17 ივლისი 2026, 18:08 / სანდო წყარო

თენგიზ შარმანაშვილი „პოლიტიკური ტერორიზმის შესახებ“ მინისტერიალზე: მაკა ბოჭორიშვილმა მთელ მსოფლიოს შეახსენა, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი ამ რადიკალური მიდგომებისა, რომელიც ფინანსდებოდა იმ ორგანიზაციების მიერ, რომლის ნაწილიც გააუქმა აშშ-მა. ახლა ევროპულმა ფონდებმა გადაიბარეს ეს საქმიანობა

თენგიზ შარმანაშვილი

თენგიზ შარმანაშვილი

მაკა ბოჭორიშვილმა მთელ მსოფლიოს შეახსენა, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი ამ რადიკალური მიდგომებისა, რომელიც ფინანსდებოდა იმ ორგანიზაციების მიერ, რომლის ნაწილიც გააუქმა აშშ-მა. ახლა ევროპულმა ფონდებმა გადაიბარეს ეს საქმიანობა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ვაშინგტონში გამართულ მინისტერიალთან დაკავშირებით.

მისი თქმით, გამოწვევას, რომელიც პოლიტიკურ ტერორიზმს უკავშირდება, მთელი მსოფლიო წინ უნდა აღუდგეს.

„პოლიტიკური ტერორიზმი ახალი არ არის. დიდი ხანია დაწყებულია. ლიბერალურმა რადიკალურმა მიმდინარეობებმა უკვე ასეთი ფორმით დაიწყეს თავისი დღის წესრიგის დამკვიდრება წლების წინ. ისინი შეიჭრნენ უნივერსიტეტებში, სადაც შეეძლოთ. ულტრამემარცხენე იდეოლოგიის პროფესურით გაივსო ეს სასწავლო დაწესებულებები, რომლებიც ამას ყოველდღე უნერგავდნენ თავის სტუდენტებს, რომ რადიკალური იდეების დამკვიდრება შესაძლებელია ძალიან რადიკალური ფორმებით. ეს ხდებოდა ყველას თვალწინ.

აშშ-მა თავის თავზე იწვნია ყველაფერი. თუნდაც გავიხსენოთ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანია. მას პირდაპირ ტყვია ესროლეს ლიბერალური ძალების წარმომადგენლებმა. მილიმეტრები დააკლდათ, რომ ის მოეკლათ. მათ თავის ტყავზე გამოცადეს. ვიდრე ახალი ადმინისტრაცია მოვიდოდა თეთრ სახლში, ჩვენს წინააღმდეგ ეს ნაბიჯები უკვე გადადგმული იყო და ჩვენ ამ თემებზე ვსაუბრობდით. ვსაუბრობდით, რომ ეს მათ სახლებშიც მიაკითხავდა მაგრამ მაშინ ამას დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ იმიტომ, რომ ძველი ადმინისტრაცია თვითონ იყო ერთ-ერთი წამახალისებელი ამ მიმდინარეობებისა, რაც ჩვენ თავზეც ვიწვნიეთ.

კარგია, რომ აშშ-მ არ მიატოვა ამის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა და ეს მეტყველებს იმაზე, რომ რა თქმა უნდა ის არც მომავალში მოადუნებს ყურადღებას, რათა ეს დიდი საერთაშორისო სენი ამ რადიკალიზმისა, ადამიანების ძალადობისკენ ბიძგების სენი შეწყდეს ერთხელ და სამუდამოდ. ამას რაღაც ძალა წინ უნდა აღუდგეს. მოხარული ვარ, რომ ამაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოც. მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით გამოვიდა ამ ფორუმზე და მთელ მსოფლიოს შეახსენა, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი ამ რადიკალური მიდგომებისა, რომელიც ფინანსდებოდა იმ ორგანიზაციების მიერ, რომლის ნაწილიც გააუქმა აშშ-მა, ეს იყო USAID, NED. ახლა ევროპულმა ფონდებმა გადაიბარეს ეს საქმიანობა და ისევ გრძელდება. რა თქმა უნდა ამას წინ უნდა აღუდგეს მთელი მსოფლიო და ამის ავანგარდში თუ შეერთებული შტატები იქნება, ეს არის საწინდარი იმისა, რომ უფრო სერიოზული ნაბიჯები გადაიდგმება ამ მიმართულებით“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ პოლიტიკური ტერორიზმის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში დაყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე.

ყველა სიახლე

16 აგვისტო 2026, 14:34

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი შვებულებაში ჰიდროციკლით სეირნობის გამო გააკრიტიკეს

ემანუელ მაკრონი კრიტიკის ობიექტი კიდევ ერთხელ გახდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ფოტოგრაფებმა ის საფრანგეთის რივეირაზე ჰიდროციკლით სეირნობისას დააფიქსირეს. რივიერაზე გატარებული შვებულების გამო ოპოზიციამ მაკრონი მწვავედ გააკრიტიკა.

16 აგვისტო 2026, 14:33

სამართალი

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

16 აგვისტო 2026, 14:28

საზოგადოება

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი: ცალკეული ჯგუფის მხრიდან ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობებს, რაც აზიანებს კომპლექსის გადარჩენის მიზნით მიმდინარე პროცესს

ცალკეული მუდმივმოქმედი ჯგუფის მხრიდან ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობებს, რაც აზიანებს კომპლექსის გადარჩენის მიზნით მიმდინარე მასშტაბურ და უპრეცედენტო პროცესს, - წერია გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის განცხადებაში.

16 აგვისტო 2026, 14:27

მსოფლიო

INSA: გერმანიის მმართველი კოალიციის რეიტინგი 5 წლიან მინიმუმამდე დაეცა

გერმანიის მმართველი კოალიციის რეიტინგი 5 წლიან მინიმუმამდე დაეცა. სოციოლოგიური ინსტიტუტის, INSA-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირსა და ქრისტიან-სოციალურ კავშირს მხარს რესპონდენტთა 20% უჭერს.

16 აგვისტო 2026, 14:24

მსოფლიო

ესპანეთში, ლას-პენიას-დე-რიგლოსის პროვინციაში ცეცხლი 16 000 ჰექტარ ფართობზე გავრცელდა, ინგლისში კი ხანძრის შედეგად 20-მდე საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ესპანეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან. ლას-პენიას-დე-რიგლოსის პროვინციაში ცეცხლი 16 ათას ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული. ცეცხლის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი და გვალვისგან გამომშრალი ნიადაგი უწყობს. ხელისუფლებამ 19 დასახლებული რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ათობით სახანძრო ბრიგადა და ავიაციაა ჩართული.

16 აგვისტო 2026, 14:20

მსოფლიო

ინდიანაში შტორმს 6 ადამიანი ემსხვერპლა

ყველაზე რთული ვითარება ინდიანაპოლისშია, საიდანაც ათობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 150 ათასამდე აბონენტი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშე რჩება.

16 აგვისტო 2026, 14:15

კულტურა

„უნისონი 2026" - ონში ზურა ბაკურაძის სახელობის ბავშვთა მუსიკალური ფესტივალი გაიმართა

„უნისონი 2026" - ზურა ბაკურაძის სახელობის ბავშვთა მუსიკალური ფესტივალი ონში გაიმართა. გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საპატიო სტუმრები ანსამბლი „ქართული ხმები“ და კვარტეტი „უნისონი“ იყვნენ.

16 აგვისტო 2026, 14:11

მსოფლიო

კენტუკიში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

აშშ-ში, კენტუკის შტატში სროლა იყო. თავდასხმა ქალაქ ლექსინგტონის ცენტრალურ პარკში მოხდა. სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა.

16 აგვისტო 2026, 14:07

სამართალი

თაღლითობის საქმეზე დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთაგან ერთს, თურქეთის მოქალაქეს ბრალი წარუდგინეს

თაღლითობის საქმეზე დაკავებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთაგან ერთს, თურქეთის მოქალაქეს ბრალი უკვე წარუდგინეს. მას გამოძიება თაღლითობასა და თაღლითობის მცდელობას ედავება. „ქრონიკის“ ინფორმაციით, დანარჩენებს ბრალს ამ წუთებში აცნობენ.

16 აგვისტო 2026, 14:04

მსოფლიო

თბილისში წვიმის შედეგად დაზიანებული ქუჩები გაწმენდილია

გაწმენდილია სანიაღვრე ქსელი, სპეციალური ჯგუფები შემოვლას ატარებენ, რათა დაზიანების შემთხვევაში პრობლემა აღმოფხვრან. დაიგო ასფლატიც იქ, სადაც გზა დაზიანდა. რამდენიმე საათიანმა ძლიერმა წვიმამ დედაქალაქის რამდენიმე უბანი დააზარალა, დატბორა სახლების ნაწილი და სარდაფები, ქუჩები და მეტროსადგურები. ჩამოიშალა მიწის მასა და ქვა-ღორღი

ცოტნე ანანიძე

16 აგვისტო 2026, 14:02

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: „ქართული“ ოპოზიციის ერთადერთი მაშველი რგოლი, ყველასთვის მობეზრებული ე.წ. უწყვეტი პროტესტია, რომელიც თავის მხრივ, ზუსტად ისეთივე უშინაარსო და გარედან მართულია, როგორც ე.წ. ქართული ოპოზიცია

„ქართული" ოპოზიციის ერთადერთი მაშველი რგოლი, ყველასთვის მობეზრებული ე. წ. უწყვეტი პროტესტია, რომელიც თავის მხრივ, ზუსტად ისეთივე უშინაარსო და გარედან მართულია - როგორც ე.წ.ქართული ოპოზიცია, - წერს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, სოციალურ ქსელში.

16 აგვისტო 2026, 13:59

მსოფლიო

ესპანეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

ესპანეთის ჩრდილოეთით, ლეონის პროვინციაში, უეცარი წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად სულ მცირე 2 ქალი დაიღუპა და 2 არასრულწლოვანი დაშავდა.

16 აგვისტო 2026, 13:58

პოლიტიკა

გია აბაშიძე: რადიკალების მოწოდება, რომ უკრაინის დრონებმა აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდების გამო ჩვენი ქვეყანა დაბომბონ, არის საკუთარი სახელმწიფოს განადგურებისა და მოქალაქეების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ღია დაკვეთა -​ მსგავსი საჯარო მოწოდებები შეიცავს სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის ნიშნებს

რადიკალების მოწოდება, რომ უკრაინის დრონებმა საქართველოს აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდების გამო ჩვენი ქვეყანა დაბომბონ, ეროვნული ღალატია, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.

16 აგვისტო 2026, 13:12

მსოფლიო

NYT: გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების საკუთარ ფორმატს ამზადებენ

როგორც ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნეს, ეს სამი ქვეყანა შიშობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მათ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების შესახებ ნებისმიერი მოლაპარაკების მიღმა დატოვებს. სწორედ ამიტომ, მათ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპის ადგილი უზრუნველყოფილი იყოს.

ზაალ ანჯაფარიძე

16 აგვისტო 2026, 12:52

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: რუსეთს უკვე მოთმინება ეწურება და გუშინწინ აშშ-ს და თურქეთს ლამის ულტიმატუმი წაუყენა, რომ სამშვიდობო მედიატორის და უკრაინასთვის იარაღის მიმწოდებლის სტატუსები ერთმანეთთან შეუთავსებელია

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობას და უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით განხორციელებული იერიშების მასშტაბის ზრდას ეხმიანება.

დავით ქართველიშვილი

16 აგვისტო 2026, 12:43

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოს მთავრობა ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებთა სამედიცინო დახმარებისთვის ყოველწლიურად საშუალოდ 4-დან 6 მილიონ ლარამდე გამოყოფს. ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით საბიუჯეტო ხარჯებმა 40-50 მილიონ ლარს გადააჭარბა

მთავარია, ვინ არის ამ პარანოიის გამავრცელებელი. კვლავ იგივე ადამიანები, რომლებიც 2006-2008 წლებში კოდორის ხეობაში საგანგებოდ გამოთხრილ და დაბეტონებულ სანგრებში ათობით მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღებას ასაწყობებდნენ, იმისთვის, რომ 2008 წლის აგვისტოში ერთი გასროლის გარეშე ჩაებარებინათ ის რუსებისა და სეპარატისტებისთვის. შემდგომ კი ამ იარაღით რუსებს უკრაინელები გაენადგურებინათ. უკრაინული ჯოჯოხეთის ეს სისხლიანი სპონსორები დღეს ნიანგის ცრემლებს ღვრიან ღალატის თემაზე, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ჰუმანიტარული ტვირთის სახით საწვავის მიწოდების საკითხს და აცხადებს, რომ ამ თემის ირგვლივ მიზანმიმართული სპეკულაციები მიმდინარეობს.

ლი ჯე მიონ

16 აგვისტო 2026, 12:42

მსოფლიო

სამხრეთ კორეას ჩრდილოეთ კორეასთან ზავის ნაცვლად მშვიდობაზე შეთანხმება სურს

პრეზიდენტის მოწოდება დიდწილად მის შარშანდელ დაპირებას ეფუძნება, რომელიც ჩრდილოეთ კორეის სისტემის პატივისცემას და მასთან მშვიდობიანი თანაარსებობისკენ სწრაფვას ითვალისწინებს.

16 აგვისტო 2026, 12:40

თავდაცვა

მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე მექანიზებულმა ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა წარმატებით დაასრულა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე მექანიზებულმა ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა წარმატებით დაასრულა. ერთთვიანი სწავლება საველე წვრთნასა და საბრძოლო სროლებს მოიცავდა. დასკვნითი ეტაპი ჩატარდა ვაზიანის სასროლეთზე, სადაც ბატალიონის ასეულებმა ტაქტიკური გადაადგილება, საბრძოლო პოზიციების დაკავება და პირობით მოწინააღმდეგეზე საარტილერიო ცეცხლით ზემოქმედება განახორციელეს. სწავლების მიმდინარეობას მონიტორინგი საბრძოლო მომზადების ცენტრის დამკვირვებლებმა გაუწიეს.

დონალდ ტრამპი

16 აგვისტო 2026, 12:37

მსოფლიო

WP: სპარსეთის ყურის ქვეყნები ტრამპით უკმაყოფილონი არიან, რადგან ის ირანთან შეთანხმებას ვერ აღწევს

სპარსეთის ყურის ქვეყნებში ვაშინგტონით უკმაყოფილება იზრდება - აშშ-ის მოკავშირეები შეშფოთებულნი არიან იმით, რომ დონალდ ტრამპს ირანთან შეთანხმება არ შეუძლია, - წერს The Washington Post-ი არაბ და დასავლელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

16 აგვისტო 2026, 12:08

მსოფლიო

უნგრეთში ტურისტული ავტობუსის გადაბრუნების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

არსებული ინფორმაციით, ავტობუსი M3 ავტომაგისტრალზე ნიერედჰაზას მიმართულებით მოძრაობდა, შემდეგ კი გზიდან უეცრად თხრილში გადავიდა და გადაბრუნდა. უნგრეთის პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა. ის დაკავებულია.