imedi /  26 იანვარი 2018, 14:06 / სანდო წყარო

გიორგი მარგველაშვილმა სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მიიღო

გიორგი მარგველაშვილი და მაია გოიკოვიჩი

გიორგი მარგველაშვილი და მაია გოიკოვიჩი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მაია გოიკოვიჩი მიიღო და მასთან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობა განიხილა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მაღალი დონის ვიზიტის მნიშვნელობას საქართველოში, რამაც ბიძგი უნდა მისცეს სერბეთსა და საქართველოს შორის, სხვადასხვა სექტორულ სფეროებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებასა და გააქტიურებას.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ სერბეთი ოფიციალურად მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მნიშვნელოვანია, რომ სერბეთის სახელმწიფოს მიერ გაცხადებული ეს პოზიცია სწორად იქნას აღქმული და გაზიარებული საზოგადოების ყველა ფენისა და ორგანიზაციის - საზოგადოებრივი, თუ რელიგიური ორგანიზაციების მიერ, რათა გამოირიცხოს იმგვარი პრეცედენტები, როცა ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლები ე.წ. ოფიციალური შეხვედრების გამართვას ცდილობენ მათ ტერიტორიაზე.

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, სწორედ ამ თემებზე შედგა დიალოგი საქართველოს პრეზიდენტსა და სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შორის.

,,მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმას, რომ ჩვენი პოლიტიკური ხედვები აბსოლუტურ თანხვედრაშია, ემთხვევა ჩვენი მოსაზრებები და შეხედულებები ამ საკითხთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ, სერბეთის პარლამენტის სპიკერმა დაარწმუნა საქართველოს პრეზიდენტი სერბეთის პოზიციის შეუვალობაში იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა“, - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი.

მანამდე მაია გოიკოვიჩი საქართველოს პრემიერმინისტრსა და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქსაც შეხვდა.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, ანატოლი ბიბილოვი სერბეთში 8 იანვრიდან 13 იანვრის ჩათვლით იმყოფებოდა. „ვიზიტის” ფარგლებში ბიბილოვი სერბთა პრეზიდენტ მილორად დოდიკს და პატრიარქ ირინეოსს შეხვდა. 

ზვიად კვაჭანტირაძემ ევროსაბჭოს სესიაზე ბიბილოვის სერბეთის რესპუბლიკაში ვიზიტი დაგმო. სესიაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა აღნიშნა, რომ ანატოლი ბიბილოვის ვიზიტი გამოცხადდა როგორც კერძო, თუმცა კვაჭანტირაძისვე შეფასებით,  ეს სეპარატისტული მთავრობის ლეგიტიმაციის პროცესის ნაწილია, რაც უკვე დიდი ხანია გრძელდება და რუსული მხარის მიერ არის მხარდაჭერილი. 

ყველა სიახლე

17 ივლისი 2026, 17:28

სამართალი

სგპ ,,სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ირაკლი ჭეიშვილი

17 ივლისი 2026, 17:26

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი: დღეს საუბრობს მარკო რუბიო იმაზე, რაზეც ჩვენი ხელისუფლება წლების განმავლობაში ვსაუბრობთ. ის, რომ არ შეიძლება პოლიციელებზე ძალადობა

„დღეს საუბრობს მარკო რუბიო იმაზე, რაზეც ჩვენი ხელისუფლება წლების განმავლობაში ვსაუბრობთ. ის, რომ არ შეიძლება პოლიციელებზე ძალადობა“, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა ვაშინგტონში გამართულ მინისტერიალთან დაკავშირებით, რომელშიც მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით იმყოფება.

ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი

17 ივლისი 2026, 17:21

მსოფლიო

ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი პოლონეთის მთავრობას ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისა და პრაგმატული პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებს

„სულ უფრო მეტი ქვეყანა აცხადებს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას უკრაინისთვის განკუთვნილ ახალ, 140 მილიარდ ევროიან დახმარებაში ან წყვეტს სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას. ტუსკის მთავრობა კი ყველაფერზე თანხმდება არაფრის სანაცვლოდ. ჩემი აზრი თავიდანვე უცვლელი რჩება - საკმარისია ეს წაგებიანი თამაში და დახმარება არაფრის სანაცვლოდ! სხვა ქვეყნებმა იციან, როგორ იყვნენ თავდაჯერებულები და პრინციპულები და ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ. ყოველი მხარდაჭერა მიბმული უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფოსთვის კონკრეტული სარგებლის მიღებაზე“, - წერს ევროპარლამენტარი.

17 ივლისი 2026, 17:10

სამართალი

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განხორციელებული თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განხორციელებული თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.

კაროლ ნავროცკი

17 ივლისი 2026, 17:09

მსოფლიო

კაროლ ნავროცკიმ ვეტო დაადო კანონპროექტს, რომელიც ფაქტობრივად ერთნაირსქესიან წყვილებს ქორწინების დაკანონების უფლებას მისცემდა

კანონპროექტი რომელიც პოლონეთის პარლამენტმა მიიღო, სრულწლოვან წყვილებს განურჩევლად სქესისა, თანაცხოვრების შეთანხმების გაფორმების უფლებას აძლევს. ნავროცკის თქმით, ის როგორც კონსტიტუციის დამცველი ვერ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ქორწინების განსაკუთრებული სტატუსის დაკარგვას გამოიწვევს, პოლონეთის კონსტიტუციაში კი ქორწინება განსაზღვრულია როგორც ქალისა და კაცის კავშირი.

ნატალია ჭყოიძე

17 ივლისი 2026, 17:02

ეკონომიკა

ნატალია ჭყოიძე: ახალი პლატფორმის დამატებით ჩვენ შევასრულეთ ევროკავშირის საგადახდო ანგარიშის დირექტივის ერთ-ერთი მოთხოვნა

სებ-ის ახალ ციფრულ პლატფორმაზე საქართველოს სპეციფიკიდან და მომხმარებლების საჭიროებებიდან გამომდინარე რამდენიმე ტიპის კალკულატორია ჩაშენებული, - განაცხადა საქართველოს ეროვნულ ბანკში საგადახდო სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნატალია ჭყოიძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.

მარიამ ქვრივიშვილი

17 ივლისი 2026, 16:58

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: შანხაიში მიმდინარე ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში ვისაუბრებთ საქართველოს მიდგომებზე და ხედვაზე ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით

„საქართველო პირველად მონაწილეობს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაში, რომელიც შანხაიში იმართება. ღონისძიებაში საქართველოსთან ერთად უპრეცედენტო რაოდენობის, 100-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

17 ივლისი 2026, 16:57

სამართალი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პროკურატურის ინფორმაციით, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ვიდეოზარით საუბრისას უკანონოდ მოიპოვა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათი, რასაც თავის მობილურ ტელეფონში უკანონოდ ინახავდა და დაზარალებულზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოსახდენად იყენებდა.

17 ივლისი 2026, 16:39

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში, შანხაის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში ორგანიზებულ გამოფენას ეწვია, სადაც უახლეს ციფრულ მიღწევებსა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს გაეცნო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში, შანხაის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში ორგანიზებულ გამოფენას ეწვია. ღონისძიებაზე დელეგაციებს მასპინძლობა შანხაის მერის მოადგილემ ჭუ მინმა გაუწია.

17 ივლისი 2026, 16:29

საზოგადოება

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 200 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე წელს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული 213 049 ლარი ჩამოაწერა, მათ შორის, ელექტროენერგეტიკის სექტორში - 83 456 ლარი, ბუნებრივი გაზის სექტორში - 29 310 ლარი, ხოლო წყალმომარაგების სექტორში - 100 281 ლარი.

17 ივლისი 2026, 16:25

საზოგადოება

ComCom-მა „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევისთვის 5000 ლარით დააჯარიმა

გამომდინარე იქიდან, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის უკვე მიღებული აქვს ორი სანქცია: წერილობითი გაფრთხილება და 2500 ლარიანი ჯარიმა, ამ ჯერზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად კომპანიას უნდა დაეკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ კომისიამ ამჯერად გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება და აღნიშნული სამართალდარღვევისთვის ტელეკომპანია „ფორმულას“ კანონით გათვალისწინებული მინიმალური ოდენობის ჯარიმა - 5000 ლარი დააკისრა.

17 ივლისი 2026, 16:16

რეგიონი

ბათუმის N4 საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება

550 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა ახალ სასწავლო წელს სრულად განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. პროექტი საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განხორციელდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მოეწყო თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი შიდა და გარე სივრცეები, განახლდა საკლასო ოთახები, მოეწყო სპორტული მოედანი და სკოლის ეზო. ასევე, მოწესრიგდა გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები.

17 ივლისი 2026, 15:47

სპორტი

ისტორიაში პირველად საქართველო მაგიდის ჩოგბურთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს

ევროპის მაგიდის ჩოგბურთის გაერთიანების მმართველობითი საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით საქართველო, თბილისი, 2029 წელს მაგიდის ჩოგბურთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს. გადაწყვეტილება პორტუგალიაში, ქალაქ პორტოში, მმართველობითი საბჭოს გაერთიანებულ სხდომაზე გამოცხადდა. საბჭოს სხდომასა და საქართველოსთვის მასპინძლის სტატუსის მინიჭებას სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ესწრებოდა.

17 ივლისი 2026, 15:47

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი „ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციასა და ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაში“ მონაწილეობს, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გახსნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი „ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციასა და ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაში“ მონაწილეობს, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გახსნა

ენდი ბერნემი

17 ივლისი 2026, 15:34

მსოფლიო

ენდი ბერნემი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი გახდა

ლონდონში გამართულ პარტიულ კონფერენციაზე მან განაცხადა, რომ მზად არის ლიდერობისთვის, ხალხს „იმედის დაბრუნებას“ დაჰპირდება და თავის წინამორბედი, კირ სტარმერი შეაქო.​ ბერნემი აცხადებს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, ვინ შევა მის მინისტრთა კაბინეტში.

17 ივლისი 2026, 15:16

საზოგადოება

გივი მიქანაძე საზღვარგარეთ დისტანციური სწავლების პროგრამაში ჩართულ ემიგრანტ მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქართველ ემიგრანტ მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა, რომლებიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „არაფორმალური განათლების პროგრამის“ ფარგლებში საზღვარგარეთ დისტანციურად შეისწავლიან ქართულ ენას.

17 ივლისი 2026, 15:05

ჯანდაცვა

საქართველოსა და თურქმენეთს შორის ჯანდაცვის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოსა და თურქმენეთის შესაბამის სამინისტროებს შორის. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, დოკუმენტი გულისხმობს, აღნიშნული მიმართულებით, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. ასევე - საგანმანათლებლო და სამედიცინო ტურიზმთან დაკავშირებით, ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

17 ივლისი 2026, 14:54

სამართალი

გიორგი კვიცარიძე, რომლის შიმშილობასთან დაკავშირებითაც ინფორმაცია გავრცელდა, სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის იხდის და ის ამ დანაშაულისთვის ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში გადაღებული კადრების გასაჯაროებამდე, 2025 წლის 31 დეკემბერს დააკავეს

სხვადასხვა მედია საშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ IT-სპეციალისტი გიორგი კვიცარიძე, რომელმაც ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში მოქალაქეებზე ძალადობის კადრები მოიპოვა, ქუთაისის ციხეში რამდენიმე დღეა შიმშილობს. ასევე გავრცელებული ინფორმაციით თითქოს მას კადრების გაქრობით სასჯელის შემცირებას სთავაზობენ.

17 ივლისი 2026, 14:52

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქარელში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შპს ,,ფაჩუჩა“ (მის: ქარელის რაიონი, სოფელი რუისი) შეამოწმეს.

ცოტნე კობერიძე

17 ივლისი 2026, 14:49

პოლიტიკა

ცოტნე კობერიძე: როცა ვა ბანკზე წახვალ და მთელს ფსონს ბოიკოტზე დადებ, ეს არის ქართველი პოლიტიკოსების გემბლინგობა და ამან არ გაამართლა - მთავარი ბლეფი არის ის, რომ არჩევნებზე გასვლა ყველას უნდა, ამას ყველა ჩუმ-ჩუმად ცდილობს

ზოგადად, პოლიტიკას აცოცხლებს, როცა ის ინსტიტუციებში რუტინულად არსებობს ან თუ არ არსებობს, არჩევნების დროს ცოცხლდება. ახლა როცა საპრეზიდენტო არჩევნები ამოგდებულია და ის პირდაპირი წესით აღარ არსებობს, აღმოაჩენ, რომ ადგილობრივ არჩევნებსა და უახლოეს საპარლამენტო არჩევნებს შორის სამი წელია. იქამდე პოლიტიკური სპექტრის ნაწილი მუდმივად იტყუება, რომ ვადამდელი არჩევნები იქნება. ამით გადარჩენას ცდილობენ“, - განაცხადა ცოტნე კობერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა, „დღის ნიუსრუმში“.