გიორგი ვოლსკი გვარამიას განცხადებაზე: ეს არის მოღალატეობრივი განცხადება, რომლის დანიშნულება საქართველოში დაძაბულობის ახალი კერების შექმნაა
გიორგი ვოლსკი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ეს არის მოღალატეობრივი განცხადება. რასაკვირველია, თუ თავს გაიმართლებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავუშვათ ვიფიქროთ, რომ მას სხვა რამ ჰქონდა მხედველობაში, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ნიკა გვარამიას განცხადებას, სადაც მან აფხაზეთი, როგორც ტრავმული მეხსიერება, ისე მოიხსენია და ამ საკითხზე საუბრისას ფაშინიანის მაგალითი მოიყვანა, რომელმაც მისივე თქმით, ყარაბაღის ტერიტორია დათმო.
ვოლსკის შეფასებით, ამ განცხადების მიზანი საქართველოში დაძაბულობის ახალი კერების შექმნაა.
„საუბრობს იმას, რომ როგორც სომხეთმა ყარაბაღზე უარი თქვა, ჩვენც უარი უნდა ვთქვათ გარკვეულ ტერიტორიებზე, რომელიც დღეს ოკუპაციის ქვეშ არის. ეს არის მრავალმხრივი დანიშნულების განცხადება და ამ დანიშნულებას ჰქვია საქართველოში დაძაბულობის ახალი კერების შექმნა“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
ყველა სიახლე
18 აგვისტო 2026, 10:19
საზოგადოება
საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა
საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა
18 აგვისტო 2026, 10:17
მსოფლიო
ტრამპის რეიტინგი მისი პრეზიდენტობის ორივე ვადის პერიოდში მინიმუმამდე დაეცა
დონალდ ტრამპის საქმიანობის მოწონების რეიტინგი 33%-მდე შემცირდა - ეს აშშ-ის საპრეზიდენტო პოსტზე მისი ორივე ვადის განმავლობაში მინიმალური მაჩვენებელია. ასეთია Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის მონაცემები, რომელიც 17 აგვისტოს დასრულდა. გასულ კვირას ტრამპის მუშაობას პრეზიდენტის პოსტზე რესპონდენტთა 35% იწონებდა.
18 აგვისტო 2026, 10:13
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა. ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოში დევნილთა საკითხებთან დაკავშირებული პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება იყო, რომელიც ქვეყანამ იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდასაჭერად დააგროვა.
18 აგვისტო 2026, 09:51
სპორტი
ლაგოდეხში, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული და კახეთის რეგიონული ფედერაციების ორგანიზებით, რიგით მესამე ტრადიციული ტურნირი ჩატარდა
ლაგოდეხში, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული და კახეთის რეგიონული ფედერაციების ორგანიზებით, რიგით მესამე ტრადიციული ტურნირი ჩატარდა, სადაც ადგილობრივ გუნდებთან ერთად, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის ბავშვთა საფეხბურთო აკადემიების კლუბებიც მონაწილეობდნენ.
18 აგვისტო 2026, 09:40
მსოფლიო
ფინეთის მთავრობა ბავშვების მიერ სოციალური მედიის გამოყენებაზე შეზღუდვების დაწესებას გეგმავს
ფინეთის მთავრობა ბავშვების მიერ სოციალური მედიის გამოყენებაზე შეზღუდვების დაწესებას გეგმავს. ინიციატივის ავტორი, ფინეთის სოციალურ საკითხთა მინისტრი, მოტივად სოციალური მედიის მიერ გამოწვეული ზიანისგან მცირეწლოვნების დაცვას ასახელებს.
18 აგვისტო 2026, 09:31
მსოფლიო
მოლდოვის საჰაერო სივრცე უცნობმა ობიექტმა დაარღვია, რის შემდეგაც აფეთქდა
მოლდოვის საჰაერო სივრცე უცნობმა ობიექტმა დაარღვია, რის შემდეგაც აფეთქდა. ობიექტი ეროვნული არმიის სისტემებმა დააფიქსირეს. ინციდენტი მოლდოვის საგარეო უწყებამ დაგმო. თუმცა, ამ დრომდე არ კონკრეტდება, თუ რა ტიპის მოწყობილობამ დაარღვია ქვეყნის საჰაერო სივრცე. მიმდინარეობს გამოძიება.
18 აგვისტო 2026, 09:22
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი სამადაშვილისა და გვარამიას განცხადებებზე: ეს ემსახურება ძალიან მარტივ რაღაცას, რომ ქვეყანაში არ იყოს განვითარება, თუკი რაიმე პერსპექტივა გაჩნდება ქვეყნის გაერთიანების, საძირკველშივე ეს პერსპექტივა იყოს ჩაკლული
წლების და ათწლეულების განმავლობაში ვხედავთ ამ ძალის მხრიდან ასეთ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს. თუმცა, მათი მხრიდანაც კი სრულიად აღმაშფოთებელი და წარმოუდგენელია იმ ტიპის მოღალატეობრივი განცხადებები, რომლებიც საზოგადოებამ იხილა, - ასე შეაფასა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა აფხაზეთთან დაკავშირებით ნიკა გვარამიასა და სალომე სამადაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები.
18 აგვისტო 2026, 09:01
საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში პერიოდულად იწვიმებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში პერიოდულად იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 25-დან 30 გრადუსამდე, აღმოსავლეთში კი 28-დან 33 გრადუსამდე იქნება.
18 აგვისტო 2026, 01:12
მსოფლიო
მაკრონი: ენდეთ ევროპას - სწორედ ის მოგვცემს საშუალებას, ერთად შევინარჩუნოთ პოზიციები ამ არეულ მსოფლიოში, სადაც საერთაშორისო სამართალი ყოველდღიურად ირღვევა და ბლოკების ლოგიკა ბრუნდება
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპის მნიშვნელობასა და გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე ილაპარაკა და საზოგადოებას ევროპული პროექტის მიმართ ნდობისკენ მოუწოდა.
18 აგვისტო 2026, 01:03
მსოფლიო
ჯარედ კუშნერი: თუ „ჰამასი“ უარს იტყვის განიარაღებაზე, ვაშინგტონი ღაზაში ისრაელის შემდგომ სამხედრო ოპერაციებს მხარს დაუჭერს
აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ ორივე მხარის თანამშრომლობის შემთხვევაში ღაზაში „პროგრესი შესაძლოა ძალიან მალე ვიხილოთ“, თუმცა მან იქვე მიანიშნა, რომ თუ „ჰამასი“ უარს იტყვის განიარაღებაზე, ვაშინგტონი ანკლავში ისრაელის შემდგომ სამხედრო ოპერაციებს მხარს დაუჭერს.
17 აგვისტო 2026, 22:39
რეგიონი
დავით კოდუამ საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებულ ზუგდიდელ სპორტსმენებს ფულადი ჯილდო გადასცა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებულ ზუგდიდელ სპორტსმენებს - ნათია გადელიას, ელენე ქარჩავას, ანასტასია ჩოკორაიასა და სალომე ქაქუთიას შეხვდა. მერმა ახალგაზრდა სპორტსმენებს მიღწეული წარმატება მიულოცა და ფულადი ჯილდო გადასცა.
17 აგვისტო 2026, 22:28
მსოფლიო
ტრამპი: კიმ ჩენ ინი ჩემ მიმართ ყოველთვის დიდ პატივისცემას იჩენდა - მე მესმის მისი, მას კი ჩემი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან ურთიერთობაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ მათ შორის კარგი ურთიერთგაგება არსებობს.
17 აგვისტო 2026, 22:02
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: მათ კაპიტულაციის თეთრი დროშა უნდა აღმართონ
60-დღიანი ზავის ვადა ორშაბათს იწურება, თუმცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მტკიცე პოზიცია ირანის ბირთვული ამბიციების აღკვეთასთან დაკავშირებით უცვლელია. ამის შესახებ მან ორშაბათს დილით Fox News-ს განუცხადა და დაადასტურა, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) სამშვიდობო მოლაპარაკებების პირდაპირი, ფარული არხი მოქმედებს.
17 აგვისტო 2026, 21:49
კულტურა
19 აგვისტოდან მსმენელებს ფესტივალ „ღამის სერენადების“ საკონცერტო საღამოები ელოდებათ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
19 აგვისტოდან ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ მსმენელთან შესახვედრად ემზადება. წელს ფესტივალი ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს მიეძღვნება. ტრადიციულად მრავალფეროვანი პროგრამითა და მოწვეული სტუმრების მონაწილეობით სამ ქალაქში შვიდი კონცერტი გაიმართება. ღამის სერენადები კულტურის სამინისტროს, „შემოქმედებითი საქართველოს“, თბილისის, ბათუმისა და ბორჯომის მერიის მხარდაჭერით 20 სექტემბერს დაიხურება.
17 აგვისტო 2026, 21:37
მსოფლიო
Reuters: ირანი, აშშ-თან დიპლომატიის კრახის შემთხვევაში, ჰორმუზის სრუტეში შეტევაზე გადასვლით იმუქრება
როგორც ირანის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა ორშაბათს Reuters-ს განუცხადა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ომის საბოლოო შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის გამო, თეირანმა თავისი სტრატეგია თავდაცვითიდან „სრულმასშტაბურ შეტევით“ პოლიტიკაზე გადაიყვანა.
17 აგვისტო 2026, 21:34
სპორტი
ისტორიული შედეგი ზამთრის ოლიმპიადაზე და ღირსეული დაფასება სახელმწიფოსგან - მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ნაკრების წევრებს ფულადი პრიზები გადაეცემათ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ისტორიული შედეგი ზამთრის ოლიმპიადაზე და ღირსეული დაფასება სახელმწიფოსგან - „მილანი-კორტინა 2026-ზე“ საქართველოს ნაკრების მიერ მიღწეული წარმატება ფულადი ჯილდოებით აღინიშნება.
17 აგვისტო 2026, 21:19
საზოგადოება
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები თბილისში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დედაქალაქში მოსული უხვი ნალექი პრობლემური აღმოჩნდა არაერთი რაიონისთვის; განსაკუთრებულად კი ლეღვთახევის ტერიტორიაზე.
17 აგვისტო 2026, 21:18
მსოფლიო
POLITICO: ლატვია სერიოზულ შეცდომად მიიჩნევს ევროკავშირის უარს, აუკრძალოს წევრ სახელმწიფოებში შესვლა იმ პირებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდნენ
როგორც გამოცემა POLITICO იუწყება, ლატვია სერიოზულ შეცდომად მიიჩნევს ევროკავშირის უარს, აუკრძალოს წევრ სახელმწიფოებში შესვლა იმ პირებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდნენ.
17 აგვისტო 2026, 21:00
საზოგადოება
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის მთავრობა თელავის მუნიციპალიტეტს 500 000 ლარს გადასცემს
ძლიერი წვიმისგან შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად მუნიციპალიტეტში ამ დრომდე მუშაობენ. პარალელურად, მიმდინარეობს მსგავსი შედეგების პრევენციაზე მუშაობაც.


