ირაკლი კობახიძე: ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში საშუალოდ 100 მილიონ დოლარს ხარჯავდნენ USAID-ის ხაზებით და ამდენივეს, დაახლოებით 100 მილიონ ევროს - ევროკავშირიდან, ეს იყო ძირითადად NGO-ების დაფინანსება, რაც არათუ სახელმწიფოს არ ხმარდებოდა, პირიქით, სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული
ირაკლი კობახიძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
სინამდვილეში საქართველოს ფეხზე დაყენებისთვის არაფერი არ კეთდებოდა, მაშინაც კი, როდესაც ამბობდნენ, რომ არავითარი პრობლემა არა ჰქონდათ ჩვენს ხელისუფლებასთან, ხალხთან, ქვეყანასთან. არაფერს არ აკეთებდნენ ქვეყნის ფეხზე დაყენებისთვის, იმავეს აკეთებენ ზუსტად ახლა მოლდოვაში, რომელიც არის უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკამ მოლდოვას 13, 5 მილიარდი დოლარით გაასწრო.
„მთელი უკრაინის ეკონომიკა არის დაახლოებით 200 მილიარდი დოლარი. ძალიან კარგად, ვინც ერკვევა ოდნავ მაინც ეკონომიკაში, კარგად იცის, რომ 200 მილიარდიან ეკონომიკაში ტრილიონებს არავინ არ ხარჯავს, მათ შორის აღდგენაზე. არ სჭირდება ტრილიონები აღდგენას, როცა შენი ეკონომიკა არის 200 მილიონი დოლარი. აბსურდია, ზოგადად აქ დეტალებში არც მინდა შევიდე. აქ ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ პრაქტიკას. მოლდოვის მაგალითი ავიღოთ. მე არ ვიცი არც ერთი შემთხვევა, სადაც კონკრეტული ძალები, ე.წ. დიფ სთეითი და მისი გავლენით მოქმედი სტრუქტურები შევიდნენ და ქვეყანა ააყვავეს. ასეთი მაგალითი არ არსებობს. მოლდოვა არის ქვეყანა, რომლის მოსახლეობა არის დაახლოებით 3 მილიონი არც კი. ძალიან მცირე მოსახლეობა აქვს მოლდოვას და იცით, ათასი ხმამაღალი განცხადება გაკეთდა მოლდოვასთან დაკავშირებით, აავსეს სესხებით და ეს სესხები მოგვიანებით მოლდოველი ხალხის გასასტუმრებელი იქნება. რა ხდება ამ დროის განმავლობაში - ბოლო 3 წლის განმავლობაში მოლდოვის რეალური ეკონომიკა შემცირდა. ერთმანეთს რომ შევადაროთ საქართველოს და მოლდოვის ეკონომიკები, ჩვენ მოლდოვას გავასწარით ამ პერიოდის განმავლობაში 13,5 მილიარდი დოლარით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ოპონენტების განცხადებები, თითქოს კანდიდატის სტატუსი თეორიულად ქვეყნის ეკონომიკის აყვავებას ნიშნავდა, მოლდოვის და უკრაინის ეკონომიკის მაგალითზეც გამოჩნდა.
„სად ნახა ვინმემ მოლდოვის აყვავება? სადაც აგენტურა მართავს ქვეყანას, იქაც კი არასდროს „დიფ სთეითი“ არ ზრუნავს შესაბამისი ქვეყნის ფეხზე დაყენებაზე. მოლდოვის მაგალითი არის საუკეთესო მაგალითი. მიდგომა რა არის, რომ შეიძლება შენი ხალხი მართავდეს ქვეყანას, მაგრამ ის ხელისუფლებაც არ უნდა იყოს ბოლომდე წელში გამართული. იგივე მაგალითი იყო საქართველოს ხელისუფლების მაგალითიც. იცით, რომ სააკაშვილი იყო ჩვეულებრივი უცხოელი აგენტი, პირდაპირ გარედან იმართებოდა და ყველა დავალებას ასრულებდა, მათ შორის ომი დაიწყო 2008 წელს გარე დავალებით, მაგრამ იქაც რა ხდებოდა, ისეთ დავალებებს აძლევდნენ, რომლის შესრულების შემდეგ ის ხელისუფლება ვერასდროს იქნებოდა წელში გამართული. ვგულისხმობ რას - ეს იყო მაგალითად, ის მდგომარეობა, რაც იყო ციხეებში, ეს იყო ომის დაწყების დავალება, ეკონომიკაც, როგორც მოგეხსენებათ, არ ყვაოდა იმ პერიოდში და იცით, რომ დაახლოებით 28 მილიარდი ლარი იყო საქართველოს ეკონომიკა მაშინ, როდესაც დღეს 100 მილიარდ ლარს უკვე კარგად გადავაჭარბეთ. ანუ აგენტურაც კი არ უნდა იყოს ფეხზე ძლიერად, რომ რაღაც თავში არ გადაუტრიალდეს. ეს არის მარტივი მიდგომა. ხომ ამბობენ, რომ მოლდოვასთან ყველაფერი კარგად აქვთ, მოლდოვის ფეხზე დაყენებას არ სჭირდება არაფერი. რა ფულსაც ყრიან სხვა მიმართულებით, რა ფულს იხდიან მაგალითად უკრაინის ომის დაფინანსებაში, იგივე ფული რომ დაეხარჯათ უკრაინის აღორძინებაზე თავის დროზე, ვიდრე ეს ომები დაიწყებოდა, უკრაინა დღეს იქნებოდა ბოლომდე წელში გამართული ქვეყანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ფული რომ დაეხარჯათ რეალურად საქართველოზე, საქართველოს ფეხზე დაყენებას არაფერი არ სჭირდებოდა.
„სჭირდებოდა კაპიკები იმასთან შედარებით, რა ფულიც იხარჯება დღეს მაგალითად უკრაინაში ომის დაფინანსებაზე. წარმოვიდგინოთ, რომ ეს ომი არ არსებობდა და ეს თანხები თეორიულად მოხმარდა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის წელში გამართვას, ეკონომიკის ფეხზე დაყენებას, რა თქმა უნდა, უზარმაზარი ეფექტი ექნებოდა ამ ყველაფერს. მაგრამ მიდგომა არის ასეთი, რომ მნიშვნელობა არ აქვს, შენი აგენტურა მართავს თუ არა ამა თუ იმ ქვეყანას, არც ერთი სახელმწიფო და არც ერთი ხელისუფლება არ უნდა იდგეს ფეხზე. სინამდვილეში არავინ დახმარებია რეალურად ჩვენს ქვეყანას მთელი ამ წლების განმავლობაში და დღესაც. მოლდოვაზე ამბობენ, რომ ყველაფერი დალაგებული აქვთ, არაფერს აკეთებენ შეგნებულად იმისათვის, რომ მოლდოვა დადგეს ფეხზე. 13,5 მილიარდი დოლარით გავასწარით ეკონომიკაში, სხვაობა გავზარდეთ მოლდოვასთან ამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. რატომ? მათი ხალხია ხელისუფლებაში, „დიფ სთეითის“ ხალხია ხელისუფლებაში, მაგრამ იმ ხელისუფლებამაც არ უნდა იგრძნოს ოდნავი დამოუკიდებლობაც კი. ეს არის ძალიან მარტივი მიდგომა. ამიტომ არის, რომ რა ხდებოდა რეალურად, ხარჯავდნენ საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში საშუალოდ 100 მილიონ დოლარს USAID-ის ხაზებით, ყოფილი ადმინისტრაციიდან ამერიკიდან, და ერთ ამდენივეს, დაახლოებით 100 მილიონ დოლარს ხარჯავდნენ, ევროს, ევროკავშირიდან. რაც სახელმწიფოს არ ხმარდებოდა, ეს იყო ძირითადად NGO-ების დაფინანსება, რაც არა თუ სახელმწიფოს არ ხმარდებოდა, პირიქით, სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, სინამდვილეში საქართველოს ფეხზე დაყენებისთვის არაფერი კეთდებოდა, მაშინაც კი, როდესაც ამბობდნენ, რომ არავითარი პრობლემა არა ჰქონდათ ხელისუფლებასთან, ხალხთან, ქვეყანასთან.
„არაფერს აკეთებდნენ ქვეყნის ფეხზე დაყენებისთვის, იმავეს აკეთებენ ზუსტად ახლა მოლდოვაში, რომელიც არის უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში. სამი წლის მაჩვენებელი რომ ავიღოთ, რეალური ეკონომიკა მოლდოვაში შემცირდა და ნომინალური ეკონომიკა იზრდება მხოლოდ მაღალი ინფლაციის ხარჯზე. მოლდოვის დახმარება რომ სდომოდათ, მოლდოვის ეკონომიკა დღეს იქნებოდა წელში გამართული, მაგრამ არ აკეთებენ რატომ, სადაც შენი ხალხია, იქაც კი არ უნდა დაეხმარო სახელმწიფოს იმისათვის, რომ არავინ იგრძნოს დამოუკიდებლობის გემო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ყველა სიახლე
31 აგვისტო 2026, 01:32
საზოგადოება
საგარეო საქმეთა სამინისტრო: 30 აგვისტოს, თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები - შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის წარმომადგენელი გაემგზავრა საქართველოს მოქალაქეებისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით
რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის წარმომადგენელი გაემგზავრა შემთხვევის ადგილზე საქართველოს მოქალაქეებისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით, - განმარტეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 30 აგვისტოს თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახებასთან დაკავშირებით.
31 აგვისტო 2026, 00:17
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 31 აგვისტოს საცდელი ტესტირება ჩატარდება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 31 აგვისტოს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის ონლაინ რეჟიმში საცდელი ტესტირება ჩატარდება, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
30 აგვისტო 2026, 22:41
საზოგადოება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულს „ტბელობას“ დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად „ტბელობის“ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 21:54
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე გიგა ლემონჯავას განცხადებაზე, რომ „ივანიშვილის გაკეთილშობილებას რამდენი ხანიც არ უნდა ველოდოთ არ მოხდება“: ასეთი შეფასებები აქვთ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედის მიმართ. მერე თავადვე უკვირთ, რატომ უჭერს მხარს საზოგადოება ბიძინა ივანიშვილს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრის, გიგა ლემონჯავას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა: „ივანიშვილის გაკეთილშობილებას რამდენი ხანიც არ უნდა ველოდოთ არ მოხდება“.
30 აგვისტო 2026, 21:49
საზოგადოება
ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის კმ98–კმ151 (საყდარი–ლასდილი) მონაკვეთზე და ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის კმ185–კმ190 (უშგული–ლასდილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
30 აგვისტო 2026, 21:18
სპორტი
გურამ თუშიშვილმა „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 21:12
სპორტი
ილია სულამანიძე ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია
ილია სულამანიძე ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია, - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 18:20
მსოფლიო
ტრამპი: ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზერვების შევსებაა - ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელური ნავთობით აშშ-ის სტრატეგიული რეზერვების შევსებას გეგმავს.
30 აგვისტო 2026, 18:00
რეგიონი
„ყაზბეგობა 2026“ გალა-კონცერტითა და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდება
ასევე, ჩატარდა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, მათ შორის, ანიმატორების შოუ და მასტერკლასები. გაიმართა ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების კონცერტიც, სახალხო მთქმელებისა და პოეტების მონაწილეობით.
30 აგვისტო 2026, 17:43
რეგიონი
სოფელ საყდართან დროებით სარმის ხიდზე გადაადგილება ყველა ავტომობილისთვისაა შესაძლებელი
მცირე დეტალების დასასრულებლად სამუშაოები გრძელდება. კერძოდ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი გაზდელიანის განცხადებით, ხიდის მოაჯირისა და ტროტუარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
30 აგვისტო 2026, 17:15
საზოგადოება
გივი მიქანაძე: პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცვის შესაძლებლობას ვაძლევთ
მხოლოდ წელს დავუშვებთ გამონაკლისს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცვის შესაძლებლობას ვაძლევთ, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე.
30 აგვისტო 2026, 17:14
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა - პროკურატურა საქმესთან დაკავშირებით ვიდეო მასალას ასაჯაროებს
საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქე ვ.კ.-ს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 16:53
პოლიტიკა
გურამ ნიკოლაშვილი: დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა
დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა, - წერს თბილისის საკრებულოს წევრი, გურამ ნიკოლაშვილი.
30 აგვისტო 2026, 16:36
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს, პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ საპროტესტო აქციების დროს ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირის შეწყალებას ეხმიანება და ოპოზიციის განცხადებებს აფასებს.
30 აგვისტო 2026, 16:31
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება
ეკონომიკურ რისკებთან, ღირებულებით შეუთავსებლობასთან და სუვერენიტეტის დაკარგვასთან ერთად, იმ გაერთიანების წევრობა, რომელიც ომშია რუსეთთან, ავტომატურად უდრის გამანადგურებელ კონფლიქტში საქართველოს ჩართვას, ამიტომ, საბოლოოდ უნდა გავთავისუფლდეთ ილუზიებისგან და შევდგეთ ქვეყნის განვითარების ყველაზე ოპტიმალურ გზაზე, როგორიც არის ნეიტრალიტეტი, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, რომელიც ეხმიანება ევროკავშირში გაწევრიანებაზე ისლანდიის მიერ უარის თქმას.
30 აგვისტო 2026, 16:27
სამართალი
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველო პროკურატურა ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 15:59
სპორტი
სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების წევრმა სერჰი იემელიანოვმა პარაკაიაკით ფინალურ გაცურვაში 200-მეტრიანი დისტანცია 39,82 წამში დაფარა და მსოფლიოს ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა.
30 აგვისტო 2026, 14:47
მსოფლიო
Reuters: ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება
ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 14:31
მსოფლიო
კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან
კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან. ბიგ-სურის რაიონში გაჩენილმა ხანძარმა 13 000 ჰექტარზე მეტი ფართობი გაანადგურა. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
30 აგვისტო 2026, 14:27
მსოფლიო
AXIOS: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა
ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა. ამის თაობაზე გამოცემა AXIOS-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.


