კახა კალაძე საბავშვო ბაღებზე: პატარების თემით სპეკულირება კატეგორიულად მიუღებელია - ყველა ცილისწამებაზე სამართლებრივი რეაგირება უნდა მოხდეს
კახა კალაძე
ფოტო: თბილისის მერია
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ რამდენიმე დღის წინ საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა ავადობა გამოწვეული იყო ნოროვირუსით.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მუნიციპალიტეტმა, სპეციალისტებთან ერთად, პირველივე დღეს დაიწყო შესაბამისი საპრევენციო ზომების გატარება.
„თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში შექმნილ ვითარებაზე ამ დღეების განმავლობაში არ გამიკეთებია განცხადება. მხოლოდ მცირე კომენტარით შემოვიფარგლე, რადგან უმთავრესი იყო ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და იმ გადაუდებელი ღონისძიებების გატარება, რომელიც ფაქტის გამოვლენისთანავე დავიწყეთ. ამას სჭირდებოდა არა პანიკა, სხვადასხვა ცილისწამებაზე პასუხის გაცემა ან პოლიტიკურ დებატებში ბრძოლა, არამედ თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა, ყველა შესაბამისი უწყების კოორდინირებული მუშაობა და პრობლემის მიზეზის დადგენა. იმავე დღეს, ბაგა-ბაღებში დავიწყეთ სპეციალისტების მიერ დადგენილი პროტოკოლით გათვალისწინებული საპრევენციო ზომების გატარება. ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის შედეგად, გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება, რათა აღსაზრდელთა და პერსონალის უსაფრთხოება ყოფილიყო მაქსიმალურად დაცული და მოგვეხდინა რისკების პრევენცია. შესაბამისი ორგანიზაციებისა და ლაბორატორიების ჩართულობითა და კვლევების შედეგად, გამოვლენილია ნოროვირუსი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, პატარების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უახლოეს დღეებში შვიდივე საბავშვო ბაღში, რომლებიც დროებით დახურული იყო, სააღმზრდელო პროცესი აღდგება.
„ჩვენ ამ დღეების განმავლობაში მოვისმინეთ ძალიან ბევრი სიბინძურე, ტყუილი. გუშინ ერთი კონკრეტული პიროვნება, ჩვეულებრივი თაღლითი ერთ-ერთ ტელევიზიაში ავრცელებდა დეზინფორმაციას, რომ თითქოს, ბაღებში ბავშვები ქათმის ხორცით მოიწამლნენ. ეს ძალიან დიდი სიცრუეა, მითუმეტეს, რომ იმ დღით მენიუში ქათმის ხორცი საერთოდ არ ყოფილა. არ დაუჯეროთ თაღლითებს. სამწუხაროდ, ასეთები ძალიან ბევრნი არიან. ჩვენ მოსახლეობას ყოველთვის სიმართლეს ვეტყვით. აბსოლუტურად ღია ვართ, არ გავურბივართ პრობლემებს, ყოველთვის გამოვდივართ და საზოგადოებას ვაწვდით სწორ ინფორმაციას. ჩემთვის გასაგებია, რა არის მსგავსი დეზინფორმაციების გავრცელების მიზანი, მაგრამ როცა საქმე პატარებს ეხება, ვფიქრობ, ამ თემით სპეკულირება კატეგორიულად მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, ასეთ ფაქტებზე და ყველა ცილისწამებაზე ბაღების სააგენტო სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ზრუნავს 60 000-ზე მეტ პატარაზე.
„მადლობას გიხდით ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და თბილისის ბაგა-ბაღების ხელმძღვანელებს, თითოეულ თანამშრომელს, არა მხოლოდ ამ დღეებში, წლების განმავლობაში გაწეული უმნიშვნელოვანესი შრომისთვის. გიყვარდეს, ზრუნავდე და უფრთხილდებოდე 60 000-ზე მეტ პატარას - ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და მოითხოვს ტიტანურ შრომას, რასაც თქვენ წარმატებით ართმევთ თავს. აქვე ბოდიშსაც გიხდით იმისთვის, რომ ზოგჯერ პოლიტიკური სპეკულაციებისა და თავდასხმის ობიექტები ხდებით, რისი მიზანიც თბილისის მუნიციპალიტეტის და პირადად ჩემი დისკრედიტაციის მცდელობაა, თუმცა ყველა მსგავსი მცდელობა ფუჭია, რადგან ჩვენი აღსაზრდელების მშობლები ნდობას უცხადებენ თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებს და ზუსტად იციან, რომ მათ შვილებზე ბაღის კედლებში ისევე ზრუნავენ, როგორც საკუთარ ოჯახში. მადლობა მათ ამისთვის. იცოდეთ, ჩვენ ამ ნდობას ძალიან ვუფრთხილდებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მანვე მადლობა გადაუხადა ყველა იმ უწყების წარმომადგენლებს, რომლებიც ნოროვირუსის გამოვლენის, საპრევენციო ღონისძიებების შემუშავებისა და გატარების პროცესში არიან ჩართული.
„მადლობას ვუხდი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ლაბორანტებს, ექიმებს, ეპიდემიოლოგებს, ყველა იმ უწყებას, ვინც ჩართული იყო ნოროვირუსის გამოვლენის, საპრევენციო ღონისძიებების შემუშავებისა და გატარების პროცესში. კვლევები გრძელდება და იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში გვექნება სრული ინფორმაცია, კონკრეტულად, როგორ და საიდან გავრცელდა აღნიშნული ვირუსი და რა იყო დაავადების წყარო. ზოგადად, გვაქვს კონკრეტული თვეები, როდესაც ვირუსის გავრცელება უფრო მეტი ინტენსივობით ხდება. არა მხოლოდ საბავშვო ბაღებზეა საუბარი, არამედ მოზარდებზე და სხვადასხვა ასაკის ადამიანებზე. ჯანმრთელობას და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს პატარებს, რომელთა ბედნიერი ბავშვობისთვის კეთდება ყველაფერი. სწორედ ისინი არიან ჩვენი ყველა განხორციელებული თუ სამომავლო პროექტების ამოსავალი წერტილი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ყველა სიახლე
22 სექტემბერი 2026, 12:29
მსოფლიო
თურქეთში სკოლასთან სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაჭრილია 10 მოსწავლე, რომელთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა. ტელეკომპანია CNN Turk-ი კი 8 დაშავებულის შესახებ იუწყება. დაზარალებულები 14-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდები არიან.
22 სექტემბერი 2026, 12:26
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თბილისში ენერგეტიკის რეგულირების IX მსოფლიო ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, საერთაშორისო ორგანიზაციების, ენერგეტიკული გაერთიანებებისა და დონორი ინსტიტუტების წარმომადგენლები.
22 სექტემბერი 2026, 12:17
მსოფლიო
მადიარი უნგრეთში უკრაინისთვის განკუთვნილი გაზის საცავის მშენებლობის წინააღმდეგ გამოვიდა
პარლამენტში გამოსვლისას მადიარმა განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მისი პარტიის, „ტისას“ ყოფნის დროს, მშენებლობა არ განხორციელდება. პრემიერის თქმით, მან თავისი პოზიციის შესახებ MOL-ის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა და შეახსენა, რომ სახელმწიფო ამ კომპანიის 25%-იან წილს ფლობს.
22 სექტემბერი 2026, 12:14
პოლიტიკა
გია აბაშიძე: ევროკრატების თვალთმაქცობა ზენიტშია, ერთი ხელით „გაჩერებულ დიალოგსა“ და იმიტირებულ სანქციებს გაიძახიან, მეორე ხელით კი გლობალურ ტრიბუნებზე პრემიერ ირაკლი კობახიძესთან უწყვეტ კომუნიკაციაში არიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გაიმართა და რომელიც თავად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ გახსნა - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
22 სექტემბერი 2026, 12:10
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გვექნება შესაძლებლობა, უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები
დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ნიუ-იორკში. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დღეს დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები კოლეგებთან. გვექნება შესაძლებლობა, უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
22 სექტემბერი 2026, 12:09
რეგიონი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქარელის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
22 სექტემბერი 2026, 12:09
საზოგადოება
დედაენის ბაღში ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თამაშების ტრანსლირება დიდ ეკრანზე გაიმართება
თბილისის მერიის ორგანიზებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, დედაენის ბაღში, 25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, დაგეგმილია ფანზონის მოწყობა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
22 სექტემბერი 2026, 12:08
საზოგადოება
კახა კალაძე: მივმართავთ ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას, უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა და დროებითი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად
თბილისის მერია ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას მოუწოდებს, უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა და დროებითი, შესაბამისი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად, ვიდრე ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები დასრულდება.
22 სექტემბერი 2026, 12:08
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარელ კოლეგას შეხვდა
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ველისლავა პეტროვა-ჩამოვას შეხვდა.
22 სექტემბერი 2026, 12:06
რეგიონი
ზუგდიდში საპატიო მოქალაქის, საპატიო ზუგდიდელისა და დამსახურებული მოღვაწის წოდების მინიჭების ცერემონია გაიმართა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, ზუგდიდის საპატიო მოქალაქის, საპატიო ზუგდიდელისა და დამსახურებული მოღვაწის წოდების მინიჭების ცერემონია და კონცერტი გაიმართა.
22 სექტემბერი 2026, 11:52
საზოგადოება
თბილისის მერიის სპორტული ობიექტებით მოსარგებლე 18 წლამდე ასაკის 1 500 ბენეფიციარს სრული სამედიცინო სკრინინგი ჩაუტარდება
თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრში დედაქალაქის მერიის სპორტული ობიექტებით მოსარგებლე 18 წლამდე ბენეფიციარების სამედიცინო შემოწმება-სკრინინგი მიმდინარეობს, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ.
22 სექტემბერი 2026, 11:45
საზოგადოება
„თბილისობა“ წელს 3 და 4 ოქტომბერს ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება
„თბილისობა“ წელს 3 და 4 ოქტომბერს, ყველაზე მასშტაბურად, ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
22 სექტემბერი 2026, 11:43
მსოფლიო
ტელეკომპანიების მხრიდან ბოიკოტის საპასუხოდ თეთრმა სახლმა ტრამპის შესახებ 24-საათიანი არხი Trump TV აამუშავა
სამი მედიასაშუალებისთვის, თეთრ სახლში წვდომის შეზღუდვის გამო შეერთებული შტატების უმსხვილესმა ტელეარხებმა, მათ შორის Fox News-მა, ABC News-მა, CBS News-მა, NBC News-მა და CNN-მა დონალდ ტრამპს ბოიკოტი გამოუცხადეს. ისინი აცხადებენ, რომ ყველა იმ ღონისძიების გაშუქებას წყვეტენ, რომელშიც შტატების პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას.
22 სექტემბერი 2026, 11:32
მსოფლიო
Reuters: მსოფლიო სანავთობო კრიზისი შესაძლოა 2027 წლამდე გაგრძელდეს
მსოფლიო სანავთობო კრიზისი შესაძლოა 2027 წლამდე გაგრძელდეს, - წერს Reuters-ი ექსპერტებზე დაყრდნობით იუწყება და აღნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებში დიზელის საწვავის მარაგი 107 მთელსა და 9 მეათედ ბარელამდე შემცირდა. გამოცემის ცნობით, ეს 1982 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
22 სექტემბერი 2026, 11:25
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: ნიკა გვარამიას განცხადება შეგვიძლია ჩავწეროთ იმ მოღალატეობრივი განცხადებების რიცხვში, რომელიც გასული ერთი თვის განმავლობაში ძალიან აქტიურად იქნა ტირაჟირებული აგენტურული დაჯგუფებების წარმომადგენელთა მხრიდან. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი პათოსის მქონე განცხადება
ნიკა გვარამიას განცხადება შეგვიძლია ჩავწეროთ იმ მოღალატეობრივი განცხადებების რიცხვში, რომელიც გასული ერთი თვის განმავლობაში ძალიან აქტიურად იქნა ტირაჟირებული აგენტურული დაჯგუფებების წარმომადგენელთა მხრიდან, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ თორნიკე ჭეიშვილმა.
22 სექტემბერი 2026, 11:22
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: პოლიტიკური ნაბიჯები, რომელსაც შეერთებული შტატები დგამს, ნათლად აჩვენებს, რომ საქართველო ყოველთვის საიმედო პარტნიორი იყო. ჩვენ ძალიან მჭიდრო პარტნიორობა განვავითარეთ შეერთებულ შტატებთან და ამ პარტნიორობით ვამაყობთ
„საქართველოს, დიდი ხნის განმავლობაში თავისი წვლილი შეჰქონდა შეერთებული შტატებისა და ნატოს ეგიდით წარმოებულ მისიებში. ჩვენ ვამაყობთ ამ ათასწლეულების განმავლობაში ჩვენ მიერ ჩამოყალიბებული პარტნიორობით. საქართველო ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების კუთხით“.
22 სექტემბერი 2026, 11:12
მსოფლიო
დანია და აშშ გრენლანდიის შესახებ შეთანხმებას დღეს გააფორმებენ
დღეს ნიუ-იორკში შეერთებული შტატების და დანია არქტიკისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის უსაფრთხოების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას ოფიციალურად გააფორმებენ. დოკუმენტს ხელს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, დანიის პრემიერი მეტე ფრედერიქსენი და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი იენს-ფრედერიკ ნილსენი მოაწერენ.
22 სექტემბერი 2026, 11:09
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში კონკორდიას ყოველწლიურ სამიტში მონაწილეობა მიიღო
პანელურ დისკუსიაზე სახელწოდებით - „სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა და შავი ზღვა, როგორც სტაბილურობის საყრდენი“, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს მზარდ გეოპოლიტიკურ როლზე, შეერთებულ შტატებთან პარტნიორობაზე, ევროპულ ინტეგრაციასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ილაპარაკა.
22 სექტემბერი 2026, 11:06
მსოფლიო
NATO-მ მოსახლეობისთვის ომისთვის მზადყოფნის მოთხოვნათა ჩამონათვალი პირველად გამოაქვეყნა
უზრუნველყოფილი უნდა იყოს კავშირგაბმულობისა და საბაზისო სერვისების, ასევე სატრანსპორტო ქსელის შეუფერხებელი ფუნქციონირება. ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ ჯარების მიერ საზღვრის გადაკვეთა საჭირო ვადებში, მთავრობებს კი უწყვეტ რეჟიმში მუშაობა ევალებათ.


