არჩილ გორდულაძე: ვხედავთ, რომ ხშირად არასწორი ან ცალმხრივად მიწოდებული ინფორმაცია აქვთ-ხოლმე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს და მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ხმამაღლა თქმა, თუ რეალურად რა ნაბიჯებს დგამს საქართველო
არჩილ გორდულაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ვხედავთ, რომ ხშირად არასწორი ან ცალმხრივად მიწოდებული ინფორმაცია აქვთ ხოლმე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს და მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება, ხმამაღლა თქმა, თუ რეალურად რა ნაბიჯებს დგამს საქართველო, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „დღის ქრონიკაში“ ბელგიასა და ლუქსემბურგში პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალურ ვიზიტების შეჯამებისას.
იგი ასევე გამოეხმაურა ლევან მახაშვილის განცხადებას, რომ საქართველო-ბრიუსელის ურთიერთობების აღდგენის პროცესი უკვე დაწყებულია და რომ ის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტით დაიწყო.
„ჩვენ ვართ ჩვენი ნაკისრი ვალდებულებების ერთგული. ამავდროულად, ჩვენ ვითვალისწინებთ ყველას ინტერესს, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს. ჩვენ გვინდა ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, სადაც უზრუნველყოფილია მშვიდობა, რაც არის გარანტია ეკონომიკური წინსვლის; სამართლებრივი სახელმწიფო, რათა უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა. რასაც ვითხოვთ, ეს არის ჩვენი ქვეყნისა და მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხის ნების პატივისცემა.
ხშირად ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, ასეთი პატივისცემა არ არის ხოლმე გამოხატული და პირიქით, მიზანმიმართული თავდასხმაა ქართველი ხალხის უდიდეს ნაწილზე. ბატონი ლევანის მხრიდან ფრთხილი ოპტიმიზმიც ამიტომ იყო გამოთქმული. ჩვენ არ ვცხოვრობთ თეთრსა და შავ სამყაროში და ასეთი ვითარება არ არსებობს, მითუმეტეს, გეოპოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, რაც ჩვენი ქვეყნის გარშემო ვითარდება. ჩვენ, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ეს არის - ვილაპარაკოთ სიმართლე“, - აღნიშნა გორდულაძემ.
ყველა სიახლე
24 სექტემბერი 2026, 20:06
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: ჩინეთში გავმართეთ ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ჩამოვიტანეთ კონკრეტული წინადადებები, პროექტები და თითქმის ყველა მიმართულებით შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე
„მნიშვნელოვანი და ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი დავასრულეთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას.
24 სექტემბერი 2026, 19:56
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი გაეროში სიტყვით გამოსვლისას: ჩვენი პოზიცია უცვლელია: ერთგულნი ვრჩებით რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, შერიგებისა და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან ჩართულობის პოლიტიკის. ამასთანავე, ჩვენ ვნახეთ, თუ რა ხდება შესაძლებელი მაშინ, როდესაც ქვეყანას ძალუძს შეინარჩუნოს სტაბილურობა და თავისი ენერგია მომავლისკენ მიმართოს
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველომ შეინარჩუნა ძლიერი ეკონომიკური ზრდა, არსებითად შეამცირა სიღარიბე და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია მდგრადი განვითარების მხრივ.
24 სექტემბერი 2026, 19:53
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი გაეროში: საქართველოსთვის მშვიდობას სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის განგრძობადი ოკუპაცია ჩვენს ყოველდღიურ რეალობად რჩება. სწორედ ამიტომ ვიცით მშვიდობის ფასი. ვიცით, რომ მშვიდობა ჩვენი განვითარების, კეთილდღეობისა და მომავლის საძირკველია. სწორედ ეს გააზრება განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, განსაკუთრებით, სულ უფრო არაპროგნოზირებად უსაფრთხოების გარემოში
დიდი პატივია მშვიდობის მშენებლობის კომისიის ამ მინისტერიალში მონაწილეობა და დისკუსიაში ჩართვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა ეროვნული პასუხისმგებლობა და მშვიდობის მშენებლობის საერთაშორისო მხარდაჭერა, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს მშვიდობის მშენებლობის კომისიის მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.
24 სექტემბერი 2026, 19:50
ეკონომიკა
გენადი არველაძე: ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში შევთანხმდით გარკვეული სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებაზე, სადაც კონკრეტული მიმართულებებით ვიმუშავებთ - აღნიშნული შეეხება ვაჭრობის სფეროს გაძლიერებას, საქართველოდან იმ მნიშვნელოვანი პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობას ჩინეთის ბაზარზე, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ
საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ხელს უწყობს ჩინეთის სახელმწიფოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ჩინეთში ვიზიტის შეჯამებისას.
24 სექტემბერი 2026, 19:41
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთში ვიზიტისას დავინახეთ, რომ ძალიან გაზრდილია ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი, განსაკუთრებით გამოვყოფდი ენერგეტიკის, ისევე როგორც ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს
„ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მივიღეთ გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში, სადაც სიტყვით გამოსვლისას ამომწურავად ვილაპარაკეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე, ისევე როგორც საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციაზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
24 სექტემბერი 2026, 19:17
მსოფლიო
სი ძინპინი: ჩინეთმა და აშშ-მა უნდა შეინარჩუნონ არაკონფლიქტურობის ზღვარი და თავიდან აიცილონ ყოველგვარი დაპირისპირება
ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადებით, აშშ-მა და ჩინეთმა უნდა შეინარჩუნონ „არაკონფლიქტურობის ზღვარი“ და მშვიდობიანად ითანაცხოვრონ „იმ პლანეტაზე, რომელსაც ორივე ქვეყანა თავის სახლს უწოდებს“.
24 სექტემბერი 2026, 19:17
საზოგადოება
საქართველოში ფრინველის გრიპის დადასტურებული შემთხვევა არ გამოვლენილა
სურსათის ეროვნული სააგენტო, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, მუდმივი რეჟიმით ატარებს დაავადებებზე ზედამხედველობას და ლაბორატორიულ კვლევებს, მათ შორის ფრინველის გრიპზე. ჩატარებული კვლევების შედეგად, საქართველოში ფრინველის გრიპის დადასტურებული შემთხვევა არ გამოვლენილა.
24 სექტემბერი 2026, 19:08
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: რამდენიმე საათში პრემიერ-მინისტრი სიტყვით წარდგება გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე, ის ილაპარაკებს იმ სტრატეგიულ პროექტებზე, რომლებმაც უნდა გააძლიეროს ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქცია, ასევე შეეხება საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას, რომელიც სუვერენიტეტის პატივისცემაზე უნდა იყოს დაფუძნებული
სულ რამდენიმე საათში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით წარდგება გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
24 სექტემბერი 2026, 18:56
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სამუშაო შეხვედრაზე რეგიონის ტერიტორიაზე 19-20 სექტემბერს მოსული უხვი ნალექით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები განიხილა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე 19-20 სექტემბერს მოსული უხვი ნალექით და სტიქიით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით იმსჯელეს. მთავრობის თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირებისგან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია არსებული მდგომარეობის, ჩატარებული სამუშაოებისა და შემდგომი რეაგირებისთვის საჭირო ღონისძიებების შესახებ. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
24 სექტემბერი 2026, 18:52
მსოფლიო
სი ძინპინი: როგორც ჩინელი, ისე ამერიკელი ხალხი დიადი ხალხია
ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადებით, მას და დონალდ ტრამპს „ერთმანეთის მიმართ პატივისცემა“ აქვთ და მათ შორის „პერსონალური ურთიერთგაგება“ ჩამოყალიბდა.
24 სექტემბერი 2026, 18:48
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრს შეხვდა
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მეგობრული და ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. საუბარი შეეხო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებს, როგორც განათლების სფეროში გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების, ასევე ახალგაზრდობის განვითარების ხელშემწყობი პროგრამებისა და ინიციატივების განხორციელების კუთხით.
24 სექტემბერი 2026, 18:42
რეგიონი
აფხაზეთის მთავრობამ 700-მდე დევნილ ბენეფიციარს მთელი ქვეყნის მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე სოფელ ჭაქვინჯში აფხაზეთიდან დევნილ ფერმერ გელა კეშელავას ესტუმრა, რომელსაც აფხაზეთის მთავრობისგან მოტობლოკი და თხილის შესაწამლი აპარატი გადაეცა.
24 სექტემბერი 2026, 18:40
მსოფლიო
ტრამპი: აშშ-მა და ჩინეთმა ორ ქვეყანას შორის არსებული საკითხების მოგვარებაში უზარმაზარ პროგრესს მიაღწიეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა და ჩინეთმა „უზარმაზარი პროგრესი განიცადეს ორი ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაში“.
24 სექტემბერი 2026, 18:33
მსოფლიო
თეთრ სახლში დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის შეხვედრა დაიწყო
ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უმასპინძლა, სადაც მისი მიღების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
24 სექტემბერი 2026, 18:23
რეგიონი
გარდაბნის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „კრწანისობა 2026“ აღინიშნა
გარდაბნის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „კრწანისობა 2026“ აღინიშნა. კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართული ღონისძიება, ტრადიციულად, სამასი არაგველის ხსოვნის პატივისცემით დაიწყო.
24 სექტემბერი 2026, 18:20
პოლიტიკა
ნუკრი შოშიაშვილი: ევროპა თავის თავს ყოველთვის კულტურულად და ეკონომიკურად უპირატესად მიიჩნევდა, რომელსაც უნდა დაემორჩილონ სხვა სახელმწიფოები, როგორც რელიგიური მოწიწებით. როდესაც ნახეს, რომ გამოსვლებსა და რევოლუციურ სცენარებს შედეგი არ ჰქონდა, არის ხელისუფლებასთან კავშირების აღდგენის მცდელობა
როდესაც ნახეს, რომ გამოსვლებსა და რევოლუციურ სცენარებს შედეგი არ ჰქონდა, რეალურმა გეოპოლიტიკურმა სურათმა თავისი შედეგი გამოიღო ქართველ საზოგადოებაში, მიდის აბსოლუტურად სწორი გადათამაშება, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ისტორიკოსმა ნუკრი შოშიაშვილმა სანქცირებულთა სიიდან ორი რუსი ოლიგარქის ამოღებასთან დაკავშირებით.
24 სექტემბერი 2026, 18:17
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი: ანა წითლიძე, რომელიც ასოცირდება ზუგდიდში გოროზია-ახალაიას კლანურ მმართველობასთან, დღეს „მორალურ ავტორიტეტად“ გვევლინება. საზოგადოებას ახსოვს, რა მემკვიდრეობას ატარებს ის პოლიტიკური გუნდი, რომლის სახელითაც ის შუშის სასახლესთან აქციებს აანონსებს
ანა წითლიძე, ადამიანი, რომელიც პირდაპირ ასოცირდება ზუგდიდში გოროზია-ახალაიას კლანურ მმართველობასთან, დღეს „მორალურ ავტორიტეტად“ გვევლინება, ბედავს და ძალადობაში ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
24 სექტემბერი 2026, 18:11
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე ოპოზიციის აქციებზე: ოპოზიცია პოლიტიკურად ავადაა, მათი აქციები თვითლიკვიდაციისკენაა მიმართული
„ოპოზიციამ საკუთარი თავი პერმანენტული აქციებით გამოფიტა და ეჭვი მეპარება, რომ მათ რიგებში დარჩა კადრი, რომელმაც კარგად იცის პოლიტიკური ტექნოლოგიები“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, პოლიტოლოგმა თამარ ჩიბურდანიძემ. ჟურნალისტებთან საუბრისას მან კომენტარი გააკეთა ოპოზიციის მხრიდან გამართულ პერმანენტულ აქციებზე, რომლის 666-ე დღის აღსანიშნავად დღეს ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთი შეფასება გაკეთდა.
24 სექტემბერი 2026, 18:09
პოლიტიკა
ნუკრი შოშიაშვილი სანქცირებულთა სიიდან ორი რუსი ოლიგარქის ამოღებასთან დაკავშირებით: ეს შეიძლება იქნას გაგებული, როგორც გზავნილი რუსეთისთვის, რომ ევროპა მზად არის გარკვეულწილად სანქციები მოხსნას და შეარბილოს ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ რუსეთმაც უნდა დათმოს
ეს შეიძლება იქნას გაგებული, როგორც გზავნილი რუსეთისთვის, რომ ევროპა მზად არის გარკვეულწილად სანქციები მოხსნას და შეარბილოს ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ რუსეთმაც უნდა დათმოს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ისტორიკოსმა ნუკრი შოშიაშვილმა სანქცირებულთა სიიდან ორი რუსი ოლიგარქის ამოღებასთან დაკავშირებით.


