ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიას: ვინც დღეს არის თქვენი ამომრჩეველი, ისიც კი კარგად აანალიზებს, რომ საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტორი არის „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით
ლევან მაჭავარიანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
დღემდე არ მიგვიღია კონკრეტული პასუხი, თუ რატომ გადადგა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის თანამდებობიდან. ძალიან ბევრმა სხვადასხვა ვერსიამ, სხვადასხვა დროს გაიჟღერა და მინდა რამდენიმე შეგახსენოთ, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მაჭავარიანმა, გახარიას ერთ-ერთი ინტერვიუს აუდიოჩანაწერის მაგალითზე აღნიშნა, რომ, სხვადასხვა დროს, მისი გადადგომის ბევრი ვერსია მოისმინა საზოგადოებამ, თუმცა, ბოლოს წამოსცდა, რომ ელჩებთან გაიარა კონსულტაცია. შესაბამისად, მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ გახარია გარე ძალების დავალებით გადადგა, რათა მმართველი პარტიისთვის დაწესებული ბარიერის გადალახვაში ხელი შეეშალა.
მისივე თქმით, გარე პატრონებს სურდათ ,,კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისგან“ გახარიას პარტიის გამიჯვნა, თუმცა, მათთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო გამჭვირვალობის კანონის და ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონის წინააღმდეგ წასვლა, რომ აგენტურული რესურსის ლუსტრაციას თავადვე შეუწყვეს ხელი.
,,ძალიან ბევრი სხვადასხვა ვერსია მოვისმინეთ, დროის სხვადასხვა მონაკვეთში, სხვათა შორის, საგამოძიებო კომისიაზე კიდევ სულ ახალი ვერსიები გააჟღერა ბატონმა გიორგი გახარიამ. [გახარიამ] ჯერ თქვა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ერეოდაო ჩემს საქმეებშიო და ეგ იყო ჩემი გადადგომის მიზეზიო, რომელიც საერთოდ აცდენილი არის ამ კოლაჟს, სადაც კიდევ სამი ოთხი სხვადასხვა ვერსია გააჟღერა. და ბოლოს მას წამოცდა, რომ ელჩებს შევხვდიო და კონსულტაცია გავიარე მათთანო.
რა თქმა უნდა, ბატონი გიორგი გახარია გადადგა გარე ძალების დავალების მიხედვით და იგი გადადგა იმიტომ, რომ ,,ქართულ ოცნებას'' ჰქონდა დაწესებული 53-პროცენტიანი გაუგებარი ბარიერი და მას ხელი უნდა შეეშალა ამ ბარიერის გადალახვაში. სწორედ მაშინ შემობრუნდა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. მისი არასაჯარო მესიჯი იყო, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი გახლდათ, რომ ჩვენი ხმები წაეღო და ხელი შეეშალა ბარიერის გადალახვაში. თუმცა არაფერი გამოუვიდა.
ამის შემდეგ შეგახსენეთ მეგობრებო, თქვენ შექმენით კოალიციები ,,ნაციონალურ მოძრაობასთან“, პირდაპირი პარტნიორობა და იმდენად აშკარა იყო თქვენი კოლექტიური ,,ნაცობა“, რომ გარე პატრონებმა გადაწყვიტეს რაღაცნაირად კონფიგურაციის გადალაგება და ვითომ კონსტრუქციულად თქვენი პოზიციონირება. თუმცა რამდენიმე საკითხი იყო უცხოელი პატრონებისთვის იმდენად ეგზისტენციალური და მნიშვნელოვანი, სადაც მთელი აგენტურული რესურსის მობილიზება დასჭირდა და თავადვე გამოიწვიეს თქვენი ლუსტრაცია. ერთი - ეს იყო გამჭვირვალობის ქართული კანონი, დღესაც არ გრცხვენიათ თუ დღესაც ამბობთ, რომ რუსული არის ის კანონი? დღესაც ამბობთ, რომ რუსულია? მე მინდა, რომ თქვენ მდგომარეობაში შემოვიდეთ, თუმცა ძალიან გამიჭირდება, თუ თქვენ დღესაც ამბობთ, რომ ეს კანონი იყო რუსული. რომ ამბობდით, რომ ემიგრანტები ფულს ვერ ჩაურიცხავენო, თავისი ოჯახის წევრებსო, ორი წელი გავიდა, ხომ ურიცხავენ? რომ ამბობდით, რომ ოპოზიციური პარტიები აიკრძალება ამ კანონითო, ორი წელი გავიდა, ხომ არ აკრძალულა? NGO ორგანიზაციები გაუქმდებაო და რომ ამბობდით, რომ როგორ შეიძლება ეჭვქვეშ დაგვყენებინა USAID-იდან გადმორიცხული ფული? - ბატონი ტრამპი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და პირდაპირ ამხილა, რომ კრიმინალური ორგანიზაცია ყოფილა USAID და აფინანსებდა რევოლუციებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. შესაბამისად, ღმერთმა არ ქნას, რომ თქვენ მდგომარეობაში აღვნიშნე, მაგრამ ძალიან შერცხვებოდა დღეს მაინც, თუ კიდევ ამბობთ, რომ ეს კანონი იყო რუსული.
ლგბტ პროპაგანდა რომ აუკრძალეთ საქართველოში, რატომ გაიპარეთ, რაღაცა ბოიკოტი რომ მოიფიქრეთ? - იმიტომ, რომ თქვენი გარე პატრონებისთვის ეს არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი თემა, რომ მსოფლიოს დააჯერონ, რომ თურმე ორ სქესზე მეტი არსებობს. შემდეგ „აპრავებდით“, რომ პაკეტისთვის არ გვინდოდა მხარის დაჭერაო და კანონებს ამ პაკეტში ცალ-ცალკე ვუყარეთ ჩვენ კენჭი. იმ კანონს რატომ არ დაუჭირეთ მხარი, რომელსაც ეთანხმებოდით, იმიტომ, რომ თქვენ ლგბტ პროპაგანდის გვერდში მოგიწიათ დგომა. შეიძლება თქვენ არ ეთანხმებოდეთ ამ პროპაგანდას, უბრალოდ თქვენმა პატრონებმა დაგავალეს და სხვა გზა ფიზიკურად არ გქონდათ. პოლიტიკურადაც იცოდით, რომ წამგებიანი იქნებოდა თქვენთვის ლგბტ პროპაგანდის გვერდში დგომა, მაგრამ, მოგიწიათ ლგბტ პროპაგანდის გვერდში დადგომა“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობა ჩავარდა, გარე პატრონების მითითებით, გახარიას პარტია პარლამენტში შევიდა, ვინაიდან, ქუჩაში უშედეგო ქმედებების შემდეგ, საბოტაჟი უკვე საკანონმდებლო უწყებაში მოეწყოთ.
,,რაც შეეხება ამ გადალაგების პროცესს, რომელიც შემდეგ გაგრძელდა და უფრო რომ გაემიჯნეთ მოქალაქეების თვალში თქვენ და პარტია „ლელო“, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისგან, 2025 წელს დაგავალეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება თქვენ და „ლელოს“ და სხვათა შორის, ძალიან დამეგობრდნენ ბატონი გახარია და ბატონი ხაზარაძე. არ გახსოვთ, ბატონი გახარია „თაღლითს“ ეძახდა ბატონ ხაზარაძეს? ფაქტის კონსტატაციაა ყველაფერი, მე რასაც მაგალითებად ვიშველიებ, ხომ? „თაღლითს“ ეძახდა და როგორ დამეგობრდა თაღლითთან? - იმიტომ, რომ დაავალეს. გარე პატრონებმა დაავალეს და მოუწიათ, ხომ? ამის შემდეგ, 4 ოქტომბერმა რომ ჩაიარა, რომ ხედავდით, რომ რევოლუცია ვერ მოხდებოდა და თქვენი პატრონები რომ აანალიზებდნენ, რომ შეუძლებელი იყო რევოლუცია, ვინაიდან სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე დგას თავისი ინსტიტუტებით, თქვენ დაგავალეს, რომ შემობრძანებულიყავით პარლამენტში. 4 ოქტომბრის მერე, ჩვენს საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ეს მოხდა მას შემდეგ, რაც რევოლუცია ჩავარდა, მორიგი მცდელობა. თქვენს გარე პატრონებს, რა თქმა უნდა, სურდათ, რომ ეს საბოტაჟირების პროცესი უკვე პარლამენტის შიგნიდან გაგრძელებულიყო, ვინაიდან ქუჩაში ვერაფერი მოახერხეთ. და ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, იცით? რომ საზოგადოებამ ძალიან კარგად გაშიფრა ეს ყველაფერი. ამისი დასტური რა არის, იცით? 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე თქვენ თბილისის საკრებულოში ერთი წევრიც ვერ შეიყვანეთ. იმიტომ, რომ საზოგადოებამ პასუხი გაგცათ. თქვენ გაგიმესამედდათ მომხრეების რაოდენობა 2024 წელთან შედარებით, ვინაიდან თავიდან ბოლომდე გაშიფრულები ხართ. თქვენი ამომრჩევლის, - ვინც დღეს არის თქვენი ამომრჩეველი, ძალიან მცირე ნაწილი - ისიც კი კარგად აანალიზებს, რომ საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტორი არის „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
ყველა სიახლე
29 სექტემბერი 2026, 14:02
რეგიონი
გივი მიქანაძემ ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა
ღონისძიებაზე გივი მიქანაძემ დამსწრე საზოგადოებას ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების, მისი შედეგებისა და სამომავლო პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო განახლებულ სახელმძღვანელოებს, სასკოლო ფორმებს, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისა და სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილ ინიციატივებს.
29 სექტემბერი 2026, 14:00
სამართალი
შსს: შინაგან საქმეთა სამინისტრო შეკრება/მანიფესტაციის ჩატარების თაობაზე რაიმე სახის ნებართვას არ გასცემს და მისი მთავარი ფუნქციაა დაიცვას ბალანსი შეკრების, ან მანიფესტაციის თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, რომლებიც ცხოვრობენ, მუშაობენ, სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებენ იმ ადგილებში, სადაც შეკრება, ან მანიფესტაცია მიმდინარეობს
შინაგან საქმეთა სამინისტრო შეკრება/მანიფესტაციის ჩატარების თაობაზე რაიმე სახის ნებართვას არ გასცემს და მისი მთავარი ფუნქციაა დაიცვას ბალანსი შეკრების, ან მანიფესტაციის თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, რომლებიც ცხოვრობენ, მუშაობენ, სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებენ იმ ადგილებში, სადაც შეკრება, ან მანიფესტაცია მიმდინარეობს, - განუცხადეს „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
29 სექტემბერი 2026, 14:00
მსოფლიო
ევროპაში ნატოს მოკავშირეთა ძალების მთავარსარდალი: თუ თქვენი ქვეყანა ჰიბრიდული თავდასხმის სამიზნე გახდება, უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება რუსებს დაანახებს, რომ მათმა სტრატეგიამ ვერ გაამართლა
ევროკავშირის ქვეყნებში რუსეთის დივერსიულმა კამპანიამ მთავარ მიზანს - უკრაინის დახმარებაზე დასავლეთის უარს - ვერ მიაღწია. ამის შესახებ ევროპარლამენტში გამოსვლისას ევროპაში ნატოს მოკავშირეთა ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალ-ლეიტენანტმა, ალექსუს გრინკევიჩმა განაცხადა.
29 სექტემბერი 2026, 13:52
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე: ალბანეთში გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმ გზის სისწორეში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს არჩეული
პარლამენტის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ალბანეთში გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას ეხებოდა.
29 სექტემბერი 2026, 13:51
სამართალი
სიტყვიერი შეურაცხყოფის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ გოჩა ქოქოლაძის საქმე განიხილა
სიტყვიერი შეურაცხყოფის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ გოჩა ქოქოლაძის საქმე განიხილა
29 სექტემბერი 2026, 13:46
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: Emaar ჯგუფისა და Trump Tower-ის შემოსვლა საქართველოში არის საეტაპო მნიშვნელობის მოვლენა და მას ექნება ძალიან მნიშვნელოვანი, გრძელვადიანი დადებითი ეფექტი ქართულ ეკონომიკაზე - სწორედ ამ პროცესის წინააღმდეგ დამიზნებით იბრძვის დღეს რადიკალური ოპოზიცია
მოვისმინეთ არაერთი უგუნური განცხადება რადიკალური ოპოზიციის არაერთი ლიდერის მხრიდან, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ დავით საყვარელიძის ძალიან სახიფათო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, გახდეს გლობალურ ძალთა ჭიდილში სამხედრო-ლოჯისტიკური ჰაბი, რაც, ჩემი აზრით, დამანგრეველი იქნება საქართველოსათვის, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე ფაღავამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოში Emaar ჯგუფისა და Trump Tower-ის მიერ 8 მილიარდი დოლარის ინვესტიციის სახით შემოტანაზე საუბრისას.
29 სექტემბერი 2026, 13:41
პოლიტიკა
ირაკლი ლატარია: ციხიდან რომ იმუქრებოდა სააკაშვილი, დედას გიტირებთ „ქოცებსო", IRI-ის კვლევით მოსახლეობის მხოლოდ 8% უჭერს მხარს - ჩანს, ვის აქვს დედა ნატირები. კიდევ ერთი საინტერესო ამბავი ის არის, რომ ამერიკელებს ღარიბაშვილი ოპოზიციონერად ჰყავთ განხილული და კი აქვს შესაბამისი „მხარდაჭერა" - 1 პროცენტი
ექსპერტი, ირაკლი ლატარია, IRI-ის მიერ პოლიტიკური პარტიების რეიტინგთან დაკავშირებით ჩატარებულ კვლევას, სოციალურ ქსელში ეხმიანება და იხსენებს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ „ქართული ოცნების" მისამართით გაჟღერებულ მუქარას.
29 სექტემბერი 2026, 13:40
საზოგადოება
ComCom-მა საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივი სამუშაო შეხვედრები გამართა
ITU-ს ევროპის ოფისის დირექტორთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება ბავშვთა ონლაინ დაცვის, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით შესაძლებლობების განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებს დაეთმო. ComCom-ის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს ITU-ს გამოცდილების მნიშვნელობას ბავშვთა ონლაინ დაცვის მიმართულებით და გამოთქვეს მზადყოფნა, ითანამშრომლონ ITU-სთან ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიისა და შესაბამისი უნარების განვითარების მიმართულებით.
29 სექტემბერი 2026, 13:36
პოლიტიკა
ლიკა შარტავა: დღევანდელ გლობალურ ქაოსში საქართველო დგას მტკიცედ, ვითარდება და ინარჩუნებს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლიკა შარტავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სოხუმის დაცემის დღე -1993 წლის 27 სექტემბერი გაიხსენა, რომელიც, მისი შეფასებით, საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და მტკივნეულ თარიღს წარმოადგენს.
29 სექტემბერი 2026, 13:31
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც სამხედრო უწყებას ავალდებულებს, დაიცვას აშშ-ის შუალედური არჩევნები უცხოური ჩარევისგან
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც სამხედრო უწყებას ავალდებულებს, დაიცვას აშშ-ის შუალედური არჩევნები უცხოური ჩარევისგან, - განაცხადა ორშაბათს პენტაგონმა.
29 სექტემბერი 2026, 13:27
პოლიტიკა
კახა კალაძე: კვლევა არ სჭირდება იმას, რომ ადამიანებმა განსაზღვრონ, რა ხდება პოლიტიკურ ველზე, რომელ პარტიას აქვს საზოგადოების მხარდაჭერა
თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან IRI-ის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის შედეგები მათმა არასახელმწიფოებრივმა ქმედებებმა განსაზღვრა.
29 სექტემბერი 2026, 13:23
მსოფლიო
ესტონეთმა რუსეთის სპეცსამსახურები თავდაცვის საწარმოზე თავდასხმაში დაადანაშაულა
ესტონეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტალინში, თავდაცვითი კომპანია Milrem Robotics-ის შენობაზე აგვისტოში განხორციელებული ცეცხლის წაკიდების უკან რუსული დაზვერვა დგას.
29 სექტემბერი 2026, 13:23
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: საერთაშორისო პარალიმპიური საზოგადოება ენდობა საქართველოს, ხედავს იმ პროგრესს, რაც არის ჩვენს ქვეყანაში. პარალიმპიური მოძრაობის მხარდაჭერა არის საუკეთესო ინვესტიცია უკეთესი ინკლუზიური საზოგადოების ასაშენებლად
მსოფლიო ჩემპიონატი პარაძიუდოში პარალიმპიური სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირია და შემთხვევითი არ არის, რომ მასპინძელ ქვეყნად საქართველო შეირჩა, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
29 სექტემბერი 2026, 13:22
საზოგადოება
გვალვის მონიტორინგის და პროგნოზირების პროდუქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ მხარეებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა
გარემოს ეროვნული სააგენტოში გვალვის მონიტორინგის და პროგნოზირების პროდუქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ მხარეებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.
29 სექტემბერი 2026, 13:21
პოლიტიკა
ლიკა შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერზე: ჩვენი თაობა არ უნდა გახდეს წლებისა თუ ათწლეულების პოლიტიკური დაპირისპირების მემკვიდრე
ჩემთვის მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური არჩევანი, რომელსაც „ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში მიჰყვება -საქართველოს მომავალი მშვიდობით, განვითარებითა და ეროვნული ინტერესების დაცვით აშენდეს და არა ისეთი დაპირისპირებით, რომელიც საბოლოოდ თავად საქართველოს დააზიანებს, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლიკა შარტავამ.
29 სექტემბერი 2026, 13:08
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია: ლევილის ისტორია დღეს უკვე მხოლოდ ქართული ისტორიის ნაწილი აღარ არის, ეს არის საქართველოსა და საფრანგეთს შორის მრავალწლიანი მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის მნიშვნელოვანი გამოხატულება
დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლევილის მამული ახალ სიცოცხლეს იძენს. მისი რეაბილიტაციით შეიქმნა უნიკალური სივრცე, სადაც ისტორია მხოლოდ შესწავლის საგანი კი არ იქნება, არამედ ცოცხლად განცდილი მემკვიდრეობა გახდება, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
29 სექტემბერი 2026, 13:02
პოლიტიკა
გია აბაშიძე: რაც უნდათ, ის ითვალონ და გადაითვალონ, რაღაც იზეიმონ - შედეგი ისევ ისაა, რაც 2012 წლიდანაა: „ქართული ოცნება“ მყარად ლიდერობს (36%) თუნდაც NDI-ს გამოკითხვაშიც, რომელსაც რადიკალები მალავენ, ხოლო მთელი „კოლექტიური ოპოზიცია“ ერთად აღებული, ლამის სტატისტიკურ შეცდომაში და სრული პოლიტიკური კოლაფსის რეჟიმში ცხოვრობს
რაც უნდათ, ის ითვალონ და გადაითვალონ, რაღაც იზეიმონ - შედეგი ისევ ისაა, რაც 2012 წლიდანაა: „ქართული ოცნება“ მყარად ლიდერობს (36%) თუნდაც NDI-ს გამოკითხვაშიც, რომელსაც რადიკალები მალავენ, ხოლო მთელი „კოლექტიური ოპოზიცია“ ერთად აღებული, ლამის სტატისტიკურ შეცდომაში და სრული პოლიტიკური კოლაფსის რეჟიმში ცხოვრობს, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
29 სექტემბერი 2026, 12:58
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლში, ფრინველთა სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ინდივიდუალური მეწარმის ვ. ზ.-ს კუთვნილი ფრინველთა სასაკლაო (მისამართი:გორი რაიონი, სოფ, კარალეთი) შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლინდა, რომ მეწარმე სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა. ასევე, გამოვლინდა სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობები. კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
29 სექტემბერი 2026, 12:54
მსოფლიო
Financial Times: გერმანიამ ევროკავშირის ბიუჯეტთან დაკავშირებით ულტიმატუმი წამოაყენა
გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი და ევროკავშირის კიდევ ხუთი ლიდერი იმუქრებიან, რომ ბლოკის მომავალ შვიდწლიან ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერენ, ვიდრე „ასობით მილიარდი“ ევროს ოდენობის ხარჯების შემცირება არ იქნება უზრუნველყოფილი, - წერს გამოცემა Financial Times-ი.


