კვირიკაშვილმა სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან თანამშრომლობის გეგმები განიხილა
გიორგი კვირიკაშვილი
მაია გოიკოვიჩი
ფოტო: საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერს მაია გოიკოვიჩს უმასპინძლა, რომელიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებაზე, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით არსებული პოტენციალის ათვისების მნიშვნელობაზე. მხარეების შეთანხმებით, ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას ხელს შეუწყობს ერთობლივი ბიზნესფორუმი, რომლის გამართვა თბილისში მიმდინარე წლის გაზაფხულზე იგეგმება.
პრემიერმინისტრმა სერბეთის რესპუბლიკას ჩვეულებრივი პასპორტებით მოსარგებლე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებული პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი მასპინძლობა. მივესალმებით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებას. ჩვენს ქვეყნებს ბევრი აქვთ საერთო. ასე რომ, სრულიად ბუნებრივია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირები მტკიცდება. მადლობას მოგახსენებთ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების - ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე. ასევე მადლობას მოგახსენებთ თქვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის, ჩვეულებრივი პასპორტით მოსარგებლე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით. ჩვენი ველით სერბეთის ბიზნესმენთა დელეგაციის ჩამოსვლას წელს თბილისის ბიზნესფორუმში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ არ გვაქვს ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობები. ასე რომ, ეს იქნება კარგი შესაძლებლობა ჩვენი ორმხრივი ვაჭრობისთვის და საინვესტიციო ურთიერთობებისთვის ბიძგის მისაცემად”, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა. მაია გოიკოვიჩმა განაცხადა, რომ ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და თანამშრომლობის გააქტიურება.
„ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენს მოქალაქეებს, და სწორედ ჩვენი მოქალაქეების ნებაა, რომ ჩვენ დამაყაროთ კიდევ უფრო ახლო ურთიერთობები. ეს ვიზიტი უნდა განვიხილოთ, როგორც მხოლოდ დასაწყისი, რომელიც ბიძგს მისცემს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას როგორც საპარლამენტო, ისე, ზოგადად, პოლიტიკურ დონეზე”, - განაცხადა მაია გოიკოვიჩმა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობას და ორი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს.
მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს პარლამენტთაშორისი კავშირების განვითარების დინამიკას, რასაც ხელს უწყობს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებში მოქმედი მეგობრობის ჯგუფების საქმიანობა.
ყველა სიახლე
16 ივლისი 2026, 14:37
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტისა და თურქმენეთის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში თურქმენეთის პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა. შესრულდა საქართველოსა და თურქმენეთის სახელმწიფო ჰიმნები, რის შემდეგაც პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრის ფორმატში გადაინაცვლეს, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
16 ივლისი 2026, 14:36
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი: ძალიან იმედგაცრუებული ვარ ამერიკელებით და, სიმართლე გითხრათ, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებითაც, რომლებიც ამბობენ, რომ ირანელებთან მოლაპარაკება შეუძლებელია
ამერიკის ვიცე პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ირანთან დიპლომატიური დიალოგის გაგრძელების მომხრეა. ირანზე ამერიკული თავდასხმების განახლების პარალელურად, ვენსმა ერთ-ერთ პოდკასტში განაცხადა, რომ ომს მხოლოდ სამხედრო ძალით ვერ მოიგებ.
16 ივლისი 2026, 14:36
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე გვარამიას განცხადებაზე: ეს ადამიანები წარმოადგენდნენ იმ ხელისუფლებას, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას 2003 წლიდან 2012 წლამდე და რომელთა მმართველობის პროცესში ჩვენ გვაქვს უამრავი დადასტურებული ფაქტი იმისა, თუ რას წარმოადგენდა მათთვის ადამიანის სიცოცხლე
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე აფასებს ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ ომის შემდეგ უკრაინის აღსადგენად გამოყოფილი თანხიდან საქართველოს არაფერი ერგება.
16 ივლისი 2026, 14:34
პოლიტიკა
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი ვაშინგტონში პოლიტიკური ტერორიზმისგან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებით მინისტერიალს უმასპინძლებს
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი ვაშინგტონში პოლიტიკური ტერორიზმისგან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებით მინისტერიალს უმასპინძლებს
16 ივლისი 2026, 14:33
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: არც ერთი მილიონი, არც ერთი მილიარდი თუ ტრილიონი არ ღირს ერთი ადამიანის სიცოცხლედ, ერთი დაკარგული სოფლის, ერთი დაკარგული ქალაქის, დანგრეული ქვეყნის საპირწონედ
ეს არის პირდაპირ გამოძახილი 2022 წლიდან მოყოლებული ნარატივისა, ქალბატონ ლომჯარიას რომ სირცხვილი წვავდა და ერჩივნა, ბომბების წვიმა ყოფილიყო რუსთაველზე, ზუსტად იმის გაგრძელებაა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ნიკა გვარამიას განცხადების კომენტირებისას.
16 ივლისი 2026, 14:27
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: გვარამია იძლევა აღიარებით ჩვენებას, რომ ის და მისნაირები მისტირიან ორ რამეს, ერთი -საქართველო არ განადგურდა და აქ ომი არ იყო. მეორე, - მათ ამ ომზე შემდეგ ფული ვერ იშოვეს
„გვარამია იძლევა აღიარებით ჩვენებას, რომ ის და მისნაირები მისტირიან ორ რამეს, ერთი -საქართველო არ განადგურდა და აქ ომი არ იყო. მეორე, - მათ ამ ომზე შემდეგ ფული ვერ იშოვეს“, - განუცხადა „ქრონიკას“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.
16 ივლისი 2026, 14:26
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეებს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან.
16 ივლისი 2026, 14:24
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი გლობალური ადაპტაციის ინიციატივის ანგარიშზე: ეს კვლევა ადასტურებს, რომ ამ გამოწვევების წინაშე, რომელიც მსოფლიოს ახასიათებს, საქართველოს მზაობა არის ძალიან მაღალი და ბევრი ევროკავშირის წევრი ქვეყნის მაჩვენებლებზე უკეთესია
სამწუხაროა, მაგრამ ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური გახდა ამ მიმდინარე პროცესებში რომელი ქვეყანა რამდენად სტაბილური მდგომარეობით გამოირჩევა, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გლობალური ადაპტაციის ინიციატივის ანგარიშზე საუბრისას.
16 ივლისი 2026, 14:23
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე გვარამიას განცხადებაზე: ეს ერთი მხრივ არის ომის პროპაგანდა, მეორე მხრივ გამართლების მცდელობა 2008 წლის მოვლენებისა, როცა 4 მილიარდი თითქოს, გადმოგვცეს, მაგრამ დღემდე იხდის სახელმწიფო ამ ვალს
ეს არის პირდაპირი გამოძახილი 2022 წლიდან მოყოლებული ნარატივისა, ქალბატონ ნინო ლომჯარიას რომ სირცხვილი წვავდა და ერჩივნა, რომ ბომბების წვიმა ყოფილიყო რუსთაველზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
16 ივლისი 2026, 14:23
მსოფლიო
„ევროპის გადარჩენის აქტის“ წევრები აცხადებენ, რომ ევროპარლამენტის შენობაში არ შეუშვეს
ბრიუსელში აქტივისტებს ევროპარლამენტის შენობის სიახლოვის მისვლის უფლება არ მისცეს. მოძრაობა „ევროპის გადარჩენის აქტის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ ქალაქის მერის ბრძანების საფუძველზე, დემონსტრანტების შესაკავებლად, ევროპარლამენტის სიახლოვეს ბარიკადები აღმართეს.
16 ივლისი 2026, 14:13
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დმანისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დმანისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
16 ივლისი 2026, 14:08
მსოფლიო
უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს პორნოგრაფიის დეკრიმინალიზაციისა და ბავშვთა პორნოგრაფიაზე სასჯელის გამკაცრების შესახებ
კანონპროექტის თანახმად, უკრაინაში დანაშაულად აღარ ჩაითვლება სრულწლოვანების მონაწილეობით პორნოგრაფიული მასალების შექმნა და გავრცელება. პარალელურად, კანონპროექტი ბავშვთა პორნოგრაფიული მასალების წარმოება გავრცელებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.
16 ივლისი 2026, 14:04
მსოფლიო
FT: აშშ-ის მთავრობა BBC-ს წინააღმდეგ დონალდ ტრამპის სარჩელთან მიერთების შესაძლებლობას განიხილავს
ფლორიდის სასამართლოში შეტანილ განაცხადში, ამერიკის მთავრობა განმარტავს, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ამერიკის სამთავრობო უწყებებისა და მაღალჩინოსნებისგან ინფორმაციის გამოთხოვა და სასამართლოში დაბარების პროცედურები სამართლებრივ სტანდარტებს არ შეესაბამება.
16 ივლისი 2026, 13:52
ეკონომიკა
სეულში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა
ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კორეული მარკეტინგული კომპანიის „Wine21.com” ორგანიზებით, ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა კორეის რესპუბლიკის დედაქალაქში გაიმართა.
16 ივლისი 2026, 13:50
ეკონომიკა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვის საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ვიცე-პრემიერ, ჰოჯამირატ გელდიმირადოვს შეხვდა.
16 ივლისი 2026, 13:34
ეკონომიკა
ხოსე ენრიკე ბოფილი: საქართველოში სტაბილური ბიზნესგარემო დაგვხვდა, რაც GWP-ისა და GGU ჯგუფის საერთაშორისო აღიარებებშიც აისახა
Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა, ხოსე ენრიკე ბოფილმა გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“ კომპანიის სამომავლო გეგმებზე, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალსა და საქართველოში არსებულ სატარიფო მოდელზე ისაუბრა.
16 ივლისი 2026, 13:29
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე სალომე ზურაბიშვილის ერთიანობის გეგმაზე: ხალხს ვერა, მაგრამ ერთმანეთს ატყუებენ, რომ ოპოზიციის ყალბი გაერთიანება გამარჯვების ფორმულაა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე სალომე ზურაბიშვილის ერთიანობის გეგმას ეხმიანება და ამბობს, რომ „ხალხს ვერა, მაგრამ ერთმანეთს ატყუებენ, რომ ოპოზიციის ყალბი გაერთიანება გამარჯვების ფორმულაა“.
16 ივლისი 2026, 13:22
მსოფლიო
უმაღლესმა რადამ სერგეი კორეცკის უკრაინის პრემიერად დანიშვნას მისცა ხმა
უმაღლესმა რადამ უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე „ნაფტოგაზისა“ და „უკრნაფტას“ ყოფილი ხელმძღვანელის, სერგეი კორეცკის დანიშნა. შესაბამის გადაწყვეტილებას სახალხო დეპუტატებმა მხარი სულ ცოტა ხნის წინ დაუჭირეს. გადაწყვეტილების მიღებას ხმა 289-მა სახალხო დეპუტატმა მისცა.
16 ივლისი 2026, 13:12
მსოფლიო
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი 500 კმ სიშორის ბალისტიკურ რაკეტებს შეიმუშავებს და უკრაინას მიაწვდის
სააგენტო Bloomberg-მა შეიტყო, რომ დიდმა ბრიტანეთმა, პროგრამა Nightfall-ის ფარგლებში, პირველი ბალისტიკური რაკეტის შესამუშავებლად რამდენიმე კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს როგორც უკრაინის მხარდაჭერას, ისე ევროპის ამერიკულ იარაღზე დამოკიდებულების შემცირებას.
16 ივლისი 2026, 13:04
მსოფლიო
ევროკომისარი კუბილიუსი ფედოროვის გადადგომაზე: ეს გააჩენს კითხვას, თუ რატომ ცვლიან ასეთ ადამიანს
„ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით და დღემდე ვთანამშრომლობთ მიხაილ ფედოროვთან - როგორც მანამდე, ისე განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან თავდაცვის სამინისტრო ჩაიბარა. ამ პერიოდში მართლაც ბევრის მიღწევა მოხერხდა“, - განაცხადა ევროკომისარმა.


