საფრანგეთი, გერმანია, იტალია და დიდი ბრიტანეთი მიესალმებიან ნაურუს გადაწყვეტილებას, გაიწვიოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება - მოვუწოდებთ იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც ამ ერთეულებთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს, მიჰყვნენ ამ მაგალითს
ფოტო: iStock
საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც საქართველოს ორი ტერიტორიის - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას გმობენ.
გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოთხივე ქვეყანა მიესალმება ნაურუს გადაწყვეტილებას, გაიწვიოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება.
„რუსული აგრესიიდან 18 წლის შემდეგ, კვლავ ვადასტურებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მივესალმებით ნაურუს რესპუბლიკის გადაწყვეტილებას, გაიწვიოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. მოვუწოდებთ იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც ამ ერთეულებთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს, მიჰყვნენ ამ მაგალითს.
კიდევ ერთხელ ვგმობთ რუსეთის სამხედრო ძალის ყოფნას ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ეს არღვევს საერთაშორისო სამართლისა და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდინარე მილიტარიზაცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას, ასევე, რეგიონულ და ევროპულ სტაბილურობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
პარიზი, ბერლინი, რომი და ლონდონი აგრეთვე მოუწოდებენ რუსეთს, შეასრულოს 2025 წლის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ რეგიონებში ჩადენილი არაერთი დარღვევისთვის დამნაშავედ არის ცნობილი.
„2025 წლის ოქტომბერში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ რეგიონებში ჩადენილი არაერთი დარღვევისთვის, მათ შორის ძალის გადამეტებისთვის, არასათანადო მოპყრობისთვის, უკანონო დაკავებებისა და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას შორის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე გადაადგილების უკანონო შეზღუდვისთვის. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს ნაკისრი ვალდებულებები.
შეშფოთებულნი ვართ სამხრეთ ოსეთში ბოლოდროინდელი მოვლენებით. 2026 წლის 9 მაისს მოსკოვსა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის ხელმოწერილი „ალიანსისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმება“ კიდევ უფრო არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევას. ეს დოკუმენტი, ისევე როგორც რეგიონის სათავეში რუსეთის მოქალაქის დანიშვნა, აძლიერებს შეშფოთებას რეგიონის შესაძლო სრულმასშტაბიანი ანექსიის თაობაზე, რაც უპასუხოდ არ დარჩება.
ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას „ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების“ (GID) პლატფორმის მიმართ, რომელსაც თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირი, ეუთო და გაერო. ეს არის ერთადერთი ფორმატი, რომელიც მხარეებს კონფლიქტის მოგვარებაზე მუშაობის შესაძლებლობას აძლევს. ვაფასებთ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქმიანობას და მომავალშიც გავაგრძელებთ მისიის როლის მხარდაჭერას“, - წერია განცხადებაში.
ყველა სიახლე
07 აგვისტო 2026, 14:30
საზოგადოება
ავჭალაში, სარაჯიშვილის N15-ში უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ სკვერი მოეწყობა
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟი, რის შემდეგაც ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, ფიტნეს სივრცე, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა და გაკეთდება საფეხმავლო ბილიკები. ახალ დასასვენებელ სივრცეში განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
07 აგვისტო 2026, 14:28
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე: საქართველოს საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა და 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება
2026 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს - 7.53 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 50%-ით მეტია, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ.
07 აგვისტო 2026, 14:26
პოლიტიკა
თეა ახვლედიანმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელთან, პატრიცია ბუგანისთან სამუშაო შეხვედრა გამართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელთან, პატრიცია ბუგანისთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
07 აგვისტო 2026, 14:23
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის მიერ რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს გამოცხადებაზე: ასეთი მიდგომებით, პირველ რიგში თავიანთი დანაშაულებრივი პოლიტიკის მიჩქმალვა და გამართლება უნდათ
მუდმივად ასეთი მიდგომებით, პირველ რიგში თავიანთი დანაშაულებრივი პოლიტიკის მიჩქმალვა და გამართლება უნდათ, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა. მან კომენტარი გააკეთა ოპოზიციის მიერ რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს გამოცხადებასთან დაკავშირებით.
07 აგვისტო 2026, 14:22
სამართალი
ეკა კუპატაძე: ვფიქრობ, მოსამართლე დატოვებს პატიმრობაში ორივე ბრალდებულს, ნია იმნაძეს და ანასტასია ბერუაშვილს. ეს ტრენდი ვინც წამოიწყო, რომ „არასრულწლოვანი კიკინებიანი ბავშვები დაგვიკავეს“, ვის ტვინშიც ეს მოიხარშა, ის არის საზოგადოებისთვის საშიში
დღეს საქალაქო სასამართლო გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძის და ანასტასია ბერუაშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.
07 აგვისტო 2026, 14:16
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: რიტორიკა, რასაც ისინი რუსეთის წინააღმდეგ აწარმოებენ, არის დავალება ქვეყნის ფარგლებს გარედან. ეს არის ჩვენთვის იმის მოტივაცია, რომ დღევანდელ დღეს მათ არა ოპოზიციას, არამედ ჩვეულებრივ აგენტურას ვუწოდებთ
რიტორიკა, რასაც ისინი რუსეთის წინააღმდეგ აწარმოებენ, არის დავალება ქვეყნის ფარგლებს გარედან, - განუცხადა მედიას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ.
07 აგვისტო 2026, 14:13
პოლიტიკა
ეკა კუპატაძე ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებაზე: იმის გამო, რომ ნიკა და გიგა აქო და ადიდა ეგონა არაფერს აღარ ვიტყოდი. მან გააჟღერა ბევრი არასწორი ინფორმაცია. ტყუილია ეგ ყველაფერი. სულ არ მცალია ახლა მე ნანუკა ჟორჟოლიანისთვის. სამყარო ჩამოქცეული მაქვს. გიჟური გამოხტომები და პოლიტიკურ რელსებზე გადაყვანა არის სრული აბსურდი
ეკა კუპატაძე ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებას ეხმაურება და მას საქმის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანაში და სიცრუეში ადანაშაულებს.
07 აგვისტო 2026, 14:13
პოლიტიკა
კობა კობალაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: სჯობს, ისევ პროკურატურამ, სახელმწიფო უწყებებმა დასვან კითხვები, ვისაც კითხვის დასმის საშუალებაც აქვთ და პასუხის გაანალიზებისაც
სჯობს, ისევ პროკურატურამ, სახელმწიფო უწყებებმა დაასვან კითხვები, ვისაც კითხვის დასმის საშუალებაც აქვთ და პასუხის გაანალიზებისაც, - განუცხადა „ქრონიკას“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ.
07 აგვისტო 2026, 14:07
პოლიტიკა
Responsible Statecraft: ჰელსინკის კომისია „ცივი ომის“ ეპოქის გადმონაშთია, რომელიც უნდა გაუქმდეს - ის „ჩრდილოვან სახელმწიფო დეპარტამენტად“ იქცა და აშშ-ის საგარეო პოლიტიკას აზიანებს, განსაკუთრებით საქართველოსთან მიმართებით
ამერიკული გამოცემა Responsible Statecraft ჰელსინკის კომისიასთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ის „ცივი ომის“ ეპოქის გადმონაშთია, რომელიც უნდა გაუქმდეს.
07 აგვისტო 2026, 13:46
პოლიტიკა
კახა კალაძე ოპოზიციაზე: ეს აგენტურა საკუთარ თავს არ ეკუთვნის, გარე ძალების დავალებებს ასრულებს და იმის უფლებაც არ აქვს, კითხვა დასვას
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გარე ძალების დავალების შესაბამისად, შეიცვალა ოპოზიციის მესიჯ ბოქსი, - ასე გამოეხმაურა კახა კალაძე მედიის შეკითხვას, ოპოზიციაში ანტირუსული რიტორიკის ცვლილებასთან დაკავშირებით.
07 აგვისტო 2026, 13:45
პოლიტიკა
კახა კალაძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: ძალიან მძიმე განცხადება იყო ქართული სახელმწიფოსა და ჯარის წინააღმდეგ
დედაქალაქის მერის კახა კალაძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომში მებრძოლი ქართველი სამხედროების მისამართით გაჟღერებული ბრალდება არის ძალიან მძიმე განცხადება და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარე ჰიბრიდული ომის გაგრძელებაა.
07 აგვისტო 2026, 13:43
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: საკუთარი ღალატის გადასაფარად, ისინი ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ თითქოს 7 აგვისტოს მოხდა საქართველოში ინტერვენცია და არა 8 აგვისტოს. ეს იმ დოკუმენტის ფონზე, როდესაც სააკაშვილი თვითონ აწერდა ხელს 8 აგვისტოს ოკუპანტის თავდასხმის შესახებ
საკუთარი ღალატის გადასაფარად, ისინი ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ თითქოს 7 აგვისტოს მოხდა საქართველოში ინტერვენცია და არა 8 აგვისტოს. ეს იმ დოკუმენტის ფონზე, როდესაც სააკაშვილი თვითონ აწერდა ხელს 8 აგვისტოს ოკუპანტის თავდასხმის შესახებ, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
07 აგვისტო 2026, 13:35
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გამართულ ჯემალ და ცისანა სეფიაშვილების შემოქმედებით საღამოს დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ჯემალ და ცისანა სეფიაშვილების შემოქმედებით საღამოს დაესწრო. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
07 აგვისტო 2026, 13:32
პოლიტიკა
კახა კალაძე საბოტაჟის საქმეზე: ეს ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომლის მიზანი ქვეყნის ეკონომიკისა და ქართველი ხალხის დაზიანებაა
საბოტაჟის მცდელობა ემსახურება რუსულენოვანი ხალხის დარწმუნებას, თითქოს საქართველოში ჩამოსვლა სახიფათოა, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით, სუს-ის მიერ საბოტაჟის მუხლით დაწყებულ გამოძიებას.
07 აგვისტო 2026, 13:23
პოლიტიკა
კახა კალაძე: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს გამოცხადება გაუგებარია
დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაუგებარს უწოდებს ცალკეული ოპოზიციური ძალების მხრიდან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს გამოცხადებას.
07 აგვისტო 2026, 13:23
პოლიტიკა
კახა კალაძე: იუმორი მისაღებია, მაგრამ ბილწსიტყვაობა, შეურაცხყოფის მიყენება ჩვენი წარსულის, კულტურის, წარმატებული ადამიანებისთვის, მიუღებელია
არ მესმის, რატომ უნდა მივაყენოთ შეურაცხყოფა იმას, რითაც ვამაყობთ და დღემდე მოგვიყვანა მაშინ, როცა ძალიან ბევრ რამეზე შეიძლება იუმორისტული შოუების გაკეთება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან, როდესაც მას იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის საქმეზე „მითების დეტექტორის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაუსვეს შეკითხვა.
07 აგვისტო 2026, 13:16
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა გაერო-ს გლობალური ღონისძიების თემატურ სესიებში მონაწილეობს
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა გაერო-ს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტის (UN-GGIM) მე-16 სესიის ფარგლებში გამართულ თემატურ სესიებსა და დისკუსიებში მონაწილეობს.
07 აგვისტო 2026, 13:14
პოლიტიკა
კახა კალაძე „ინტერ რაოს“ დასანქცირებაზე: ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებით
„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებით“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მიერ კომპანია „ინტერ რაოს“ დასანქცირებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ.
07 აგვისტო 2026, 12:51
პოლიტიკა
მარგუს ცაჰკნა: საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ მიმდინარე ოკუპაცია და უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი ნათლად აჩვენებს, რომ კრემლი საკუთარი ამბიციების მისაღწევად კვლავ ძალის გამოყენებას ეყრდნობა
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ X-ში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ მიმდინარე ოკუპაცია და უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი ნათლად აჩვენებს, რომ კრემლი საკუთარი ამბიციების მისაღწევად კვლავ ძალის გამოყენებას ეყრდნობა.


