29 ივლისი 2026, 14:44 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების ირგვლივ რუსეთის დიპლომატიური სივრცე სულ უფრო ვიწროვდება, ხოლო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისო მხარდაჭერა კვლავაც მტკიცედ ნარჩუნდება

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება ნაურუს აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც „ნაურუს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ასევე ცნობილს როგორც სახელმწიფო ალანიას შორის“ და „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის“ გაუქმდა დიპლომატიური ურთიერთობები.

ქართველიშვილის თქმით, თუ ის სახელმწიფოები, რომლებიც წლების განმავლობაში რუსეთის საიმედო დიპლომატიურ მოკავშირეებად ითვლებოდნენ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხში, საკუთარ პოზიციას გადახედავენ, ეს ნიშნავს, რომ ოკუპირებული რეგიონების საერთაშორისო ლეგიტიმაციის პროექტი აღარ ფართოვდება, პირიქით, თანდათან მცირდება.

„თითქმის თვრამეტი წლის განმავლობაში რუსეთი თანმიმდევრულად ცდილობდა, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარება დიდი საერთაშორისო დიპლომატიის ნაწილად ექცია. თუმცა ამ კამპანიის შედეგი უკიდურესად მოკრძალებული აღმოჩნდა. თავად რუსეთის გარდა, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ მხოლოდ ვენესუელამ, ნიკარაგუამ, სირიამ და წყნარი ოკეანის კუნძულოვანმა სახელმწიფომ, ნაურუმ აღიარეს. ტუვალუ რომ ტუვალუა, მანაც კი წაიღო უკან ეს აღიარება 2014 წელს. დსთ რომ დსთ-ეა, მასში შემავალ არც ერთ სახელმწიფოს, მიუხედავად მოსკოვთან მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო კავშირებისა, მსგავსი ნაბიჯი არ გადაუდგამს.

უკვე ეს ფაქტი მეტყველებდა იმაზე, რომ რუსეთის სტრატეგია ოკუპირებული რეგიონების საერთაშორისო ლეგიტიმაციის მიმართულებით ფაქტობრივად ჩიხში შევიდა. დღეს ამ დიპლომატიურმა რესურსმა კიდევ ერთი მტკივნეული დარტყმა მიიღო. ნაურუმ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განაცხადა და ამით ფაქტობრივად დაშალა იმ მცირერიცხოვანი საერთაშორისო აღიარებების ერთ-ერთი უკანასკნელი სიმბოლო, რომელზეც მოსკოვი წლების განმავლობაში აპელირებდა. სოხუმისა და ცხინვალისთვის ეს მხოლოდ პარტნიორთა რაოდენობის შემცირება არ არის. ეს არის მითის ნგრევა, თითქოს 2008 წლის შემდეგ მათი საერთაშორისო აღიარება ეტაპობრივად ფართოვდებოდა და არსებული სტატუს-კვო შეუქცევადი იყო.

ამ გადაწყვეტილების მიზეზები გაცილებით ღრმაა, ვიდრე ორმხრივი ურთიერთობები. ნაურუ დიდი ხანია ატარებს მაქსიმალურად პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას, რომელიც გლობალური ძალთა ბალანსისა და საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზეა დაფუძნებული. მცირე კუნძულოვანი სახელმწიფოებისთვის დიპლომატიური გადაწყვეტილებები იდეოლოგიის საკითხი კი არა, ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მდგრადობის ინსტრუმენტია. შეცვლილ საერთაშორისო გარემოში არაღიარებულ ტერიტორიებთან ურთიერთობამ ნაურუსთვის პრაქტიკული სარგებელი დაკარგა, მაშინ როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ სახელმწიფოებთან თანამშრომლობა გაცილებით ფართო შესაძლებლობებს ქმნის.

მოსკოვისთვის ამ მოვლენას გაცილებით ფართო მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. თუ ის სახელმწიფოებიც კი, რომლებიც წლების განმავლობაში რუსეთის ყველაზე საიმედო დიპლომატიურ მოკავშირეებად ითვლებოდნენ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხში, საკუთარ პოზიციას გადახედავენ, ეს ნიშნავს, რომ ოკუპირებული რეგიონების საერთაშორისო ლეგიტიმაციის პროექტი აღარ ფართოვდება - პირიქით, თანდათან იკუმშება. 2008 წლის ომიდან თითქმის ორი ათწლეულის შემდეგ რუსეთმა ვერ შეძლო საკუთარი პოზიციის მხარდამჭერი ფართო საერთაშორისო კოალიციის შექმნა. მიმდინარე ტენდენცია საპირისპიროს აჩვენებს: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების ირგვლივ რუსეთის დიპლომატიური სივრცე სულ უფრო ვიწროვდება, ხოლო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისო მხარდაჭერა კვლავაც მტკიცედ ნარჩუნდება“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

29 ივლისი 2026, 15:32

სამართალი

შემოსავლების სამსახური: სასურსათო მოთხოვნებთან შეუსაბამო დაზიანებების გამო, უცხო ქვეყნებიდან შემოსული - 24 300 კილოგრამი ხახვით და 36 407 კილოგრამი ატმით დატვირთული 3 ავტოსატრანსპორტო საშუალება ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე „წითელი ხიდი“ და ,,სადახლო-საავტომობილო“ უცხო ქვეყნებიდან შემოსული - 24 300 კილოგრამი ხახვით და 36 407 კილოგრამი ატმით დატვირთული 3 ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული.

აბას არაღჩი

29 ივლისი 2026, 15:31

მსოფლიო

The New York Times: ირანი უკრაინულ პორტზე საპასუხო იერიშის მიტანას განიხილავდა

გამოცემა The New York Times-ის ცნობით, ირანი უკრაინის საზღვაო პორტზე სარაკეტო იერიშის მიტანას განიხილავდა.

კაია კალასი აბას არაღჩი

29 ივლისი 2026, 15:14

მსოფლიო

კაია კალასმა აბას არაღჩისთან სპარსეთის ყურეში შექმნილი ვითარება და უკრაინაში რუსეთის ომი განიხილა

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, კომისარი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კაია კალასი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს აბას არაღჩის ტელეფონით ესაუბრა.

გლენ ჰანსარდი

29 ივლისი 2026, 15:12

კულტურა

მუსიკოსი გლენ ჰანსარდი გარდაიცვალა

პოლიცია ადასტურებს, რომ კაცს პირველადი დახმარება შემთხვევის ადგილზევე გაუწიეს, თუმცა მალევე გარდაცვლილად გამოაცხადეს. მას დარჩა მეუღლე და 4 წლის შვილი.

ცოტნე ანანიძე

29 ივლისი 2026, 15:09

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე სააკაშვილზე: ჯერ დავით აღმაშენებელს ადარებდა თავს, ახლა ნელსონ მანდელას ედრება. ამ ტემპით, შემდეგი თვითშედარება ნაპოლეონთან უწევს კრიმინალ მსჯავრდებულს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც მან თავი ნელსონ მანდელას შეადარა, სოციალურ ქსელში აფასებს.

29 ივლისი 2026, 15:06

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გალა-კონცერტს ,,გონიოს ჰანგები“ დაესწრო

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად დაესწრო.

29 ივლისი 2026, 14:55

მსოფლიო

იტალიური მედია: უკრაინა საცერივითაა, ჩვენი დახმარების ფარგლებში მიწოდებული იარაღის 800 000 ერთეული მოპარულია, მაფია კი შავ ბაზარში იძირება: „დრონებითაც ინტერესდებიან“

2022 წლიდან 780 465 ერთეული იარაღი დაიკარგა ან მოიპარეს, მათგან 149 000 - მხოლოდ 2026 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში. წერს იტალიური გამოცემა Il Fatto Quotidiano, რომელიც უკრაინას იარაღის უკონტროლოდ გაქრობის გამო საცერს ადარებს.

29 ივლისი 2026, 14:53

კულტურა

საქართველოს კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 2026 წლის 28 ივლისის ბრძანებით, საქართველოს კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დაინიშნა, რომელიც დროებით მინისტრის მოვალეობას შეასრულებს.

ჯაბა ხუბუა

29 ივლისი 2026, 14:51

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: კი მაგრამ, ,,ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა“ რანაირად მოახერხა, რომ ნაურუს რესპუბლიკას გაეუქმებინა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, რომელიც 2009 წელს, ,,სააკაშვილის პროდასავლური რეჟიმის“ პირობებში მოახდინა? - საკვირველნი არიან გზანი ჯო უილსონისანი და გიგა მაქარაშვილისანი!

კი მაგრამ, ,,ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა“ რანაირად მოახერხა, რომ ნაურუს რესპუბლიკას გაეუქმებინა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, რომელიც 2009 წელს, ,,სააკაშვილის პროდასავლური რეჟიმის“ პირობებში მოახდინა? - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, რომელიც ეხმიანება ნაურუს რესპუბლიკის მიერ ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

29 ივლისი 2026, 14:47

მსოფლიო

DW: პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების აღიარებაზე უარი განაცხადა

პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ციფრული ტექნოლოგიების მინისტრის კშიშტოფ გავკოვსკის დადგენილება, რომელიც ქვეყნის მიერ საზღვარგარეთ გაფორმებული ერთნაირსქესიანთა ქორწინების აღიარებას ითვალისწინებდა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

29 ივლისი 2026, 14:31

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, სამშვიდობო პროცესის დღის წესრიგში ანექსირებული ყირიმის დაბრუნების საკითხი არ დგას

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამშვიდობო პროცესის დღის წესრიგში ანექსირებული ყირიმის დაბრუნების საკითხი არ დგას.

29 ივლისი 2026, 14:26

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფის“ უკანონო დათესვა, მოყვანის, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფის“ უკანონო დათესვა, მოყვანის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ლევან მახაშვილი

29 ივლისი 2026, 14:25

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ჯო უილსონის განცხადებაზე: ბევრს, ალბათ, აქვს კითხვა: რა უნდა საერთოდ ჯო უილსონს ან, უფრო მეტად, მის უკან მდგომ დამკვეთებს, რომლებიც რეალურად უკვეთენ ამ პოლიტიკურ აქტივობას?

ბევრს, ალბათ, აქვს კითხვა: რა უნდა საერთოდ ჯო უილსონს ან, უფრო მეტად, მის უკან მდგომ დამკვეთებს, რომლებიც რეალურად უკვეთენ ამ პოლიტიკურ აქტივობას?, - ასე ეხმაურება ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ჯო უილსონის განცხადებას, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ნათია გიგლემიანი

29 ივლისი 2026, 14:23

პოლიტიკა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა აქტიურად მიმდინარეობს - ქვეყნის მასშტაბით სასამართლო პროცესები ფაქტობრივად ყოველდღიურად ტარდება

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა აქტიურად მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით სასამართლო პროცესები ფაქტობრივად ყოველდღიურად ტარდება. სოციალური ქსელების მონიტორინგი უწყვეტი რეჟიმით მიმდინარეობს. ხშირად შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოს შეურაცხყოფის ადრესატები თავად მიმართავენ. პრაქტიკაში გამოყენებულია როგორც ქართული, ისე საერთაშორისო სასამართლოების პრეცედენტები.

29 ივლისი 2026, 14:22

რეგიონი

თელავში საავტომობილო გზების, მდინარე თელავისხევის კალაპოტისა და ნაკადის დამჭერი ნაგებობების გაწმენდითი სამუშაო მიმდინარეობს

თელავში, სტიქიის სალიკვიდაციო და პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საავტომობილო გზების, მდინარე თელავისხევის კალაპოტისა და ნაკადის დამჭერი ნაგებობების გაწმენდითი სამუშაო მიმდინარეობს. ეწყობა ნაპირსამაგრი გაბიონებიც.

ირაკლი ჭეიშვილი

29 ივლისი 2026, 14:11

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი: ყოველივე აქტის მიღებასა თუ დაინიცირებაში ჯო უილსონს უხდიან კონკრეტულ თანხას და იმიტომ არის ასეთი აჟიტირებული

„ამ ადამიანს ფულს უხდიან და იმიტომ აკეთებს [ამას]. ყოველივე აქტის მიღებასა თუ დაინიცირებაში ჯო უილსონს უხდიან კონკრეტულ თანხას და იმიტომ არის ასეთი აჟიტირებული. ძალიან კარგად გვესმის ჩვენ, რას ნიშნავს სიტყვის თავისუფლება და ჯო უილსონი არ არის ახალგაზრდა და მსგავსი კომენტარები და განცხადებები სააკაშვილის ხელისუფლების დროს გაეკეთებინა. დღეს 20 წლის რომ ყოფილიყო ჯო უილსონი, ვეტყოდი, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს პატარა იყო და შეიძლება რაღაცებს არ კითხულობდა და ვერ იგებდა. სიძულვილის ენა, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, თუ რამე ხდებოდა, იყო სააკაშვილის პერიოდში“, - აცხადებს ჭეიშვილი.

დავით ქართველიშვილი

29 ივლისი 2026, 14:10

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ნაურუმ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განაცხადა და ამით ფაქტობრივად დაშალა იმ მცირერიცხოვანი საერთაშორისო აღიარებების ერთ-ერთი უკანასკნელი სიმბოლო, რომელზეც მოსკოვი წლების განმავლობაში აპელირებდა

ნაურუმ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განაცხადა და ამით ფაქტობრივად დაშალა იმ მცირერიცხოვანი საერთაშორისო აღიარებების ერთ-ერთი უკანასკნელი სიმბოლო, რომელზეც მოსკოვი წლების განმავლობაში აპელირებდა. სოხუმისა და ცხინვალისთვის ეს მხოლოდ პარტნიორთა რაოდენობის შემცირება არ არის. ეს არის მითის ნგრევა, თითქოს 2008 წლის შემდეგ მათი საერთაშორისო აღიარება ეტაპობრივად ფართოვდებოდა და არსებული სტატუს-კვო შეუქცევადი იყო, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპი

29 ივლისი 2026, 14:08

მსოფლიო

AXIOS: ზელენსკიმ ტრამპს უკრაინისთვის ზამთრისთვის Patriot-ის ტიპის 300 რაკეტის გადაცემა სთხოვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ AXIOS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სთხოვა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების საგანგებო „ზამთრის პაკეტი“ გადასცეს, რათა უკრაინამ რუსეთის თავდასხმებისგან ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა შეძლოს.

29 ივლისი 2026, 14:06

სამართალი

პროკურატურამ ჯგუფურად დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე ორ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.