29 სექტემბერი 2026, 13:22 / სანდო წყარო

გვალვის მონიტორინგის და პროგნოზირების პროდუქტების გამოყენებასთან დაკავშირებით დაინტერესებულ მხარეებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

გარემოს ეროვნული სააგენტოში გვალვის მონიტორინგის და პროგნოზირების პროდუქტების გამოყენებასთან დაკავშირებით დაინტერესებულ მხარეებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანს გვალვის მონიტორინგისა და პროგნოზირების პლატფორმების და წარმოებული პროდუქტების გავრცელების მიმართულებით შემუშავებული შეთავაზებების გაცნობა წარმოადგენდა. მონაწილეებმა აღნიშნული პროდუქტების ვალიდაციის, ინფორმაციისა და მონაცემების გაცვლის შესაძლებლობებსა და ტექნიკური სამუშაო ჯგუფის შექმნის საჭიროებაზე იმსჯელეს.

აღნიშნული აქტივობა ფართომასშტაბიანი კლიმატური პროგრამის ნაწილია, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოსა და შვეიცარიის მთავრობების ხელშეწყობით ხორციელდება.

პროექტი მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირებას. პროგრამის ერთ-ერთი მიმართულებაა ეროვნულ დონეზე გვალვის საფრთხის მონიტორინგისა და პროგნოზირების პლატფორმების შექმნა და ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვის ხელშეწყობა.

შეხვედრას გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ირაკლი მეგრელიძე, სააგენტოს სპეციალისტები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე სამინისტროს დაქვემდებარებული შესაბამისი უწყებებისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ყველა სიახლე

ლიკა შარტავა

29 სექტემბერი 2026, 13:36

პოლიტიკა

ლიკა შარტავა: დღევანდელ გლობალურ ქაოსში საქართველო დგას მტკიცედ, ვითარდება და ინარჩუნებს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლიკა შარტავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სოხუმის დაცემის დღე -1993 წლის 27 სექტემბერი გაიხსენა, რომელიც, მისი შეფასებით, საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და მტკივნეულ თარიღს წარმოადგენს.

პიტ ჰეგსეტი

29 სექტემბერი 2026, 13:31

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც სამხედრო უწყებას ავალდებულებს, დაიცვას აშშ-ის შუალედური არჩევნები უცხოური ჩარევისგან

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც სამხედრო უწყებას ავალდებულებს, დაიცვას აშშ-ის შუალედური არჩევნები უცხოური ჩარევისგან, - განაცხადა ორშაბათს პენტაგონმა.

კახა კალაძე

29 სექტემბერი 2026, 13:27

პოლიტიკა

კახა კალაძე: კვლევა არ სჭირდება იმას, რომ ადამიანებმა განსაზღვრონ, რა ხდება პოლიტიკურ ველზე, რომელ პარტიას აქვს საზოგადოების მხარდაჭერა

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან IRI-ის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის შედეგები მათმა არასახელმწიფოებრივმა ქმედებებმა განსაზღვრა.

რატი იონათამიშვილი

29 სექტემბერი 2026, 13:23

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: საერთაშორისო პარალიმპიური საზოგადოება ენდობა საქართველოს, ხედავს იმ პროგრესს, რაც არის ჩვენს ქვეყანაში. პარალიმპიური მოძრაობის მხარდაჭერა არის საუკეთესო ინვესტიცია უკეთესი ინკლუზიური საზოგადოების ასაშენებლად

მსოფლიო ჩემპიონატი პარაძიუდოში პარალიმპიურ სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირია და შემთხვევითი არ არის, რომ მასპინძელ ქვეყნად საქართველო შეირჩა, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

29 სექტემბერი 2026, 13:23

მსოფლიო

ესტონეთმა რუსეთის სპეცსამსახურები თავდაცვის საწარმოზე თავდასხმაში დაადანაშაულა

ესტონეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტალინში, თავდაცვითი კომპანია Milrem Robotics-ის შენობაზე აგვისტოში განხორციელებული ცეცხლის წაკიდების უკან რუსული დაზვერვა დგას.

ლიკა შარტავა

29 სექტემბერი 2026, 13:21

პოლიტიკა

ლიკა შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერზე: ჩვენი თაობა არ უნდა გახდეს წლებისა თუ ათწლეულების პოლიტიკური დაპირისპირების მემკვიდრე

ჩემთვის მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური არჩევანი, რომელსაც „ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში მიჰყვება -საქართველოს მომავალი მშვიდობით, განვითარებითა და ეროვნული ინტერესების დაცვით აშენდეს და არა ისეთი დაპირისპირებით, რომელიც საბოლოოდ თავად საქართველოს დააზიანებს, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლიკა შარტავამ.

გიორგი გაბუნია

29 სექტემბერი 2026, 13:08

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: ლევილის ისტორია დღეს უკვე მხოლოდ ქართული ისტორიის ნაწილი აღარ არის, ეს არის საქართველოსა და საფრანგეთს შორის მრავალწლიანი მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის მნიშვნელოვანი გამოხატულება

დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლევილის მამული ახალ სიცოცხლეს იძენს. მისი რეაბილიტაციით შეიქმნა უნიკალური სივრცე, სადაც ისტორია მხოლოდ შესწავლის საგანი კი არ იქნება, არამედ ცოცხლად განცდილი მემკვიდრეობა გახდება, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

გია აბაშიძე

29 სექტემბერი 2026, 13:02

პოლიტიკა

გია აბაშიძე: რაც უნდათ, ის ითვალონ და გადაითვალონ, რაღაც იზეიმონ - შედეგი ისევ ისაა, რაც 2012 წლიდანაა: „ქართული ოცნება“ მყარად ლიდერობს (36%) თუნდაც NDI-ს გამოკითხვაშიც, რომელსაც რადიკალები მალავენ, ხოლო მთელი „კოლექტიური ოპოზიცია“ ერთად აღებული, ლამის სტატისტიკურ შეცდომაში და სრული პოლიტიკური კოლაფსის რეჟიმში ცხოვრობს

რაც უნდათ, ის ითვალონ და გადაითვალონ, რაღაც იზეიმონ - შედეგი ისევ ისაა, რაც 2012 წლიდანაა: „ქართული ოცნება“ მყარად ლიდერობს (36%) თუნდაც NDI-ს გამოკითხვაშიც, რომელსაც რადიკალები მალავენ, ხოლო მთელი „კოლექტიური ოპოზიცია“ ერთად აღებული, ლამის სტატისტიკურ შეცდომაში და სრული პოლიტიკური კოლაფსის რეჟიმში ცხოვრობს, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

29 სექტემბერი 2026, 12:58

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლში, ფრინველთა სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ინდივიდუალური მეწარმის ვ. ზ.-ს კუთვნილი ფრინველთა სასაკლაო (მისამართი:გორი რაიონი, სოფ, კარალეთი) შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლინდა, რომ მეწარმე სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა. ასევე, გამოვლინდა სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობები. კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

ფრიდრიხ მერცი

29 სექტემბერი 2026, 12:54

მსოფლიო

Financial Times: გერმანიამ ევროკავშირის ბიუჯეტთან დაკავშირებით ულტიმატუმი წამოაყენა

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი და ევროკავშირის კიდევ ხუთი ლიდერი იმუქრებიან, რომ ბლოკის მომავალ შვიდწლიან ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერენ, ვიდრე „ასობით მილიარდი“ ევროს ოდენობის ხარჯების შემცირება არ იქნება უზრუნველყოფილი, - წერს გამოცემა Financial Times-ი.

29 სექტემბერი 2026, 12:52

საზოგადოება

კახა კალაძე: თბილისის მეტროპოლიტენის განახლება 111 ახალი ვაგონით ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში, რადგან ბოლოს ახალი ვაგონები 34 წლის წინ შეემატა თბილისის მეტროს

„მიხარია, რომ დღეს ვიმყოფებით მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს მეტროს ვაგონების მწარმოებელ კომპანიაში (CRRC ) ჩვენი დედაქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლის გამო და ამ სასიხარულო ფაქტს თქვენთან ერთად აღვნიშნავ. თბილისის მეტროპოლიტენის განახლება 111 ახალი ვაგონით, ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში, რადგან ბოლოს ახალი ვაგონები 34 წლის წინ შეამატა თბილისის მეტროს.

ნინო წილოსანი

29 სექტემბერი 2026, 12:43

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ძალიან დასანანია, იმ წარსულის ფონზე, როდესაც დასავლეთში რაშიზმის და ფაშიზმის ყველაზე უმძიმესი გამოვლინებები ვნახეთ, ევროკავშირის რიგი წარმომადგენლები საქართველოში სიძულვილის და დისკრიმინაციის ამ ფორმით გავრცელებას ახალისებენ

ძალიან დასანანია, იმ წარსულის ფონზე, როდესაც დასავლეთში რაშიზმის და ფაშიზმის ყველაზე უმძიმესი გამოვლინებები ვნახეთ, ევროკავშირის რიგი წარმომადგენლები საქართველოში სიძულვილის და დისკრიმინაციის ამ ფორმით გავრცელებას ახალისებენ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დღეს გამოქვეყნებულ წერილზე საუბრისას. მისი თქმით, ალექსანდრე კორძაიას (იგივე Kordze) ცნობილი სიმღერა მხოლოდ შეუარცხმყოფელი სიმღერა არ ყოფილა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

29 სექტემბერი 2026, 12:42

მსოფლიო

ზელენსკი: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში დამატებით 10 000 ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა რუსეთში დამატებით 10 000 ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს, რათა მოსკოვს კიევის წინააღმდეგ ომში დაეხმაროს.

29 სექტემბერი 2026, 12:37

საზოგადოება

ComCom-ის თავმჯდომარემ კომისიის წევრთან ერთად ITU-EKIP 2026 წლის ევროპის რეგიონულ მარეგულირებელ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ, ComCom-ის წევრთან, ეკატერინე იმედაძესთან ერთად, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირისა (ITU) და მონტენეგროს ელექტრონული კომუნიკაციებისა და საფოსტო მომსახურების სააგენტოს (EKIP) მიერ ორგანიზებულ 2026 წლის ევროპის რეგიონულ მარეგულირებელ ფორუმში (ITU-EKIP Regional Regulatory Forum for Europe 2026) მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ComCom-ი ავრცელებს.

თამთა მეგრელიშვილი

29 სექტემბერი 2026, 12:34

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: IRI-ის კვლევაში ციფრებშია დანახული მმართველი პარტიის პოლიტიკური უპირატესობა და ე.წ უსამშობლოთა კრიზისი - ოპოზიციის მხრიდან ამ ინფორმაციის დამალვა ადასტურებს, რომ ისინი პოლიტიკურად განულებულები არიან

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი IRI-ის კვლევას ეხმიანება, რომლის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ 36% აქვს, ხოლო რადიკალური ოპოზიციის ფრთის წარმომადგენლებს ჯამში - 16%. მისი შეფასებით, კვლევის მონაცემები მმართველი პარტიის პოლიტიკურ უპირატესობასა და რადიკალური ოპოზიციის დაბალ რეიტინგზე მიუთითებს.

რომის პაპი ლეო XIV

29 სექტემბერი 2026, 12:33

მსოფლიო

რომის პაპმა რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ და ომის დასრულების გზები განიხილონ

რომის პაპმა ლეომ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ და ომის დასრულების გზები განიხილონ. აღნიშნული განცხადება პონტიფიკოსმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროპელ ლიდერებს მშვიდობის მისაღწევად დათმობებზე წასვლისკენ მოუწოდა.

ირაკლი კირცხალია

29 სექტემბერი 2026, 12:27

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: საქართველოს ჰყავს მეგობრები და პარტნიორები, მაგრამ საქართველოს ბედის გადაწყვეტის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის

საქართველოს ჰყავს მეგობრები და პარტნიორები, მაგრამ საქართველოს ბედის გადაწყვეტის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

29 სექტემბერი 2026, 12:26

რეგიონი

ბროწლეთში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

ბროწლეთში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

ლევან მახაშვილი

29 სექტემბერი 2026, 12:25

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ყველა შემთხვევაში ჩვენ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, როდესაც ვხედავთ მოძალადეს მას უნდა ერქვას მოძალადე და არა შემოქმედი

ჩვენი მიზანია, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ ამ მოჯადოებული წრიდან, რასაც ქვია ძალადობის ნორმალიზება ქართულ პოლიტიკაში, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დღეს გამოქვეყნებულ წერილზე საუბრისას. მახაშვილის თქმით, ხელისუფლება ვერ მივიღებს ვერანაირ შელამაზებას იმ წარმოუდგენელი და მიუღებელი ლექსიკისა, რომელსაც ზოგიერთები საქართველოში ხშირად ევროკავშირის საელჩოს თუ ბრიუსელის ბიუროკრატების მხარდაჭერით და დახმარებით იყენებენ.