imedi /  12 თებერვალი 2018, 17:34 / სანდო წყარო

ბორჯომში მერიის 125 თანამშრომელი ხელფასის გარეშეა დარჩენილი

ბორჯომი

ბორჯომი

ქართული ოცნების დეპუტატები ბორჯომის საკრებულოს სხდომებზე არ ცხადდებიან, ოპოზიცია კი მერიას საშტატო ნუსხასა და ხელფასების გაზრდილ ოდენობას არ უმტკიცებს, რის გამოც მერიის 125 საჯარო მოსამსახურეს იანვარში ხელფასი არ აუღია. ამის შესახებ droa.ge წერს.

ბორჯომის საკრებულოს პირველივე სხდომაზე ყველა თანამდებობა ოპოზიციიდან არჩეულმა დეპუტატებმა დაიკავეს, რის გამოც ქართული ოცნების დეპუტატები ბოიკოტის რეჟიმზე გადავიდნენ და საკრებულოს არცერთ სხდომას აღარ დასწრებიან. 

18 იანვარს ბორჯომის საკრებულომ მერიის მიერ შეთავაზებული საშტატო ნუსხა და ხელფასები არ დაამტკიცა. როგორც სხდომაზე დეპუტატებმა განმარტეს, წარდგენილ ცვლილებაში დაახლოებით 700-800 ლარით გაზრდილი იყო მერის, მისი მოადგილისა და სამსახურის უფროსების ხელფასები.

"მივესალმებით ხელფასების მომატებას იმ შემთხევაში, თუ ეს მომატება რიგით თანამშრომლებს შეეხებათ. თუმცა მერიის მიერ შემოთავაზებული ცხრილის მიხედვით, ხელფასები ემატებოდათ მხოლოდ მერს, მერის მოადგილეს, სამსახურის უფროსებს, დაახლოებით 700- 800 ლარით და რიგით თანამშრომლებს კი 20 ლარით. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის თანხა, რაც მათ აქვთ ხელფასის სახით, დარჩეს იგივე. ახლა მთავარია ბორჯომში არსებული პრობლემები მოვაგვაროთ და შემდგომ უკვე ვიფიქროთ ხელფასის მომატებაზე. ხელფასის მომატება ჩვენც არ გვაწყენდა, თუმცა ჩვენ პრემია – დანამატებსა და ხელფასებზე უარი ვთქვით”, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი გოგიჩაიშვილმა.

ბორჯომის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 13 თებერვალს, 12:00 საათზეა დანიშნული. დეპუტატებმა 24 საკითხი უნდა განიხილონ, მათ შორის, ახალი საშტატო ნუსხა და ხელფასების ოდენობა. 

ბორჯომის საკრებულო ერთადერთი საკრებულოა საქართველოს მასშტაბით, სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს. საკრებულოს 28 დეპუტატიდან 13 ქართულ ოცნებას, 15 კი ოპოზიციას წარმოადგენს. მათ შორის, 11 პატრიოტთა ალიანსის წევრია, 2 - ნაციონალური მოძრაობის, 1-1 კი ევროპული საქართველოს და ლეიბორისტული პარტიის წევრები არიან.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

12 სექტემბერი 2026, 11:50

მსოფლიო

დონალდ ტრამპი 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლებზე: ჩვენ არასდროს დავივიწყებთ მათ. სწორედ ამიტომ ვიბრძვით დღეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა არასდროს ივიწყებს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტს და სწორედ ამიტომ იბრძვის დღეს.

12 სექტემბერი 2026, 11:37

კულტურა

კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

ორი გამორჩეული ხმა, რომლებმაც ქართული ოპერის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი კვალი დატოვეს და ევროპულ სცენებზე ეროვნული ხელოვნების აღიარებას საფუძველი ჩაუყარეს - კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.

კაია კალასი

12 სექტემბერი 2026, 11:32

მსოფლიო

კაია კალასი: ევროკავშირმა უნდა დაასანქციროს ებრაული დასახლებები ისე, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმი

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უკანონო დასახლებებთან საქონლით ვაჭრობა უნდა აკრძალოს ისე, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის შემთხვევაში. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

12 სექტემბერი 2026, 11:30

პოლიტიკა

„იმედმა“ აშშ-ის საელჩოს ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ წარმოებულ ანტიამერიკულ კამპანიაზე შეკითხვა გაუგზავნა

„იმედმა“ ამერიკის საელჩოს ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ წარმოებულ ანტიამერიკულ კამპანიაზე შეკითხვა გაუგზავნა

თორნიკე ჭეიშვილი

12 სექტემბერი 2026, 11:28

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რაც ჩვენ ადრეც გვინახავს ბრიუსელის მხრიდან და წარმოადგენს სუვერენული ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას

ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რაც ჩვენ ადრეც გვინახავს ბრიუსელის მხრიდან და წარმოადგენს სუვერენული ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა, მარტა კოსის განცხადების შეფასებისას.

რატი იონათამიშვილი

12 სექტემბერი 2026, 11:19

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ჩვენ ვხედავთ, რომ ევრო ბიუროკრატები საბოლოო ჯამში უპირისპირდებიან ოფიციალურ ვაშინგტონს და აშშ-ს პრეზიდენტს

ჩვენ ვხედავთ, რომ ევრო ბიუროკრატები საბოლოო ჯამში უპირისპირდებიან ოფიციალურ ვაშინგტონს და აშშ-ს პრეზიდენტს, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა მარტა კოსის განცხადებაზე საუბრისას.

თენგიზ შარმანაშვილი

12 სექტემბერი 2026, 11:19

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი გიორგი ბარამიძის დაკავებაზე: ახლა რომ ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები თავში ხელს ირტყამენ, ეს მაშინ უნდა ეფიქრათ, როდესაც მათი წარმომადგენელი საქართველოსთვის ფრიად დამაზიანებელ განცხადებას აკეთებდა

ახლა რომ ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები თავში ხელს ირტყამენ, ეს მაშინ უნდა ეფიქრათ, როდესაც მათი წარმომადგენელი საქართველოსთვის ფრიად დამაზიანებელ განცხადებას აკეთებდა, - განაცხადა გიორგი ბარამიძის დაკავების ფაქტის კომენტირებისას თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.

12 სექტემბერი 2026, 11:07

სამართალი

საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს

ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ გაკეთებული განცხადება. სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.

12 სექტემბერი 2026, 10:57

სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა - მათ შორის, ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს, მათ შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

12 სექტემბერი 2026, 10:51

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს

სამინისტროს ინფორმაციით, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 59 უცხოელი არალეგალი, მათ შორის - კენიის, თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, ეგვიპტის, განას, ეთიოპიის, უზბეკეთის, ფილიპინების, სუდანის, კამერუნის, ჩინეთის და აზერბაიჯანის მოქალაქე.

12 სექტემბერი 2026, 10:50

მსოფლიო

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ტოლიატისა და ტაგანროგის საწარმოებზე იერიში მიიტანეს

უკრაინულმა ძალებმა 12 სექტემბერს რუსეთის ქალაქებში ტოლიატისა და ტაგანროგში სამრეწველო ობიექტებზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

12 სექტემბერი 2026, 10:45

საზოგადოება

სკოლებში ფინანსური განათლების გაძლიერების მიზნით მასწავლებელთა კონფერენცია გაიმართა

პანელური დისკუსიების ფარგლებში კონფერენციის მონაწილეებმა ფინანსური განათლების მიმართულებით ეროვნულ ხედვაზე, სკოლებში ფინანსური განათლების ინტეგრირებაზე, მასწავლებლებისთვის ხელმისაწვდომ პროგრამებსა და საგანმანათლებლო რესურსებზე იმსჯელეს.

12 სექტემბერი 2026, 10:39

სამართალი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

12 სექტემბერი 2026, 10:36

მსოფლიო

The New York Times: ახლო აღმოსავლეთის ენერგეტიკული დერეფნები სულ უფრო იკეტება

მსოფლიოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული დერეფნები სულ უფრო რთულად გასავლელი ხდება. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

12 სექტემბერი 2026, 10:33

საზოგადოება

გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ალექსანდრე იურჩენკო

12 სექტემბერი 2026, 10:11

მსოფლიო

უკრაინული მედია: ზელენსკის პარტიის ყოფილ დეპუტატს ქრთამის აღების საქმეზე 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ დეპუტატ ალექსანდრე იურჩენკოს ქრთამის აღების საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ირაკლი ნადარეიშვილი

12 სექტემბერი 2026, 09:47

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველო და ჩინეთი შეთანხმდნენ საქართველო-ჩინეთის საინვესტიციო დიალოგის სპეციალური მექანიზმის შექმნაზე, რომლის მიზანია ჩინური ინვესტიციების ხელშეწყობა ისეთ სტრატეგიულ სფეროებში, როგორებიცაა ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა საქართველოში

საქართველოს ურთიერთობებს ჩინეთთან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და სპეციფიკური ადგილი უკავია, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა პეკინში გამართულ მომსახურებით ვაჭრობის გლობალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

ვლადიმერ პუტინი

12 სექტემბერი 2026, 09:41

მსოფლიო

ბრიტანული დაზვერვა: უკრაინის ომში რუსეთმა ნახევარი მილიონი სამხედრო დაკარგა

ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დაახლოებით ნახევარი მილიონი რუსი სამხედრო დაიღუპა, ხოლო დაჭრილების ჩათვლით რუსეთის არმიის საერთო დანაკარგი 1,5 მილიონს აღწევს. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

12 სექტემბერი 2026, 09:26

პოლიტიკა

ანტიამერიკული პროპაგანდა ოპოზიციის პროპაგანდისტული „ფორმულას“ ეთერში, პრეზიდენტ ტრამპის დაცინვა და მისი დადანაშაულება ამომრჩევლის მოსყიდვაში

რადიკალური ოპოზიციისა და მიხეილ სააკაშვილის პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებში ანტიამერიკული ნარატივების ტირაჟირება გრძელდება.

12 სექტემბერი 2026, 09:04

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 12 სექტემბერს საქართველოში

12 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +32 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.