2018 წელს მარტოხელა დედებს კიდევ 6 მუნიციპალიტეტი დაეხმარება

ფოტო: shutterstock.com
ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის რეკომენდაციით, საქართველოში ექვსმა მუნიციპალიტეტმა გაითვალისწინა მარტოხელა მშობლებისთვის სხვადასხვა სახის დახმარება 2018 წლის ბიუჯეტსა თუ სოციალური დაცვის პროგრამებში.
კერძოდ, მარტოხელა მშობლებს 2018 წლიდან ეხმარება შემდეგი მუნიციპალიტეტები:
ქუთაისი ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის საფასურის დაფინანსებით 30 ლარის ოდენობით;
წყალტუბო ერთჯერადი 300-ლარიანი ფულადი დახმარებით;
ბაღდათი ერთჯერადი 200-ლარიანი ფულადი დახმარებით;
კასპი ერთჯერადი 200-ლარიანი ფულადი დახმარებით მხოლოდ მარტოხელა დედებს ეხმარება. ამიტომ ფონდი გამგეობას დისკრიმინაციის გამოსწორების რეკომენდაციით მიმართავს.
ტყიბული კი მარტოხელა მშობლებს თავშესაფრით უზრუნველყოფისას დამატებით პრიორიტეტს ანიჭებს;
ხარაგაული მარტოხელა მშობლებს 200-ლარიან დახმარებას სთავაზობს ერთჯერადად.
2017 წელს მარტოხელა მშობლებს საქართველოს მასშტაბით 75 თვითმმართველი ქალაქიდან და მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 25 მათგანი ეხმარებოდა.
აღსანიშნავია, რომ ის მუნიციპალიტეტები, რომლებიც შარშან ეხმარებოდნენ მარტოხელა მშობლებს, ამ დადებით პრაქტიკას წელსაც აგრძელებენ. კერძოდ:
გორი – ერთჯერადი ფულადი დახმარება 200-500 ლარამდე
ჭიათურა – კვებითი უზრუნველყოფა, ერთჯერადი ფულადი დახმარება 150 ლარით
ზესტაფონი – ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარი
სამტრედია – ერთჯერადი ფულადი დახმარება 100-150 ლარი
საჩხერე – ერთჯერადი ფულადი დახმარება 150 ლარი, უმაღლესი სასწავლების სწავლის საფასურის თანადაფინანსება 500 ლარის ოდენობით
დედოფლისწყარო – ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის დაფინანსება ყოველთვე 13-17 ლარის ოდენობით, ახლად დაბადებული ბავშვის მარტოხელა მშობლის დახმარება 300 ლარის ოდენობით ერთჯერადად
ლაგოდეხი – ელექტროენერგიის დაფინანსება ყოველთვე 10 ლარის ოდენობით
საგარეჯო – ერთჯერადი ფულადი დახმარება, კომუნალურები (დენი 5 ლარი, ზამთრის სეზონზე გათბობა 50 ლარი)
სიღნაღი – ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით
ყვარელი – ელექტროენერგიის საფასურის დაფინანსება ყოველთვე 8 ლარის ოდენობით
გურჯაანი – ელექტროენერგიის საფასურის დაფინანსება ყოველთვე 8 ლარის ოდენობით.
თელავი – სადღესასწაულო დღეებში ფულადი ან სხვა საჩუქრები, ელექტროენერგიის თანადაფინანსება, ფინანსური და მედიკამენტების დახმარება
2018 წლის ბიუჯეტით, დახმარება მარტოხელა მშობლებისთის კვლავაც არ აქვს გათვალისწინებული თბილისს, ვანს, ხაშურს, ქარელს, ახმეტასა და თერჯოლას, თუმცა მათ მუნიციპალიტეტებში ცხოვრობენ სტატუსის მქონე მარტოხელა მშობლები. თბილისში კი საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტი მარტოხელა მშობელია დარეგისტრირებული.
ყველა სიახლე

13 მაისი 2025, 01:39
მსოფლიო
CNN: ევროპამ და აშშ-მა დროებით გააძლიერეს ზეწოლა რუსეთზე უკრაინასთან დაკავშირებით, თუმცა ტრამპმა დაარღვია ეს მიდგომა
ევროპამ და აშშ-მა დროებით გააძლიერეს ზეწოლა რუსეთზე უკრაინასთან დაკავშირებით, თუმცა ტრამპმა დაარღვია ეს მიდგომა, - ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას CNN-ი.

13 მაისი 2025, 00:45
ტექნოლოგიები
რა იმალება ანტარქტიდის ყინულის ქვეშ?
მეცნიერების აცხადებენ, რომ ყინულით დაფარული სამყაროს შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა შესაძლებელი იყოს იმის პროგნოზირება თუ რა მოხდება ყინულის დნობის შემთხვევაში.

13 მაისი 2025, 00:33
მსოფლიო
ICAO-ს საბჭომ რუსეთს 2014 წლის ივლისში MH17 რეისის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა
საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) საბჭომ რუსეთს 2014 წლის ივლისში MH17 რეისის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა.

13 მაისი 2025, 00:26
კულტურა
„ევროვიზია 2025“-ის პირველი ნახევარფინალი დღეს გაიმართება
მაყურებლის წინაშე 15 ქვეყნის წარმომადგენლები იმღერებენ: ისლანდია, პოლონეთი, სლოვენია, ესტონეთი, უკრაინა, შვედეთი, პორტუგალია, ნორვეგია, ბელგია, იტალია, აზერბაიჯანი, სან მარინო, ალბანეთი, ნიდერლანდები, ხორვატია და კვიპროსი. მათგან ფინალურ შოუზე კი მხოლოდ 10 ქვეყანა გადავა.

12 მაისი 2025, 23:11
მსოფლიო
ერდოღანი რუსეთსა და უკრაინას მოუწოდებს, შესაძლებლობების ფანჯარა გამოიყენონ
თურქეთი მზად არის და მოხარული იქნება რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებს უმასპინძლოს, - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.

12 მაისი 2025, 22:35
რეგიონი
ბათუმში ღვთისმშობლის წილხვდომილობისადმი მიძღვნილი ორდღიანი ფესტივალი იმართება
ფესტივალი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიების ფარგლებში, მაყურებელი სხვადასხვა თემატურ ლიტერატურასა და ხელოვნების ნიმუშებს გაეცნობა, ნაჩვენები იქნება ფრაგმენტები დოკუმენტური ფილმებიდან. ფესტივალში მონაწილეობენ სასულიერო პირები, საქართველოს ტაძრების მგალობლები, სალოტბარო სკოლები, მუსიკოს-შემსრულებლები და მსახიობები.

12 მაისი 2025, 22:16
კულტურა
ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის აღსაზრდელები მსმენელის წინაშე ორი საანგარიშო კონცერტით წარდგნენ
კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ევგენი მიქელაძის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის კონცერტი გაიმართა.

12 მაისი 2025, 22:03
სპორტი
კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებს ჩაუდგება სათავეში
ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის (CBF) პრეზიდენტმა, ედნალდო როდრიგესმა კარლო ანჩელოტის ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ განაცხადა.

12 მაისი 2025, 21:58
საზოგადოება
„ეს დღე ჩვენია“ - 26 მაისს ანრი ჯოხაძე გრანდიოზულ სოლო კონცერტს გამართავს
„ეს დღე ჩვენია“ - ამ სახელწოდებით 26 მაისს ანრი ჯოხაძე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გრანდიოზულ სოლოკონცერტს გამართავს.

12 მაისი 2025, 21:37
პოლიტიკა
რადიკალები ბანერების წინააღმდეგ - პლაკატი „საქართველო აღარავის დაემონება“ ბასრი საგნით დააზიანეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რადიკალები ბანერების წინააღმდეგ - ორმა ადამიანმა ბარათაშვილის ხიდზე გადმოკიდებული პლაკატი „საქართველო აღარავის დაემონება“ ბასრი საგნით დააზიანა.

12 მაისი 2025, 21:36
მსოფლიო
ზელენსკი: ჩვენ მზად ვართ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართულ სატელეფონო საუბარზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მხარეებმა განიხილეს თურქეთში დაგეგმილი შეხვედრის საკვანძო დეტალები, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს ომის დასრულებას.

12 მაისი 2025, 21:19
პოლიტიკა
ევროდირექტივა უპირველეს ყოვლისა - სალომე სამადაშვილმა ოპოზიციის პოლიტიკური მრწამსი დაადასტურა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სალომე სამადაშვილის განცხადება მისი თანამოაზრეების პოლიტიკურ მრწამსს გამოხატავს. როდესაც მთავარი არა ხალხი, არამედ უცხოური დირექტივაა, ელექტორატთან კავშირის გაწყვეტაც ლოგიკური შედეგია.

12 მაისი 2025, 21:08
პოლიტიკა
გამჭვირვალობის საჭიროებამდე ბრიუსელიც მივიდა - ევროპელი დეპუტატები საგამოძიებო კომიტეტის შექმნას ითხოვენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გამჭვირვალობის საჭიროებამდე ბრიუსელიც მივიდა. ევროპის გვიანი გამოფხიზლება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების სისწორეს კიდევ ერთხელ ადასტურებს.

12 მაისი 2025, 20:55
მსოფლიო
ტიერი მარიანი: საქართველოში არასამთავრობოებმა 2019-2024 წლებში ევროკავშირიდან 47 პროექტისთვის 46 მილიონი ევრო მიიღეს. დიდი თანხაა, შეგიძლია, ბევრ რამეს მოახმარო. არ გვაქვს დეტალური ინფორმაცია
ყველა ევროპულ ინსტიტუტში დაისვა კითხვა - სად მიდის თანხა? ვსაუბრობთ 7,4 მილიარდ ევროზე 2021- 2023 წლებში. 7 მილიარდი არ არის, მგონი ცოტა. მომზადებულია აუდიტის ანგარიში, რომელიც ბევრისთვის ტრაგედიაა, - განაცხადა ევროპარლამენტმა, ტიერი მარიანმა „ქრონიკასთან“ „ენჯეოების“ დაფინანსების საკითხზე საუბრისას.

12 მაისი 2025, 20:40
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველო რჩება ევროპული ინტეგრაციის ერთგული. ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა უნდა გაიგონ, რომ ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე
ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა უნდა გაიგონ ჩვენი პოლიტიკის რაობა, არსი და უნდა მიხვდნენ, შეაფასონ, რომ ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე,- განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ბუდაპეშტში, სადაც ქართულ დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

12 მაისი 2025, 20:39
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი კრისტიან ტერეში: ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად და რისთვის მიდის ჩვენი ფული. თუ არასამთავრობო იღებს ფულს, უნდა ვიცოდეთ რისთვის იხარჯება და ხომ არ ხდება ირიბად რამე სხვა მიზნით პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება
მისივე თქმით, პარლამენტში გამჭვირვალეობის ასპექტი გახდა მნიშვნელოვანი, ამის გამო ბოლო თვეებია და მომავალშიც ნახავთ უფრო მეტ და მეტ ინიციატივას მაგიდაზე, რომელიც გამჭვირვალეობას გაუწევს პრომოუშენს

12 მაისი 2025, 20:34
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა სირიას სანქციები შეუმსუბუქოს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა სირიას სანქციები შეუმსუბუქოს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

12 მაისი 2025, 20:27
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 134-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას
მაკა ბოჭორიშვილი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს და ასევე, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერის მიწვევით, პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.

12 მაისი 2025, 20:15
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, დღეს ევროკავშირის ბიუროკრატიის გარკვეული ნაწილის მცდელობებით, შექმნილია გარკვეული სირთულეები და ჩვენ ველოდებით ამ სირთულეების გადაწყვეტას. ბურთი ახლა ევროკავშირის მხარესაა
კონფერენციის მსვლელობის მომენტში, საქართველო არის ლიდერი ბევრ კანდიდატთან შედარებით; საქართველო არის ლიდერი ევროკავშირის ზოგ წევრ ქვეყანასთან შედარებითაც კი სხვადასხვა პარამეტრით და უსამართლობაა, როდესაც საქართველოს მიმართ არის ისეთი მოპყრობა, რომელსაც ის არ იმსახურებს, - განუცხადა ჟურნალისტებს ბუდაპეშტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

12 მაისი 2025, 20:01
მსოფლიო
პესკოვი: ულტიმატუმების ენა რუსეთისთვის მიუღებელია
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ დასავლელი ლიდერების მოთხოვნა, ცეცხლის შეწყვეტისა და უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ულტიმატუმია, რომელიც მიუღებელია.