ზუგდიდში საპატიო მოქალაქის, საპატიო ზუგდიდელისა და დამსახურებული მოღვაწის წოდების მინიჭების ცერემონია გაიმართა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, ზუგდიდის საპატიო მოქალაქის, საპატიო ზუგდიდელისა და დამსახურებული მოღვაწის წოდების მინიჭების ცერემონია და კონცერტი გაიმართა.
,,დღევანდელი დღე ნამდვილად არის ჩვენი ქალაქისთვის განსაკუთრებული და გამორჩეული, რადგან ჩვენ ამ დღეს გამოვხატავთ უდიდეს მადლიერებას და პატივისცემას იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ძალიან დიდი შრომა და წვლილი შეიტანეს ჩვენი ქალაქის განვითარებაში, მის კულტურაში, მედიცინაში, განათლებაში,სპორტსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. განსაკუთრებული მადლობა მათ. ზუგდიდის საპატიო მოქალაქეობა არ არის მხოლოდ სიმბოლური ჯილდო, ეს არის ქალაქის მხრიდან გამოხატული უდიდესი მადლიერება იმ ღვაწლისადმი, რომელიც მათ გააჩნიათ ჩვენი ქალაქისა და მომავალი თაობების წინაშე. მინდა მათ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ მათ ცხოვრების მანძილზე უდიდესი შრომა თავიანთ პროფესიებში ჩადეს და ყველაზე ძვირფასი რესურსი თავიანთი დრო მიუძღვნეს ჩვენი ქალაქის განვითარებას. უდიდესი მადლობა მინდა გითხრათ იმ ერთგულებისთვის,რომელიც თქვენ გამოიჩინეთ ჩვენი ქალაქის მიმართ, მადლობა ყველას და იმ ადამიანებს, კომისიას რომელმაც იმუშავა და გამოარჩია ის ადამიანები, ვინც ნამდვილად ღირსია რომ ატარებდეს ამ დიდ ღირსებას ჩვენი ქალაქისას, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ წოდებას, გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და უამრავ წარმატებას ჩვენი ზუგდიდის საკეთილდღეოდ”-აღნიშნა ზუგდიდის მერმა სიტყვით გამოსვლისას.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საპატიო ზუგდიდელის წოდება მიენიჭა:
რუბენ (რობერტ) აბსანძეს - მხატვარ-კერამიკოსს, მოქანდაკეს, ტრადიციული ხალხური რეწვის ასოციაციის წევრს, ზუგდიდის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათის-ხელოვნებისა და კულტურის კერა „ორკოლ სტუდიას“ შემქმნელს. ხელოვანს, რომლის შემოქმედება ეფუძნება ქართულ ტრადიციებსა და ეროვნულ კულტურას, კერამიკის ისტორიული ტრადიციების, ფორმების, ორნამენტებისა და ტექნოლოგიების შესწავლასა და პოპულარიზაციას. კოლხური კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
იური გუგუჩიას - ინჟინერ-მექანიკოსს, საქართველოს დამსახურებულ ინჟინერს, სხვადასხვა წლებში ელექტროსადგურ „ენგურჰესის“ მშენებლობის უფროსის პირველ მოადგილეს, ელექტროსადგურ „ვარციხე ჰესის“ მშენებლობის ორგანიზატორს, საქართველოს ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის მთავარი სამმართველოს ზუგდიდის საწარმოო გაერთიანების გენერალურ დირექტორს, ზუგდიდის გამგებლისა და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს, საპატრიარქოს ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, საქართველოს ენერგეტიკის საინჟინრო აკადემიის ნამდვილ წევრ-აკადემიკოსს, ღირსების ორდენის კავალერს, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში გაწეული მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის.
თორნიკე (სოსო) კილასონიას - ტექნიკურ მუშაკს, კეთილმოწყობის მართვის ცენტრის თანამშრომელს, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის უზრუნველყოფის მიმართულებით ერთგული საქმიანობისთვის, ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობაში აქტიური ჩართულობისთვის, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობითა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებით გამორჩეულ პიროვნებას.
ავთანდილ გახოკიძეს - საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს ძალოსნობაში, სხვადასხვა წლებში საქართველოს ეროვნული ძალოსნობის ნაკრებისა და საქართველოს ძალოსნობის ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, საქართველოს საუკეთესო მწვრთნელის ტიტულის რვაგზის მფლობელს, აფხაზეთის ომის მონაწილეს, ღირსების ორდენის მფლობელს, მრავლგზის ოლიმპიური ჩემპიონის აღმზრდელსა და მასწავლებელს, ძალოსნობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მრავალწლიანი და ნაყოფიერი სამწვრთნელო საქმიანობისთვის.
იღუმენია დინარს - (ერობაში დარეჯან ქვარაიას). ოჭანეს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარს, ღვთისა და წმინდა ეკლესიისადმი ერთგულ მსახურსა და სულიერ მოღვაწეს, მრავალწლიანი თავდადებული სასულიერო მსახურებისთვის, კორცხელის დედათა მონასტერში გაწეული ნაყოფიერი სულიერი ღვაწლისთვის, ოჭანეს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის აღორძინებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის. დედა დინარი, ღვთისა და წმინდა ეკლესიისადმი ერთგული მსახურებისა და სულიერი ღვაწლისთვის, დაჯილდოებულია საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესიის განსაკუთრებული ჯილდოთი - ოქროს ჯვრის ტარების უფლებით;
ზუგდიდის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა:
დავით ნარმანიას - მეცნიერს, ეკონომიკის აკადემიურ დოქტორს, პედაგოგს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის გამგეს. ოთხმოცდაათზე მეტი სამეცნიერო და კვლევითი ნაშრომის ავტორს და თანაავტორს. სხვადასხვა წლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ქალაქ თბილისის ყოფილ მერს. დღემდე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარეს.
ზურაბ გუგუჩიას - მეცნიერს, ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორს, ციურიხის უნივერსიტეტის დოქტორს, ამავე უნივერსიტეტის ისტორიაში ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა პროფესორს, შვეიცარიის უდიდესი სამეცნიერო ცენტრის პაულ შერერის ინსტიტუტის თანამშრომელს, 2026 წლის აპრილიდან შვედეთის ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორს, ზეგამტარობისა და მაგნეტიზმის მიმართულებით მნიშვნელოვანი სამეცნიერო აღმოჩენების ავტორს, სამოცდაათამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, შვეიცარიის სამეცნიერო ეროვნული ფონდის პრესტიჟული ჯილდოს ორგზის მფლობელს, ბერკლის, პრინსტონისა და ტოკიოს უნივერსიტეტებთან სამეცნიერო თანამშრომლობით გამორჩეულ მეცნიერს, ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომელს, წინანდლის საერთაშორისო პრემიის მფლობელსა და ღირსების ორდენის კავალერს, ფიზიკის მეცნიერების განვითარებაში, კვანტურ მასალებში ზეგამტარობასა და მაგნეტიზმს შორის ურთიერთკავშირის კვლევაში შეტანილი გამორჩეული წვლილისა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში მოპოვებული მაღალი აღიარებისთვის.
გიორგი ყუფუნიას - პროფესიით სასოფლო - სამეურნეო დარგის წარმომადგენელს, ქველმოქმედებით გამორჩეულ პიროვნებას. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობის ინიციატორსა და ქტიტორს.
კობა შანავას - ექიმს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, ტრანსპლანტოლოგს, საქართველოში ღვიძლის ქირურგიისა და ღვიძლის ტრანსპლანტაციის ფუძემდებელს, ევროპის ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოების წევრს, ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტს, საერთაშორისო ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოების წევრს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტრანსპლანტაციის საბჭოს წევრს. ამჟამად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორს.
ავთანდილ დანელიას - ვეტერან ფეხბურთელს, გამორჩეულ ფეხბურთელთა არაერთი თაობის აღმზრდელს, სხვადასხვა წლებში „დინამო ზუგდიდისა“ და საფეხბურთო კლუბ „ლაზიკას“ მწვრთნელს, ზუგდიდის რაიონის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მოადგილეს, ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის თავმჯდომარეს, მრავალწლიანი სპორტული და საზოგადოებრივი მოღვაწეობის განმავლობაში ზუგდიდის ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, ახალგაზრდა თაობების აღზრდისა და სპორტული ტრადიციების განმტკიცებისთვის.
დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა:
მერი ჭანტურიას - ექიმ-თერაპევტს, მრავალწლიანი და ნაყოფიერი სამედიცინო საქმიანობისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და პაციენტებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულებისთვის. ადამიანს, რომელიც ექვს ათეულ წელზე მეტია ემსახურება მედიცინას და დღემდე მუშაობს ოჯახის ექიმად კორცხელის საექიმო ამბულატორიაში;
დოდო გეთიას - პედაგოგს, ინგლისური ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილ მასწავლებელს, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მფლობელს, მრავალი თაობის აღმზრდელს, განათლების სფეროში მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის. ქალაქ ზუგდიდის №1 საჯარო სკოლაში პედაგოგიური და მმართველობითი საქმიანობისთვის, უცხო ენების სწავლების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
მზია მატკავას - პედაგოგს, სამუსიკო ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, თავისი საქმის პროფესიონალს, მუსიკის ღვაწლმოსილ მასწავლებელს, რომელმაც მრავალწლიანი პედაგოგიური საქმიანობით ცოდნა, გამოცდილება და მუსიკისადმი სიყვარული არაერთ თაობას გაუზიარა. ქალაქის კულტურულ და საგანმანათლებლო ცხოვრების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
გოგი ანჩაბაძეს - ისტორიკოსს, პედაგოგს, სოფელ განმუხურის საჯარო სკოლის ყოფილ დირექტორს, განათლების სფეროში მრავალწლიანი და ღირსეული საქმიანობისთვის, პედაგოგთა საზოგადოებაში დამსახურებული ავტორიტეტისა და პროფესიული საქმიანობის მაღალი პასუხისმგებლობით, საქმისადმი ერთგულებითა და პედაგოგიური ღირსებით წარმართვისთვის. მოსწავლეთა განათლებასა და აღზრდაზე განსაკუთრებული ზრუნვისთვის, ასევე ორგანიზატორული და მენეჯერული საქმიანობისთვის.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თამარ გვერდწითელი, სიმფონიური ორკესტრი, მაესტრო-ნიკოლოზ ნიკვაშვილი და ფოლკლორული ანსამბლი ,,ოდოია”.
ღონისძიების წამყვანი იყო გიორგი კალანდია.
ყველა სიახლე
22 სექტემბერი 2026, 12:58
ეკონომიკა
ნათია თურნავა J.P. Morgan-ის საჯარო სექტორის მიმართულების გლობალურ ხელმძღვანელს მაშა გლუხოვსკის შეხვდა
შეხვედრა თბილისში გამართული რეგიონის ცენტრალური ბანკების მმართველების მრგვალი მაგიდის ღონისძიების ფარგლებში შედგა.
22 სექტემბერი 2026, 12:29
მსოფლიო
თურქეთში სკოლასთან სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაჭრილია 10 მოსწავლე, რომელთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა. ტელეკომპანია CNN Turk-ი კი 8 დაშავებულის შესახებ იუწყება. დაზარალებულები 14-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდები არიან.
22 სექტემბერი 2026, 12:26
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თბილისში ენერგეტიკის რეგულირების IX მსოფლიო ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, საერთაშორისო ორგანიზაციების, ენერგეტიკული გაერთიანებებისა და დონორი ინსტიტუტების წარმომადგენლები.
22 სექტემბერი 2026, 12:17
მსოფლიო
მადიარი უნგრეთში უკრაინისთვის განკუთვნილი გაზის საცავის მშენებლობის წინააღმდეგ გამოვიდა
პარლამენტში გამოსვლისას მადიარმა განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მისი პარტიის, „ტისას“ ყოფნის დროს, მშენებლობა არ განხორციელდება. პრემიერის თქმით, მან თავისი პოზიციის შესახებ MOL-ის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა და შეახსენა, რომ სახელმწიფო ამ კომპანიის 25%-იან წილს ფლობს.
22 სექტემბერი 2026, 12:14
პოლიტიკა
გია აბაშიძე: ევროკრატების თვალთმაქცობა ზენიტშია, ერთი ხელით „გაჩერებულ დიალოგსა“ და იმიტირებულ სანქციებს გაიძახიან, მეორე ხელით კი გლობალურ ტრიბუნებზე პრემიერ ირაკლი კობახიძესთან უწყვეტ კომუნიკაციაში არიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გაიმართა და რომელიც თავად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ გახსნა - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
22 სექტემბერი 2026, 12:10
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გვექნება შესაძლებლობა, უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები
დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ნიუ-იორკში. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დღეს დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები კოლეგებთან. გვექნება შესაძლებლობა, უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
22 სექტემბერი 2026, 12:09
რეგიონი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
22 სექტემბერი 2026, 12:09
საზოგადოება
დედაენის ბაღში ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თამაშების ტრანსლირება დიდ ეკრანზე გაიმართება
თბილისის მერიის ორგანიზებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, დედაენის ბაღში, 25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, დაგეგმილია ფანზონის მოწყობა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
22 სექტემბერი 2026, 12:08
საზოგადოება
კახა კალაძე: მივმართავთ ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას, უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა და დროებითი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად
თბილისის მერია ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას მოუწოდებს, უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა და დროებითი, შესაბამისი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად, ვიდრე ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები დასრულდება.
22 სექტემბერი 2026, 12:08
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარელ კოლეგას შეხვდა
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ველისლავა პეტროვა-ჩამოვას შეხვდა.
22 სექტემბერი 2026, 12:03
პოლიტიკა
კახა კალაძე საბავშვო ბაღებზე: პატარების თემით სპეკულირება კატეგორიულად მიუღებელია - ყველა ცილისწამებაზე სამართლებრივი რეაგირება უნდა მოხდეს
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ რამდენიმე დღის წინ საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა ავადობა გამოწვეული იყო ნოროვირუსით.
22 სექტემბერი 2026, 11:52
საზოგადოება
თბილისის მერიის სპორტული ობიექტებით მოსარგებლე 18 წლამდე ასაკის 1 500 ბენეფიციარს სრული სამედიცინო სკრინინგი ჩაუტარდება
თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრში დედაქალაქის მერიის სპორტული ობიექტებით მოსარგებლე 18 წლამდე ბენეფიციარების სამედიცინო შემოწმება-სკრინინგი მიმდინარეობს, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ.
22 სექტემბერი 2026, 11:45
საზოგადოება
„თბილისობა“ წელს 3 და 4 ოქტომბერს ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება
„თბილისობა“ წელს 3 და 4 ოქტომბერს, ყველაზე მასშტაბურად, ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
22 სექტემბერი 2026, 11:43
მსოფლიო
ტელეკომპანიების მხრიდან ბოიკოტის საპასუხოდ თეთრმა სახლმა ტრამპის შესახებ 24-საათიანი არხი Trump TV აამუშავა
სამი მედიასაშუალებისთვის, თეთრ სახლში წვდომის შეზღუდვის გამო შეერთებული შტატების უმსხვილესმა ტელეარხებმა, მათ შორის Fox News-მა, ABC News-მა, CBS News-მა, NBC News-მა და CNN-მა დონალდ ტრამპს ბოიკოტი გამოუცხადეს. ისინი აცხადებენ, რომ ყველა იმ ღონისძიების გაშუქებას წყვეტენ, რომელშიც შტატების პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას.
22 სექტემბერი 2026, 11:32
მსოფლიო
Reuters: მსოფლიო სანავთობო კრიზისი შესაძლოა 2027 წლამდე გაგრძელდეს
მსოფლიო სანავთობო კრიზისი შესაძლოა 2027 წლამდე გაგრძელდეს, - წერს Reuters-ი ექსპერტებზე დაყრდნობით იუწყება და აღნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებში დიზელის საწვავის მარაგი 107 მთელსა და 9 მეათედ ბარელამდე შემცირდა. გამოცემის ცნობით, ეს 1982 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
22 სექტემბერი 2026, 11:25
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: ნიკა გვარამიას განცხადება შეგვიძლია ჩავწეროთ იმ მოღალატეობრივი განცხადებების რიცხვში, რომელიც გასული ერთი თვის განმავლობაში ძალიან აქტიურად იქნა ტირაჟირებული აგენტურული დაჯგუფებების წარმომადგენელთა მხრიდან. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი პათოსის მქონე განცხადება
ნიკა გვარამიას განცხადება შეგვიძლია ჩავწეროთ იმ მოღალატეობრივი განცხადებების რიცხვში, რომელიც გასული ერთი თვის განმავლობაში ძალიან აქტიურად იქნა ტირაჟირებული აგენტურული დაჯგუფებების წარმომადგენელთა მხრიდან, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ თორნიკე ჭეიშვილმა.
22 სექტემბერი 2026, 11:22
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: პოლიტიკური ნაბიჯები, რომელსაც შეერთებული შტატები დგამს, ნათლად აჩვენებს, რომ საქართველო ყოველთვის საიმედო პარტნიორი იყო. ჩვენ ძალიან მჭიდრო პარტნიორობა განვავითარეთ შეერთებულ შტატებთან და ამ პარტნიორობით ვამაყობთ
„საქართველოს, დიდი ხნის განმავლობაში თავისი წვლილი შეჰქონდა შეერთებული შტატებისა და ნატოს ეგიდით წარმოებულ მისიებში. ჩვენ ვამაყობთ ამ ათასწლეულების განმავლობაში ჩვენ მიერ ჩამოყალიბებული პარტნიორობით. საქართველო ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების კუთხით“.
22 სექტემბერი 2026, 11:12
მსოფლიო
დანია და აშშ გრენლანდიის შესახებ შეთანხმებას დღეს გააფორმებენ
დღეს ნიუ-იორკში შეერთებული შტატების და დანია არქტიკისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის უსაფრთხოების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას ოფიციალურად გააფორმებენ. დოკუმენტს ხელს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, დანიის პრემიერი მეტე ფრედერიქსენი და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი იენს-ფრედერიკ ნილსენი მოაწერენ.
22 სექტემბერი 2026, 11:09
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში კონკორდიას ყოველწლიურ სამიტში მონაწილეობა მიიღო
პანელურ დისკუსიაზე სახელწოდებით - „სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა და შავი ზღვა, როგორც სტაბილურობის საყრდენი“, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს მზარდ გეოპოლიტიკურ როლზე, შეერთებულ შტატებთან პარტნიორობაზე, ევროპულ ინტეგრაციასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ილაპარაკა.


