GWP: რუსთავში ბავშვების მოწამვლის მიზეზი სასმელი წყალი არ არის
ფოტო: Facebook
რუსთავის №16 საჯარო სკოლაში ბავშვების მოწამვლის ფაქტი სასმელ წყალს არ უკავშირდება, - ამის შესახებ imedinews-ს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში (GWP) განუცხადეს.
"ლაბორატორიის წარმომადგენლებმა სინჯი აიღეს როგორც შიდა ასევე, ცენტრალური ქსელიდან და ანალიზის პასუხი სრულად შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ეროვნული რეგლამენტით გათვალისწინებულ პარამეტრებს", - აცხადებენ კომპანიაში.
დილით სკოლაში 8 მოსწავლე ერთდროულად ცუდად გახდა. გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. 3 მოზარდს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია. მოგვაინებით კი მოწამლულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა.
შემთხვევის შემდეგ, სკოლაში მივიდნენ სურსათის ეროვნული სამსახურისა და კომპანია "რუსთავის წყლის" თანამშრომლები, რომლებმაც სასმელი წყლის სინჯები აიღეს.
ყველა სიახლე
25 მარტი 2026, 14:48
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში - „სარფი“ მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსა (წონა - 99,11 გრამი ) და ვერცხლის (წონა - 335,33 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
25 მარტი 2026, 14:47
საზოგადოება
სადღობელაშვილი: გადაწყვეტილება, რომელიც პატრიარქმა 7 წლის წინ მიიღო გახლდათ გზავნილი საზოგადოებისთვის, გიყვართ უფალი? შეიყვარეთ მისი შვილი! გიყვართ პატრიარქი? შეიყვარეთ მისი მოსაყდრე
დღეს, როცა საზოგადოება გახლეჩილია და ხშირად დგას რთული არჩევანის წინაშე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის ნდობა, ძმური და მამა-შვილური სიყვარული რომელსაც მეუფეები ერთმანეთის და ჩვენი სულიერი მამის პატრიარქ ილია მეორის მიმართ გამოხატავენ, - აცხადებს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი.
25 მარტი 2026, 14:45
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციაზე: ცდილობენ ილია მეორე და მეუფე შიო, ერთმანეთისგან ხელოვნურად გამიჯნონ და დამოუკიდებელ, ურთიერთსაწინააღმდეგო პერსონებად წარმოაჩინონ
თუ გიყვარს ილია მეორე, შეუძლებელია აძაგებდე შიოს. მიზეზი ძალიან მარტივია, თავად ილია მეორემ, სიცოცხლეშივე მკაფიოდ მიანიშნა, რომ მისი ნდობა, მისი ხმა და მისი სიმპათიები შიო მუჯირს ეკუთვნოდა, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
25 მარტი 2026, 14:42
რეგიონი
ფაროსანას საწინააღმდეგოდ კომპლექსური ღონისძიებები იწყება
სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვისა და აზიური ფაროსანას რაოდენობის შემცირების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ადგილობრივ თვითმმართველობებთან შეხვედრებს მართავს. ინფორნაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
25 მარტი 2026, 14:42
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,გამომშრალი მარიხუანა“, რომელიც მისი ავტომანქანის საბარგულში მდებარე სათადარიგო საბურავში მოათავსა. გატარებული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
25 მარტი 2026, 14:37
ეკონომიკა
ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი ამერიკელ და ბრიტანელ ინვესტორთა დელეგაციას შეხვდნენ
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკელი და ბრიტანელი ინვესტორების დელეგაციას შეხვდნენ.
25 მარტი 2026, 14:36
რეგიონი
აჭარის უმაღლესი საბჭოს 26 მარტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მოუსმენენ
საკონტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, მინდია დიასამიძის მიერ წარმოდგენილი პაკეტი, რომელიც ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონსა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტებს მოიცავს, ბიუროს გადაწყვეტილებით, პლენარულ სხდომაზე განიხილება.
25 მარტი 2026, 14:32
საზოგადოება
გიორგი ჯინჭარაძე: მისი უწმინდესობის წასვლით დასრულდა მთელი ეპოქა, თუმცა რჩება მის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ
პატრიარქი სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტულს, რადგან აფხაზეთი მისთვის იყო სულის ნაწილი, უდიდესი პირადი ტკივილი და ამავდროულად, ურყევი იმედი, - წერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.
25 მარტი 2026, 14:30
რეგიონი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე: საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა ჩვენი სულიერი და ეროვნული იდენტობის მტკიცე ბალავრად იქცა
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა ჩვენი სულიერი და ეროვნული იდენტობის მტკიცე ბალავრად იქცა, - აღნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე.
25 მარტი 2026, 14:20
მსოფლიო
რომის პაპის განცხადებით, ომი ირანში „სულ უფრო და უფრო უარესდება“
რომის პაპმა, ლეო XIV-მ ირანში მზარდი შეიარაღებული დაპირისპირების გამო შეშფოთება გამოხატა და ომის დასრულების მოწოდებით კვლავ გამოვიდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
25 მარტი 2026, 14:20
საზოგადოება
„ნადირობის შესახებ“ კანონპროექტის სამუშაო ვერსიის განხილვა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებში საქართველოს კანონის პროექტის „ნადირობის შესახებ“ სამუშაო ვერსია განიხილეს. კანონპროექტის სამუშაო ვერსია შეხვედრაზე ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს უფროსმა, რევაზ ბეჟაშვილმა წარადგინა.
25 მარტი 2026, 14:12
პოლიტიკა
ჩიხელიძე: ოპოზიციის გააქტიურება არა ილია II-ის სიყვარულით, არამედ, შიშით და პატრიარქის არჩევის პროცესის დისკრედიტაციით არის ნაკარნახევი - მათ აშინებთ მეუფე შიო, როგორც პატრიარქობის ერთ-ერთი ღირსეული კანდიდატი
ოპოზიციას ახალი ტაქტიკა აქვს, ისინი ერთდროულად ორ ერთმანეთთან შეუთავსებელ ნარატივს ავრცელებენ. ერთის მხრივ აცხადებენ, რომ პატრიარქი იყო გამორჩეული, მისი გარდაცვალება ყველასთვის მძიმე და მტკივნეულია, მეორეს მხრივ კი ამბობენ, რომ მეუფე შიო მიუღებელია და არ უნდა გახდეს პატრიარქი - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში. როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ოპოზიცია ცდილობს, ნებისმიერ ფასად მოერგოს საზოგადოებრივ განწყობებს და შექმნან ისეთი სურათი, რომელიც მათ პოლიტიკურ ინტერესებს მოემსახურება.
25 მარტი 2026, 14:10
საზოგადოება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით სიონის ტაძარში პარაკლისი სრულდება. LIVE
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისი სრულდება. ღვთისმსახურებას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს.
25 მარტი 2026, 14:09
საზოგადოება
მდინარე დიღმურას ხიდზე, 14 აპრილიდან ხუთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება
თეთრი დუქნის ქუჩაზე, მდინარე დიღმურაზე არსებული დაზიანებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახლის მშენებლობა იწყება. სამშენებლო არეალში 14 აპრილის 00:00 საათიდან, ხუთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
25 მარტი 2026, 14:03
პოლიტიკა
ფოჩხუა ოპოზიციაზე: როგორ შეიძლება გიყვარდეს უწმინდესი, მის მოღვაწეობას დადებითად აფასებდე და პარალელურად, მის რჩეულს მეუფე შიოს, რომელიც გამონაკლისის სახით, სიცოცხლეშივე მოსაყდრედ დაასახელა, შავ პიარს უგორებდე
„იმდენად ფარსია მათ მიერ წარმოთქმული თითოეული სიტყვა, ოპოზიციას ვგულისხმობ, პატრიარქის სიყვარულზე, რომ უარყოფითი ემოციის მეტს არაფერს იმსახურებენ. როგორ შეიძლება გიყვარდეს უწმინდესი, მის მოღვაწეობას დადებითად აფასებდე და პარალელურად მის რჩეულს მეუფე შიოს, რომელიც გამონაკლისის სახით, სიცოცხლეშივე მოსაყდრედ დაასახელა, შავ პიარს უგორებდე და სიცრუეს სიცრუეზე ავრცელებდე მის წინააღმდეგ. ნუთუ ამდენი ჭკუა არ აქვთ, რომ ის რაც მათ ნახეს თუ რა ხდებოდა პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მიმხვდარიყვნენ რა რეალობაა ქვეყანაში. ცუდი დამრიგებლები ჰყავთ და ისინიც ხომ უპირობო შემსრულებლები არიან მათი დავალების, მერე რა მოხდა თუ საკუთარ სამშობლოს ავნებ.“ - წერს ფოჩხუა.
25 მარტი 2026, 14:02
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში შველზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გამოვლენილ ბრაკონიერობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
25 მარტი 2026, 13:49
სპორტი
საქართველოსა და ჩინეთის სპორტის მინისტრებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპორტის მინისტრს, გაო ჭიდანს, შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ორ ქვეყანას შორის სპორტის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას გულისხმობს.
25 მარტი 2026, 13:45
საზოგადოება
ქართველიშვილი: მარგინალურ ოპოზიციაში მარტივად იპოვით ხალხს, რომელიც ფარისევლურად პატივს მიაგებს პატრიარქს, მაგრამ მეუფე შიოს უშვერი სიტყვებით ლანძღავს. ვერ აიხსნება გიყვარდეს ილია II და გძულდეს მისი არჩევანი
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „მარგინალურ ოპოზიციაში მარტივად იპოვით ხალხს, რომელიც ფარისევლურად პატივს მიაგებს პატრიარქს, მაგრამ მეუფე შიოს უშვერი სიტყვებით ლანძღავს.“
25 მარტი 2026, 13:37
მსოფლიო
ორბანის განცხადებით, უნგრეთმა უკრაინისთვის გაზის მიწოდება შეაჩერა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტმა უკრაინისთვის გაზის მიწოდება შეაჩერა.
25 მარტი 2026, 13:36
საზოგადოება
ერუშეთის ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის გამართულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ
კონკურსის მიზანი იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ) მხარდაჭერა და მათი ეკონომიკური გაძლიერება, რათა ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა საკუთარი იდეების რეალიზებისა და შემოსავლის წყაროს შექმნისთვის, - ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.


