ირაკლი კობახიძე: გვახსოვს, როგორ მიესალმებოდნენ დღევანდელი მთავარი „რუსოფობები“ - ხოშტარია, ჯაფარიძე და სხვები საქართველოში რუს ტურისტებს, რუსულ ფულს, რომელსაც მაშინ „სუნი არ ჰქონდა“ - ეს ხდება მას შემდეგ, რაც რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უკვე აღიარებული აქვს
ირაკლი კობახიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთთან მიმართებით არათუ მკაცრი პოლიტიკა არ გაუტარებია, არამედ ომის დასრულებიდან მალევე, რეჟიმის ლიდერი რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე უშუალოდ ხვდებოდა და საქართველოში ტურისტული მოგზაურობისა და ბიზნესსაქმიანობისთვის იწვევდა. ამავე პერიოდში ვიხილეთ რეჟიმის აქტიური ძალისხმევა რუსეთთან კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების გასაღრმავებლად, აგრეთვე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა, მათ შორის სტრატეგიულ სექტორებში რუსული კაპიტალის ჩართვის წახალისება, რამდენიმე წლის შემდეგ კი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმება, - წერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში.
პრემიერის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ ამგვარი პოლიტიკის მიმართ, რეჟიმის წარმომადგენლებისა და მათი მიმდევრებისგან პროტესტი არავის დაუფიქსირებია, მეტიც, ის ადამიანები, ვინც დღეს მთავარი „რუსოფობები“ არიან, აგვისტოს ომიდან მალევე, მიესალმებოდნენ საქართველოში რუს ტურისტებს, რუსულ ფულს და ქვეყნებს შორის ეკონომიკური თუ კულტურული კავშირების გაღრმავებას.
„შეგახსენებთ, რომ არც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენელთაგან და არც მათ მიმდევართაგან აღნიშნული პოლიტიკის მიმართ პროტესტი მაშინ არავის გამოუხატავს. მეტიც, ყველას გვახსოვს, როგორ მიესალმებოდნენ დღევანდელი მთავარი „რუსოფობები“ - ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, მიშა მშვილდაძე და სხვები საქართველოში რუს ტურისტებს, რუსულ ფულს, რომელსაც მაშინ „სუნი არ ჰქონდა“ და რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებას. შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი ხდება მას შემდეგ, რაც რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უკვე აღიარებული აქვს და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია.
ფაქტია, რომ ეს პოლიტიკური ძალები, მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა აქტიური მიმდევრები, რომლებიც გარედან მართულ აგენტურად - ერთიან რადიკალურ ძალად ჩამოყალიბდნენ და არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველოში მხოლოდ გარე ძალების ინტერესების გატარებით არიან დაკავებული, ანტირუსულ აგრესიას 2008-2012 წლებში არ შეუწუხებია. ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა. აშკარაა, რომ გლობალურ ომის პარტიას სწორედ დღეს მიმდინარე კონფლიქტის მასშტაბი სჭირდებოდა იმისთვის, რომ ომში ევროპა ჩაერთო და რუსოფობია აგენტურაში მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, უმაღლეს დონეზე გაეღვივებინა“, - წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში.
ყველა სიახლე
18 სექტემბერი 2026, 15:23
საზოგადოება
თბილისის ბაღებში საკვებით ინტოქსიკაციის შედეგად კლინიკებში მოთავსებულები მკურნალობას განაგრძობენ - სურსათის ეროვნული სააგენტო ლაბორატორიაში გადაგზავნილი ნიმუშების შედეგებს მიღებისთანავე გაასაჯაროებს
სურსათის ეროვნული სააგენტო ლაბორატორიაში გადაგზავნილი ნიმუშების შედეგებს მიღებისთანავე გაასაჯაროებს. ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, 7 ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია. შესაბამის მოქმედებებს ატარებს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
18 სექტემბერი 2026, 15:22
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: „ნამახვანის“ პროექტის განხილვისას აგენტურა იყო ბევრად უფრო ძლიერი და სახელმწიფო ბევრად უფრო სუსტი, დღეს აგენტურა არის პრინციპულად დასუსტებული და სახელმწიფო არის პრინციპულად გაძლიერებული, შესაბამისად, თუ წარსულში ასეთი ტიპის კამპანიები იყო მეტ-ნაკლებად წარმატებული, დღეს და ხვალ ასეთი კამპანიების წარმატებას არავითარი რესურსი არ აქვს, შეგვიძლია, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ვერავინ მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებს ვეღარ შეაფერხებს
როდესაც განიხილებოდა „ნამახვანის“ პროექტი, მაშინ აგენტურა იყო ბევრად უფრო ძლიერი და სახელმწიფო იყო ბევრად უფრო სუსტი, დღეს აგენტურა არის პრინციპულად დასუსტებული და ხელისუფლება და სახელმწიფო არის პრინციპულად გაძლიერებული, შესაბამისად, თუ წარსულში ასეთი ტიპის კამპანიები იყო მეტ-ნაკლებად წარმატებული, დღეს და ხვალ ასეთი კამპანიების წარმატებას არავითარი რესურსი არ აქვს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
18 სექტემბერი 2026, 15:20
პოლიტიკა
პრემიერი: თუ ვინმე მოინანიებს, აღიარებს დანაშაულს, ისინი დატოვებენ საპატიმროს, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს მათი დანაშაული, როდესაც რადიკალებს, უცხოურ აგენტურას არ უხარია ადამიანების მიერ საპატიმროების დატოვება, ეს თავისთავად მეტყველებს, თუ რა არის მათი რეალური მიზანი - რადიკალიზაცია, პოლარიზაციის კიდევ უფრო მეტად გაღვივება
ჩვენი გზავნილი არის ის, რომ თუ ვინმე მოინანიებს, აღიარებს საკუთარ დანაშაულს, მათ მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები, კერძოდ, შესაბამისი პირები დატოვებენ საპატიმროს, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ის დანაშაული, რომელიც მათ აქვთ თავის დროზე ჩადენილი, ვგულისხმობ ძალადობას, რომელსაც იყენებდნენ აქციების დროს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
18 სექტემბერი 2026, 15:18
მსოფლიო
მედია: თურქეთში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და პროსტიტუციის საქმეებზე 18 მსახიობი, მომღერალი და ყოფილი ფეხბურთელი ჰასან შაში დააკავეს
თურქეთში, სტამბოლის ბაქირქოის რაიონის პროკურატურის მიერ ნარკოტიკებისა და პროსტიტუციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჟანდარმერიის თანამშრომლებმა ცნობილი ადამიანების წინააღმდეგ ორი სპეცოპერაცია ჩაატარეს. საქმეზე 24 პირის დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს, მათგან 18 უკვე დააკავეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
18 სექტემბერი 2026, 15:08
სამართალი
სიძულვილის ენის გამოყენებისთვის ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე 1500 ლარით დააჯარიმა
სიძულვილის ენის გამოყენებისთვის ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე 1500 ლარით დააჯარიმა
18 სექტემბერი 2026, 15:06
პოლიტიკა
პრემიერი: უცხოური აგენტურა ვერ მალავს გაღიზიანებას, მათ არ უხარიათ არაფრის აშენება, განვითარება, წინსვლა, რაც დაკავშირებულია ზოგადად ჩვენს ქვეყანასთან, ჩვენს ქალაქებთან და სოფლებთან
უცხოური აგენტურა ვერ მალავს გაღიზიანებას, მათ არ უხარიათ არაფრის აშენება, განვითარება, წინსვლა, რაც დაკავშირებულია ზოგადად ჩვენს ქვეყანასთან და ეს ე.წ. პერფორმანსიც არის ამ ყველაფრის მორიგი გამოხატულება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც დედაქალაქში ახალი სკვერის გახსნისას ერთ-ერთი აქტივისტის მიერ გამართულ აქციას შეეხებოდა.
18 სექტემბერი 2026, 15:01
ეკონომიკა
ირაკლი კობახიძე: 7 თვის მონაცემებით, ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის 7,9%, ვინარჩუნებთ ტემპს, რომელიც ქვეყანას აქვს ეკონომიკური განვითარების კუთხით 2021 წლიდან, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რომ ჩვენ შევძელით ხელისუფლების მაღალ ეშელონებში კორუფციის სრულად აღმოფხვრა
რომ ავიღოთ 7 თვის მონაცემები, ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის 7,9%, რაც ნიშნავს იმას, რომ იმ ტემპს ვინარჩუნებთ, რომელიც ქვეყანას აქვს ეკონომიკური განვითარების კუთხით, 2021 წლიდან მოყოლებული, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში ჟურნალისტებს.
18 სექტემბერი 2026, 15:00
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: როდესაც ვიღაც გიმტკიცებს, რომ გამჭვირვალობა არის დემოკრატიის საწინააღმდეგო მოვლენა, იქვე ჩანს, რომ ეს არის სრული აბსურდი, ამერიკის ახალი ადმინისტრაცია თავად უზრუნველყოფს საკუთარი გამჭვირვალობის კანონმდებლობაში კიდევ უფრო მკაფიო ნორმების შეტანას, რადგან გამჭვირვალობა არის დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპი
როდესაც ვიღაც გიმტკიცებს, რომ გამჭვირვალობა არის დემოკრატიის საწინააღმდეგო მოვლენა, იქვე ჩანს, რომ ეს არის სრული აბსურდი. როდესაც აბსურდის მტკიცება გიწევს, ჩანს, რომ არის უხეში პოლიტიკური ინტერესები და ზუსტად ასეთი უხეში პოლიტიკური ინტერესებით იყო ნაკარნახევი გამჭვირვალობის შესახებ კანონისთვის რუსული კანონის წოდება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
18 სექტემბერი 2026, 14:56
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ სემინარზე: ჩვენ ბოლომდე დავინტერესდებით, რასთან გვაქვს საქმე, თუ საბოლოოდ დადგინდება, რომ დარღვეულია გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა, ამაზე გვექნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება
ჩვენ ბოლომდე დავინტერესდებით, რასთან გვაქვს საქმე. თუ საბოლოოდ დადგინდება, რომ დარღვეულია გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა, ამაზე გვექნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში ჟურნალისტებს „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ სემინართან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
18 სექტემბერი 2026, 14:56
პოლიტიკა
პრემიერი: გვქონდა გამოწვევები განათლების ინფრასტრუქტურის მიმართულებით, იმისათვის, რომ ვითარება გამოგვესწორებინა, მათ შორის ინსტიტუციური გადაწყვეტილებებიც მივიღეთ, ინფრასტრუქტურის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან ერთად მაქსიმალურ ტემპში უზრუნველყოფს სკოლების მშენებლობას და რეაბილიტაციას
ჩვენ გვქონდა გამოწვევები განათლების ინფრასტრუქტურის მიმართულებით, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
18 სექტემბერი 2026, 14:55
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებაზე: ჩვენ მოვიგეთ ორი უმნიშვნელოვანესი სასამართლო პროცესი ჰააგასა და სტრასბურგში, ასეთი ტიპის გზავნილებიც არის სწორედ იმის გამოძახილი, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ სათანადოდ უზრუნველყო და უზრუნველყოფს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას
ასეთი ტიპის გზავნილები არის სწორედ იმის გამოძახილი, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ სათანადოდ უზრუნველყო და უზრუნველყოფს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში ჟურნალისტებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
18 სექტემბერი 2026, 14:54
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციაზე: როგორც ჩანს, იყო რაღაც კონკრეტული პრობლემა, მთავარია, შესაბამისმა უწყებებმა გაარკვიონ, რა იყო მიზეზი, იყო თუ არა ამაში კონკრეტული კომპანიის ან კომპანიების ბრალეულობა, ამ შემთხვევაში დადგება მათი პასუხისმგებლობაც
როგორც ჩანს, იყო რაღაც კონკრეტული პრობლემა, თუმცა მე წინ ვერ გავუსწრებ მოვლენებს, მთავარია, რომ შესაბამისმა უწყებებმა გაარკვიონ, რა იყო მიზეზი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაღებში ბავშვების ინტოქსიკაციასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ.
18 სექტემბერი 2026, 14:53
პოლიტიკა
პრემიერი: როდესაც შენ საკუთარ ქვეყანას თუნდაც სიმბოლურად და გადატანითი მნიშვნელობით ადარებ კერძს, რომელიც ვიღაცის მენიუში შეიძლება იყოს წარმოდგენილი, ამ ტერმინიდანაც ჩანს აგენტურის დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ, არც ერთ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა არ იქნება არც ერთი მენიუს ნაწილი, როგორც ეს წარმოუდგენია ბატონ გია ჯაფარიძეს
თავის დროზე აქეთკენ მიჰყავდათ მათ ჩვენი ქვეყანა, თუმცა ჩვენ ვიძლევით გარანტიას, პირველ რიგში ჩვენი საზოგადოების წინაშე, რომ არც ერთ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა არ იქნება არც ერთი მენიუს ნაწილი, როგორც ეს წარმოუდგენია ბატონ გია ჯაფარიძეს, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში.
18 სექტემბერი 2026, 14:48
მსოფლიო
NBC News: პენტაგონი ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების თითქმის მესამედით შემცირებას განიხილავს
NBC News-ის ცნობით, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი ევროპაში განთავსებული ამერიკული სამხედრო კონტინგენტის თითქმის მესამედით შემცირებას განიხილავს.
18 სექტემბერი 2026, 14:45
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა ახვლედიანის ორგანიზებულ საგანმანათლებლო სემინარზე: ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკური შინაარსის შეხვედრა, ვინაიდან არმაზ ახვლედიანი არის „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი. აქ გვეჯდა პარლამენტში, ჩვეულებრივად აქტივისტი იყო, პოლიტიკოსი, ბუნებრივია, ხე-ტყეზე, ფლორასა და ფაუნაზე არ ისაუბრებს
„ამ ყველაფერს გრანტების მიღების ნაწილში თანხმობა სჭირდებოდა. ალბათ დაინტერესდება შესაბამისი უწყება და სამსახური, თუ რასთან გვაქვს საქმე“, - განუცხადა „ქრონიკას“ დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ, არმაზ ახვლედიანის ორგანიზებულ საგანმანათლებლო სემინართან დაკავშირებით.
18 სექტემბერი 2026, 14:36
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი აშშ-ის მიერ FARA-ს კანონის გამკაცრებაზე: „გამჭვირვალობის კანონზე“ საქართველოს ბევრი უსამართლოდ აკრიტიკებდა მაგრამ დღეს საქართველო სამაგალითო ქვეყანა აღმოჩნდა ყველა იმ ხელისუფლებისთვის, ვისთვისაც საკუთარი დემოკრატიის და სუვერენიტეტის დაცვა გარე ჩარევებისგან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია
„გამჭვირვალობის კანონზე“ საქართველოს ბევრი უსამართლოდ აკრიტიკებდა მაგრამ დღეს საქართველო სამაგალითო ქვეყანა აღმოჩნდა ყველა იმ ხელისუფლებისთვის, ვისთვისაც საკუთარი დემოკრატიის და სუვერენიტეტის დაცვა გარე ჩარევებისგან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.
18 სექტემბერი 2026, 14:29
პოლიტიკა
ბექა ძამაშვილი: ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ რუსეთია პასუხისმგებელი, დაიწყოს დარღვევების აღმოფხვრა, მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ კომიტეტთან თანამშრომლობა
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აღარ არის ევროსაბჭოს წევრი, მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მას რჩება საერთაშორისო ვალდებულება, შეასრულოს ეს გადაწყვეტილებები, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა.
18 სექტემბერი 2026, 14:27
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენი პრიორიტეტია განათლების სისტემის განვითარება, ინფრასტრუქტურის მუდმივი განახლება და დღევანდელი დღეც არის ამის მაგალითი, იმ ისტორიული შენობისა და სკოლის ადგილას, რომელიც ჩვენმა წინამორბედებმა დაანგრიეს კონკრეტული მიზნებით, აშენდა სრულიად ახალი სკოლა ბავშვებისთვის - აქ ჩანს განსხვავება ხელწერაში
ჩვენი პრიორიტეტია განათლების სისტემის განვითარება, ინფრასტრუქტურის მუდმივი განახლება და განვითარება და დღევანდელი დღეც არის ამის მაგალითი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმის 21-ე საჯარო სკოლის გახსნაზე.
18 სექტემბერი 2026, 14:23
მსოფლიო
The New York Times: ტრამპს სურს, პუტინმა ომი დაასრულოს. ამის სანაცვლოდ შესაძლოა, რუსეთს ჯერ ბიზნეს გარიგებები შესთავაზოს
The New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, რუსეთთან ბიზნესურთიერთობების შესაძლებლობებზე პოზიცია შეცვალა.
18 სექტემბერი 2026, 14:17
რეგიონი
ირაკლი კობახიძე: აჭარაში წელს უკვე დასრულდა 4 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 27 სკოლას, წლის ბოლომდე რეგიონში კიდევ 20 სკოლის სამუშაოები დასრულდება
აჭარაში წელს უკვე დასრულდა 4 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 27 სკოლას. წლის ბოლომდე რეგიონში კიდევ 20 სკოლის სამუშაოები დასრულდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმის № 21 საჯარო სკოლის გახსნის ღონისძიებაზე.


