imedi /  31 იანვარი 2018, 23:44 / სანდო წყარო

მარინა ვაშაყმაძემ რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

მარინა ვაშაყმაძე

მარინა ვაშაყმაძე

რადიო თავისუფლების (RFE/RL) თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა, მარინა ვაშაყმაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის ყოფილმა უფროსმა, დავით კაკაბაძემ აჭარის ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

'' მე ჩემს თანამშრომლებს ვთხოვე, რომ დარჩნენ და განაგრძონ ''რადიო თავისუფლებისთვის'' მუშაობა, ეს ახლა მნიშვნელოვანია. ერთი რამ ვერ მოვახერხე, ამაზე დამეთანხმებია თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი მარინა ვაშაყმაძე, რომლის გადაწყვეტილებასაც ძალიან დიდი პატივს ვცემ. იმედი მქონდა ის თბილისის ბიუროში დარჩებოდა და უხელმძღვანელებდა. სამწუხაროდ, მარინამ თქვა, რომ ამ ბიუროში მუშაობის გაგრძელება ვეღარ წარმოუდგენია. გადაწყვეტილების შესახებ კი თანამშრომლებს უკვე აცნობა'' -განაცხადა გადაცემა ''ჰეშთეგში''  ''რადიო თავისუფლების'' ქართული სამსახურის ყოფილმა დირექტორმა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის დირექტორი დავით კაკაბაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს.

RFE/RL-ის სათაო ოფისის მენეჯმენტსა და ქართული სამსახურის ხელმძღვანელს დავით კაკაბაძეს შორის უთანხმოების შესახებ რამდენიმე დღის წინ, 23 იანვარს გახდა ცნობილი.

25 იანვარს, რადიოს ქართულმა ბიურომ განაცხადა, რომ უთანხმოების გადაჭრის გზად მენეჯმენტმა კაკაბაძის გათავისუფლება დაისახა, რასაც მოჰყვა რედაქციის სრული შემადგენლობის წერილობითი პროტესტი რადიო თავისუფლების პრეზიდენტის, ტომ კენტის სახელზე.

ყველა სიახლე

01 ივნისი 2026, 11:02

მსოფლიო

ისრაელში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ „ჰეზბოლას“ 900 წევრია ლიკვიდირებული

თავდაცვის ძალების მტკიცებით, დაჯგუფების წევრები ისრაელსა და მის მოქალაქეებს უქმნიდნენ საფრთხეს. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით კი, 2026 წელს „ჰეზბოლასა“ და ისრაელს შორის კონფლიქტს, სულ მცირე, 3 412 ადამიანი ემსხვერპლა, 10 200-ზე მეტი კი დაიჭრა.

01 ივნისი 2026, 10:56

მსოფლიო

მალტის მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა

48 წლის აბელა, რომელიც მალტის მთავრობას და „ლეიბორისტულ პარტიას“ 2020 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობს, ფიცს დღეს დადებს. თავისი პარტიის ზედიზედ მეოთხე გამარჯვებას მან ისტორიული უწოდა.

01 ივნისი 2026, 10:23

მსოფლიო

მიანმარში აფეთქებას ათობით ადამიანი ემსხვერპლა

მაშველების ცნობით, დაღუპულთა შორის 6 ბავშვია, მათ შორის 1 წლის ჩვილი. აფეთქებამ ოსფელ ქაუნგ ტატში დაახლოებით 200 სახლი დააზიანა, კიდევ 100 სახლი მეზობელ სოფელ პან ლონეში დაზიანდა.

01 ივნისი 2026, 10:11

საზოგადოება

კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდების კომპიუტერულ ვერსიებზე - CB PET, CB FCE და CB CAE - რეგისტრაცია დაიწყო და 15 ივნისს დასრულდება. იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც რეგისტრაციას აღნიშნულ ვადაში ვერ გაივლიან, გვიანი რეგისტრაცია 16 ივნისიდან 17 ივნისის 16:00 საათამდე გაგრძელდება.

01 ივნისი 2026, 10:09

რეგიონი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოვლენილია შუახევის მუნიციპალიტეტში.

მამუკა მდინარაძე

01 ივნისი 2026, 10:07

პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მინისტრის, ვიცე-პრემიერ მამუკა მდინარაძის ბრიფინგი გაიმართება

14:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მინისტრის, ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი გაიმართება, რომელსაც ქრონიკა პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ

01 ივნისი 2026, 10:03

მსოფლიო

საფრანგეთმა ატლანტის ოკეანეში რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა

„მიუღებელია, რომ გემები გვერდს უვლიდნენ საერთაშორისო სანქციებს, არღვევდნენ საზღვაო სამართალს და აფინანსებდნენ ომს, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ უკვე 4 წელზე მეტია აწარმოებს. ეს გემები, რომლებიც საზღვაო ნაოსნობის ყველაზე ელემენტარულ წესებსაც კი უგულებელყოფენ, ასევე საფრთხეს უქმნიან გარემოსა და საერთო უსაფრთხოებას“, - განაცხადა მაკრონმა.

01 ივნისი 2026, 09:56

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ ზაქირ ჰასანოვს შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

01 ივნისი 2026, 09:54

მსოფლიო

რუსეთმა ხარკოვს, ოდესასა და სუმის შეუტია

ოდესაში, რუსეთის ღამის თავდასხმის შედეგად, დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, ადმინისტრაციული შენობა და ინფრასტრუქტურა. დაშავდა 5 ადგილობრივი მცხოვრები, მათგან 2 ჰოსპიტალიზებულია.

01 ივნისი 2026, 09:49

მსოფლიო

ირანმა და აშშ-მა სპარსეთის ყურეში საჰაერო დარტყმების ახალი ტალღა განახორციელეს

„აშშ-ის გამანადგურებლებმა ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება და გაანადგურეს ირანის საჰაერო თავდაცვის საშუალებები, სახმელეთო მართვის სადგური და ორი თავდამსხმელი დრონი-კამიკაძე, რომლებიც აშკარა საფრთხეს უქმნიდნენ რეგიონულ წყლებში ტრანზიტით მოძრავ გემებს. ამერიკელ სამხედროებს შორის არავინ დაშავებულა“, - განმარტეს CENTCOM-ში.

01 ივნისი 2026, 09:43

მსოფლიო

პოლონეთში ტორნადომ სახლები დააზიანა

ინსტიტუტში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ოპოლეს რეგიონში დაფიქსირებული ნგრევა „ჭექა-ქუხილთან დაკავშირებული ძლიერი მბრუნავი აღმავალი ნაკადის გავლენაზე“ მიუთითებს. სტიქიური მოვლენის შედეგად არავინ დაშავებულა.

01 ივნისი 2026, 09:41

საზოგადოება

თბილისის გასტრონომიული კვირეული დაიწყო

თბილისის გასტრონომიული კვირეულის მეხუთე სეზონი მასშტაბური პროგრამით გაიხსნა. წლევანდელი კვირეული საიუბილეოა, რადგან პროექტი უკვე მეხუთედ იმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ მიშელინის ვარსკვლავის მქონე შეფები და ასევე იქნება უპრეცედენტო კულინარიული კოლაბორაციები.

ივან სეპედა კასტრო/აბელარდო დე ლა ესპრიელა

01 ივნისი 2026, 09:36

მსოფლიო

კოლუმბიის ახალ პრეზიდენტს მეორე ტურში აირჩევენ

21 ივნისს, მეორე ტურში ერთმანეთს მემარჯვენე და დონალდ ტრამპის თაყვანისმცემელი აბელარდო დე ლა ესპრიელა და მოქმედი პრეზიდენტის მოკავშირე, მემარცხენე სენატორი ივან სეპედა დაუპირისპირდებიან.

01 ივნისი 2026, 09:27

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ და „პსჟ“-მ ჩემპიონთა ლიგის მოგება პარიზში აღნიშნეს🏆🎉გალერეა

„პსჟ“-მ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად ლიგის ფინალში „არსენალი დაამარცხა და ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო. კვარაცხელია კი სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

01 ივნისი 2026, 09:20

პოლიტიკა

კარგი მთავრობის ინდექსით საქართველო მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო სამეულშია

მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელმა ცენტრმა, ჩენდლერის ინსტიტუტმა კარგი მთავრობისინდექსი (2026) გამოაქვეყნა. საქართველომ შეფასების 100-პროცენტიანი სისტემით 60,3% მიიღო, რითაც ისტორიაში მეორედ გადააჭარბა 60%-იან ზღვარს.

01 ივნისი 2026, 09:14

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს. სესიაში, რომელიც ვილნიუსში 30 მაისს დაიწყო, ასევე მონაწილეობას იღებს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილი.

ალექსანდრ ლუკაშენკო

01 ივნისი 2026, 09:13

მსოფლიო

ლუკაშენკო ბელარუსში 500 მიზნის შესახებ უკრაინელი მეთაურის სიტყვებს გამოეხმაურა: ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს

„მათ შეიძლება 500 მიზანიც კი განსაზღვრეს - მადლობა, რომ ჩვენ მათთვის 500 მიზანი გვაქვს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთი ძალიან სერიოზული მიზანი, ზუსტი კოორდინატებით, რომელიც ბელარუსისგან სულ მცირე მანძილზეა. მათ ეს კარგად ესმით“, - განაცხადა მან.

გივი მიქანაძე

01 ივნისი 2026, 09:09

საზოგადოება

გივი მიქანაძე პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს

01 ივნისი 2026, 09:05

საზოგადოება

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო ფუნქციონირებას შეუდგა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო ფუნქციონირებას შეუდგა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

01 ივნისი 2026, 08:56

მსოფლიო

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და უგანდაში, ებოლას 263 დადასტურებული შემთხვევა აღირიცხა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და უგანდაში, ებოლას 263 დადასტურებული შემთხვევა აღირიცხა. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ებოლას იშვიათ შტამ „ბუნდიბუგიოს,“ ამ დროისთვის სულ მცირე, 43 ადამიანი ემსხვერპლა.