ლევან მახაშვილი: დღეს ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანას მონოპოლიზებული აქვს საქართველოს მიმართ ბრიუსელის საგარეო პოლიტიკა - ობიექტური შეფასებისა და სამართლიანი დამოკიდებულების პირობებში კი თბილისსა და ბრიუსელს შორის დიალოგს წინ ვერაფერი დაუდგება
ლევან მახაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ბელგიასა და ლუქსემბურგში პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალურ ვიზიტებს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, რეგიონში არსებული ომები, ოკუპირებული რეგიონები და უსაფრთხოების სხვა გამოწვევები განიხილეს.
როგორც მახაშვილი აღნიშნავს, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ნორმალიზების გზაზე ნაბიჯები გადაიდგა, არაერთმა წევრმა ქვეყანამ კი კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა. შესაბამისად, მისივე თქმით, ობიექტური და სამართლიანი დამოკიდებულების პირობებში, თბილისსა და ბრიუსელს შორის დიალოგს წინ ვერაფერი დაუდგება.
,,ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტებისას ორივე ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეებთან შეხვედრები იყო მეგობრული, საქმიანი და შინაარსიანი.
განვიხილეთ ისეთი საკითხები, როგორებიცაა: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკა, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენები, რეგიონში არსებული ომები, ოკუპირებული რეგიონები და უსაფრთხოების სხვა გამოწვევები, ვაჭრობის შუა დერეფანი და ეკონომიკური შესაძლებლობები, ორმხრივი ურთიერთობები და საპარლამენტო დიპლომატია.
დღეს ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანას მონოპოლიზებული აქვს საქართველოს მიმართ ბრიუსელის საგარეო პოლიტიკა; ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი კი იქცა ამ ქვეყნებთან ორმხრივი პოლიტიკური დავების მძევლად.
გაუგებარია, რაღაც არ მოგწონდეს და გამოსწორების გზად დიალოგის მაგიდის აყირავება და კარის დახურვა მიგაჩნდეს. ეს არაა დაღვინებული ევროპული პოლიტიკა. ესაა გაბუტვისა და იძულების პოლიტიკა.
თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ გადაიდგა ნაბიჯები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ნორმალიზების გზაზე. აღნიშნული გზა შეიძლება იყოს გრძელი, თუმცა მისასალმებელია, რომ ბევრი წევრი ქვეყნის მხრიდან არის საქმიანი და კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადყოფნა.
საქართველო არ ითხოვს პრივილეგირებულ მოპყრობას, განსაკუთრებულ პირობებს ან მოკლე გზას ევროკავშირში წევრობის გზაზე. საქართველო ითხოვს სამართლიან მიდგომას. ობიექტური შეფასებისა და სამართლიანი დამოკიდებულების პირობებში კი თბილისსა და ბრიუსელს შორის დიალოგს წინ ვერაფერი დაუდგება“, - წერს ლევან მახაშვილი სოციალურ ქსელში.
ყველა სიახლე
24 სექტემბერი 2026, 19:50
ეკონომიკა
გენადი არველაძე: ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში შევთანხმდით გარკვეული სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებაზე, სადაც კონკრეტული მიმართულებებით ვიმუშავებთ - აღნიშნული შეეხება ვაჭრობის მიმართულების გაძლიერებას, საქართველოდან იმ მნიშვნელოვანი პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობას ჩინეთის ბაზარზე, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ
საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ხელს უწყობს ჩინეთის სახელმწიფოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას, - ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ჩინეთში ვიზიტის შეჯამებისას გააკეთა.
24 სექტემბერი 2026, 19:41
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთში ვიზიტისას დავინახეთ, რომ ძალიან გაზრდილია ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი, განსაკუთრებით გამოვყოფდი ენერგეტიკის, ისევე როგორც ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს
„ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მივიღეთ გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში, სადაც სიტყვით გამოსვლისას ამომწურავად ვილაპარაკეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე, ისევე როგორც საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციაზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
24 სექტემბერი 2026, 19:17
მსოფლიო
სი ძინპინი: ჩინეთმა და აშშ-მა უნდა შეინარჩუნონ არაკონფლიქტურობის ზღვარი და თავიდან აიცილონ ყოველგვარი დაპირისპირება
ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადებით, აშშ-მა და ჩინეთმა უნდა შეინარჩუნონ „არაკონფლიქტურობის ზღვარი“ და მშვიდობიანად ითანაცხოვრონ „იმ პლანეტაზე, რომელსაც ორივე ქვეყანა თავის სახლს უწოდებს“.
24 სექტემბერი 2026, 19:17
საზოგადოება
საქართველოში ფრინველის გრიპის დადასტურებული შემთხვევა არ გამოვლენილა
სურსათის ეროვნული სააგენტო, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, მუდმივი რეჟიმით ატარებს დაავადებებზე ზედამხედველობას და ლაბორატორიულ კვლევებს, მათ შორის ფრინველის გრიპზე. ჩატარებული კვლევების შედეგად, საქართველოში ფრინველის გრიპის დადასტურებული შემთხვევა არ გამოვლენილა.
24 სექტემბერი 2026, 19:08
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: რამდენიმე საათში პრემიერ-მინისტრი სიტყვით წარდგება გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე, ის ილაპარაკებს იმ სტრატეგიულ პროექტებზე, რომლებმაც უნდა გააძლიეროს ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქცია, ასევე შეეხება საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას, რომელიც სუვერენიტეტის პატივისცემაზე უნდა იყოს დაფუძნებული
სულ რამდენიმე საათში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით წარდგება გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
24 სექტემბერი 2026, 18:56
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სამუშაო შეხვედრაზე რეგიონის ტერიტორიაზე 19-20 სექტემბერს მოსული უხვი ნალექით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები განიხილა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე 19-20 სექტემბერს მოსული უხვი ნალექით და სტიქიით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით იმსჯელეს. მთავრობის თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირებისგან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია არსებული მდგომარეობის, ჩატარებული სამუშაოებისა და შემდგომი რეაგირებისთვის საჭირო ღონისძიებების შესახებ. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
24 სექტემბერი 2026, 18:52
მსოფლიო
სი ძინპინი: როგორც ჩინელი, ისე ამერიკელი ხალხი დიადი ხალხია
ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადებით, მას და დონალდ ტრამპს „ერთმანეთის მიმართ პატივისცემა“ აქვთ და მათ შორის „პერსონალური ურთიერთგაგება“ ჩამოყალიბდა.
24 სექტემბერი 2026, 18:48
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრს შეხვდა
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მეგობრული და ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. საუბარი შეეხო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებს, როგორც განათლების სფეროში გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების, ასევე ახალგაზრდობის განვითარების ხელშემწყობი პროგრამებისა და ინიციატივების განხორციელების კუთხით.
24 სექტემბერი 2026, 18:42
რეგიონი
აფხაზეთის მთავრობამ 700-მდე დევნილ ბენეფიციარს მთელი ქვეყნის მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე სოფელ ჭაქვინჯში აფხაზეთიდან დევნილ ფერმერ გელა კეშელავას ესტუმრა, რომელსაც აფხაზეთის მთავრობისგან მოტობლოკი და თხილის შესაწამლი აპარატი გადაეცა.
24 სექტემბერი 2026, 18:40
მსოფლიო
ტრამპი: აშშ-მა და ჩინეთმა ორ ქვეყანას შორის არსებული საკითხების მოგვარებაში უზარმაზარ პროგრესს მიაღწიეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა და ჩინეთმა „უზარმაზარი პროგრესი განიცადეს ორი ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაში“.
24 სექტემბერი 2026, 18:33
მსოფლიო
თეთრ სახლში დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის შეხვედრა დაიწყო
ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უმასპინძლა, სადაც მისი მიღების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
24 სექტემბერი 2026, 18:23
რეგიონი
გარდაბნის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „კრწანისობა 2026“ აღინიშნა
გარდაბნის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „კრწანისობა 2026“ აღინიშნა. კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართული ღონისძიება, ტრადიციულად, სამასი არაგველის ხსოვნის პატივისცემით დაიწყო.
24 სექტემბერი 2026, 18:20
პოლიტიკა
ნუკრი შოშიაშვილი: ევროპა თავის თავს ყოველთვის კულტურულად და ეკონომიკურად უპირატესად მიიჩნევდა, რომელსაც უნდა დაემორჩილონ სხვა სახელმწიფოები, როგორც რელიგიური მოწიწებით. როდესაც ნახეს, რომ გამოსვლებსა და რევოლუციურ სცენარებს შედეგი არ ჰქონდა, არის ხელისუფლებასთან კავშირების აღდგენის მცდელობა
როდესაც ნახეს, რომ გამოსვლებსა და რევოლუციურ სცენარებს შედეგი არ ჰქონდა, რეალურმა გეოპოლიტიკურმა სურათმა თავისი შედეგი გამოიღო ქართველ საზოგადოებაში, მიდის აბსოლუტურად სწორი გადათამაშება, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ისტორიკოსმა ნუკრი შოშიაშვილმა სანქცირებულთა სიიდან ორი რუსი ოლიგარქის ამოღებასთან დაკავშირებით.
24 სექტემბერი 2026, 18:17
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი: ანა წითლიძე, რომელიც ასოცირდება ზუგდიდში გოროზია-ახალაიას კლანურ მმართველობასთან, დღეს „მორალურ ავტორიტეტად“ გვევლინება. საზოგადოებას ახსოვს, რა მემკვიდრეობას ატარებს ის პოლიტიკური გუნდი, რომლის სახელითაც ის შუშის სასახლესთან აქციებს აანონსებს
ანა წითლიძე, ადამიანი, რომელიც პირდაპირ ასოცირდება ზუგდიდში გოროზია-ახალაიას კლანურ მმართველობასთან, დღეს „მორალურ ავტორიტეტად“ გვევლინება, ბედავს და ძალადობაში ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
24 სექტემბერი 2026, 18:16
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ვხედავთ, რომ ხშირად არასწორი ან ცალმხრივად მიწოდებული ინფორმაცია აქვთ-ხოლმე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს და მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ხმამაღლა თქმა, თუ რეალურად რა ნაბიჯებს დგამს საქართველო
ვხედავთ, რომ ხშირად არასწორი ან ცალმხრივად მიწოდებული ინფორმაცია აქვთ ხოლმე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს და მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება, ხმამაღლა თქმა, თუ რეალურად რა ნაბიჯებს დგამს საქართველო, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „დღის ქრონიკაში“ ბელგიასა და ლუქსემბურგში პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტების შეჯამებისას.
24 სექტემბერი 2026, 18:11
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე ოპოზიციის აქციებზე: ოპოზიცია პოლიტიკურად ავადაა, მათი აქციები თვითლიკვიდაციისკენაა მიმართული
„ოპოზიციამ საკუთარი თავი პერმანენტული აქციებით გამოფიტა და ეჭვი მეპარება, რომ მათ რიგებში დარჩა კადრი, რომელმაც კარგად იცის პოლიტიკური ტექნოლოგიები“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, პოლიტოლოგმა თამარ ჩიბურდანიძემ. ჟურნალისტებთან საუბრისას მან კომენტარი გააკეთა ოპოზიციის მხრიდან გამართულ პერმანენტულ აქციებზე, რომლის 666-ე დღის აღსანიშნავად დღეს ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთი შეფასება გაკეთდა.
24 სექტემბერი 2026, 18:09
პოლიტიკა
ნუკრი შოშიაშვილი სანქცირებულთა სიიდან ორი რუსი ოლიგარქის ამოღებასთან დაკავშირებით: ეს შეიძლება იქნას გაგებული, როგორც გზავნილი რუსეთისთვის, რომ ევროპა მზად არის გარკვეულწილად სანქციები მოხსნას და შეარბილოს ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ რუსეთმაც უნდა დათმოს
ეს შეიძლება იქნას გაგებული, როგორც გზავნილი რუსეთისთვის, რომ ევროპა მზად არის გარკვეულწილად სანქციები მოხსნას და შეარბილოს ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ რუსეთმაც უნდა დათმოს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ისტორიკოსმა ნუკრი შოშიაშვილმა სანქცირებულთა სიიდან ორი რუსი ოლიგარქის ამოღებასთან დაკავშირებით.
24 სექტემბერი 2026, 18:07
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: საქართველო იბრუნებს თავის ისტორიულ ფუნქციას და დანიშნულებას, რომელსაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირება ჰქვია და ალოგიკურია, როდესაც შავ ზღვაზე გასასვლელი ქვეყნების სამიტი იმართება და ევრობიუროკრატიის წარმომადგენელს საქართველო არ ახსენდება
საქართველო იბრუნებს თავის ისტორიულ ფუნქციას და დანიშნულებას, რომელსაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირება ჰქვია და ალოგიკურია, როდესაც შავ ზღვაზე გასასვლელი ქვეყნების სამიტი იმართება და ევრობიუროკრატიის წარმომადგენელს საქართველო არ ახსენდება, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
24 სექტემბერი 2026, 18:03
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: მარტივი ლოგიკაა, რომ ევროკავშირს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ უნდა აძლევდეთ ხელს საქართველოსთან ცუდი დამოკიდებულება, რადგან საქართველოს გარეშე ის გზა, რომელმაც უნდა დააკავშიროს ევროკავშირი ცენტრალურ აზიასთან, შესაბამისად, ჩინეთთან და ეს რეგიონები და ქვეყნები ევროკავშირთან, საქართველოს გარეშე არ გამოვა
ლოგიკის წინააღმდეგ ბრძოლა არავის გასვლია. მარტივი ლოგიკაა, რომ ევროკავშირს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ უნდა აძლევდეთ ხელს საქართველოსთან ცუდი დამოკიდებულება, რადგან საქართველოს გარეშე ის გზა, რომელმაც უნდა დააკავშიროს ევროკავშირი ცენტრალურ აზიასთან, შესაბამისად, ჩინეთთან და ეს რეგიონები და ქვეყნები ევროკავშირთან, საქართველოს გარეშე არ გამოვა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
24 სექტემბერი 2026, 17:54
თავდაცვა
თემურ დადიანი ჰენრი უორსლის ჯილდოს მფლობელი გახდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეს, პარაოლიმპიელსა და „ძლიერთა თამაშების“ (Invictus Games) მონაწილე თემურ დადიანს, „დაუმარცხებელი სულის ჯილდოს“ (Invictus Spirit Awards) პირველი დაჯილდოების ფარგლებში, ჰენრი უორსლის ჯილდო გადაეცა.


