კახა კალაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე: ეს კონკრეტული ადამიანი ვნებს საკუთარ ღირსებას და თავს მსგავსი ტიპის განცხადებებით
კახა კალაძე
ფოტო: თბილისის მერია
ეს არის ჩვეულებრივი, დაგეგმილი ფაქტი, როგორც ხდება ხოლმე, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაკეთებული განცხადების შეფასებისას.
მისი თქმით, ის დრო, როდესაც მოქალაქეებს არაადამიანურად ეპყრობოდნენ და ღირსებას ულახავდნენ, 2012 წელს ქართველმა ხალხმა დაასრულა.
„არასერიოზულია ეს ყველაფერი. ის დრო, როდესაც ქვეყანაში იყო სრული განუკითხაობა, უსამართლობა მოქალაქეების მიმართ, დავასრულეთ ქართველ ხალხთან ერთად 2012 წელს. მას შემდეგ ვერ დაასახელებთ ვერცერთ ფაქტს არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით. ვერ წარმოადგენთ მსგავს ფაქტს, რადგან არ არსებობს, იმიტომ, რომ ჩვენთვის მთავარი ღირებულება არის ადამიანი და მისი ღირსება. არ აქვს მნიშვნელობა ის პატიმარია, ექიმია, ბიზნესმენია, მასწავლებელია თუ სხვა. მნიშვნელოვანია, არავინ შეეხოს ადამიანის ღირსებას, მით უმეტეს ციხეებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მსჯავრდებულის მიმართ არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია.
„ეს არის ჩვეულებრივი, დაგეგმილი ფაქტი, როგორც ხდება ხოლმე. ერთი რამ არის საინტერესო - ეს ვითომ გაუპატიურების მცდელობის ფაქტი მოხდა 2025 წელს, როგორც არის საუბარი. ამდენი ხნის განმავლობაში რა ხდებოდა? აქ მეორე მთავარი უბედურებაა ის, რომ კონკრეტული ადამიანი, პატიმარი, ვნებს საკუთარ ღირსებას და თავს ამ ტიპის განცხადებებით. რაც ყველამ დაინახა, ის ვნახე მეც - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. ეს არის სიმართლე. ის, რაც არ არსებობს ბუნებაში, რაც არ უნდა იწვალოთ, ვერ იქნება. ის, რაც ხდებოდა 2012 წლამდე, უამრავმა ადამიანმა გამოსცადა საკუთარი ოჯახის წევრებზე, თუნდაც ბიზნესის რეკეტი, არაადამიანური მოპყრობა ციხეებში. არაერთი ვიდეომასალა გვაქვს ნანახი, თუ როგორ უსწორდებოდნენ პატიმრებს, როგორ გამოჰყავდათ, აკრავდნენ მანქანაზე და რა ხდებოდა მერე, ყველას კარგად გვახსოვს. დამთავრდა, მორჩა, ეს ყველაფერი ჩაბარდა წარსულს. დღეს ქვეყანაში არის თავისუფლება, დემოკრატია, დაცულია ადამიანის უფლებები. რაც მთავარია, დაცულია ადამიანის ღირსება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ყველა სიახლე
04 ოქტომბერი 2026, 14:14
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: საზოგადოებამ ნათლად ნახა ზუსტად 1 წლის წინ რადიკალური დაჯგუფებების მოქმედება, რომლებიც თავიანთ თავს ოპოზიციას ეძახიან და რეალურად უცხო ქვეყნის აგენტები და აგენტურა არიან
„საზოგადოებამ ნათლად ნახა ზუსტად 1 წლის წინ რადიკალური დაჯგუფებების მოქმედება, რომლებიც თავიანთ თავს ოპოზიციას ეძახიან და რეალურად უცხო ქვეყნის აგენტები და აგენტურა არიან. ისინი მხოლოდ და მხოლოდ უცხო ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. ისიც ვნახეთ, რომ ბევრმა მათგანმა, რომლებიც დააკავეს, აღიარეს დანაშაული და ჩვენ დღემდე ველოდებით ევროკავშირისგან ოფიციალურ განცხადებას, რომელიც დაგმობს ძალადობრივ ქმედებას, რომელსაც შარშან, 4 ოქტომბერს ჰქონდა ადგილი“, - აცხადებს შალამბერიძე.
04 ოქტომბერი 2026, 14:05
პოლიტიკა
კახა კალაძე უფასო სასადილოებზე: თუ ბიზნესსექტორი ამბობს, რომ კონკრეტულ ფასში კონკრეტული მენიუს მიწოდება შეუძლია, ჩვენ უფლება არ გვაქვს, ტენდერი უფრო მაღალი ფასით გამოვაცხადოთ
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უფასო სასადილოების ერთი ბენეფიციარისთვის დღიურად გათვალისწინებული თანხის ოდენობას განსაზღვრავს ბაზრის კვლევა და მერია ვალდებულია, ტენდერი სწორედ ამ თანხაზე გამოაცხადოს.
04 ოქტომბერი 2026, 13:40
მსოფლიო
რუსეთმა კიევში ჩრდილოეთის ხიდზე ორ დღეში მეორედ მიიტანეს იერიში
რუსულმა ჯარებმა 4 ოქტომბრის დილას კიევში ჩრდილოეთის ხიდზე დარტყმა მიიტანეს. უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, სამიზნე გზის საფარი გახდა.
04 ოქტომბერი 2026, 13:39
პოლიტიკა
კახა კალაძე: როდესაც სამშობლოში სხვა ქვეყნის წარმომადგენლის ინტერესებს ატარებ, ქართველი ხალხისგან ისეთ პასუხს მიიღებ, როგორიც ამ შუალედურ არჩევნებზე დაიდო
ოპოზიცია არ არსებობს, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ვანის, დმანისის, წალკისა და ახმეტის მაჟორიტარულ ოლქებში ჩატარებულ შუალედური არჩევნების შედეგებს.
04 ოქტომბერი 2026, 13:37
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია ოპოზიციასა და მათ დამფინანსებლებზე: ერთი წლის წინ, თავიანთი ჭკუით დამხობას გვიპირებდნენ, მაგრამ მიიღეს ის, რაც მიიღეს - ვერ დაამხობთ ქართულ სახელმწიფოს, ვერასდროს მოვა თქვენთვის სასურველი პროქსი მთავრობა
გიორგი გამსახურდია, 2025 წლის 4 ოქტომბრის ვერშემდგარ რევოლუციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ჩანერგილი „ნაცაქტივის” დარაზმვის მიუხედავად, შედეგს ვერ მიაღწიეს.
04 ოქტომბერი 2026, 13:30
პოლიტიკა
კახა კალაძე ALDE-ს ინიციატივაზე: სანქციებს ჩალის ფასი აქვს, ეფექტი ექნება ნული
„ეფექტი ექნება ნული. სანქციებს ჩალის ფასი აქვს. როდესაც შენ გაქვს არასამართლიანი დამოკიდებულება კონკრეტულ ქვეყნებთან, კონკრეტულ მთავრობებთან იმ მიზნით, რომ იქ შენი აგენტურა მოვიდეს ხელისუფლებაში, დამერწმუნეთ, რომ შანსი ნული გაქვს.
04 ოქტომბერი 2026, 13:23
პოლიტიკა
კახა კალაძე: განსაკუთრებულია დღეა, რადგან ჩვენი ქალაქის დღეს აღვნიშნავთ - ყველას გილოცავთ „თბილისობას“
თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებას „თბილისობას“ ულოცავს.
04 ოქტომბერი 2026, 13:11
პოლიტიკა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე: ნუ გვექნება იმის მოლოდინი, რომ ევროპიდან რეაგირება მოჰყვება, ეს გარედან დალაგებული სცენარი იყო
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 4 ოქტომბრის საქმე შეაფასა და განაცხადა, რომ აღნიშნული პროცესი გარედან იმართებოდა, რის გამოც დასავლეთისგან რაიმე სახის რეაგირების მოლოდინი არ უნდა არსებობდეს. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.
04 ოქტომბერი 2026, 12:36
ტაბლოიდი
ჩიუაუა კომანდო მექსიკის ეროვნული გვარდიის თანამშრომელი გახდა🐶
მექსიკის ეროვნულ გვარდიაში 350 ძაღლი მსახურობს, რომელთა უმეტესობას გერმანული ნაგაზები და ლაბრადორები წარმოადგენენ. კომანდო საძიებო ჯგუფის ყველაზე პატარა წევრი გახდა. აღინიშნება, რომ თავისი ზომების მიუხედავად, ჩიუაუა სხვა ძაღლების თანაბრად ვარჯიშობს.
04 ოქტომბერი 2026, 12:25
კულტურა
ველური ბუნების ყველაზე სასაცილო ფოტოების კონკურსის ფინალისტები გამოვლინდნენ📷
წელს კონკურსში მონაწილეობა 10 ათასზე მეტმა მოყვარულმა და პროფესიონალმა ფოტოგრაფმა მიიღო, 112 ქვეყნიდან, რაც კონკურსის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ფინალში მხოლოდ 40 ნამუშევარი გავიდა.
04 ოქტომბერი 2026, 12:24
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: 4 ოქტომბერს დამარცხდა არა მხოლოდ კონკრეტული ძალადობრივი გეგმა, არამედ საბოლოოდ დამარცხდა წლობით გაღვივებული წარმოდგენა, რომ ხელისუფლების შეცვლა, არჩევნების ნაცვლად, ქუჩის ძალადობით და უცხოური პოლიტიკური მხარდაჭერით შეიძლება
დღეს ერთი წელი გავიდა 2025 წლის 4 ოქტომბრიდან - დღიდან, როდესაც საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის მცდელობა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმით დასრულდა, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
04 ოქტომბერი 2026, 12:20
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: მანდატები მიატოვეს, მხარდამჭერებიც მიატოვეს 4 ოქტომბრის ძალადობრივ ფეიკ-რევოლუციაზე, ამ „დამტოვებლების“ აკრძალვას მალე თავად მათი ამომრჩეველი მოითხოვს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე 2025 წლის 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ოპოზიციამ მანდატებთან ერთად, მხარდამჭერებიც მიატოვა „ფეიკ“ რევოლუციაზე.
04 ოქტომბერი 2026, 12:19
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: შეუმდაგრი დამხობიდან ერთი წლის თავზე დამდგარია სასამართლო განაჩენები, სასჯელს იხდიან შტურმის ორგანიზატორები და მონაწილეები. მოძალადეების დიდმა ნაწილმა დანაშაული აღიარა
ერთი წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ იმ დღეს არა მხოლოდ ემოციით, არამედ უკვე ფაქტების სრული ჯაჭვით შევხედოთ, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
04 ოქტომბერი 2026, 12:01
მსოფლიო
საფრანგეთში უფროსკლასელთა საპროტესტო აქციებზე 5 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს
შეტაკებების დროს პოლიციამ ცალკეულ შემთხვევებში ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. მომიტინგეთა ნაწილმა სერიოზული დაზიანებები, მათ შორის თვალის ტრავმები და ტვინის შერყევა მიიღო, ზოგს კბილები აქვს ჩამტვრეული.
04 ოქტომბერი 2026, 11:37
საზოგადოება
დედაქალაქში სახალხო ზეიმი „თბილისობა 2026“ გრძელდება
სამეწარმეო და გასტრონომიული ზონები, ქართული და უცხოური სამზარეულო, კულინარიული ზონები და მასტერკლასები, სწრაფი კვების ობიექტები, ტრადიციული ნუგბარის, თაფლისა და ღვინის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაციები - თბილისობა გრძელდება.
04 ოქტომბერი 2026, 11:35
მსოფლიო
ლატვიის არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ანდრის კულბერგსის „გაერთიანებულმა სიამ“ გაიმარჯვა, რომელიც სეიმში ადგილების ისტორიულად რეკორდულ რაოდენობას მიიღებს
ლატვიაში ახალი სეიმი აირჩიეს. ამომრჩეველთა ხმების 35,3%-ით მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ანდრის კულბერგსის „გაერთიანებულმა სიამ“ გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემებით, ეს ბლოკი სეიმის 100 ადგილიდან 42-ს მიიღებს, რაც ლატვიის არჩევნების ისტორიაში ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის რეკორდული შედეგია.
04 ოქტომბერი 2026, 11:34
კულტურა
„სოფიკო 90“ - ლეგენდარული მსახიობი სოფიკო ჭიაურელი ბათუმის დრამატულ თეატრში გაიხსენეს
სოფიკო 90 - ლეგენდარული მსახიობი ბათუმის დრამატულ თეატრში გაიხსენეს. მაყურებელმა მსახიობის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ გამორჩეული და უცნობი ისტორიები მოისმინა. შესრულდა მუსიკალური ნომრები კინოფილმებიდან, აჩვენეს კადრები მისი ცნობილი როლებიდან.
04 ოქტომბერი 2026, 11:20
პოლიტიკა
წინასწარი შედეგებით შუალედურ არჩევნებში გამარჯვებულებმა ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადეს
„თითოეულ ამომრჩეველს პირველ რიგში მინდა გადავუხადო მადლობა მობრძანებისთვის, ჩემი და პარტიის მხარში დგომისთვის. დაიხურა უბანი 8 საათზე, ცუდი ამბების გარეშე და ჩატარდა არჩევნები ნორმის ფარგლებში, წესების დაცვით. ჩვენი იმედი გამართლდა - მაქსიმალური მხარდაჭერა გამომიცხადეს ამომრჩევლებმა და, რა თქმა უნდა, ვსარგებლობთ უმრავლესობით და მაღალი ხმის რაოდენობით“, - განაცხადა ახმეტის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა ლევან ითიურიძემ.
04 ოქტომბერი 2026, 11:17
პოლიტიკა
გიორგი კალანდარიშვილი: ამ არჩევნებმა, ისევე როგორც წინა არჩევნებმა აჩვენა ის, რომ როდესაც პროცესთან მიმართებით არის ნაკლები ინტერესი ამ არჩევნების არშემდგარად გამოსაცხადებლად, გასაშავებლად და დისკრედიტაციისთვის გამოსაყენებლად, იმთავითვე ნათელია ყველაფერი და იმთავითვე კითხვის ნიშნები არ არსებობს
თავისუფალ გარემოში ჩატარდა არჩევნები. პროცესი მაღალპროფესიულ დონეზე იყო ადმინისტრირებული, - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.


