„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: ე.წ. ენჯეო-ების წარმომადგენლების უმრავლესობა და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები არ არიან ძაღლებზე და მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველი ადამიანები. რეალურად, ამ პრობლემის მოგვარებას არა მილიონობით ლარის არაეფექტიანად დახარჯვა, არამედ საზოგადოების კულტურის ამაღლება და კანონმდებლობის გამკაცრება სჭირდება
ფოტო: Facebook
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია: „მსოფლიოში ვერ ნახავთ ქვეყანას, სადაც ამდენი მიუსაფარი ძაღლი უკონტროლოდ დადიოდეს ქუჩებში. ცნობისთვის, იტალიაში 1000 მოსახლეზე 10 მიუსაფარი ძაღლი მოდის, ესპანეთში 25, თურქეთში 47, გერმანიასა და ნიდერლანდებში ეს მაჩვენებელი თითქმის ნულის ტოლია, საქართველოში კი ყოველ 1000 მოსახლეზე 135 მიუსაფარი ძაღლი ფიქსირდება.“
მათი თქმით, იქ, სადაც მაჩვენებელი დაბალია, ეს შედეგი არ მიუღიათ მხოლოდ თავშესაფრების აშენებით და მიდგომა გაცილებით კომპლექსურია, რომელიც მრავალმხრივ პასუხისმგებლობებს მოიცავს, ნაცვლად მთელი ტვირთის სახელმწიფოზე დაკისრებისა.
მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო მილიონებს ძაღლების თავშესაფრების აშენებაში კი არ უნდა ხარჯავდეს და ამ ფულს მოსახლეობას კი არ უნდა აკლებდეს, არამედ მკაცრად უნდა აკონტროლებდეს, რომ ვერავინ გაბედოს ძაღლის ქუჩაში გამოგდება.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად მოეგოს გონს და შეწყვიტოს ამ აბსურდულ პროცესებზე როგორც ბიუჯეტის ფულის, ისე დროის ხარჯვა, რადგან საქართველოს არ აქვს აბსურდულ კამპანიებზე დროის და ფინანსების ხარჯვის ფუფუნება.
„ნუთუ არავინ ფიქრობს იმ რისკფაქტორებზე, რომლებიც ამდენი უპატრონო ცხოველის ქუჩაში ყოფნას უკავშირდება, რატომ არავინ იმჩნევს, რომ უამრავი ადამიანია უკვე დაკბენილი და დაზარალებული, ამ პროცესის შეჩერება კი შეუძლებელი იქნება, თუ რაიმე ფუნდამენტური ნაბიჯი არ გადაიდგმება?! საინტერესოა ისიც, თუ სადამდე ეყოფათ უტიფრობა ე.წ.
უფლებადამცველებს, რომლებიც ხელისუფლებას უკიჟინებენ − ძაღლებს სტერილიზაცია გაუკეთეთ, აცერით და ქუჩაში დააბრუნეთო. ეს ჰუმანური გამოსავალი არ არის! ვისაც ძაღლი ჰყავს, კარგად იცის, რამდენი ზრუნვა, კვება და მოვლა სჭირდება მას. ქუჩაში დაბრუნებით კი ცხოველს ისევ შიმშილისა და დაავადებებისთვის ვწირავთ, მოსახლეობას კი საფრთხის წინაშე ვაყენებთ. ამ ადამიანების პოლიტიკურ მიკერძოებაზე და ღირებულებით სისტემაზე არაფერს ვიტყვით, რადგან მათი უმრავლესობის ძირითადი და მთავარი საქმიანობის შესახებ მოსახლეობამ ისედაც ყველაფერი კარგად იცის, მაგრამ საინტერესოა, თუკი ასე შესტკივათ მიუსაფარ ცხოველებზე გული, რატომ თავად არ შეიფარებენ არა ერთ, ან ორ, არამედ რამდენიმე ცხოველს და მთელ საზოგადოებას არ უჩვენებენ მაგალითს?! დარწმუნებული ვართ, ე.წ. უფლებადამცველების უმრავლესობას ერთი ძაღლიც კი არ ეყოლებათ შინ!
ბუნებრივია, შეკითხვები ჩნდება არა მხოლოდ ე.წ. უფლებადამცველებთან, არამედ იმ ადამიანებთან მიმართებითაც, რომლებიც მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით მხოლოდ სოციალურ ქსელებში აქტიურობენ და ხელისუფლებას აკრიტიკებენ, მაშინ, როდესაც პრაქტიკაში ამ ძაღლების მიმართ არანაირი ემპათია არ აქვთ, რადგან ადამიანს, რომელსაც რეალურად აწუხებს ეს პრობლემა, თავადაც შეუძლია მის მოგვარებაში საკუთარი, თუნდაც მცირედი წვლილი, რამდენიმე ძაღლის შეფარებით და მოვლით შეიტანოს.
რეალურად, უკვე არაერთხელ დადასტურდა, რომ როგორც ე.წ. ენჯეო-ების წარმომადგენლების უმრავლესობა, ისე ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები არ არიან ძაღლებზე და მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველი ადამიანები. ისინი ცრუ ემოციების და წარმოდგენების შექმნით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, რადგან ზოგადად ცხოველებთან, განსაკუთრებით კი ძაღლებთან, ადამიანების უმრავლესობას დადებითი ემოციური დამოკიდებულება და კავშირი აქვს. აღნიშნული ენჯეო-ები სწორედ ამ ემოციებით მანიპულირებენ და საზოგადოების ნაწილს, მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვის საკითხით მთავრობის, სახელმწიფოსა და ყველა იმ ადამიანის, თუ ძალის წინააღმდეგ განაწყობენ, ვისაც ამ პრობლემასთან დაკავშირებით რაციონალური პოზიცია აქვს.
რაციონალური პოზიცია შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი, რომელიც მსოფლიოს არაერთ წამყვან ქვეყანაშია აპრობირებული, მათ შორის იმ ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში, რომლისკენაც „ქართულ ოცნებას“ საქართველო მიჰყავს. რეალურად, ამ პრობლემის მოგვარებას არა მილიონობით ლარის არაეფექტიანად დახარჯვა, არამედ საზოგადოების კულტურის ამაღლება და კანონმდებლობის გამკაცრება სჭირდება − სახელმწიფო მილიონებს ძაღლების თავშესაფრების აშენებაში კი არ უნდა ხარჯავდეს და ამ ფულს მოსახლეობას კი არ უნდა აკლებდეს, არამედ მკაცრად უნდა აკონტროლებდეს, რომ ვერავინ გაბედოს ძაღლის ქუჩაში გამოგდება, ასევე, ძაღლების გამრავლებასთან დაკავშირებით უნდა შემოიღოს კანონი, გამოიყენოს მკაცრი ღონისძიებები ყველა იმ პირის მიმართ, ვინც პასუხისმგებლობას აიღებს შინაური ცხოველის ყოლაზე, შემდეგ კი ამ ვალდებულებას არ შეასრულებს და ცხოველს უპატრონოდ დატოვებს.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დროულად მოეგოს გონს და შეწყვიტოს ამ აბსურდულ პროცესებზე როგორც ბიუჯეტის ფულის, ისე დროის ხარჯვა, რადგან საქართველოს არ აქვს უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეო-ების, რეალურად კი გარე ძალების მორჩილი აქტორების გამოგონილ, აბსურდულ კამპანიებზე დროის და ფინანსების ხარჯვის ფუფუნება, რადგან მთელი მსოფლიო, განსაკუთრებით კი ჩვენი რეგიონი, დღეს იმყოფება ვითარებაში, როდესაც სახელმწიფოების სუვერენიტეტის და ყოფნა-არ ყოფნის საკითხები წყდება.“- ნათქვამია განცხადებაში.
ყველა სიახლე
31 აგვისტო 2026, 15:20
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი: საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა
საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა
31 აგვისტო 2026, 15:17
პოლიტიკა
საარჩევნო ადმინისტრაციამ ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან მორიგი შეხვედრა გამართა
საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა ყვარლის ახალგაზრდულ ბანაკში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
31 აგვისტო 2026, 15:01
პოლიტიკა
სოსო შატბერაშვილი: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ, დარწმუნებული ვართ, ისლანდიელების მსგავსად, ქართველი ხალხიც უარს განაცხადებს ამ კავშირში ყოფნაზე
„მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოსო შატბერაშვილი, საქართველოს ხელისუფლებისგან ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს.
31 აგვისტო 2026, 14:54
მსოფლიო
დონალდ ტრამპ უმცროსის მტკიცებით, მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ
დონალდ ტრამპი უმცროსი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ.
31 აგვისტო 2026, 14:42
საზოგადოება
თბილისი Google-ის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორის მოხვდა
Google-ის საძიებო სისტემაში, საერთაშორისო მოგზაურთა გამოკითხვებისა და ძიების შედეგების მიხედვით, საქართველოს დედაქალაქი 2026 წლის მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებების სათავეშია, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 14:40
რეგიონი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია სტუდენტების დაფინანსებას განაგრძობს - განაცხადების მიღება 15 სექტემბრამდე გაგრძელდება
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდების მხარდაჭერასა და განათლების ხელშეწყობას აქტიურად განაგრძობს.
31 აგვისტო 2026, 14:38
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გლობალურად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა - ჩვენი ამოცანაა, რომ ლიდერობა მომდევნო წლებშიც შევინარჩუნოთ
ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული და მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამამუშავებელმა მრეწველობამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ენერგეტიკის და სხვა სექტორებმა, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.
31 აგვისტო 2026, 14:32
მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისლანდიის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროკავშირი უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა სინანული გამოთქვა ისლანდიელების გადაწყვეტილების გამო, უარი ეთქვათ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე. ინფორმაციას გამოცემა dpa ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 14:30
სამართალი
საგარეჯოში მოსამართლემ მოქალაქე გიორგი ქურთიაშვილი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ხუთასი ლარით დააჯარიმა
საგარეჯოში, მოსამართლემ მოქალაქე გიორგი ქურთიაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და ხუთასი ლარით დააჯარიმა. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა აღიარა.
31 აგვისტო 2026, 14:29
სამართალი
დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
გამოძიების თანახმად, მათ ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა. მათივე ცნობით, დაკავებულმა ქალმა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბუავა მიატოვა, საცხოვრებელი ბინის კარი გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა. გამოძიება ასევე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც.
31 აგვისტო 2026, 14:27
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ისლანდიის რეფერენდუმზე: ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ევროკავშირში გარკვეული ინსტიტუციური და იდეოლოგიური კრიზისია
ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ევროკავშირში გარკვეული ინსტიტუციური და იდეოლოგიური კრიზისია, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე.
31 აგვისტო 2026, 14:26
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: არასოდეს უნდა დავივიწყოთ ამ ქვეყანაში, როგორი მავნებლური ვითომ ოპოზიციური პარტიების, ვითომ „ენჯეოების“ და ვითომ ლიბერალური აქტივისტების ქსელი მოქმედებს. ამ ადამიანებს შეუძლიათ, არაფრისგან შექმნან ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა
არასოდეს უნდა დავივიწყოთ ამ ქვეყანაში, როგორი მავნებლური ვითომ ოპოზიციური პარტიების, ვითომ „ენჯეოების“ და ვითომ ლიბერალური აქტივისტების ქსელი მოქმედებს. ამ ადამიანებს შეუძლიათ არაფრისგან შექმნან ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის პოსტს.
31 აგვისტო 2026, 14:18
საზოგადოება
ჯაბა სამუშია: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც არის გარკვეულ მიმართულებებზე ადგილები. შესაბამისად, ჩვენს აბიტურიენტებს შეეძლებათ სწავლა გააგრძელონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია გამოეხმაურა.
31 აგვისტო 2026, 13:59
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტი: ჩინეთი რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების საშუალებას არ მისცემს
ჩინეთმა ფინეთს დაუდასტურა, რომ რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას არ მისცემს, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა.
31 აგვისტო 2026, 13:48
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: 1-2 სექტემბერს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ინტენსივობის წვიმა, რამაც შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში კი მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს
1-2 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ინტენსივობის წვიმა. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 13:34
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე ოპოზიციის აქტივისტის თეონა ბაღდავაძის განცხადებაზე: გიორგი ზერეკიძის ადამიანურ, ოჯახურ ტრაგედიაზე ქილიკი, ყოველგვარ ქართულობას და ევროპულობას აცდენილია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ოპოზიციის აქტივისტის, თეონა ბაღდავაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ყოფილ პოლიტპატიმარს გიორგი ზერეკიძეს დასცინა და თქვა, „ზერეკიძის კალბასს ვეძახი იმ ბავშვს, რომელსაც ცირკის მაიმუნივით დააგრიალებენ წინ და უკან, მამამისის ისტორიებს რომ ჰყვება“.
31 აგვისტო 2026, 13:26
პოლიტიკა
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს
საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, 1 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომების დაწყებამდე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზედაც ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.
31 აგვისტო 2026, 13:24
მსოფლიო
Google Maps-მა ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ ამერიკელი მომხმარებლებისთვის ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და მას ამერიკის ტბა დაარქვა
Google Maps-მა ამერიკელი მომხმარებლებისთვის ონტარიოს ტბის სახელწოდება ამერიკის ტბით შეცვალა და ამით აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების მოთხოვნები შეასრულა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 13:05
რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფების რეგიონში მოწვევას აგრძელებს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფების რეგიონში მოწვევას აგრძელებს
31 აგვისტო 2026, 13:03
საზოგადოება
„ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ! გმადლობთ სოლიდარობისა და საიმედო მხარდაჭერისთვის“ - უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გივი მიქანაძეს ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ანდრი ბუტენკო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს ოფიციალური წერილით მიმართავს, სადაც მადლობას უხდის ურყევი მხარდაჭერისთვის. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.


