყობდა, ეს იყო ის ოპოზიციური რადიკალური ჯგუფები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ რევოლუციის მოწყობას-რადიკალების ინტერესშია დაძაბულობის შენარჩუნება, ამიტომ ესხმიან თავს ყველას, ვინც პრეზიდენტს შეწყალებისთვის მიმართა

ყველაზე მეტად კონკრეტული ადამიანის, მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნა თუ ვინმეს აწყობდა, ეს იყო ის ოპოზიციური რადიკალური ჯგუფები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ რევოლუციის მოწყობას, - განაცხადა მედიასთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ.

29 აგვისტო 2026, 13:38

სამართალი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოიპოვა და უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ მასალას, რაც სოციალური ქსელის საშუალებით დაზარალებულის მეუღლეს გაუგზავნა.

29 აგვისტო 2026, 13:16

სამართალი

შიდა ქართლის პოლიციამ ქარელში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცივი იარაღის გამოყენებით თანასოფლელს გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

29 აგვისტო 2026, 13:14

საზოგადოება

სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა

სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-14 კმ-ზე (სოფელი თვალივი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია და ამ დროისთვის გზის კმ13-კმ15 მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის

29 აგვისტო 2026, 13:00

მსოფლიო

ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების განახლების საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს

ისლანდიელები რეფერენდუმში მონაწილეობენ, რათა გადაწყვიტონ, უნდა განაახლოს თუ არა ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, რომლებიც 13 წლის წინ შეწყდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

29 აგვისტო 2026, 13:00

რეგიონი

სოფელ ქვენატკოცასა და სოფელ აბანოში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვენატკოცასა და სოფელ აბანოში, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს. მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი ორივე სოფელში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

დავით ქართველიშვილი

29 აგვისტო 2026, 12:39

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ მგრძნობიარე დარტყმა მიაყენა სქემას, რომელიც წლების განმავლობაში უცხოელებისთვის ქვეყანაში ლეგალიზაციის ერთ-ერთ ყველაზე მარტივ გზად რჩებოდა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოში უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების წესის ცვლილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ახალი რეგულაციები ფიქტიური ქორწინებების გზით ქვეყანაში ლეგალიზაციის შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გაართულებს.

დიმიტრი მედვედევი

29 აგვისტო 2026, 12:37

მსოფლიო

მედვედევის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება ახალი მობილიზაციის გამოცხადებას არ გეგმავს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, მოსკოვი ახალი მობილიზაციის გამოცხადებას არ გეგმავს.